საქართველოს მმართველთა სია
აქ ჩამოთვლილია საქართველოს მმართველები.
საქართველოს მეფე | |
---|---|
სამეფო გერბი | |
გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი ქართველი მონარქის, გიორგი VIII-ის ფრესკა სვეტიცხოველში | |
დეტალები | |
პირველი მონარქი | ფარნავაზი |
უკანასკნელი მონარქი |
გიორგი VIII (ერთიანი საქართველოსი) გიორგი XII (ქართლ-კახეთის სამეფოსი) სოლომონ II (იმერეთის სამეფოსი) |
შეიქმნა | ძვ. წ. 302 |
გაუქმდა |
1801 – ქართლ-კახეთი (აღმოსავლეთ საქართველო) 1810 – იმერეთი (დასავლეთ საქართველო) |
რეზიდენციები |
არმაზი მცხეთა არტანუჯი (ამჟამად თურქეთში) ქუთაისი თბილისი გრემი თელავი |
პრეტენდენტი |
ნუგზარ ბაგრატიონი[1] დავით ბაგრატიონი[2] |
- ნოე – ბიბლიის წიგნი დაბადებისა. თავი მეათე: მუხლი 1. ეს არის ნოეს ძეთა მოდგმა — სემის, ქამისა და იაფეთისა. შეეძინათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ.
- იაფეთი – ბიბლიის წიგნი დაბადებისა. თავი მეათე: მუხლი 2. იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
- იავანი – ბიბლიის წიგნი დაბადებისა. თავი მეათე: მუხლი 4. იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი და დოდანიმი.
- თარშიში – თარშმა ჰშვა თარგამოს [3].
- თარგამოსი – თარგამოს ჰშვა რვანი გმირნი ესე: ჰაოს, ქართლოს, ბარდოს, მოვაკანოს, ლეკანოს, ჰეროს, კავკასოს და ეგროს [3].
- ქართლოსი – ქართლოსის ძენი: მცხეთოსი, გარდაბოსი, კახოსი, კუხოსი, გაჩიოსი [3].
- მცხეთოსი – მცხეთოსის ძენი: უფლოსი, ოძრახოსი, ჯავახოსი [3].
- უფლოსი
პორტრეტი | ქრონიკები | |||
---|---|---|---|---|
ნათესავთ აღწერისა და წილთათჳს |
ჰაოსის წილისათჳს ჰაოსსა მისცა აღმოსავლით საზღვარი ზღვა კასპიისა, სამხრით მთა ორეთისა, ჩრდილოთ მთა, რომელი წარმოივლის პონტოს ზღვისაგან და გამოვლის ბასიანის კარს და მოვალს ბარდა არაზამდე, და დასავლით ზღვა პონტოსი. ხოლო სხვა ხვედრი თვისი ესე: აღმოსავლით ზღვა კასპიისა, სამხრით არაზი და მთა წინა ხსენებული, რომელსა მოსდის მდინარენი ამიერ მომრთველნი მტკვრისანი და პონტიის ზღვისანი, და ამიერ რახსისანი, ჩრდილოთ მთა დიდი კავკასისა, სამხრით ჩრდილოთ კერძი და დასავლით ზღვა პონტიისა, და ორთა ამათ მთათა რომელნი მდინარენი გამოსდიან და მიერთვიან ზღვათა ამათ, განუყო შვიდთა ძეთა თვისთა. |
ქართლოსის წილისათჳს ხოლო საზღვარი ქართლოსისა არს: აღმოსავალით ბერდუჯის მდინარის მცირე მთა და გამართებით ხუნანისა ვიდრე გულგულა ტყე-ტბადმდე მიდგმით კავკასიისა, სამხრით მთა წინა-ხსენებული, რომელი განვლის არაზიდამ პონტიის ზღვადმდე და გამომდინარენი მდინარენი ეთვიან მტკვარსა და შავ ზღვასა, და ჩრდილოთ მთა კავკასი და მთა ღადოსი ვიდრე ზღვადმდე სპერისა, და დასავლით მთა მცირე-ლიხი და მთა, რომელი განვლის ტაოსა და კლარჯეთს შორის და მივალს ზღვადმდე, და იგივე ზღვა პონტიისა, და ამათ შორის ქვეყანა არს წილი ქართლოსისა. |
ბარდოსის წილისათჳს ბარდოსის წილი არს: აღმოსავალით მდინარე რახსი, სამხრით მთა წინათივე, რომელსა მოსდიან მდინარენი და ერთვიან მტკვარსა, დასავლით ბერდუჯის მდინარის მცირე მთა და ჩრდილოთ მდინარე მტკვარი. |
მოვაკანოს წილისათჳს ხოლო ნაწილი მოვაკანისა არს: აღმოსავალით ზღვა გურგანისა, სამხრით მტკვარი, ჩრდილოთ მთა კავკასი და დასავლით მცირე და დიდი ალაზნის შესართავიდამ ვიდრე მტკვრამდე და გამართებით კავკასამდე. |
ჰეროსის წილისათჳს ხოლო ნაწილი ჰეროსისა არს: სამხრით საზღვარი მოვაკანისა, დასავლით მტკვარი, აღმოსავალით კავკასი და ჩრდილოთ ხუნანიდამ განვლილი გულგულა ტყე-ტბა კავკასამდე. |
ეგროსის წილისათჳს ხოლო ეგროსის წილი არს: აღმოსავალით მთა მცირე ლიხისა, სამხრით მთა ღადოსი, ჩრდილოთ კავკასი, დასავლით შავი ზღვა ანუ პონტიისა. |
ლეკანის წილისათჳს ხოლო ლეკანის წილი არს: აღმოსავალით ზღვა კასპიისა, სამხრით და დასავლით მთა კავკასი და საზღვარი კავკასოსი, ჩრდილოთ მდინარე დიდი ხაზარეთისა. |
კავკასოს წილისათჳს ხოლო კავკასოსის წილი არს: კავკასიის მთის ჩრდილოთ კერძი, ლეკანის საზღვრიდამ ვიდრე ზღვადმდე პონტიისა ანუ შავისა. |
შენობისა და კუალად განყოფისათჳს ხოლო ოდეს მოიწივნენ შვიდნი ესე ძმანი თვის-თვისთა ხვედრთა ქვეყანათა, იწყეს შენობად; არამედ ქართლოს უხუცესი და მთავარი მათი მოვიდა, სადა ერთვის მტკვარსა არაგვი და ამის დასავლით, სადაცა ერთვის მცირე მდინარე მტკვარსავე სამხრიდამ, მის მდინარის ორსა მთასა შორის აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ქალაქსა მას ქართლოს (რომლისა გამო ეწოდა ქვეყანასა ამას ქართლი), და დაიპყრა ქვეყანა ბერდუჯით ტყე-ტყიდამ ზღვადმდე სპერისა წილ-ხდომილი თვისი; ხოლო შვილთა შორის ქართლოსისათა გამოჩნდენ ხუთნი გმირნი: მცხეთოს, გაჩოს, გარდაბანოს, კახოს და კუხოს; არამედ გმირობითა უწარჩინებულესი და უხუცესი იყო მცხეთოს; და შემდგომად სიკვდილისა ქართლოსისა დედამან მათმან წილი ქართლოსისა განუყო ხუთთა მათ ძმათა და მისცა გარდაბანოს ხუნანი და გარდაბანი, გაჩოს ობის (ორბის) ციხე და სკვირეთს ზეითი აბოცის მთამდე და ფანავარამდე, და კახოს მისცა კახეთი და კუხოს კუხეთი. ხოლო მცხეთოსს უწარჩინებულესს ძესა მისცა ტფილისისა და არაგვის დასავლეთი ლიხის მთამდე და ზღვადმდე სპერისა და საზღვარი ქართლოსისა ტაო კლარჯეთს შორისი მთა ზღვამდე და მთა, რომელსა ჰსდიან მდინარენი და ერთვიან შავ ზღვასა და მტკვარსა. ხოლო შემდგომად ამისა მცხეთოსის ძეთა შორის უმეტეს წარჩინებულნი იყვნენ სამნი ესე გმირნი: პირველი უფლოს, მეორე ოძრახოს და მესამე ჯავახოს, რომელთა მცხეთოსვე განუყვნა ქვეყანა და ნათესავნი თვისნი, და უფლოსს მისცა ტფილის არაგვის დასავლეთი ტაშის კარ ლიხის მთამდე და ფანავრამდე თრიალეთი. ხოლო ოძრახოსს მისცა ტაშის კარს ზეითი და მტკვრის დასავლეთი ზღვამდე პონტიისა და ადგილი კლდოანი ქართლოსის საზღვრამდე; და ჯავახოსს მისცა მტკვარის აღმოსავლეთით ფანავრამდე და თავადმდე მტკვრისა. ხოლო უფლოს დარჩა სამკვიდრებელსა მამისა თვისისასა მცხეთას, და ჰმორჩილებდენ ყოველნი ქართლოსიანნი ამას ჟამადმდე; არამედ შემდგომად, მოკვდა რა მცხეთოს, არღარა მორჩილ-ექმნენ უფლოსს და იწყეს შფოთებად და ხდომად ურთი-ერთთა და განძლიერდა მათ შორის ესე ვითარი შური და ხდომა, ვიდრე ღმერთიცა დამბადებელი თვისი დაუტევეს და მსახურებდენ მზესა, მთვარესა და ვარსკვლავთა, და უმეტეს იყო მათდა საფიცველად საფლავი ქართლოსისა დასაბამითგან 2267, ქართულსა 198. არამედ ოდესცა დაიზავიან, ეგრეთვე იყო მათდა უწარჩინებულესი და უფალი მცხეთას ქალაქსა შინა მჯდომარე, რამეთუ განდიდებულ იყო შემდგომად მცხეთა, გარნა არა უხმობდენ მეფედ მუნ მჯდომსა, არცა მთავრად, არამედ მამასახლისად, გარნა ყოველნი მას ჰმორჩილებდენ. კვალად უკეთუ შეშფოთდიან და ხდომა იწყიან, თვის-თვისნი მთავარნი ისხნიან და იყვნენ ეგრეთ დროდმდე. ხოლო ამისა შემდგომად განძლიერდენ ხაზარნი და უწყეს ბრძოლა ძეთა კავკასოსთა; უწარჩინებულესი იყო პირველად ძურძუკოს ძე ტინენისა. ესე ეზრასა ექვსთა ნათესავთა ძმათა (რამეთუ მაშინ იყვნენ სიყვარულსა ზედა ურთიერთსა და მორჩილებასა მცხეთელ მამასახლისისა), რათა მწე იყვნენ. მაშინ შეითქვნენ შვიდნივე ნათესავნი ესე, შეკრბნენ და გარდავლეს მთა კავკასი, მოსრნეს და მოსტყვენეს ხაზარეთი, და აღაშენეს პირსა ხაზარეთისასა ციხე (ბერძულსა 3861), რამეთუ ხაზარეთის მდინარე არს დონის წყალი და ხაზარეთი დონის წყლიდამ დნესტრამდე შავი ზღვის პირი ლიტოვამდე და რუსეთამდე: და წარმოვიდენ თვის-თვისად დასაბამითგან 2302, ქართულსა 233. შემდგომად ამისა ქმნეს ხაზართა მეფე და შეკრბნენ მის ქვეშე და გამოვლეს გზა დარუბანდისა. ამათ ვერ წინა აღუდგენ თარგამოსიანნი, შემოვიდენ, მოსრნეს და მოსტყვენეს თარგამოსიანნი დასაბამით 2310, ქართულსა 241, და ისწავეს გზა დარუბანდისა და არაგვისა, და განამრავლეს შემოსვლა თარგამოსიანთა ზედა და იყვნეს მოხარკედ მათდა ჟამ რაოდენმე. |
სპარსთა მეფე აფრიდონ კვალად ამისა შემდგომად განძლიერდენ სპარსნი და წარმოგზავნა სპარსთა მეფემან აფრიდონ ერისთავი თვისი არდამ. ამან შეკრა გზა ზღვისა და უწოდა დარუბანდი, ესე იგი „დახშა კარი“. ამანვე იწყო მცხეთას ქვითკირი დასაბამით 2342, ქართულსა 273, და დაიპყრა ამან არდამ შვიდნივე ესე ნათესავნი; არამედ შემდგომად, ოდეს განიყვნენ ძენი სპარსთა მეფისა აფრიდონისანი და დაიწყეს ხდომა ურთიერთთა, მაშინ შეიზრახნენ შვიდნივე ესე ნათესავნი და მოსწყვიდნეს ერისთავნი სპარსთანი და დაემორჩილნენ მცხეთელ მამასახლისსა; არამედ ეგრის წყალს იქითნი მიერთნენ ბერძენთა; ხოლო მათ მიერ იცეს ძალი სპარსთა ზედა და არღარა ერჩდენ მცხეთელ მამასახლისსა; ეგრეთვე რანი და მოვაკანი დაშთა სპარსთა და ნეშტნი მცხეთელ მამასახლისსა მორჩილებასა შინა. |
ქექეოს მეფე სპარსთა ხოლო შემდგომად განძლიერდენ სპარსნი და მოვიდა ქექეოს მეფე სპარსთა ლეკეთს და ვერ შევიდა, რამეთუ ბრმა ჰყო ლეკმან ვინმე. ამან კვალად მოხარკე ჰყო ქართლი და წარვიდა დასაბამით 2434, ქართულსა 365. |
ისრაილთა გამოსვლა ზღჳსა ამისა შემდგომად მოვიდა ამბავი, ვითარ ისრაილთა განვლეს ზღვა დასაბამით 2454, ქართულსა 385 და აქეს ყოველთა წარმართთა ღმერთი ისრაილთა. ამისა შემდგომად უცილო იქმნენ სპარსნი და იცეს ჟამი ქართველთა და განდგნენ, და ჰმორჩილებდენ მცხეთელ მამასახლისსა. |
ფარემუზ მეფე სპარსთა მცნობმან სპარსთა მეფემან ფარშოტ წარმოგზავნა ძე თვისი თარგამოსიანთა ზედა; არამედ შეკრბნენ ესენიცა და მიეგებნენ ადრაბაგანს; მუნ ეწყვნენ და აოტნეს სპარსნი და მოსრნეს ურიცხვნი დასაბამით 2482, ქართულსა 413, და მოვიდენ გამარჯვებულნი თვისად. |
ქაიხოსრო მეფე სპარსთა შემდგომად კვალად წარმოგზავნა ძე თვისი სპარსთა მეფემან ხოსრომ; შემოვიდენ და შემუსრნეს ციხე-ქალაქნი და მოსტყვენეს, მოხარკე ჰყვეს და წარვიდენ დასაბამით 2490, ქართულსა 421. კვალად უცალო იქმნენ სპარსნი თურქთაგან და განთავისუფლდენ ქართველნი დასაბამით 2525, ქართულსა 456 მოხარკეობისაგან სპარსთასა და ერჩდენ მცხეთელ მამასახლისსა მრავალ წელ. ხოლო ამათ ჟამთა შინა შემოვიდნენ თურქნი სახლნი ვითარ ორიათას რვა ასი, ლტოლვილნი სპარსთაგან, და უჩინა მცხეთელ მამასახლისმან ადგილნი და დასხნა იგინი; რამეთუ ამათ დროთავე შინა ვინცა ვინ მოვიდიან — ასურნი, ბერძენნი, ხაზარნი, ყოველთა ემეგობრებოდიან ქართველნი შიშისათვის სპარსთა და შეიწყნარიან თვისთა ქვეყანათა და ამაგრებდიან ციხე-ქალაქთა მოლოდინისათვის სპარსთასა. |
ნაბუქოდორნოსორ მეფე სპარსთა შემდგომად კვალად მოვიდნენ ლტოლვილნი ურიანი ნაბუქოდონოსორისაგან დასაბამით 3363, ქართულსა 230, დასხნა იგინიცა მცხეთელ მამასახლისმან ხერკს, არაგვის ჩრდილოდ კერძოდ. გარნა ამად დროდმდე იყო ენა სომხური საქართველოსა შინა და ესოდენთა ნათესავთაგან იწყეს ენისა ქართულისა თქმად და აქვნდათ სჯულიცა უბოროტესი ყოველთა, რამეთუ არა იცოდენ ნათესაობა, არცა ცოლ-ქმრობა, ყოველსა სულიერსა ჰსჭამდენ შეგინებულისადმდე, მკვდარსა კაცსა სჭამდენ. |
