ისტორია
ისტორია (ბერძ. historia - თხრობა, მოთხრობა გარდასულ ამბებზე) — ისტორიას შეიძლება ჰქონდეს ორი ძირითადი განსაზღვრება:
1. განვითარების ყოველგვარი პროცესი ბუნებასა და საზოგადოებაში; მაგ., სამყაროს შექმნის ისტორია, ცალკეულ მეცნიერებათა – ფიზიკის, მათემატიკის, სამართლის ისტორია და ა. შ.
2. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანთა საზოგადოების წარსულს მთელი მისი კონკრეტული ფორმებითა და მრავალფეროვნებით. საზოგადოების ისტორია პროცესებისა და მოვლენების, ცალკეულ ინდივიდთა, ადამიანთა კოლექტივების, მთელი კაცობრიობის კონკრეტული და მრავალმხრივი მოქმედებისა და საქციელის ერთიანობაა.
ისტორია არის ცოდნის სფერო, რომელიც შედგება მეცნიერების ცალკეული დარგებისაგან, დამხმარე და სპეციალიზებული ისტორიული დისციპლინებისაგან. ცალკეულ ნაწილთა სპეციალიზაციის ხარისხი სხვადასხვაა, რის გამოც გამოყოფენ რამდენიმე ჯგუფს. პირველ ჯგუფს შეადგენს ისტორიული მეცნიერების ის დარგები, რომელთა ფარგლებში ისტორიკოსები საზოგადოების ისტორიას შეისწავლიან მთლიანად ან ნაწილების მიხედვით. ისტორიას სწავლობენ ფორმაციებისა და ეპოქების, კომპლექსური პრობლემების მიხედვით, სივრცობრივ–გეოგრაფიული პრინციპით, გარდა ამისა ცალკე შეისწავლიან ადამიანთა ისტორიის სხვადასხვა მხარესა და მოვლენას. პირველ შემთხვევაში მსოფლიო ისტორიაში გამოიყოფა: პირველყოფილი საზოგადოების ისტორია, ძველი მსოფლიოს ისტორია, შუა საუკუნეების ისტორია, ახალი ისტორია და უახლესი ისტორია.
სივრცობრივ–გეოგრაფიული პრინციპის მიხედვით გამოიყოფა: დიდი, ერთმანეთთან ისტორიულად დაკავშირებული რაიონების რეგიონული ისტორია და ცალკეული ქვეყნებისა და ხალხების ისტორია. მეორე ჯგუფს ქმნის დამხმარე და სპეციალიზებული ისტორიული დისციპლინები: წყაროთმცოდნეობა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, ქრონოლოგია, ისტორიული მეტროლოგია, სფრაგისტიკა, გენეალოგია, ჰერალდიკა, ნუმიზმატიკა. დამოუკიდებელ ადგილს იკავებს ორი სპეციალიზებული ისტორიული მეცნიერება არქეოლოგია და ეთნოგრაფია.[1]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინი ისტორია (ιστορία, historia ) ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს მონათხრობს წარსულის შესახებ.
ისტორიულ მეცნიერებათა სისტემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ისტორიის დარგები
- არქეოლოგია - არქივთმცოდნეობა - ბონისტიკა - გენეალოგია - დიპლომატიკა - ეთნოგრაფია - ეთნოლოგია - ეპიგრაფიკა - ეპისტოლოგრაფია - ვექსილოლოგია - ისტორიული ანთროპოლოგია - ისტორიული ბიბლიოგრაფია - ისტორიული დემოგრაფია - ისტორიული იკონოგრაფია - ისტორიული კარტოგრაფია - ნუმიზმატიკა - პალეოგრაფია - სფრაგისტიკა - ფილიგრანოლოგია - ქრონოლოგია - წყაროთმცოდნეობა - ჰერალდიკა
- მეცნიერებათაშორისი დისციპლინები
ისტორიული მეცნიერების ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თვითონ ისტორიული მეცნიერება არის ისტორიოგრაფიის შესწავლის საგანი. ამ დისციპლინის ტერმინოლოგიით ისტორია არის მხოლოდ ის, რაც დოკუმენტურად დასტურდება. ამგვარად, ისტორიული მეცნიერება იწყება იმ დროიდან, როცა გამოჩნდა წერილობითი ინფორმაცია.
პირველი მონუმენტური შრომა, რომელშიც აღწერილია კონკრეტული ისტორიული მოვლენები, კერძოდ, ბერძნულ-სპარსული ომები, და მისი თანადროული ქვეყნები და ხალხები (აქემენიდთა იმპერია, ეგვიპტე, სკვითები), ეკუთვნის ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს კალამს. ამ ნაწარმოებს ერქვა „ისტორია“, რაც ძველბერძნულად „აღმოჩენას, გამოკვლევას“ ნიშნავს. ამ დამსახურების გამო ციცერონმა ჰეროდოტეს „ისტორიის მამა“ უწოდა.