გოსტასაბ მეფე სპარსთა არამედ შემდგომად კვალად მოცალე იქმნენ სპარსნი და გვასტასაბ მეფემან წარმოავლინა ძე თვისი სპანდიერ რვალი (სპანდიტისი მარიამ დედოფლის ვარიანტით) და მოვიდა არდაბაგანს; ამას შეუშინდნენ ქართველნი და განამაგრებდენ ციხე-ქალაქებთა, რამეთუ არა ძალედვათ წინააღმდეგობა; არამედ ეწია ამბავი ძესა სპარსთა მეფისასა სპანდიერს და გარე-უკუიქცა სპარსეთადვე დასაბამით 3407, ბერძულსა 4966, ქართულსა 274 და დაშთნენ მშვიდობით ქართველნი. არამედ შემდგომად კვალად განძლიერდენ სპარსნი და სპარსთა მეფემან ბაამან ბერძენნი და რომნი მოხარკე ჰყვნა და ყოველნი ნათესავნიცა ესე თვისად მოხარკე ჰყო დასაბამით 3419, ქართულსა 286. არამედ ესოდენთა ნათესავთაგან იზრახებოდა საქართველოსა შინა ექვსნი ენანი — სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ბერძული, ებრაული და უბნობდიან მამანი და დედანი ყოველნი. |
ალექსანდრე მაკედონელი ხოლო ოდესაც გამოჩნდა ალექსანდრე ბერძენი მაკედონელი და დაიპყრა დასავლეთი, შემდგომად დაიპყრა ეგვიპტე და შემოვიდა აღმოსავლეთს, ჰსძლო სპარსთა და მეფესა მათსა. მერმე მოვიდა ქართლს დასაბამითგან 3623, ქართულსა 490, და იხილა ნათესავი ესე უუბოროტეს ყოველთა წარმართთა. ხოლო ამან ალექსანდრემ მოსწყვიდნა ყოველნი ნათესავნი შერეულნი, თვინიერ ქართლოსიანთა და ურიათა, და დაიპყრა საქართველო და დაუტევნა ლაშქარნი ასი ათასნი, და მათ ზედა მთავარი აზონ ძე იარედისა მაკედონელი; არამედ მოსპო ჭამაცა მკვდართა და სჯულად დაუდვა დამბადებელისა ერთისა ღვთისა თაყვანისცემა და მზისა და მთოვარისა და ვარსკვლავთა პატივი და თვით წარვიდა. ხოლო ესე აზონ იყო კაცი მოსისხლე და მეშურნე, და უკეთუ ვინ კეთილ-ჰასაკოვან გამოსჩნდის საქართველოსანი, მოაკუდინებდა და თვისთა ლაშქართაცა ეგრეთ უყოფდა. ამით იყო ჭირი დიდი საქართველოსა შინა აზონის გამო. ხოლო ოდეს მოკვდა ალექსანდრე მაკედონელი და განიყვეს მთავართა მისთა ქვეყანანი ესე, დაუტევა აზონ სჯული ალექსანდრესი და ჰქმნა კერპნი დიდნი — გაცი ოქროსა და გაიმ ვეცხლისა და მსახურებდა მეფესა მცირისა აზიისასა. ამის აზონის დროს იწყეს ქართველთა შვილთა თვისთა კერპთა შეწირვად და არა აყენებდა აზონ, ვინათგან თვითცა ჰკლვიდა. | |
ამბავი ფარნავაზისა ჟამთა ამათ შინა იყო ჭაბუკი სახელით ფარნავაზ ნათესავით ქართლოსიანი და ბიძა ფარნავაზისა სახელით სამარა მოსვლასა შინა ალექსანდრე მაკედონელისასა მცხეთას მამასახლისობდა. ხოლო მოიკლა სამარა და მამა ფარნავაზისა და ძმა სამარასი ალექსანდრესაგან, და ესე ფარნავაზ სამის წლისა წარეტაცა დედასა თვისსა (რომელი იყო ნათესავით სპარსი) კავკასიად და მუნ აღეზარდა, და შემდგომად კვალად მოსრულიყო მცხეთადვე. ესე ფარნავაზ იყო მხნე, ახოვანი და მშვენიერი, მონადირე და კისკასი და ჩაუქი; არამედ ამას კრძალვიდა დედა თვისი აზონისაგან და უთქმიდა წარსვლად სპარსეთად; გარნა ძნიად აღუჩნდებოდა ფარნავაზს დატევებანი მამულისანი. ხოლო დღესა ერთსა იხილა სიზმრად ფარნავაზ, რათა განვიდეს სახლიდამ და ვერ შეუძლო; მაშინ შემოადგა სარკმლითგან მზე და მოერტყა წელსა მისსა, განზიდა და განიყვანა გარე და იხილა მზე მდებარე ქვეშე თვისსა, მოხოცა ცვარი მზესა მას და იცხო პირსა ზედა თვისსა. ხოლო განიფრთხო რა, სთქვა: "წარვიდე სპარსეთად და მოვიპოვო მუნვე კეთილნი". ამისა შემდგომად ჩუეულებისაებრ განვიდა ნადირობად სანახებსა დიღმისასა, ჰსტყორცა ისარი ირემსა და ჰკლვიდა რა ესწრა ბინდი და წვიმა მძაფრი და ეძიებდა სავანესა; მაშინ ჰპოვა ქვაბი, რომლისა კარი აღმოქოლვილ იყო, იხადა ჩუგლუგი და გამოჰკოდა კარი; ხოლო შესრულმან მას შინა იხილა საუნჯე დიდი ოქროსა და ვეცხლისა, და განიხარა ფრიად. დილასა აღმოჰქოლა კარი მისი, და წარმოვიდა მცხეთას და იწყო მუნით გამოკრებად ღამით საუნჯისა მის და დაფლვად სიმარჯვედ თვისად. მაშინ იყო ნათესავით ქართლოსიანი, სახელით ქუჯი; ამას თანა წარგზავნა კაცი, რათა შეეწიოს განძითა ამით და უმტერონ აზონს. ხოლო მან განიხარა და მიიყვანა თვისთანა ფარნავაზ; ამათ შეკრიბნეს ოსნი და ლეკნი (რამეთუ სიბოროტისათვის აზონისა სძულობდნენ იგინიცა და არა ენებათ მიცემა ხარკთა). შეკრებულნი ესე ყოველნი წარმოემართნენ აზონსა ზედა. ესე რა ჰსცნა აზონ, შეკრბა ესეცა სპითა წყობად მათდა, არამედ განევლტნენ აზონს რომნიცა იგი ათასნი მხედარნი და მიერთვნენ ფარნავაზს. ამისი მხილველი აზონ შეშინდა სპათაგანცა თვისთა, წარვიდა და განამაგრა კლარჯეთი. |
მეფე ფარნავაზ 65 წელი მეფა ხოლო დაიპყრა ყოველი ქვეყანა საქართველოჲსა ფარნავაზ დასაბამითგან 3647, ქართულსა 514, ბერძულსა 5206, შემოვიდა მცხეთას, იქმნა მეფედ და დაემორჩილნენ ყოველნი საქართველოსანი; არამედ წარავლინა დესპანი წინაშე ასურეთის მეფისა და აღუთქუა მორჩილება, რათა შეეწიოს აზონსა ზედა. ხოლო მან წარმოსცა გჳრგჳნი სამეფო და უწოდა ძედ და მოუწერა ერისთავთა სომხითისათა, რათა შეეწეოდენ ფარნავაზს აზონსა ზედა, და შემდგომად ორისა წლისა მოირთო ძალი აზონ ბერძენთაგან და წარმოემართა ბრძოლად; მაშინ ფარნავაზ დაიპყრა კლარჯეთიცა, მუნით შევიდა და მოსტყვენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიმორი და ეკლეცი და დაირთო საუნჯე და ქონება აზონისა და გარდაემატა სიმდიდრითა. ფარნავაზ მოქცეული შემოვიდა მცხეთას და განაგო სამეფო თვისი; მოიყვანა ქალი ძურძუკით და შეირთო ცოლად და ჰქმნა საქართველო ცხრა საერისთვოდ. |
საერისთოთათჳს პირველს ქუჯის მისცა ქვეყანა რიონის დასავლეთი ზღვამდე და ეგრისის წყლამდე სვანეთით და დაჲ თვისი ცოლად; ხოლო ეგრისს იქითთა არა ინებეს განდგომა ბერძენთა, და კვალად მეორე დაჲ მისცა ოვსთა მეფესა ცოლად. მეორე ერისთავი დასვა მარგვეთისა შორაპანს და მისცა მცირე ლიხიდამ ვიდრე ზღვადმდე ღადოს მთისა და რიონს შუათი. მესამე დასვა კახეთს, კუხეთს და ჰერეთს. მეოთხე დასვა ხუნანს და მისცა ბერდუჯსა და მტკვარსშუა ტფილისამდე გარდაბანითურთ. მეხუთე დასვა სამშვილდესა და მისცა სკვირეთის მდინარიდამ გაჩიანს ზეითი ფანავრამდე აბოცითურთ. მეექვსე დასვა წუნსა და მისცა მტკვრის აღმოსავლეთი ფანავრამდე და თავამდე მტკვრისა. მეშვიდე ოძრახოს და მისცა ტაშის-კარს ზეითი ზღვამდე პონტიისა და ჭოროხამდე. მერვე კლარჯეთსა და მისცა რომელი თვით დაიპყრა საზღვრით მისით ზღვამდე პონტიისა. მეცხრე დაადგინა შიდა ქართლს და სპასპეტად ყოველთა ერისთავთა და სპათა ზედა, და ესევე მოიღებდა ამათ მიერ ხარკთა ქვეყანისაგან. ხოლო რომნი იგი ათასნი განჰყო ადგილთა და ხეობათა შინა და დასხნა და უწოდა აზნაურნი. არამედ ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლისა; მან აღაშენა და განავსნა ქვეყანა თვისი, მოზღუდნა ქალაქნი და ციხენი განამაგრნა, და შექმნა წიგნი ქართული და განავრცელა ენა ქართული, და უბრძანა რათა არღა-რა ზრახვიდენ ენათა სხვათა თვინიერ ქართულისასა, და ჰქმნა კერპი დიდი სახელისა თვისისა არმაზ (რამეთუ პირველად არმაზ ეწოდებოდა ფარნავაზს), და აღმართა საფლავსა ზედა ქართლოსისასა გაცის და გაიმს კერპთა შორის. ესე ფარნავაზ 27 წლისა მეფე იქმნა და 65 წელი იმეფა მშვიდობით და უშფოთველად; შემდგომად მოკვდა დასაბამით 3712, ბერძულსა 5271, ქართულსა 47 და დაფლეს წინაშე კერპისა თვისისა არმაზისა მთასა ქართლს. |
კულხა (ურარტ. Culha), კოლხიდა (ბერძ. Κολχίς) — აფხაზეთის, სამეგრელოს, სვანეთის, რაჭის, იმერეთის, გურიის, აჭარის, სოჭის, ტუაფსეს, რიზეს, ტრაპიზონის, გირესუნის, ართვინის პროვინციების რეგიონში მოსახლე ტომების მზარდი კონსოლიდაციის შედეგად ჩამოყალიბდა ძველი კოლხეთი — დასავლეთ საქართველოს ადრეკლასობრივი სახელმწიფოებრივი გაერთიანება. ბერძნულ მითოლოგიაში აღწერილი, აიეტის და მედეას სამშობლო და არგონავტების მოგზაურობის დანიშნულების ადგილი. კლასიკურ ავტორთა თანახმად, კოლხეთის სამეფოს ტერიტორია ესაზღვრებოდა სამხრეთ-დასავლეთით პონტოს სამეფოს, დასავლეთით პონტუსს (შავი ზღვა) მდინარე კორაქსამდე (მდინარე ბზიფი), ჩრდილოეთით კავკასიონის მთაგრეხილს, რომლის იქით სარმატია მდებარეობდა, აღმოსავლეთით იბერიასა და მცირე კავკასიის მთაგრეხილს, ხოლო სამხრეთით სომხეთს. სტრაბონის მიხედვით კოლხეთის სამეფო იწყებოდა ტრაპიზონიდან; პტოლემეს მიხედვით კი პონტუსი მდინარე ფაზისამდე (რიონი) ადიოდა. პიტიუსი იყო კოლხების ბოლო ქალაქი ჩრდილოეთში.
სახელწოდება კოლხეთი პირველად მოხსენიებულია ესქილესა და პინდაროსის მიერ. უფრო ადრეული მწერლები მას მოიხსენიებენ სახელით „აია“, ადგილი სადაც მითური მეფე აიეტი მეფობდა. მთავარი მდინარე იყო ფაზისი (რიონი), რომელიც ქვეყანას შუად ჰყოფდა. მთავარი ქალაქები იყო: დიოსკურია (ბერძ. Διοσκουριάς), სარაპანა (შორაპანი), ფაზისი (ფოთი), პიტიუსი (ბიჭვინთა), აფსაროსი (გონიო), სურიუმი (ვანი), არქეოპოლისი (ნოქალაქევი).
ძველი კოლხეთის დინასტიის გენეალოგიური ხე — ფაზიანიდების საშთამომავლო შტო[4][5].
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქაოსი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ურანოსი | გეა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ოკეანოსი | ტეთისი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ფაზის I | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კოლხ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჰელიოს (მზე) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ეეტ | პერსე | ცირცეა I | პასიფაი (მინოსის მეუღლე) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჱეკატა (ეეტის მეუღლე) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ეგიალ (ა) | აბსირტ (აბსარ) | მედეა (მედია) | ცირცე II (სკვითის მეფის მეუღლე) | ხალკიოპე | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
(იაზონისაგან) | (ეგეასაგან) | (ფრიქსისაგან) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მერმერ | ფერეტ | მიდი | არგ | ფრონტის | მელას | ციტიზორ (კიტიზორ) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ძველი კოლხეთის მითური მმართველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტრეტი | სახელი | თარიღი [7] | ქრონიკები | ||
---|---|---|---|---|---|
ქაოსი (ძვ. ბერძნ. χάος) | ძვ. წ. 1788 წელი — ქაოსი ბადებს გეას. | «უზარმაზარი სიცარიელე», «უფსკრული», «წყვდიადი» – ძვ. ბერძნ. χαίνω, ნიშნავს «გახსნას», «ფართოდ გაღებულს». პირველად აღწერილი ჰესიოდეს «თეოგონიაში» (ძვ. წ. 700) – მსოფლიოს თავდაპირველი მდგომარეობის პერსონიფიკაცია მოწესრიგებული სამყაროს გაჩენამდე. უწინარესად იშვა ქაოსი. შემდეგ გაჩნდნენ მკერდგანიერი გეა (დედამიწა), მარად მტკიცე საყრდენი ყველა უკვდავის, რომელთაც დათოვლილი ოლომპოსის მწვერვალზე დაუვანიათ, ფართოგზებიანი მიწის წიაღში ჩაძირული პირქუში ტარტაროსი (უფსკრული) და ეროსი (სიყვარული), ვინც ულამაზესია ღმერთთა შორის, ღონისმიმხდელი და ყველა ცისიერისა თუ მიწიერის გონებას და გონივრულ ნებას გულს უმორჩილებს.
ქაოსისგან იშვა ერებოსი (წყვდიადი) და ნიქსი (ღამე წკვარამი). ნიქსი ტრფობით შეერთო ერებოსს და დაბადა ეთერი (მიწისზედა ჰაერის ნათელი სივრცე) და ჰემერა (დღე).[8] | |||
გეა (ძვ. ბერძნ. Γῆ, Γᾶ, Γαῖα — «დედამიწა».) | ძვ. წ. 1770 წელი — გეა ბადებს ურანოსს. | ხოლო მიწამ თავდაპირველად შვა ვარსკვლავიანი ცა (ურანოსი), თავისივე ტოლი, რათა ყოველი მხრიდან დაეფარა ცას იგი და ნეტარ ღმერთთა მარად მტკიცე სამკვიდროდ ქმნილიყო. მანვე შვა აგრეთვე მაღალი მთები, თვალწარმტაცი სამყოფელი ქალღმერთ ნიმფათა, რომელნიც მაღნარით დაფარულ მთებში ბინადრობენ. შემდეგ მიწამ, ისე, რომ ნანატრი სიყვარულით არავის შერთვია, დაბადა უნაყოფო, ბობოქარი ზღვა პონტოსი. მერე ცასთან გაიყო სარეცელი და დაბადა ღრმამორევებიანი ოკეანოსი, კოიოსი, კრეოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, თეა, რეა, თემისი, მნემოსინე, ოქროსგვირგვინოსანი ფოიბე და ტურფა ტეთისი. ხოლო მათ შემდეგ შვა უმრწემესი, ცბიერი კრონოსი, შვილთა შორის უსაშინლესი, რომელსაც სძულდა მხნე მამა მშობელი. ამის მერე შვა მიწამ გულზვიადი კიკლოპები (ძვ. ბერძნ. Κύκλωπες — მრგვალთვალიანები) – ბრონტესი, სტეროპესი და გულადი არგესი, რომელთაც ჭექა-ქუხილი მისცეს და ელვა დაუმზადეს ზევსს. ისინი ყველაფრით ჰგავდნენ ღმერთებს, მხოლოდ თვალი ჰქონდათ ცალი შუა შუბლზე. მათ კიკლოპები ეწოდათ, რაკი ცალი მრგვალი თვალი ჰქონდათ შუბლზე. ძალ-ღონესა და მოხერხებას იჩენდნენ ისინი საქმეში.[8] | |||
ურანოსი (ძვ. ბერძნ. Οὐρανός — «ზეცა».) | ძვ. წ. 1750 წელი — ურანოსი ეუფლება გეას. იბადებიან — კიკლოპები, ჰეკატონხეირები და ტიტანები (სამარხების შახტა მიკენში, აშენებული ძვ. წ. 1740-სა და 1450 წელს შორის). ძვ. წ. 1710 წელი — "საფრიდან მარცხენა ხელი გაიწვდინა ძემ (კრონოსმა (სატურნი)), მარჯვენაში ვეება ნამგალი ეჭირა, გრძელი, კბილბასრი, უმალ მოჰკვეთა მამას (ურანოსს) ასონი და ზურგსუკან შორს მოისროლა".[9] |
კიდევ სამი, წარმოუდგენლად დიდი, მხნე და გულზვიადი ძე შეეძინათ მიწას და ზეცას – კოტოსი, ბრიარეოსი და გიგესი ჰეკატონხეირები (ძვ. ბერძნ. Εκατόγχειρες, სიტყვასიტყვით: ἑκατόν, «ასი» და χείρ, «ხელი». ლათინურად Centimani «ასხელიანი»), რომელთა სახელებსაც კაცნი შიშით არ წარმოთქვამენ. თითოეულს ასი საზარელი მკლავი ჰქონდა და მხრებს შორის ორმოცდაათი თავი ამოსვლოდა მკვრივ კიდურებზე. უძლეველი იყო ამ გოლიათ არსებათა ძალა. მიწისა და ცის ნაშობთა შორის ყველაზე ზარდამცემნი იყვნენ და გაჩენისთანავე მოიძულა ისინი მშობელმა მამამ. როგორც კი დაიბადნენ, სათითაოდ ყველა მიწის წიაღში დამალა ცამ და სინათლეზე არ უშვებდა; ხარობდა იგი თავისი ბოროტი საქციელით. შევიწროებული უზარმაზარი მიწა კი კვნესოდა და ბოლოს მზაკვრული, ავი საქმე მოიგონა. მსწრაფლ შექმნა მოელვარე ანდამატის სახეობა, მისგან დიდი ნამგალი დაამზადა და საყვარელ შვილებს აჩვენა, თან გასამხნევებლად ასე მიმართა გულდამწუხრებულმა:
— ჩემო და კადნიერი მამის შვილებო, თუკი ისურვებთ ჩემი ისმინოთ, ვაზღვევინებთ მამათქვენს ბოროტ შეურაცხყოფას, რადგან პირველმა მან იკადრა უღირსი საქმე. ასე უთხრა, ხოლო ისინი ყველა შიშმა შეიპყრო, სიტყვის თქმაც კი ვერცერთმა გაბედა. მხოლოდ დიდმა, ცბიერმა კრონოსმა მოიკრიბა მხნეობა და მყისვე მიუგო მზრუნველ დედას: — დედა, გპირდები, რომ მე აღვასრულებ ამ საქმეს, რამეთუ არაფრად ვაგდებ საძულველ მამაჩვენს, ვინაიდან პირველმა მან იკადრა უღირსი ქცევა. ასე უთხრა, მთელი გულით გაუხარდა უზარმაზარ მიწას, საფარში დააყენა თავისი ძე, დამალა, ხელთ კბილბასრი ნამგალი მისცა და მრავალგვარი ხრიკი ურჩია. მოვიდა დიდი ცა, მოუძღვა ღამეს და ყოველი მხრიდან შემოეჭდო მიწას ტრფიალის მოსურნე. საფრიდან მარცხენა ხელი გაიწვდინა ძემ, მარჯვენაში ვეება ნამგალი ეჭირა, გრძელი, კბილბასრი, უმალ მოჰკვეთა მამას ასონი და ზურგსუკან შორს მოისროლა. უნაყოფოდ არ გადაგდებულან ასონი მისი მკლავიდან. რამდენი სისხლიანი წვეთიც დაიღვარა, მიწამ მიიღო ყველა და დროთა ბრუნვაში შვა უწყალო ერინიები, ელვარე საჭურვლიანი დიდი გიგანტები, რომელთაც გრძელი შუბი ეპყრათ ხელთ, და ნიმფები, მელიებად, იფნის ნიმფებად წოდებულნი უსაზღვრო მიწაზე. კრონოსის მიერ ანდამატით მოკვეთილი და ხმელეთიდან მღელვარე ზღვაში გადასროლილი ასონი დიდხანს დაცურავდნენ ტალღებზე. უკვდავ სხეულის ნაწილს თეთრი ქაფი მოედო გარშემო და მასში ქალწული ამოიზარდა. ქალწულმა პირველად საღმრთო კითერისაკენ გაცურა, იქიდან ზღვით გარემოცულ კიპროსს ეწვია და მიწაზე გადმოვიდა პატივსაცემი, ლამაზი ღმერთი, გარშემო ბალახი აღმოცენდა მის კენარ ფერხთით. მას აფროდიტეს [ანუ ქაფისგან შობილს და ლამაზგვირგვინოსან კითერეას] უწოდებენ ღმერთნი და კაცნი, რადგან ქაფში დაიბადა. კითერეად იმიტომ მოიხსენიებენ, რომ კითერაზე მოხვდა, ხოლო კიპროსსშობილს იმის გამო უწოდებენ, რომ ზღვით გარშემორტყმულ კიპროსზე იშვა. ფილომედესსაც ეძახიან, რაკი ასოთაგან მოევლინა ქვეყანას. ღმერთქალს ეროსი უმშვენებდა გვერდს და ლამაზი ჰიმეროსიც თან ახლდა დაბადებისას და მაშინაც, როდესაც ზეციერთა დასს ეახლა. იმთავითვე მოიხვეჭა მან პატივი და წილად კაცთა და უკვდავ ღმერთთა შორის, აი, რა ერგო: ქალწულთა ჩურჩული, ღიმილი, იმედგაცრუება, სასიამოვნო აღტაცება, ალერსი და სინატიფე. დიადი მამა ცა კიცხავდა საკუთარ შვილებს და ტიტანები შეარქვა მათ. ამბობდა, მთელი ღონე იხმარეს, რომ ესოდენ ბიწიერი საქმე ჩაედინათ, და ამისთვის მომავალში უთუოდ მიეზღვებათ სამაგიეროო. ღამემ შვა საძულველი ხვედრი, შავი ბედისწერა და სიკვდილი; დაბადა ასევე ძილი და სიზმართა დასი. შემდეგ, ისე რომ არცერთ ღმერთთან არ გაუზიარებია სარეცელი, შვა მრუმე ღამემ ძაგება, მტანჯველი ვაება და ჰესპერიდები, რომლებიც დიდებული ოკეანოსის გადაღმა ლამაზ ოქროს ვაშლებსა და მსხმოიარე ხეებს იცავენ. მანვე გააჩინა აგრეთვე ულმობლად დამსჯელი კერები და მოირები – კლოთო, ლაქესისი და ატროპოსი, რომლებიც მოკვდავებს დაბადებისას სიკეთესაც ანათლავენ და სიავესაც და ცოდვების გამო ღმერთებსაც დევნიან და ადამიანებსაც. ეს ქალღმერთები მანამ არ იცხრობენ სასტიკ გულისწყრომას, სანამ ბოროტ სასჯელს არ მიაგებენ შემცოდეს. ამის შემდეგ მოკვდავ კაცთა სასჯელად ტიალმა ღამემ შვა ნემესისი; ბოლოს კი დაბადა ტყუილი, მეგობრობა, წყეული სიბერე და გულქვა ერისი. საძულველმა ერისმა შვა მძიმე ჯაფა, დავიწყება, შიმშილი, ცრემლიანი ტკივილი, დაპირისპირება, ომი, მკვლელობა, კაცთასრვა, უთანხმოება, ტყუილი, პაექრობა, კამათი, უკანონობა და შეშლილობა – უკლებლივ ერთიმეორის მახლობელნი – და ფიცი, ყველაზე მეტად რომ ვნებს კაცთ, მიწაზე მცხოვრებთ, თუკი რომელიმე მათგანი ნებსით ცრუდ დაიფიცებს. პონტოსმა შვა ალალმართალი და სიმართლისმოყვარე ნერევსი, საკუთარ შვილთა შორის უხუცესი. ნერევსს მოხუცს ეძახიან, რადგან მართლისმთქმელია, გულკეთილი, არასდროს ივიწყებს სამართლიანობას და პირუთვნელად და ლმობიერად სჯის. შემდეგ პონტოსი შეერთო მიწას და შვა დიადი თავმასი, ჩაუქი ფორკისი, ლამაზღაწვება კეტო და ევრიბია, რომელსაც ალმასის მტკიცე გული უძგერს მკერდში. ნერევსსა და თმამშვენიერ დორისს, ასულს საკუთარ წიაღში ჩამდინარე ოკეანოსისას, ქალღმერთთათვის საყვარელი შვილები შეეძინათ უნაყოფო ზღვაში: პროთო, ევკრანტე, საო, ამფიტრიტე, ევდორე, თეტისი, გალენე, გლავკე, კიმოთოე, სპეო, თოე, ტურფა ალია, პასითეა, ერატო, ვარდისფერმკლავება ევნიკე, მწყაზარი მელიტე, ევლიმენე, აგავე, დოტო, პროტო, ფერუსა, დინამენე, ნესეა, აქტეა, პროტომედეა, დორისი, პანოპე, სანდომიანი გალატეა, ტურფა ჰიპოთოე, ვარდისფერმკლავება ჰიპონოე, კიმოდოკე, რომელიც კიმატოლეგესა და წერწეტა ამფიტრიტესთან ერთად იოლად აცხრობს ტალღებს და მძაფრი ქარების ქროლვას მოქურუხებულ ზღვაში, კიმო, ეიონე, ლამაზგვირგვინოსანი ჰალიმედე, პირმცინარი გლავკონომე, პონტოპორეა, ლეაგორა, ევაგორა, ლაომედეა, პულინოე, ავტინოე, ლისიანასა, ტანკენარი, უზადო გარეგნობის ევარნე, მწყაზარი ტანადობის ფსამათე, მომხიბლავი მენიპე, ნესო, ევპომპე, თემისტო, პრონოე და ნემერტესი, რომელსაც უკვდავი მამის გონიერება დაჰყოლია. ეს ორმოცდაათი, სხვადასხვა შესანიშნავ საქმეში დახელოვნებული ქალწული იშვა უმწიკვლო ნერევსისაგან. თავმასმა ცოლად შეირთო ღრმადინებიანი ოკეანოსის ასული ელექტრა, რომელმაც უშვა მას მალი ირისი და თმამშვენიერი ჰარპიები – აელო და ოკიპეტე, რომლებიც ქარის ქროლვასა და ფრთამალ ჩიტებსავით სწრაფად დაფრინავენ, ფრთოსნებზე მაღლა დანავარდობენ ცაში. ფორკისს კეტომ უშვა ლამაზღაწვება, დაბადებითვე თმაჭაღარა დედაბრები – გრაიებს რომ ეძახიან უკვდავი ღმერთნი თუ მიწაზე მოსიარულე კაცნი – კოხტად მოსილი პემფრედო, ზაფრანისფერკაბიანი ენიო, გორგონები, დიდებული ოკეანოსის გადაღმა, ღამის სამანთან რომ ბინადრობენ ხმაწკრიალა ჰესპერიდების ახლოს, სთენო, ევრიალე და მედუსა, ვინც უბედობა გადაიტანა. მედუსა მოკვდავი იყო, უკვდავნი და უბერებელნი სთენო და ევრიალე იშვნენ. მედუსასთან მუქკულულებიანი პოსეიდონი დაწვა რბილ მდელოზე, გაზაფხულის ყვავილებში. და როდესაც ფორკისის ასულს პერსევსმა თავი მოჰკვეთა, მისი სხეულიდან ამოხტნენ დიადი ქრისაორი და ცხენი პეგასოსი. ამ ბედაურს ეს სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ ოკეანოსის წყაროებთან იშვა, ხოლო ჭაბუკს ქრისაორი უწოდეს, რაკი ოქროს ჯავარდენი ეპყრა ხელთ დაბადებისას. პეგასოსი გაფრინდა, დატოვა მიწა, ჯოგებისა და ფარების მშობელი, უკვდავთ ეახლა და ზევსის სახლში ბინადრობს. ჭექა-ქუხილი და მეხი მიაქვს მას ბრძენ ზევსთან. ხოლო ქრისაორი ტრფობით შეერთო კალიროეს, დიდებული ოკეანოსის ასულს, და შვა სამთავიანი გერიონი. გერიონი საკუთარ ტაატით მავალ ნახირთან ახლოს ჰერაკლეს ძალამ გამოასალმა სიცოცხლეს ზღვით გარემოცულ ერითეაზე იმ დღეს, როდესაც მას ოკეანოსის დინება გადაელახა და თავის ფართოშუბლა ხარ-ძროხას მიერეკებოდა წმინდა ტირინსისკენ. ჰერაკლემ ორთოსიც და მენახირე ევრიტიონიც მოკლა ბნელ ახორში, დიდებული ოკეანოსის გადაღმა. კეტომ ღრმა ეხში შვა კიდევ ერთი, მოურეველი ურჩხული, რომელიც არაფრით ჰგავს არც მოკვდავ ადამიანებს და არც უკვდავ ღმერთებს: მრისხანე ღმერთქალი ექიდნა – ღვთიური მიწის წიაღში მობინადრე ნახევრად თვალჟუჟუნა, ლამაზღაწვება ნიმფა, ნახევრად კი უზარმაზარი, საშინელი, დიდი, ბზინვარეპერანგიანი და უმი ხორცის მჭამელი გველი. მიწის წიაღქვეშ, ამოტეხილ კლდეში აქვს მას მღვიმე უკვდავ ღმერთთა და მოკვდავ კაცთაგან შორს. აქ გამოუყვეს მას ღმერთებმა საბინადროდ დიდებული სამყოფლო. მიწის ქვეშ, არიმაში დარაჯად დგას ულმობელი ექიდნა – ეს უკვდავი, მარად უბერებელი ნიმფა. ამბობენ, რომ საზარელი, კადნიერი, ბიწიერი ტიფონი შეერთო სიყვარულით ამ თვალჟუჟუნა ასულს. დაორსულდა ექიდნა და მრისხანე შვილები დაბადა. თავდაპირველად შვა მან ორთოსი, გერიონის ძაღლი, შემდეგ დაბადა მოურეველი, ზარდამცემი, უმი ხორცის მჭამელი კერბეროსი – მჭექარეხმიანი, ორმოცდაათთავიანი, შეუბრალებელი, ღონიერი ძაღლი ჰადესისა. ამის შემდეგ ექიდნამ შვა ლერნეს ავგული ჰიდრა, რომელიც თეთრმკლავება ჰერამ გამოკვება, როდესაც ძალგულოვან ჰერაკლეზე უზომოდ იყო განრისხებული. ჰიდრა, მონადავლე ათენას ნებით, ზევსის ვაჟმა, ამფიტრიონის სახლეულის წევრმა ჰერაკლემ მოკლა ბრძოლისმოყვარე იოლაოსთან ერთად თავისი უწყალო ხმლით. ჰიდრამ შვა უქრობი ცეცხლის მფრქვეველი, საზარელი, დიდი, ფეხმარდი და ძლიერი ქიმერა, რომელსაც სამი კეტომ ღრმა ეხში შვა კიდევ ერთი, მოურეველი ურჩხული, რომელიც არაფრით ჰგავს არც მოკვდავ ადამიანებს და არც უკვდავ ღმერთებს: მრისხანე ღმერთქალი ექიდნა – ღვთიური მიწის წიაღში მობინადრე ნახევრად თვალჟუჟუნა, ლამაზღაწვება ნიმფა, ნახევრად კი უზარმაზარი, საშინელი, დიდი, ბზინვარეპერანგიანი და უმი ხორცის მჭამელი გველი. მიწის წიაღქვეშ, ამოტეხილ კლდეში აქვს მას მღვიმე უკვდავ ღმერთთა და მოკვდავ კაცთაგან შორს. აქ გამოუყვეს მას ღმერთებმა საბინადროდ დიდებული სამყოფლო. მიწის ქვეშ, არიმაში დარაჯად დგას ულმობელი ექიდნა – ეს უკვდავი, მარად უბერებელი ნიმფა. თავი ჰქონდა: ერთი – თვალებმოგიზგიზე ლომის, მეორე – თხის, მესამე – ძლიერი გველეშაპის. შესაბამისად, სხეულის წინა ნაწილი ქიმერას ლომისა ჰქონდა, უკანა – გველეშაპის, ხოლო შუა – თხის და ბრიალა ცეცხლს აფრქვევდა საშინელი ძალით. მოგვიანებით იგი პეგასოსმა და ქველმა ბელეროფონტესმა განგმირეს. თუმც მანამდე ქიმერა მოიხიბლა ორთოსით და მისგან შვა კადმეელთა შემმუსვრელი, დამღუპველი სფინქსი და ნემეის ლომი, რომელიც ზევსის სახელოვანმა მეუღლემ, ჰერამ გაზარდა და ადამიანთა სასჯელად ნემეის სერებზე მიუჩინა ადგილი. აქ ბინადრობდა იგი, მუსრს ავლებდა კაცთა მოდგმას, დაეპატრონა ნემეის ტრეტოსს და აპესასს, მაგრამ ჰერაკლეს ძალის სიდიადემ განგმირა ბოლოს. კეტო სიყვარულით შეერთო ფორკისს და შვა საკუთარ შვილთა შორის უმრწემესი _ საზარელი გველი, რომელიც ვრცელ საზღვრებთან, ლეგა მიწის იდუმალ ადგილას იცავს ოქროს ვაშლებს. აი, ეს მოდგმა იშვა კეტოსა და ფორკისისაგან.[8][9][10][11][12] | |||
ოკეანოსი (ძვ. ბერძნ. Ὠκεανός) | ჰესიოდეს მიხედვით, ოკეანე — ტიტანია, ძე ურანოსისა (ზეცა) და გეასი (დედამიწა), ძმა კრონოსის, ჰიპერიონის და რეასი, ძმა და მეუღლე ტეთისის (ძვ. ბერძნ. Τηθύς). ტეთისმა ოკეანოსს უშვა ჩქერალებიანი მდინარეები: ნილოსი, ალფეოსი, ღრმამორევებიანი ერიდანოსი, სტრიმონი, მეანდროსი, ლამაზად მდინარი ისტროსი, ფასისი, რესოსი, ვერცხლისფერჩქერალებიანი აქელოოსი, ნესოსი, როდიოსი, ჰალიაკმონი, ჰეპტაპოროსი, გრენიკოსი, ესეპოსი, ღვთაებრივი სიმოისი, პენეოსი, ჰერმოსი, ნარნარად მდენი კეკოსი, დინებალაღი სანგარიოსი, ლადონი, პართენიოსი, ევენოსი, არდესკოსი და ღვთაებრივი სკამანდროსი.
ტეთისმა შვა ასევე მოდგმა წმინდა ასულებისა, რომლებიც მეუფე აპოლონთან და მდინარეებთან ერთად ხელმძღვანელობენ ქვეყნად ჭაბუკთა დავაჟკაცებას — ამ მოვალეობის აღსრულება მათ ზევსისგან ერგოთ წილად. ეს ასულები არიან: პეითო, ადმეტე, იანთე, ელექტრა, დორისი, პრიმნო, ღვთისდარი ურანია, ჰიპო, კლიმენე, როდეა, კალიროე, ძეუქსო, კლიტია, იდიია, პასითოე, პლექსავრა, გალაქსავრა, თვალწარმტაცი დიონე, მელობოსისი, თოე, სანდომიანი პოლიდორა, მომხიბლავი გარეგნობის კერკეისი, შვლისნუკრისთვალება პლუტო, პერსეისი, იანეირა, აკასტე, ქსანთე, ტურფა პეტრეა, მენესთო, ევროპე, მეტისი, ევრინომე, ზაფრანისფერკაბიანი ტელესტო, ქრისეისი, ასია, თვალწარმტაცი კალიფსო, ევდორა, ტიქე, ამფირო, ოკიროე და სტიქსი, რომელიც დებს შორის ყველაზე გამორჩეულია. ესენი არიან ოკეანოსისა და ტეთისის უფროსი ასულნი, თუმცა მათ გარდა მრავალი სხვა შვილიც შეეძინათ ამ მშობლებს. სულ სამი ათასი აშოლტილი ასული უვის ოკეანოსს, რომლებიც კიდით კიდე გაბნეულან და, ქალღმერთთა შორის სახელოვანნი, ყველგან ბინადრობენ — მიწაზეც და ღრმა წყლებშიც. სამი ათასი ვაჟიც უვის ოკეანოსს — მორაკრაკე მდინარეები, რომლებიც მას დედოფალმა ტეთისმა უშვა. ყველა მათგანის სახელის ჩამოთვლა ძნელია მოკვდავი ადამიანისათვის, თუმცა თითოეულმა კაცმა იცის ოკეანოსის იმ ძეთა სახელები, რომელნიც მასთან ახლოს ბინადრობენ.[12] | ||||
ფაზის I (ძვ. ბერძნ. Φάσις) [13] | "37. სპარსელები ცხოვრობენ და აღწევენ სამხრეთის ზღვამდე, რომელსაც უწოდებენ მეწამულს. ამათ ზემოთ ჩრდილოეთის მიმართულებით ცხოვრობენ მიდილები, მიდიელებს ზემოთ სასპეჲრები, სასპეჲრებს ზემოთ კოლხები, რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის ზღვამდე, რომელსაც ერთვის მდინარე ფასისი. ეს ოთხი ტომი მოსახლეობს ზღვიდან ზღვამდე." ჰეროდოტეს "ისტორია": წიგნი - IV, მელპომენე. | ||||
კოლხ (ძვ. ბერძნ. Κολχίς) | "ეტრუსკები, ისევე, როგორც პელასგები კოლხეთიდან არიან გადმოსახლებულნი და კოლხეთმა დაუდო სათავე მედიტერანულ ცივილიზაციას, მის ფიზიკურ და სოციალურ ტიპს, მის მხატვრულ გემოვნებას." ედმონ დემოლენი (ფრანგ. Edmond Demolins) "ეგვიპტელთა კულტურაზე უდავოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა კოლხთა და ფინიკიელთა კულტურამ. მათ კოლხეთიდან აქვთ გადმოღებული მიწამოთმოქმედებისა და სამედიცინო ხელოვნება. ეგვიპტელებმა კოლხებისა და ფინიკიელებისგან, მოგვიანებით კი ელინებისგან გადაიღეს ღვთაებები. ძველ ეგვიპტელთა ღვთაებები თითქმის ერთიანად კოლხური წარმომავლობისაა." "104. მაგრამ ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითნ მივხვდი იმაზე უწინ, ვიდრე სხვათაგან მოვისმენდი და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ამას ვფიქრობდი, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით სესოსტრისის (ბერძ. Σέσωστρις) ლაშქრიდან არიან კოლხები და მე თვითონაც ასევე მეჩვენებოდა, რადგან კოლხები შავგვრემნები არიან და ხუჭუჭთმიანები (მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სხვებიც არიან ასეთები), მაგრამ ამასთანავე და უფრო მეტად ამას მოწმობს ის, რომ ყველა ხალხთაგან მხოლოდ კოლხები ეგვიპტელები და ეთიოპელები არიან, რომლებიც თავიდანვე აწარმოებენ წინადაცვეთას. ხოლო ფინიკიელებმა და იმ სირიელებმა, რომლებიც პალესტინაში არიან, როგორც თვითონაც ამბობენ, ეგვიპტელთაგან ისწავლეს, ხოლო სირიელები, რომლებიც მდინარე თერმოდონტთან და პართენიოსთან ცხოვრობენ, და მაკრონები, რომლებიც მათი მეზობლები არიან, ამბობენ, რომ კოლხთაგან ისწავლეს ეს ახლახან. მხოლოდ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც წინადაცვეთას ახდენენ და ჩანს, რომ ესენიც ეგვიპტელების მსგავსად აკეთებენ ამას, ხოლო ეგვიპტელთა და ეთიოპიელთა შესახებ არ შემიძლია ვთქვა, თუ რომელმა ისწავლა ამ ორს შორის მეორისაგან. რაღაც ძალიან ძველი ჩანს ორივეგან. ხოლო იმის დიდ საბუთად, რომ ხალხმა ეს ეგვიპტელთაგან ისწავლა მათთან შერევის საფუძველზე, მეჩვენება შემდეგი: ის ფინიკიელები, რომლებიც ელადასთან ურთიერთობაში არიან, აღარ ბაძავენ ეგვიპტელებს იმ საქმეებში, რაც სარცხვინელს ეხება და შვილების წინადაცვეთას აღარ ეწვეიან. 105. კიდევ სხვა რამის თქმაც შემიძლია კოლხების შესახებ, რითაც ისინი ეგვიპტელების მსგავსნი არიან. მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის. კოლხურ სელს ელინები სარდონულს უწოდებენ, ეგვიპტიდან შემოსულს კი - ეგვიპტურს." | ||||
თეა (თეია) გაუმიჯნურდა ჰიპერიონს და შვა დიადი მზე (ჰელიოსი), კაშკაშა მთვარე (სელენე) და აისი (ეოსი), რომელიც ყველა მიწიერისა და უკიდეგანო ზეცის მფლობელი უკვდავი ღმერთისთვის პირველ სინათლეს ჰფენს ქვეყნიერებას.[14] | |||||
ჰელიოსი (ძვ. ბერძნ. Ἥλιος) | მზის ღმერთი. ჰიპერიონის (ძვ. ბერძნ. Ὑπερίων) და თეიას (ძვ. ბერძნ. Θεία) ძე. სელენეს (მბრწყინავი მთვარე) და ეოსის (განთიადი, ქართულად – აისი) ძმა. ოკეანიდ პერსეიდას მეუღლე. აიეტის, პერსეს, ცირცეა I-ის და პასიფაეს მამა.[15] | ||||
აიეტი (ძვ. ბერძნ. Αἰήτης) | ძვ. წ. 1246 წელი — 4 თვიანი მოგზაურობის შემდეგ, არგონავტები ესტუმრნენ კოლხეთს [16]. | ძველი კოლხეთის მეფე. მზის ღმერთის, ჰელიოსის და ოკეანიდ პერსეიდას ძე. პერსეს, ცირცეა I-ის და პასიფაეს (მონოსის მეუღლე) ძმა. ეგიალ (ას), აბსირტეს (აბსარ), მედეას (მედია), ცირცე II-ის და ხალკიოპეს მამა. კოლხეთის დედაქალაქი აია – აიეტის სახელს ატარებდა. | |||
აფსირტე (ძვ. ბერძნ. Ἄψυρτος) | ძველი კოლხეთის მეფის, აიეტის ძე და თანამმართველი. ანტიკური ტრადიციის მიხედვით, არგონავტიკის პერიოდში აფსირტეს სახელს უკავშირდება გონიოს ციხის (აფსაროსი) დაარსება. | ||||
ეგიალ (ა) (ძვ. ბერძნ. Αἰγιαλεύς) | ძველი კოლხეთის მეფე. აიეტის უფროსი ძე. | ||||
პერსე (ძვ. ბერძნ. Πέρσης) | აიეტის, ცირცეა I-ის და პასიფაეს ძმა. ჱეკატას მამა. მოახდინა ტახტის უზურპაცია. დიოდორე სიცილიელთან, ჱეკატას მამა, მის ძმა აიეტთან ერთად მიიჩნევა ჰელიოსის ძედ. მისი მოცემულობით, ჱეკატამ მოწამლა პერსე და გახდა ტავრიკის (თავრიდა, ტავრია — ყირიმის ძველი სახელწოდება) (ბერძ. Ταυρίδα)) დედოფალი. დაქორწინდა აიეტზე და შეეძინა ეგიალ (ა), აბსირტე (აბსარ), მედეა (მედია), ცირცე II და ხალკიოპე (ეგევსის მეუღლე. შვა: არგ, ფრონტის, მელას და ციტიზორ (კიტიზორ)). | ||||
მედეა (ძვ. ბერძნ. Μήδεια) | ძველი კოლხეთის მეფის, აიეტის ასული. იასონის; შემდგომში ეგევსის მეუღლე. იასონისგან შვა: მერმერ და ფერეტ; ეგევსისგან შვა: მიდი (მედოსი).