ისტორიის საერთო ცნებები და ტერმინები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ისტორიული დროის აღრიცხვა
- ახალი წელთაღრიცხვა – ეპოქა – ერა – კალენდარი – პერიოდი – საუკუნე – ძველი წელთაღრიცხვა – წელთაღრიცხვა – ქორონიკონი – ხანა
- ისტორიული წყაროები
- საზოგადოებრივი ფორმაციები
- სახელმწიფო და საზოგადოება
- არმია - აჯანყება - ბრძოლა - დინასტია - ეთნოსი - ზავი - იმპერია - ლაშქარი - ნასახლარი - ნაქალაქარი - ნეკროპოლი - ოკუპაცია - ომი - სამეფო - სამთავრო - სასახლე - სახელმწიფო - ტომთა კავშირი - ტომი - ცივილიზაცია - ხალხი - ხარკი
- ტიტულები და თანამდებობები
- ამირა - აზნაური - ბარონი - გრაფი - ვეზირი - თავადი - იმამი - იმპერატორი - ლორდი - მეფე - პრინცი - რაჯა - სულთანი - ფაშა - შაჰი - ხალიფა - ჰერცოგი - ცარი
გამოჩენილი ისტორიკოსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალ-ბირუნი – ბაქრაძე, დიმიტრი - გაბაშვილი, ვალერიან - თაყაიშვილი, ექვთიმე - თუკიდიდე – ინგოროყვა, პავლე - კაკაბაძე, სარგის - ლეონტი მროველი – ტიტუს ლივიუსი – მაკიაველი, ნიკოლო – მესხია, შოთა - მონტესკიე, შარლ ლუი – პლუტარქე – პროკოპი კესარიელი – ჟორდანია, თედო - ტაციტუსი– ტოინბი, არნოლდ – ყაუხჩიშვილი, სიმონ - წერეთელი, ალექსანდრე - წერეთელი, მიხეილ - ჯავახიშვილი, ივანე – ჯანაშია, სიმონ – ჰეკატეოს მილეტელი – ჰეროდოტე
ისტორიული დაწესებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიების კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიული ხასიათის ინფორმაციას, მისი უზარმაზარი მოცულობის გამო, ყოფენ მრავალი ასპექტის მიხედვით, როგორებიცაა: რეგიონები და ქვეყნები, კულტურები და ხალხები, მეცნიერების და ტექნოლოგიების დარგები, ქრონოლოგია და თემატიკა და სხვა. შესაბამისად, არსებობს მრავალი სხვადასხვა კლასიფიკაცია, რომლის ერთ-ერთი ნიმუშიც აქ არის წარმოდგენილი.
- საერთო კლასიფიკაცია
- უნივერსალური ისტორია - საზოგადოების ისტორია - ეკონომიკის ისტორია - მეცნიერების ისტორია - ტექნოლოგიის ისტორია - კულტურის ისტორია - ხელოვნების ისტორია - რელიგიის ისტორია – სამხედრო ისტორია
....
- ქრონოლოგიური კლასიფიკაცია
- პრეისტორია - ძვ. წ. 3500 წლამდე
- პროტოისტორია - ძვ. წ. 1000 წლამდე
- ანტიკური ხანის ისტორია - 476 წლამდე
- შუა საუკუნეების ისტორია - 476 - 1492 წლები
- ახალი ისტორია - 1492 - 1914
- უახლესი ისტორია - 1914 - დღემდე
....
- რეგიონული კლასიფიკაცია
- ავსტრალიის ისტორია - აზიის ისტორია - ამერიკის ისტორია - აფრიკის ისტორია - ევროპის ისტორია - სამხრეთ ამერიკის ისტორია - ჩრდილოეთ ამერიკის ისტორია
....
- სუბრეგიონული კლასიფიკაცია
....
- ნაციონალური კლასიფიკაცია
- აშშ-ის ისტორია - ბიზანტიის ისტორია - ირანის ისტორია - ოსმალეთის იმპერიის ისტორია - რომის იმპერიის ისტორია - საფრანგეთის ისტორია - საქართველოს ისტორია - სსრ კავშირის ისტორია - ძველი ეგვიპტის ისტორია - ინგლისის ისტორია
....
- ეთნოკულტურული კლასიფიკაცია
- ამერიკანისტიკა - არმენოლოგია - ასირიოლოგია - გერმანისტიკა - ებრაისტიკა - ელინისტიკა - თურქოლოგია - ინდოლოგია - ირანისტიკა - რუსისტიკა - სინოლოგია - სკანდინავისტიკა - სლავისტიკა - ქართველოლოგია - ხეთოლოგია
....
- დარგობრივი კლასიფიკაცია
- არქიტექტურის ისტორია - ასტრონომიის ისტორია - ბიოლოგიის ისტორია - გეოგრაფიის ისტორია - მუსიკის ისტორია - მხატვრობის ისტორია - პედაგოგიკის ისტორია - სპორტის ისტორია - ფილოსოფიის ისტორია - ქიმიის ისტორია
....
- თემატური კლასიფიკაცია
- ქართული ემიგრაციის ისტორია - ამერიკის კოლონიზაციის ისტორია - გეოგრაფიულ აღმოჩენათა ისტორია - კალენდრის ისტორია - მე-2 მსოფლიო ომის ისტორია - რენესანსის ისტორია - საფრანგეთის რევოლუციების ისტორია
....
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Old Testament vs Secular Historical Timeline დაარქივებული 2018-10-31 საიტზე Wayback Machine.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ისტორია_ნუმიზმატისა და ბონისტის განმარტებითი ლექსიკონი დაარქივებული 2010-11-29 საიტზე Wayback Machine. .