"62. მიდიელებიც ასევე იყვნენ აღჭურვილი სალაშქროდ, რადგან ეს აღჭურვილობა მიდიურია და არა სპარსული. მიდიელებს გამგებლად ჰყადათ ტიგრანესი, აქჲმენიდი. ძველად ამათ ყველა არიებს უწოდებდა, ხოლო მას მერე, რაც არიელების ქვეყანაში მოვიდა კოლხიდელი მედეჲა ათენიდან, მათ შეიცვალეს სახელი. თვითონ მიდიელები მოგვითხრობენ ამას თავისი თავის შესახებ. კისიელები სხვაფრივ სპარსელების მსგავსად აღჭურვილი ლაშქრობენ, მხოლოდ ნაბადის ქუდების მაგივრად დოლბანდებს ატარებენ. კისიელებს განაგებდა ანაფესი, ოტანესის ძე, ჰირკანიელები სპარსელების მსგავსად იყვნენ შეიარაღებული, ხოლო წინამძღოლად ჰყავდათ მეგაპანოსი, შემდეგ ბაბილონის მეურვე." | ||||
მედოსი (ძვ. ბერძნ. Μῆδος) | მედეას და ეგევსის ძე. მოიპოვა გამარჯვებები მრავალრიცხოვანი ბარბაროსი ტომების წინააღმდეგ და დაპყრობითი ბრძოლების შედეგად შემოერთებულ ტერიტორიებს უწოდა მიდია. აბატი ბანიერის მოსაზრებით, მედოსი მიიჩნევა მიდიის სამეფოს დამაარსებლად. დაიღუპა ჰინდებთან ბრძოლაში. | ||||
ძვ. წ. VIII საუკუნის მეორე ნახევარში სტეპის ზონებიდან ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ მომთაბარე ინდოევროპული ტომები — კიმერიელები (ბერძ. Κιμμέριοι, დაკავშირებულნი ქალღმერთ კიმერისთან, ლათინ. Cimmerii). ძვ. წ. VII საუკუნეში დაიპყრეს მცირე აზიის ზოგიერთი რეგიონი. ჩრდილო შავიზღვისპირეთის რკინის ხანის ეგრეთ წოდებული „სკვითებამდელი“ ხალხების პირობითი სახელწოდება იყო „გიმირრუ“, ასურული ტექსტების მიხედვით. ხშირად მოიხსენიებიან ჩრდილო შავიზღვისპირეთის არქეოლოგიურ კულტურებში, მიეკუთვნებიან ადრეულ რკინის ხანის პერიოდს, შესაბამისად, ეს პერიოდი – „კიმერიული ეპოქის“ (ძვ. წ. XI—VII საუკუნეები) სახელს ატარებს. | |||||
ძვ. წ. VIII საუკუნე — სკვითების (ბერძ. Σκύθης, Σκύθοι) შედარებით საყოველთაოდ აღიარებული ისტორიული დასაბამია. სკვითების საერთო ძალები თავს იყრიან ჩრდილო შავიზღვისპირეთში, კიმერიელების მრავალწლიანი მმართველობის შემდეგ. ძვ. წ. VII საუკუნეში სკვითებმა ჩრდილო შავიზღვისპირეთიდან მცირე აზიამდე შეავიწროეს კიმერიელები. ძვ. წ. VII საუკუნის 70-ან წლებში სკვითები შეიჭრნენ მიდიაში, სირიაში, პალესტინაში და, ჰეროდოტეს ცნობით, «დომინირებდნენ» წინა აზიაში, შექმნეს სკვითების სამეფო – იშკუზა, მაგრამ ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისში იქიდან შევიწროვდნენ. სკვითების ყოფნის კვალი შეინიშნება ჩრდილო კავკასიაში. |
დიაოხი, ტაოხი — ძველი სახემწიფოებრივი წარმონაქმნი, ამიერკავკასიის სამხრეთ-დასავლეთით, კოლხეთის სამეფოს სამხრეთით და ურარტუს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონი, მოხსენიებული ახლოაღმოსავლეთის წყაროებში ძვ. წ. XII-VIII საუკუნეებში[17][18][19][20][21][22][23]. ასურული ლურსმული წყაროებში მოიხსენიება როგორც დაიაენი. აქ სახლობდნენ ხურიტები, ძველი ბერძნების მიერ ტაოხებად წოდებულნი (აქედან წარმოიშვა ტაოს ისტორიული სახელწოდება). დიაოხის დედაქალაქად ითვლებოდა ქალაქი ზუა. დიაოხი პირველად მოიხსენიება ძვ. წ. 1112 წელს, როდესაც ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I-მა განახორციელა ლაშქრობა ჩრდილოეთით, შავი ზღვისკენ: „მე ყველა მეფე ცოცხლად შევიპყრე. ისინი ყველა შევიწყალე, შევუნარჩუნე სიცოცხლე, მაგრამ ტყვედ დავიტოვე მათი შვილები. მე დავუწესე მათ ხარკი – 1200 ცხენი და 2000 თავი მსხვილფეხა პირუტყვი და გავგზავნე ისინი თავ-თავიანთ ქვეყნებში. სიენი – დაიაენის ქვეყნის მეფე, რომელიც არ დაემორჩილა ასურულ ღვთაებას, ბორკილებით წავიყვანე ჩემს ქალაქ აშურში და იქ შევიწყალე იგი. როდესაც იგი დაემორჩილა დიდ ღვთაებებს, მე გავუშვი იგი“. ძვ. წ. 845 წელს ამ ტერიტორიაზე ხელახლა მოვიდნენ ასურელები და სალმანასარ III-მ ხელახლა დაიმორჩილა დიაოხი. ძვ. წ. 825 წელს კი დიაოხი ასურეთის სამეფოს პროვინციაა. თუმცა, სულ მალე, დიაოხი ურარტუს მეფეების მენუას და არგიშთი I-ის ექსპანსიის ობიექტი გახდა. სამხედრო კამპანიის ფარგლებში რეგიონი შეუერთდა ურარტუს. ძვ. წ. VIII საუკუნეში, უკვე განადგურების შემდეგ, დიაოხის ჩრდილოეთი მიწები შევიდა კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში. დიაოხის მეფეთა შესახებ ცნობები შემოგვრჩა ასურული ლურსმული წყაროებიდან.
დიაოხის მეფეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტრეტი | სახელი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | ტიტული | |
---|---|---|---|---|---|
სიენი | ძვ. წ. 1120 | ძვ. წ. 1100 | დიაოხის მეფე | ||
ასურეთის იმპერიის პროვინცია. | |||||
ასია | ძვ. წ. 850 | ძვ. წ. 825 | დიაოხის მეფე | ||
ასურეთის იმპერიის პროვინცია. | |||||
უტუფურსი | ძვ. წ. 810 | ძვ. წ. 770 | დიაოხის მეფე | ||
ურარტუს სამეფოს პროვინცია. |
თუბალების (ტიბარენების) მეფეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უასურმი (ძვ. წ. 742)
- კიახუ (ძვ. წ. 718)
- ჰული
- ამრისი (ძვ. წ. 713)
- მუგალუ (ძვ. წ. 675)
- აშუროიდინა
- აშურბანიაბალი
- მიტა
კასკების ანუ კოლხეთის სამეფოს მეფე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დადილუ
ძვ. წ. VI საუკუნის დასასრულიდან – ძვ. წ. V საუკუნის I ნახევრამდე — გეოგრაფიულად სამხრეთ კოლხეთი აქემენიდთა იმპერიის პროვინციაა, სახელწოდებით – კოლხეთის სატრაპია. ჰეროდოტეს ცნობით, აქემენიდთა იმპერიის 20 ოლქიდან რიგით მე-19 ოლქი. ძვ. წ. 401 წელს მომხდარმა ბრძოლამ სამხრეთ კოლხეთში საბოლოოდ დაუკარგა გავლენა აქემენიდთა იმპერიას.
კოლხეთის მმართველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტრეტი | სახელი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | ტიტული | ქრონიკები |
---|---|---|---|---|---|
ძვ. წ. VI საუკუნეში კოლხეთის ჩრდილო შავიზღვისპირეთში აღმოცენდა ძველ ბერძნული მილეტური კოლონიები: დიოსკურია (ძვ. ბერძნ. Διοσκουριάς), ფაზისი (ძვ. ბერძნ. Φάσις), გიენოსი (ძვ. ბერძნ. gyēnos). | |||||
მენერტასი | ძვ. წ. 535 | ძვ. წ. 495 | კოლხეთის მეფე | ||
მეგარონი, მენერტასის ძე | ძვ. წ. 495 | ძვ. წ. 460 | კოლხეთის მეფე | ||
სავლაკ I | ძვ. წ. 460 | ძვ. წ. 420 | კოლხეთის მეფე | ||
ხარატა | კოლხეთის მეფე | ||||
აკესი | კოლხეთის მეფე | მისი მეფობა მონეტების მიხედვით თარიღდება ძვ. წ. IV საუკუნის დასასრულით. | |||
ქუჯი | ძვ. წ. 325 | ძვ. წ. 280 | კოლხეთის მეფე | ||
ფარნავაზ I | ძვ. წ. 284 ძვ. წ. 280 |
ძვ. წ. 234 [24] ძვ. წ. 234 |
იბერიის მეფე კოლხეთის მეფე |
ფარნავაზ I სარგებლობს კოლხეთის სამეფოს დინასტიასთან ნათესაური კავშირით, იმორჩილებს კოლხეთს და ერისთავად (მეფისნაცვლად) ნიშნავს ქუჯის. იბერიის სამეფოს მმართველები ასევე იღებენ კოლხეთის მეფის ტიტულს. ძვ. წ. 284 წელს ფარნავაზ I-მა კოლხეთში ბერძნული დამწერლობა და მითოლოგია – ქართული დამწერლობით და არმაზის კულტით შეცვალა. | |
საურმაგ | ძვ. წ. 234 ძვ. წ. 234 |
ძვ. წ. 159 [24] ძვ. წ. 230 |
იბერიის მეფე კოლხეთის მეფე |
||
ძვ. წ. 230 წელს იბერიის სამეფოში მოხდა დიდებულების ამბოხი. შედეგად კოლხეთის სამეფომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და სამეფო ხელისუფლება დაუბრუნდა ადგილობრივ დინასტიას. | |||||
აკუ I (ბერძ. Basileos Aku) | ძვ. წ. 230 | ძვ. წ. 205 | კოლხეთის მეფე | ||
სავლაკ II | ძვ. წ. 205 | ძვ. წ. 190 | კოლხეთის მეფე | ||
აკუ II | ძვ. წ. 190 | ძვ. წ. 180 | კოლხეთის მეფე | ||
აკუსილოხი | ძვ. წ. 179 | ძვ. წ. 170 | კოლხეთის მეფე | ||
კოლხეთის მონარქის ხელისუფლება შესუსტდა და დანაწევრდა ადმინისტრაციულ ერთეულებად — სკეპტუხიებად. სკეპტუხიებს მართავდნენ ელინისტური პერიოდის არისტოკრატიული ფენის წარმომადგენლები, სკეპტუხის ტიტულით. ძველი ბერძნული წყაროები სკეპტუხიებს – კვერთხისპყრობელებს უწოდებს, ისინი როგორც ჩანს კოლხური ტომების მეთაურები უნდა ყოფილიყვნენ. არქეოლოგიური მასალებიდან ჩანს კოლხი მაღალი ელიტისთვის დამახასიათებელი ძველი ბერძნული ჩაცმულობა, სამკაულები, ატრიბუტიკა, სახელები და საცხოვრებლები. სკეპტუხიების მთავარი ქალაქები ვანი და საირხე შიდა პოლიტიკური და რელიგიური ცენტრები იყო. ძვ. წ. 110 წლიდან – ძვ. წ. 65 წლამდე მითრიდატე VI ევპატორმა კოლხების მიწები პონტოს სამეფოს დაუქვემდებარა. | |||||
მითრიდატე I ფილოპატორი მითრიდატე VI ევპატორის ძე |
ძვ. წ. 85 | ძვ. წ. 81 | ბოსფორის და კოლხეთის გუბერნატორი | მითრიდატე VI ევპატორის თანამმართველი. გუბერნატორი – ციტირებული ძვ. წ. 83 წლით. მოკლული მამის მიერ. | |
მაქარეს პონტოელი (ბერძ. Μαχάρης, სპარს. მეომარი), სატრაპი. მითრიდატე VI ევპატორის ძე. | ძვ. წ. 81 ძვ. წ. 79 |
ძვ. წ. 66 ძვ. წ. 65 |
კოლხეთის მეფისნაცვალი ბოსფორის მეფე |
||
ორქოზი | ძვ. წ. 66 | ძვ. წ. 66 | კოლხეთის მეფე | ||
მოაფერნე, სატრაპი | ძვ. წ. 66 | ძვ. წ. 65 | კოლხეთის მეფისნაცვალი | ||
ოლთაკე | ძვ. წ. 65 | ძვ. წ. 65 | კოლხეთის მეფე | ადგილობრივი კოლხი უფლისწული. კოლხების მიერ მხარდაჭერილმა დაიკავა კოლხეთის სამეფო ტახტი. პომპეუსის მმართველობის პერიოდში რომის ტრიუმფის დროს ფიგურირებს დამარცხებულ მეფეთა შორის. | |
ძვ. წ. 65 წელს პონტოს სამეფომ განიცადა დამარცხებები რომის რესპუბლიკასთან ბრძოლებში. კოლხეთის სამეფომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და რომის რესპუბლიკის კლიენტი სამეფოს სტატუსი შეიძინა. | |||||
არისტარქე | ძვ. წ. 65 | ძვ. წ. 48 | კოლხეთის მეფე | პომპეუსის მიერ დანიშნული რომის რესპუბლიკის ვასალი. | |
ძვ. წ. 48 წელს სამოქალაქო ომების პერიოდი რომის რესპუბლიკაში. კოლხეთის სამეფო დაექვემდებარა ბოსფორის სამეფოს და მისმა მმართველმა მიიღო კოლხეთის მეფის ტიტული. | |||||
ფარნაკე II მითრიდატე VI ევპატორის ძე. |
ძვ. წ. 63 ძვ. წ. 48 |
ძვ. წ. 47 ძვ. წ. 47 |
პონტოს და ბოსფორის მეფე კოლხეთის მეფე |
||
ძვ. წ. 47 წელს ბოსფორის სამეფო დამარცხდა რომის რესპუბლიკასთან ბრძოლაში. კოლხეთის სამეფომ კვლავ კლიენტი სამეფოს სტატუსი შეიძინა. კლიენტი სამეფოს სტატუსით უფლებამოსილი კოლხეთის მეფეები, რომის პროტექტორატის ქვეშ ერთდროულად მართავდნენ ასევე სხვა სამეფოებს ახ. წ. 63 წლამდე. | |||||
ძვ. წ. 47 – ძვ. წ. 38 წლებში მოხდა პონტოს სამეფოს ოკუპაცია რომის იმპერიის მიერ. | |||||
მითრიდატე II | ძვ. წ. 47 | ძვ. წ. 45 | ბოსფორის და კოლხეთის მეფე | მცირე აზიელი სამხედრო ლიდერი, გალატიელი ტეტრარქი. | |
დინამია | ძვ. წ. 45 | ძვ. წ. 8 | ბოსფორის და კოლხეთის დედოფალი | მითრიდატე დიდის შვილიშვილი და ფარნაკე II–ის ასული. მეუღლე ასანდროსის, შემდგომში – სკრიბონის, შემდეგ პოლემონ I-ის. | |
ასანდროსი, ფილოკეისარ ფილორომეოსი | ძვ. წ. 45 | ძვ. წ. 17 | ბოსფორის და კოლხეთის მეფე | თავდაპირველად პონტოს მეფის, ფარნაკე II-ის მიერ დანიშნული ბოსფორის და კოლხეთის მთავარი, მოგვიანებით ბოსფორის და კოლხეთის მეფე. ძლიერი მმართველი ასანდროსი სიცოცხლის ბოლო წელს დეპრესიაში ჩავარდა და გარდაიცვალა 93 წლის ასაკში, ნებაყოფლობითი შიმშილობის შედეგად. სიკვდილმა გამოიწვია დინასტიური კრიზისი. კრიზისი დასრულდა მისი ერთადერთი შვილის, ასპურგ ბოსფორელის ხელისუფლებაში მოსვლით ძვ. წ. 8 წელს. | |
სკრიბონი | ძვ. წ. 17 ძვ. წ. 15 |
ძვ. წ. 15 ძვ. წ. 14 |
ბოსფორის მეფე კოლხეთის მეფე |
დიონ კასიოსი აღნიშნავდა, რომ სკრიბონი წარმოადგენდა თავს მითრიდატე VI ევპატორის შვილიშვილად, ამავე დროს ამტკიცებდა, რომ ძალაუფლება მიიღო რომის იმპერატორ ავგუსტუსისგან. ძვ. წ. 17 წელს სკრიბონი გამოვიდა მეფე ასანდროსის წინააღმდეგ, რომელსაც უღალატა საკუთარმა არმიამ და დაიღუპა. ასანდროსის მეუღლემ, დინამიამ ძალაუფლება აიღო ხელთ. სკრიბონი მაშინვე არ წასულა ბოსფორს, იგი დაელოდა მოვლენების განვითარებას. მან საკმაო რაოდენობის მომხრეები გაიჩინა და მოახერხა შეუღლებოდა დინამიას. ბოსფორის მოვლენები იყო საბაბი სამეფოს შიდა საქმეებში რომის იმპერიის ჩარევისა და შემდგომში ინტერვენციისა. | |
პოლემონ I | ძვ. წ. 14 ძვ. წ. 38 ძვ. წ. 33 |
ძვ. წ. 8 ძვ. წ. 8 ძვ. წ. 30 |
ბოსფორის და კოლხეთის მეფე პონტოს მეფე სომხეთის მეფე |
ძვ. წ. 8 წელს პოლემონ I მოკლეს მეამბოხეებმა და მხოლოდ პონტოს სამეფო ტახტზე ასვლის უფლება გადავიდა მის ქვრივზე, პითოდორიდა ფილომეტორზე — მარკუს ანტონიუსის შვილიშვილზე, შემდგომში გათხოვილი არქელაოსზე, კაპადოკიის უკანასკნელ მეფეზე. პოლემონ I-ის შვილები იყვნენ: პოლემონ II ფილოპატორი, არტაშეს III და ანტონია ტრიფენა. | |
პითოდორიდა ფილომეტორი | ძვ. წ. 8 | ახ. წ. 21 | პონტოს დედოფალი | ||
ანტონია ტრიფენა | ახ. წ. 21 | ახ. წ. 27 | პონტოს დედოფალი | ||
27 – 38 წლებში, პითოდორიდების დინასტიის ტახტი ვაკანტურია, მმართველი არ დანიშნულა, სამეფოს ტერიტორია კონტროლდება რომის იმპერიის მიერ. | |||||
ტიბერიუს იულიუს ასპურგ ბოსფორელი ასანდროსის ძე. |
ძვ. წ. 8 | ახ. წ. 37 | ბოსფორის და კოლხეთის მეფე | ბოსფორის მეფეთა სარმატული დინასტიის დამფუძნებელი. ახ. წ. 27 წლიდან ბოსფორის სავრომატიდების დინასტიის ყველა მომდევნო მეფე «ტიბერიუს იულიუსის» დინასტიურ სახელს ატარებს და ტიტულით დამოკიდებულია რომზე. | |
გეპეპირისი | 37 38 |
38 39 |
ბოსფორის და კოლხეთის რეგენტი-დედოფალი ბოსფორის და კოლხეთის დედოფალი |
ასპურგის მეუღლე ტიბერიუს იულიუს ასპურგ ბოსფორელისა. მისი შვილები და ტახტის მემკვიდრეები იყვნენ: მითრიდატე III ბოსფორელი და ტიბერიუს იულიუს კოტის ფილოკეისარ ფილორომეოს ევსებ ბოსფორელი. | |
მარკუს ანტონიუს პოლემონ II ფიტოდოროსი პოლემონ I-ის და ანტონია ტრიფენას ძე. |
38 38 |
64 41 |
პონტოს მეფე ბოსფორის და კოლხეთის მეფე |
||
ტიბერიუს იულიუს მითრიდატე III ბოსფორელი ტიბერიუს იულიუს ასპურგ ბოსფორელის ძე. |
39 41 |
44 44 |
ბოსფორის მეფე კოლხეთის მეფე |
||
ტიბერიუს იულიუს კოტის ფილოკეისარ ფილორომეოს ევსებ ბოსფორელი ტიბერიუს იულიუს ასპურგ ბოსფორელის ძე. |
45 44 |
69 63 |
ბოსფორის მეფე კოლხეთის მეფე |
||
63 წელს კოლხეთის სამეფო რომის იმპერიამ შეიერთა.[25] | |||||
100 წელს ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოცენდა ეგრების სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი – ლაზიკას სამთავრო დედაქალაქით ციხეგოჯი (ნოქალაქევი), ძველი ბერძნული წყაროებით არქეოპოლისი. სამთავრომ 131 წელს ფორმაცია განიცადა და დაფუძნდა სამეფო. ძველი ბერძნები და რომაელები ლაზიკის სამეფოს, იბერები – ეგრისის სამეფოს უწოდებდნენ. ლაზიკის სამეფოს შესახებ ცნობებს მდიდარი ბერძნულ-რომაული წყაროები გვაწვდიან. |
№[26] | პორტრეტი | სახელი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | ტიტული |
---|---|---|---|---|---|
აზონ ძე იარედისა მაკედონელი | ძვ. წ. 326 | ძვ. წ. 302 | იბერიის მთავარი | ||
1 (ა) | ფარნავაზი | ძვ. წ. 302 | ძვ. წ. 237 | იბერიის მეფე | |
2 (ბ) | საურმაგი, ფარნავაზ I-ის ძე | ძვ. წ. 237 | ძვ. წ. 162 | იბერიის მეფე | |
3 (გ) | მირვან I, საურმაგის სიძე და შვილობილი | ძვ. წ. 162 | ძვ. წ. 112 | იბერიის მეფე | |
4 (დ) | ფარნაჯომი, მირვან I-ის ძე | ძვ. წ. 112 | ძვ. წ. 93 | იბერიის მეფე | |
5 (ე) | არშაკ I, სომეხთა მეფის ძე | ძვ. წ. 93 | ძვ. წ. 81 | იბერიის მეფე | |
6 (ვ) | არტაგი, არშაკ I-ის ძე | ძვ. წ. 81 | ძვ. წ. 66 | იბერიის მეფე | |
7 (ზ) | ბარტომ I (ფარნავაზ II), არტაგის ძე | ძვ. წ. 66 | ძვ. წ. 33 | იბერიის მეფე | |
8 (ჱ) | მირვან II, ფარნაჯომის ძე | ძვ. წ. 33 | ძვ. წ. 23 | იბერიის მეფე | |
9 (თ) | არშაკ II, მირვან II-ის ძე | ძვ. წ. 23 | ძვ. წ. 2 | იბერიის მეფე | |
10 (ი) | ადერკი, ქართამ კოლხის ძე | ძვ. წ. 2 | ახ. წ. 55 | იბერიის მეფე | |
ახ. წ. 55 წელს იბერიის სამეფო ორად გაიყო, ერთი მეფე იჯდა არმაზში, მეორე – მცხეთაში. ამ მოვლენას ქართულ იტორიოგრაფიაში ეწოდა "ორმეფობა ქართლში". "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით, მეფე ადერკიმ სიკვდილის წინ სამეფო თავის ორ შვილს გაუყო: ერთს შეხვდა ქალაქი მცხეთა და ქართლი მტკვრის ჩრდილოეთით, მეორეს კი – არმაზი და ქართლი მტკვრის სამხრეთით. სულ იბერიის ტახტზე, "მეფეთა ცხოვრების" თანახმად, მეფეთა 5 წყვილი მჯდარა. | |||||
11 (ია) | ბარტომ II ქართამი, ადერკის ძენი |
55 | 72 | მცხეთის მეფე არმაზის მეფე | |
12 (იბ) | კაოსი, ბარტომ II-ის ძე ფარსმან, ქართამ I-ის ძე |
72 | 87 | მცხეთის მეფე არმაზის მეფე | |
13 (იგ) | არმაზელი, კაოსის ძე აზორკ, ფარსმანის ძე |
87 | 103 | მცხეთის მეფე არმაზის მეფე | |
14 (იდ) | ამზასპ I, არმაზელის ძე დეროკ, აზორკის ძე |
103 | 113 | მცხეთის მეფე არმაზის მეფე | |
15 (იე) | მირდატ I, ამზასპ I-ის ძე ფარსმან II ქველი, დეროკის ძე |
113 | 129 | მცხეთის მეფე არმაზის მეფე | |
არმაზში გაუქმდა მეფობა და "მცხეთას ოდენ იყო მეფობაჲ".[კ 1] | |||||
16 (ივ) | ადამი, ფარსმან II ქველის ძე | 129 | 132 | იბერიის მეფე | |
ღადანა, ფარსმან ქველის ცოლი | 132 | 146 | იბერიის დედოფალი ფარსმან III-ის რეგენტი | ||
17 (იზ) | ფარსმან III, ადამის ძე | 146 | 182 | იბერიის მეფე | |
18 (იჱ) | ამზასპ II, ფარსმან III-ის ძე | 182 | 186 | იბერიის მეფე | |
19 (ით) | რევ მართალი | 186 | 213 | იბერიის მეფე | |
20 (კ) | ვაჩე, რევის ძე | 213 | 231 | იბერიის მეფე | |
21 (კა) | ბაკურ I, ვაჩეს ძე | 231 | 246 | იბერიის მეფე | |
22 (კბ) | მირდატ II, ბაკურ I-ის ძე | 246 | 262 | იბერიის მეფე | |
23 (კგ) | ასფაგური, მირდატ II-ის ძე | 262 | 265 | იბერიის მეფე | |
24 (კდ) | მირიან III, სპარსთა მეფის ქასრეს ძე | 265 | 342 | იბერიის მეფე | |
25 (კე) | ბაქარ I, მირიანის III-ის ძე | 342 | 364 | იბერიის მეფე | |
26 (კვ) | მირდატ III ბაქარ I-ის ძე | 364 | 379 | იბერიის მეფე | |
27 (კზ) | ვარზა-ბაქარ ანუ ბაქარ II, მირდატ III-ის ძე | 379 | 393 | იბერიის მეფე | |
28 (კჱ) | ტირდატი, ვარზა-ბაქარ II-ის სიმამრი | 393 | 405 | იბერიის მეფე | |
29 (კთ) | ფარსმან IV, ვარზა-ბაქარ II-ის ძე | 405 | 408 | იბერიის მეფე | |
30 (ლ) | მირდატ IV, ფარსმან IV-ის ძმა და ვარზა-ბაქარ II-ის ძე | 408 | 410 | იბერიის მეფე | |
31 (ლა) | არჩილ I, მირდატ IV-ის ძე | 410 | 434 | იბერიის მეფე | |
32 (ლბ) | მირდატ V, არჩილ I-ის ძე | 434 | 446 | იბერიის მეფე | |
33 (ლგ) | ვახტანგ გორგასლანი, მირდატ V-ის ძე | 446 | 499 | იბერიის მეფე | |
34 (ლდ) | დაჩი, ვახტანგ გორგასლის ძე | 499 | 514 | იბერიის მეფე | |
35 (ლე) | ბაკურ II, დაჩის ძე | 514 | 528 | იბერიის მეფე | |
36 (ლვ) | ფარსმან V, ბაკურ II-ის ძე | 528 | 542 | იბერიის მეფე | |
37 (ლზ) | ფარსმან VI (ფარსმან სხუაჲ), ფარსმან V-ის ძმის-წული | 542 | 557 | იბერიის მეფე | |
38 (ლჱ) | ბაკურ III, ფარსმან VI-ის ძე | 557 | 570 | იბერიის მეფე | |
მეფობის გაუქმების შემდეგ იბერიას სასანიანთა იმპერიის ადმინისტრაციული მოხელე – მარზპანი (სპარს. ოლქის მმართველი) განაგებს. |
№ | პორტრეტი | სახელი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | ტიტული |
---|---|---|---|---|---|
39 (ლთ) | გუარამი | 575 | 600 | ქართლის ერისმთავარი კურაპალატი | |
40 (მ) | სტეფანოზ I | 600 | 619 | ქართლის ერისმთავარი | |
41 (მა) | ადარნასე I | 619 | 639 | ქართლის ერისმთავარი | |
42 (მბ) | სტეფანოზ II | 639 | 663 | ქართლის ერისმთავარი | |
43 (მგ) | მირი | 663 | 668 | ქართლის ერისმთავარი | |
44 (მდ) | არჩილ II | 668 | 718 | ქართლის ერისმთავარი | |
45 (მე) | იოანე ჯუანშერი |
718 718 |
786 787 |
ქართლის ერისმთავარი | |
46 (მვ) | აშოტ I | 787 809 |
809 813 |
ქართლის ერისთავი ქართლის მეფე |
№ | პორტრეტი | სახელი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | ტიტული |
---|---|---|---|---|---|
49 (მთ) | ადარნასე II | 888 | 923 | ქართველთა მეფე კურაპალატი (891) | |
50 (ნ) | სუმბატ I | 923 | 958 | ქართველთა მეფე კურაპალატი | |
51 (ნა) | კონსტანტინე I | 923 | 926 | ქართლის მეფე | |
დავით II | 923 | 937 | ქართველთა მეფე სუმბატ I-ის რეგენტი | ||
ბაგრატ I | 937 | 945 | ქართველთა მეფე სუმბატ I-ის რეგენტი | ||
აშოტ II | 945 | 954 | ქართველთა ზედა მთავარი (მერჩული), კურაპალატი სუმბატ I-ის რეგენტი | ||
52 (ნბ) | ბაგრატ II | 958 | 994 | ქართველთა მეფე | |
ბაგრატ III | 975 978 [31] |
1008 1008 |
ქართლის მეფე რეგენტი – გურგენ II („არამედ ესე ბაგრატ არა იყო ჯერეთ ჰასაკითა სრული, ამისთვის დაუდგინა (დავითმა) მამა თვისი გურგენ და ამცნო ქართველთა მორჩილება ბაგრატისა და თვით წარვიდა ტაოდ“ [32].) აფხაზეთის მეფე | ||
დავით III | 983 | 31 მარტი, 1001 | ტაოს მეფე 973 წლიდან — მაგისტროსი, 978 წლიდან — კურაპალატი. †1001, უძეოდ [33]. | ||
53 (ნგ) | გურგენ II | 994 | 1008 | ქართველთა მეფეთ-მეფე მაგისტროსი |
№ | პორტრეტი | სახელი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | ტიტული |
---|---|---|---|---|---|
54 (ნდ) | ბაგრატ III | 1008 | 7 მაისი, 1014 | საქართველოს მეფე აფხაზთა მეფე 978 წლიდან ბაგრატ II-ის სახელით, გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 1008 წლიდან.[34] | |
55 (ნე) | გიორგი I | 7 მაისი, 1014 | 16 აგვისტო, 1027 | საქართველოს მეფე ბაგრატ III-ის ძე. იბრძოდა ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების დასაბრუნებლად, თუმცა უშედეგოდ[35] [იხ. საქართველო-ბიზანტიის ომი (1021-1023)]. | |
მარიამ არწრუნი სომხ.: (Մարիամ Արծրունի) (რეგენტი) |
1027 | 1037 | ბაგრატ IV-ის რეგენტი ბიზანტიის იმპერატორთან, რომანოზ III არგირუსთან დაასრულა მოლაპარაკება სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ და 1032 წელს იმპერატორმა ბაგრატ IV-ს მიანიჭა ბიზანტიის უმაღლესი ტიტული – კურაპალატი. მარიამ დედოფალმა საქართველოს სამეფოში დაბრუნებისთანავე გადასცა ტიტული მის შვილს, ბაგრატ IV-ს. | ||
56 (ნვ) | ბაგრატ IV | 16 აგვისტო, 1027 | 24 ნოემბერი, 1072 | საქართველოს მეფე გიორგი I-ის ძე | |
დემეტრე ანაკოფიელი (ოპონენტი) |
1027 | 1042 | მაგისტროსი ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგე. ალდე ალანიელის, ბიზანტიის და ბაღვაშების კლანის მიერ მხარდაჭერილი. | ||
57 (ნზ) | გიორგი II | 24 ნოემბერი, 1072 | 1089 | საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ის ძე; ქართველი დიდგვაროვანის ლიპარიტის დახმარებით გამეფდა 1072 წლის 24 ნოემბერს და ტახტზე იმყოფებოდა 1089 წლამდე. | |
58 (ნჱ) | დავით IV აღმაშენებელი | 1089 | 24 იანვარი, 1125 | საქართველოს მეფე გიორგი II-ის ძე. გამეფდა მას შემდეგ, რაც მამამისი მის სასარგებლოდ ტახტიდან გადადგა. ხშირ შემთხვევაში მიიჩნევენ უდიდეს და ყველაზე წარმატებულ მეფედ საქართველოს ისტორიაში. მან დაასრულა საქართველოს გაერთიანების პროცესი, განდევნა თურქ-სელჩუკები და საქართველო წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია.[36] | |
59 (ნთ) | დემეტრე I | 24 იანვარი, 1125 | 1155 | საქართველოს მეფე დავით IV-ის ძე ტახტზე ასვლის შემდეგ მოუწია ნახევარძმის, ვახტანგის ამბოხების ჩახშობა. 1155 წელს იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო უფროსი ვაჟის, დავითის სასარგებლოდ. დემეტრე დავითგარეჯას მონასტერში აღიკვეცა ბერად დამიანეს სახელით, სადაც დაწერა ცნობილი საგალობელი „შენ ხარ ვენახი“.[38] | |
60 (ჲ) | დავით V | 1155 | 1155 | საქართველოს მეფე დემეტრე I-ის უფროსი ძე. იმეფა ექვსი თვე მას შემდეგ, რაც მამა აიძულა ტახტი მისთვის დაეთმო. ისტორიულ წყაროთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დავითი მოკლეს.[39] | |
დემეტრე I (ხელახლა) | 1155 | 1156 | საქართველოს მეფე ხელმეორედ, შვილის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ. ხელახლა გამეფების შემდეგ თანამოსაყდრედ დაისვა უმცროსი ვაჟი გიორგი. | ||
61 (ჲა) | გიორგი III | 1156 | 27 მარტი, 1184[40] | საქართველოს მეფე დემეტრე I-ის უმცროსი ვაჟი. მამამ გიორგი III ჯერ თანამოსაყდრედ გამოაცხადა (უფროსი ძმის, დავით V-ის გარდაცვალებისა და სამეფო ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემდგომ), მოგვიანებით კი საკუთარ სიცოცხლეშივე გაამეფა. 1177 წელს აუჯანყდა ძმისშვილი — დემნა უფლისწული. 1178 წელს გიორგიმ ჩაახშო აჯანყება და ამბოხებულები სასტიკად დასაჯა. იმავე წელს ქალიშვილი, თამარი, თანამოსაყდრედ დაისვა და მამა-შვილი ერთად მართავდა ქვეყანას გიორგის გარდაცვალებამდე. გიორგი III-ის მმართვალობა, შვილის, თამარის მეფობის პერიოდთან ერთად საქართველოს ისტორიაში ოქროს ხანად მოიხსენიება. მისი სრული ტიტული იყო „უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშათა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“. | |
დემნა (ოპონენტი) |
1177 | 1178 | გიორგი III-ის მოწინააღმდეგე ორბელების დიდგვაროვანი ოჯახის მიერ მხარდაჭერილი. | ||
თამარ მეფე (თანამოსაყდრე) |
1178 | 27 მარტი, 1184 | გიორგი III-ის ასული თანამოსაყდრე 1178 წლიდან — 1184 წლის 27 მარტამდე. | ||
62 (ჲბ) | თამარ მეფე | 27 მარტი, 1184 | 18 იანვარი, 1213 | საქართველოს მეფე საქართველოს სამეფოს პირველი ქალი მმართველი 1184 წლის 27 მარტიდან გარდაცვალებამდე, 1213 წლის 18 იანვრამდე. მისი მეფობის პერიოდს "ოქროს ხანა" ეწოდა, როდესაც სამეფომ განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. მისი სრული ტიტული იყო: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. | |
გიორგი IV ლაშა (თანამოსაყდრე) |
1207 | 18 იანვარი, 1213 | თამარის ძე. დედის თანამოსაყდრე 1207 წლიდან მის გარდაცვალებამდე – 1213 წლის 18 იანვრამდე. | ||
63 (ჲგ) | გიორგი IV ლაშა | 18 იანვარი, 1213 | 18 იანვარი, 1223 | საქართველოს მეფე 1220 წელს გიორგი IV დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად პალესტინაში ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ემზადებოდა იერუსალიმის სელჩუკთაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ ამ დროს საქართველოს საზღვრებს მოულოდნელად მონღოლები მოადგნენ და ეს გეგმა ჩაიშალა. გიორგი IV მონღოლებთან ბრძოლაში (1220[42]) დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა. | |
64 (ჲდ) | რუსუდანი | 18 იანვარი, 1223 | 1245 | საქართველოს მეფე თამარის ასული. საქართველოს მეორე ქალი მმართველი. მან მემკვიდრეობის ღირსეული მართვა ვერ მოახერხა. სამეფო ჯერ ჯალალედინთან ბრძოლაში დამარცხდა, მოგვიანებით კი საქართველო (აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი) მონღოლებმა დაიპყრეს. მის სახელს მრავალი პოლიტიკური თუ სხვა სახის ინტრიგა უკავშირდება. | |
უმეფობა საქართველოში (1245-1247). | |||||
65 (ჲე) | დავით VII ულუ დავით VI ნარინი |
1247 | 1259 | საქართველოს მეფეები დავით VII ულუ, გიორგი IV ლაშას ძე და დავით VI ნარინი, რუსუდანის ძე — ორმეფობა საქართველოში. მონღოლებმა დავით VII ულუსთან ერთად გაამეფეს საქართველოს მონარქიული ხელისუფლების დასასუსტებლად. თავდაპირველად ისინი ერთად და შეთანხმებულად მართავდნენ ქვეყანას, თუმცა მოგვიანებით მათ შორის განხეთქილება მოხდა, რის შედეგადაც დავით ნარინი დასავლეთ საქართველოში გადავიდა რამაც იურიდიულად ერთიანი საქართველოს ფაქტობრივი გაყოფა გამოიწვია. დასავლეთ საქართველოზე მონღოლთა ბატონობა არ ვრცელდებოდა და დავითი დამოუკიდებლად მართავდა „ლიხთიმერეთს”. |
№ | პორტრეტი | სახელი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | ტიტული |
---|---|---|---|---|---|
65 (ჲე) | დავით VII ულუ |
1259 | 1270 | აღმოსავლეთ საქართველოს მეფე გიორგი IV ლაშას უკანონო შვილი. 1247 წელს გუიუქ-ყაენმა დავით ნარინთან ერთად მეფედ დაამტკიცა. ორივე მეფე 1259 წლამდე თანხმობით განაგებდა ქვეყანას. ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამო დავით ულუ 1259 წელს აუჯანყდა მონღოლებს, თუმცა დამარცხდა. მისი მმართველობის დროს ფიქტიურად ერთიანი საქართველო ფაქტობრივად სამ ნაწილად (აღმ. საქართველო, დას. საქართველო და სამცხე) გაიყო. | |
66 (ჲვ) | დემეტრე II თავდადებული |
1270 | 12 მარტი, 1289 | აღმოსავლეთ საქართველოს მეფე დავით VII ულუსა და გვანცა დედოფლის ძე. მონაწილეობდა მონღოლთა მიერ წარმოებულ ლაშქრობებში. ააგო თბილისის მეტეხის ტაძარი. 1288 წელს დემეტრე II ყაენის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით ყაენმა დაიბარა. მეფემ დარბაზი მოიწვია, რომელმაც ურჩია ურდოში არ წასულიყო და მთებში გახიზნულიყო. დემეტრე II დარბაზს არ დაეთანხმა იმ მოტივით, რომ ურდოში წაუსვლელობას მონღოლების მიერ უბრალო ხალხის გაჟლეტა და ქვეყნის აოხრება მოჰყვებოდა. 1289 წლის 12 მარტს მოვაკანში, მდინარე მტკვრის პირას მეფე დემეტრე II-ს ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.[43] თავდა-დებული მეფის ცხედარი კათოლიკოს-პატრიარქმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა მალულად გამოისყიდეს, თბილისელმა ვაჭრებმა კი საქართველოში ჩამოასვენეს. იგი დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მეფე დემეტრე წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 12 მარტი დაადგინა. | |
67 (ჲზ) | ვახტანგ II |
12 მარტი, 1289 | 1292 | აღმოსავლეთ საქართველოს მეფე დავით VI ნარინის ძე. დემეტრე II-ს სიკვდილით დასჯის შემდეგ, ხუტლუბუღას (სადუნ მანკაბერდელის ძე) რჩევით ყაენმა აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ დაამტკიცა. დავით ნარინის სიკვდილის შემდეგ ვახტანგი დასავლეთ საქართველოსაც მიიღებდა მემკვიდრე-ობით, რასაც მონღოლთა მფლობელობის ქვეშ საქართველოს გამთლიანება მოჰყვებოდა, მაგრამ 1292 წელს ვახტანგ II მოულოდნელად გარდაიცვალა.[44] დაკრძალულია გელათის მონასტერში. | |
68 (ჲჱ) | დავით VIII |
1293 | 1298 | აღმოსავლეთ საქართველოს მეფე დემეტრე II თავდადებულის ძე. მისი სამფლობელო, რეალურად, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა. იბრძოდა მონღოლების წინააღმდეგ, თუმცა ამ ბრძოლებმა მხოლოდ ქვეყნის გაპარტახება გამოიწვია. | |
69 (ჲთ) | ვახტანგ III |
1298 | 1298 | აღმოსავლეთ საქართველოს მეფე დემეტრე II თავდადებულის ძე. პირველი ზეობა. | |
გიორგი V | 1299 | 1299 | აღმოსავლეთ საქართველოს ფიქტიური მმართველი (თბილისის მეფე) დემეტრე II თავდადებულის ძე. პირველი ზეობა. | ||
ვახტანგ III | 1300 | 1308 | აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1298 წელს, დავით VIII-სთან დაპირისპირების მიზნით, ყაზან ყაენმა ვახტანგი მეფედ დაამტკიცა. ფაქტობრივად, ვახტანგ III-ის სამფლობელო თბილისსა და თბილისის სამხრეთით მდებარე ნაწილით, დმანის-სამშვილდით შემოიფარგლებოდა. ვახტანგ III 1308 წელს გარდაიცვალა. მეფე წმინდანადაა აღიარებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ხსენების დღე არის ძველი სტილით 10 დეკემბერი, ახალი სტილით — 23 დეკემბერი. მეორე ზეობა. | ||
70 (ო) | გიორგი VI მცირე |
1308 | 1318 | აღმოსავლეთ საქართველოს მეფე დავით VIII-ის ძე. მისი მეფობა ფიქტიური იყო. მონღოლებმა ჯერ კიდევ მამამისის სიცოცხლეში გაამეფეს მცირეწლოვანი და მეურვედ დაუნიშნეს დემეტრე II-ის ძე გიორგი). 1316 - 1317 წლებში გიორგი VI მცირეს წარუმატებლად ულაშქრია დვალეთში. გარდაიცვალა 1318 წელს. სხვა ცნობები მის მოღვაწეობის შესახებ არ მოგვეპოვება.[45] | |
71 (ოა) | გიორგი V |
1318 | 1330 | აღმოსავლეთ საქართველოს მეფე. მეორე ზეობა. |
დასავლეთ საქართველოს მეფეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ | პორტრეტი | სახელი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | ტიტული |
---|---|---|---|---|---|
65 (ჲე) | დავით VI ნარინი | 1259 | 1293 | დასავლეთ საქართველოს მეფე | |
კონსტანტინე I | 1293 | 1327 | დასავლეთ საქართველოს მეფე. შუათანა ძე დავით VI ნარინისა თამარ ამანელისძის ქალისაგან, ვახტანგ II–ის მომდევნო ძმა, ქუთაისის ტახტზე ავიდა მამის სიკვდილისთანავე, უმცროსი ძმა მიქელი არ შეურიგდა მის გამეფებას და რაჭა და არგვეთი წაართვა, სიკვდილამდე არ შერიგებულან ძმები, კონსტანტინე I აღესრულა 1327 წელს, შვილი არ დარჩენია. | ||
მიქელი | 1327 | 1329 | დასავლეთ საქართველოს მეფე. უმცროსი ძე დავით VI ნარინისა თამარ ამანელისძის ქალისაგან, უმცროსი ძმა ვახტანგ II-სი და კონსტანტინე I-სა, მამამისის, დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მისი ძმა კონსტანტინე 1293 წელს. მიქელი გამეფებულ ძმას განუდგა, რაჭა და არგვეთი თავისთვის დაისაკუთრა, კონსტანტინეს სიკვდილისთანავე გამოაცხადა დასავლეთ საქართველოს მეფედ. იმეფა 2 წელი და აღესრულა 1329 წელს. დარჩა მცირეწლოვანი უფლისწული ბაგრატი. | ||
ბაგრატი I | 1329 | 1330 | დასავლეთ საქართველოს მეფე. ძე მიქელისა, მამის გარდაცვალებისას მცირეწლოვანი იყო. ამ გარემოებით ისარგებლეს საქვეყნოდ გამრიგეებმა და მაშინ წამოვიდა დიდი ხელმწიფე გიორგი V ჯარით იმერეთს, იმერნი ყოველნი მოერთვოდენ სიხარულითა, თუმცა ზოგიერთებმა მაინც ბაგრატს უერთგულეს და მასთან ერთად ქუთაისის ციხეში ჩაიკეტნენ. გიორგიმ ციხეს ალყა შემოარტყა. სულ მალე ალყისგან შემჭიდროებულმა ბაგრატმა გიორგი მეფეს შერიგება სთხოვა, სიცოცხლე მაჩუქე, სარჩო აქვე იმერეთში გამიჩინე და ქუთაისისა და მთელი დასავლეთ საქართველოს ციხე-ქალაქთა გასაღებებს ჩემი ხელით მოგართმევო, გიორგიმაც შეიწყალა და შეივრდომა მოყვარე თვისი, მისცა ბაგრატს საბატონოდ და სარჩო-საზრდელად შორაპნის საერისთავო. ბაგრატ I გარდაიცვალა 1372 წელს, იმჟამად იმერეთში ჩამომდგარი შავი ჭირისაგან. დარჩა ცოლი სამცხის ათაბაგის ყვარყვარე ჯაყელის ასული და 3 ვაჟი: ალექსანდრე, გიორგი და კონსტანტინე. |
№ | პორტრეტი | სახელი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | ტიტული |
---|---|---|---|---|---|
71 (ოა) | გიორგი V ბრწყინვალე | 1330 | 1346 | საქართველოს მეფე მესამე ზეობა. წინა ფიქტიური მმართველობებისგან განსხვავებით, ამჯერად გიორგი V-მ ერთპიროვნულად დაიწყო ქვეყნის მართვა. გააერთიანა საქართველო და მონღოლები ქვეყნიდან განდევნა, აამაღლა სამეფოს საგარეო პრესტიჟი. აღსანიშნავია მისი საკანონმდებლო მოღვაწეობაც. | |
72 (ობ) | დავით IX | 1346 | 1360 | საქართველოს მეფე გიორგი V ბრწყინვალის ძე. მისი მეფობის დროს საქართველოში თავი იჩინა ეკონომიკურმა კრიზისმა, გაჩნდა შავი ჭირის ეპიდემიაც, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დავით IX 1360 წელს გარდაიცვალა გუგეთში. დაკრძალულია გელათში.[51] | |
73 (ოგ) | ბაგრატ V დიდი | 1360 | 1393 | საქართველოს მეფე დავით IX-ის ძე. ქართული საისტორიო მწერლობა ბაგრატ V-ს „დიდის“ სახელით იხსენიებს. ტრაპიზონელი ბერძენი ისტორიკოსები მიქაელ პანარეტოსი, რომელიც პირადად იცნობდა ბაგრატ V-ს, მას „გამოჩენილ სარდალს“ უწოდებს. სომხურ მწერლობაშიც ბაგრატ V „ძლევამოსილისა და ძლიერის“ სახელითაა მოხსენიებული. მისი მმართველობის ბოლოს საქართველოს თემურლენგი შემოესია. მან მეფის დატყვევებაც მოახერხა და გამაჰმადიანების სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზა. ბაგრატმა მოჩვენებით მიიღო ისლამი, რის შემდეგაც ტყვეობას თავი დააღწია და მტრის წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგა სათავეში, თუმცა მალევე გარდაიცვალა. | |
74 (ოდ) | გიორგი VII | 1393 | 1407 | საქართველოს მეფე ბაგრატ V-ის ძე. მამამისის სიცოცხლეშივე განაგებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და წყაროებშიც ამ დროიდან იხსენიება მეფედ. მისი მეფობისას თემურლენგი მრავალჯერ შემოესია საქართველოს. გიორგი VII 1407 წელს დაიღუპა თურქმან ტომებთან ბრძოლაში. | |
75 (ოე) | კონსტანტინე I | 1407 | 1412 | საქართველოს მეფე ბაგრატ V-ის ვაჟი, გიორგი VII-ის ნახევარძმა. ყარა-ყოიუნლუს წინააღმდეგ გამართულ სასტიკ ბრძოლაში ჩალაღანთან კონსტანტინე I ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში მამაცურად ეჭირა თავი, რის გამოც ყარა-იუსუფმა მას საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი.[52] | |
76 (ოვ) | ალექსანდრე I დიდი | 1412[52] | 1442 | საქართველოს მეფე კონსტანტინე I-ის ვაჟი. ენერგიულად მოჰკიდა ხელი თემურლენგისა და თურქმანთა შემოსევებით განადგურებული ქვეყნის აღდგენას. ალექსანდრე I ცდილობდა აღედგინა საქართველოს ადრინდელი საზღვრები. 1431 წელს მან შემოიერთა ციხე-ქალაქი ლორე და ლორის ველი, რომელიც მანამდე თურქმან მომთაბარეებს ეპყრათ. დაახლოებით 1434-1435 შემოიერთა სივნიეთი (ახლანდელი ყარაბაღი და მისი მეზობელი თემები). ცდილობდა ქართული ეკლესიის გაძლიერებას, აღადგინა შერყეული საეკლესიო მიწათმფლობლობა, განაახლა უცხოეთის ქართული მონასტრები. სამეფოში შექმნილი ვითარების გამო, 1442 წელს ალექსანდრე I ტახტიდან გადადგა და ათანასეს სახელით ბერად აღიკვეცა.[53] | |
77 (ოზ) | ვახტანგ IV | 1442 | 1446 | საქართველოს მეფე ალექსანდრე I-ის ვაჟი. ტახტზე ავიდა მას შემდეგ, რაც მამამისი ბერად აღიკვეცა.[53] ვახტანგ IV-ის მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა. იგი თავის მეუღლესთან, ფანასკერტელის ასულ სითიხათუნთან ერთად დაკრძალულია ბანას საკათედრო ტაძარში. | |
78 (ოჱ) | გიორგი VIII | 1446 | 1462 | საქართველოს მეფე ალექსანდრე I-ის შვილი და ვახტანგ IV-ის ნახევარძმა. მის დროს ძირითადად დამთავრდა საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანგრძლივი პროცესი. თავდაპირველად სამეფოს ჩამოსცილდა სამცხე-საათაბაგო. დასავლეთ საქართველოში გამეფების პრეტენზიით გამოვიდა სამოქალაქოს ერისთავი ბაგრატი, რომელმაც გიორგი VIII-ს ომი გამოუცხადა. ჩიხორის ბრძოლაში (1463) გიორგი VIII დამარცხდა. 1465 წელს სამცხის მთავარმა ყვარყვარე II ათაბაგმა გიორგი VIII ტყვედ ჩაიგდო. ამით ისარგებლა ბაგრატმა და 1466 წელს თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ტყვეობიდან განთავისუფლებული გიორგი VIII (1466) იძულებული გახდა კახეთს გასულიყო, რითაც დასაბამი მისცა კახეთის ცალკე სამეფოდ გამოყოფას.[54] |
ქართლის, კახეთის, იმერეთის მეფეები და სამცხე-საათაბაგოს მმართველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართლის მმართველები (მეფეები და გურჯისტანის ვალები)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კახეთის მმართველები (მეფეები და გურჯისტანის ვალები)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორი პავლე I სარგებლობს მეფე გიორგი XII–ის ავადმყოფობით და 1801 წლის 18 იანვარს ხელს აწერს რუსეთის იმპერიასთან ქართლ-კახეთის სამეფოს "შეერთების" მანიფესტს, მაგრამ იმპერატორი შეთქმულებმა მოკლეს და ბრძანების აღსრულება ვერ მოესწრო.
1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I ხელმეორედ ხელს აწერს რუსეთის იმპერიასთან ქართლ-კახეთის სამეფოს "შეერთების" მანიფესტს. მანიფესტი გამოქვეყნდა 1802 წლის 12 აპრილს რუსის ჯარით ალყაშემორტყმულ სიონის ტაძარში შეკრებილ თავადაზნაურობის თანდასწრებით.
რუსეთის იმპერიის მიერ დანიშნული მმართველები კავკასიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამიერკავკასიის ლიდერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტრეტი | სახელი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | თანამდებობა |
---|---|---|---|---|
ევგენი გეგეჭკორი | 28 ნოემბერი, 1917 | 9 აპრილი, 1918 | ამიერკავკასიის კომისარიატის პირველი თავმჯდომარე | |
თანამდებობა გაუქმდა. | ||||
ნიკოლოზ ჩხეიძე | 23 თებერვალი, 1918 | 26 მაისი, 1918 | ამიერკავკასიის სეიმის პირველი თავმჯდომარე | |
თანამდებობა გაუქმდა. | ||||
აკაკი ჩხენკელი | 26 აპრილი, 1918 | 26 მაისი, 1918 | ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობა გაუქმდა. |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტრეტი | სახელი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | თანამდებობა |
---|---|---|---|---|
ნოე რამიშვილი | 26 მაისი, 1918 | 24 ივნისი, 1918 | საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის 1-ლი თავმჯდომარე. 1918 წლის 26 მაისს, 17:10 საათზე შეიქმნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. | |
ნოე ჟორდანია | 24 ივნისი, 1918 | 11 იანვარი, 1953 | საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მე-2 თავმჯდომარე. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში შემოიჭრა მე-11 წითელი არმიის ნაწილები. ერთი დღით ადრე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ქართული არმიის ერთეულებთან ერთად დატოვა თბილისი. მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა გასაბჭოებულ ქართულ არმიასთან ერთად გაათავისუფლა თურქეთის არმიის მიერ დაპყრობილი ბათუმი. 1921 წლის 25 თებერვლიდან მთავრობა ემიგრირებულია საფრანგეთში. | |
ევგენი გეგეჭკორი | 11 იანვარი, 1953 | 5 ივნისი, 1954 | საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მე-3 თავმჯდომარე ემიგრაციაში |
ამიერკავკასიის სფსრ სამხარეო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი – პასუხისმგებელი პირველი მდივანი – პირველი მდივნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტრეტი | სახელი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | თანამდებობა |
---|---|---|---|---|
ივანე (მამია) დიმიტრის ძე ორახელაშვილი | 23 თებერვალი, 1922 | 3 ნოემბერი, 1922 | ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი | |
ალექსანდრე თედორეს ძე მიასნიკოვი (მიასნიკიანი) | 3 ნოემბერი, 1922 | 11 დეკემბერი, 1924 | ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პასუხისმგებელი პირველი მდივანი | |
გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე | 11 დეკემბერი, 1924 | 8 დეკემბერი, 1926 | ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი | |
ივანე (მამია) დიმიტრის ძე ორახელაშვილი | 8 დეკემბერი, 1926 | 27 ნოემბერი, 1929 | ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი | |
ალექსანდრე ივანეს ძე კრინიცკი | 27 ნოემბერი, 1929 | 8 მაისი, 1930 | ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი | |
ბესარიონ ბესარიონის ძე ლომინაძე | 8 მაისი, 1930 | 19 ნოემბერი, 1930 | ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი | |
ლავრენტი იოსების ძე ქართველიშვილი | 19 ნოემბერი, 1930 | 9 ნოემბერი, 1931 | ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი | |
ივანე (მამია) დიმიტრის ძე ორახელაშვილი | 9 ნოემბერი, 1931 | 17 ოქტომბერი, 1932 | ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი | |
ლავრენტი პავლეს ძე ბერია | 17 ოქტომბერი, 1932 | 23 აპრილი, 1937 | ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი | |
1936 წლის 5 დეკემბერს ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა ლიკვიდირებულია. საქართველოს სსრ, აზერბაიჯანის სსრ და სომხეთის სსრ დამოუკიდებლად შევიდნენ სსრკ-ის შემადგენლობაში. | ||||
1937 წლის 23 აპრილს თანამდებობა გაუქმდა. |
საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი მდივნები — პირველი მდივნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს მეფეების ფოტო გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველო
- საქართველოს ისტორია
- საქართველოს მონარქების მეუღლეების სია
- საქართველოს სამეფო სახლის მეთაურები 1801 წლის შემდეგ
- საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეები. თბილისი: ნეკერი. ISBN 99928-58-36-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს სამეფო სახლის დოკუმენტები
- საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადება
- საქართველოს სამეფო სახლის დოკუმენტი №2
- საქართველოს სამეფო სახლის დოკუმენტი №3
- საქართველოს სამეფო სახლის დოკუმენტი №4
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, ბატონიშვილი და უგანათლებულესი თავადი, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, მისი სამეფო უმაღლესობა ნუგზარ პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი.
- ↑ საქართველოს სამეფო სახლის მეთაური დაარქივებული 2023-06-04 საიტზე Wayback Machine. , უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 ვახუშტის „საქართველოს ისტორია“
- ↑ მოსე ჯანაშვილი „ქართველთა მატიანე“, გვერდი 116.
- ↑ მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“, IV. ბერძენთა გადმოცემა: ფაზიანიდების საგვარეულო შტო (გენეალოგია) ბერძენთა გადმოცემით. ტომი I, გვერდი: 12.
- ↑ ჰესიოდეს თეოგონია, გვერდი 1
- ↑ საბერძნეთის მითოლოგიური ქროონოლოგია
- ↑ 8.0 8.1 8.2 ჰესიოდეს თეოგონია, გვერდი 4
- ↑ 9.0 9.1 ჰესიოდეს თეოგონია, გვერდი 5
- ↑ ჰესიოდეს თეოგონია, გვერდი 6
- ↑ ჰესიოდეს თეოგონია, გვერდი 7
- ↑ 12.0 12.1 ჰესიოდეს თეოგონია, გვერდი 8
- ↑ მანგლელი მიტროპოლიტი ანანია „ფაზისი“
- ↑ ჰესიოდეს თეოგონია, გვერდი 9
- ↑ უქარქაშო ხმლები
- ↑ The Heroic Age or Second Brazen Age. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-27. ციტირების თარიღი: 2018-09-07.
- ↑ Frederic P. Miller История Грузии Год:2010 ISBN 978-613-1-74942-1
- ↑ C. Burney, Die Bergvölker Vorderasiens, Essen 1975, 274
- ↑ დიაოხის (დიაენის, ტაოს) სამეფო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-02. ციტირების თარიღი: 2013-05-08.
- ↑ Georgia. (2006). ბრიტანიკა. Retrieved February 14, 2006, from Encyclopædia Britannica Premium Service
- ↑ A. G. Sagona. Archaeology at the North-East Anatolian Frontier, p. 30.
- ↑ G. L. Kavtaradze. An Attempt to Interpret Some Anatolian and Caucasian Ethnonyms of the Classical Sources, p. 80f.
- ↑ R. G. Suny. The Making of the Georgian Nation, p. 6.
- ↑ 24.0 24.1 „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.)
- ↑ კოლხეთის სამეფო
- ↑ Explicit map for Georgian numbering. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-12. ციტირების თარიღი: 2018-09-17.
- ↑ ქართული ტიტულატურა ტაო-კლარჯეთის სამეფოს მმართველ ბაგრატიონთა დინასტიაში
- ↑ ქართლ-მესხეთის ფეოდალური სახელმწიფო («ქართველთ სამეფო») და ცნობები მის შესახებ გიორგი მერჩულის ძეგლში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-16. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
- ↑ საქართველოს სამეფო სახლის გენეალოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-08. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
- ↑ საქართველოს ძველი ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-06. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
- ↑ სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. გვერდი 49.
- ↑ ვახუშტის „საქართველოს ისტორია“. გვერდი 135.
- ↑ სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-23. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
- ↑ საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 108-113
- ↑ საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 113-116
- ↑ საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 122-131
- ↑ დ. კლდიაშვილი, დ. გულორდავა, მ. მაყაშვილი — ქართული ჰერალდიკის ისტორია: საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიმბოლოები. (20 სმ). თბილისი, გვ. 78-79. ISBN 99928-0-519-6.
- ↑ საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 131-132
- ↑ საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 133
- ↑ საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 137
- ↑ დავით კლდიაშვილი: ქართული ჰერალდიკის ისტორია: საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიმბოლოები / [რედ.: დავით გულორდავა, მიხეილ მაყაშვილი; მხატვ.: გია ბუღაძე]. - თბ., 2003
- ↑ საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 147
- ↑ საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 155
- ↑ საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 156
- ↑ საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 160-161
- ↑ http://flags.me/2010/12/14/flag-of-georgia/
- ↑ D.M.Lang - Georgia in the Reign of Giorgi the Brilliant (1314-1346). Bulletin of the School of Oriental and African Studies, University of London, Vol. 17,No. 1 (1955), p.84
- ↑ Georgia.. Encyclopædia Britannica Premium Service. ციტირების თარიღი: 2006-05-25.
- ↑ G. Gabeskiria p.72
- ↑ G. Macharashwili დროშა გორგასლიანი, თბ. 2011.
- ↑ საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 165
- ↑ 52.0 52.1 საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 167
- ↑ 53.0 53.1 საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 168
- ↑ საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 169-170
კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმულია იმ მეფეთა სახელები, რომლებიც არ იხსენებიან ქართულ საისტორიო წყაროთა („მოქცევაჲ ქართლისაჲ“, „ქართლის ცხოვრება“) მეფეთა სიებში, მაგრამ იხსენიებიან ბერძენ და რომაელ ავტოებთან, ან ეპიგრაფიკულ ძეგლებში.
|
|
|
|
|
|
|