კანდიდ ჩარკვიანი
კანდიდ ჩარკვიანი | ||||||||
კანდიდ ჩარკვიანი (მარჯვნივ) მიხეილ კალინინთან, 1944. | ||||||||
საქართველოს სსრ კომპარტიის ცკ მე-11 პირველი მდივანი | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||||||||
31 აგვისტო,1938 – 2 აპრილი, 1951 | ||||||||
წინამორბედი | ლავრენტი ბერია | |||||||
მემკვიდრე | აკაკი მგელაძე | |||||||
დაბადებული | 12 თებერვალი, 1907 ცაგერი, რუსეთის იმპერია | |||||||
გარდაცვლილი | 13 სექტემბერი, 1994 (87 წლის) თბილისი, საქართველო, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი | |||||||
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საქართველო | |||||||
ეროვნება | ქართველი | |||||||
პოლიტიკური პარტია | საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია | |||||||
მამა | ნესტორ ჩარკვიანი | |||||||
შვილები | გელა ჩარკვიანი | |||||||
ჯილდოები |
კანდიდ ჩარკვიანი (დ. 12 თებერვალი, 1907, ცაგერი — გ. 13 სექტემბერი, 1994, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1938–1952 წლებში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1904 წელს ცაგერში. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1930 წელს გაწევრდა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში და 1937 წელს გახდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის განათლებისა და კულტურის სამმართველოს უფროსი. 1937-1938 წლებში ეკავა საქართველოს სსრ-ის მწერალთა კავშირის პირველი მდივნისა და საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობები.
1937-1952 წლებში საქართველოს ცკ-ის ბიუროს წევრი[1], 1938-1952 წლებში კი საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი[1]. იოსებ სტალინმა ჩარკვიანის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქართულ გაზეთებში პირველად წაიკითხა მისი სტატიები. 1937 წელს ჩარკვიანი საქართველოს სსრ კპ ცენტრალურ კომიტეტის განათლებისა და კულტურის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. იმავე წლის სექტემბერში ჩარკვიანი საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი გახდა. ამ პოსტზე ყოფნისას, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „ვეფხისტყაოსნის” 750 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების დაგეგმავასა და განხორცილებაში.
1938 წელს, ლავრენტი ბერიას სსრკ „ჩეკას“ უფროსად დანიშვნის და მოსკოვში გადასვლის შემდეგ გახდა საქართველოს სსრ ცეკას პირველი მდივანი. ამ პოსტზე ის 15 წლის განმავლობაში, 1952 წლის აპრილამდე დარჩა. ეს იმ დროისთვის ყველაზე ხანგრძლივი მოღვაწეობა იყო. მასზე მეტ ხანს ცეკას პირველ მდივნად მხოლოდ ვასილ მჟავანაძემ იმუშავა 1953-1972 წლებში. 1939-1952 წლებში იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. ჩარკვიანი წინამორბედ ბერიასგან განსხვავებით ზომიერი და კეთილგონიერი მმართველი იყო. მის დროს განხორციელდა ის ცვლილებები, რომლებმაც შეცვალა საბჭოთა საქართველო, მოხდა სწრაფი ელექტროფიკაცია, ინდუსტრიალიზაცია და სოფლის მეურნეობის მექანიზაცია. სამრეწველო ცენტრებად იქცნენ ქუთაისი, ზესტაფონი, ტყვარჩელი, გორი, მახარაძე, ჭიათურა, ტყიბული. დიდ ქალაქად იქცა თბილისი. ჩარკვიანის დროს განხორციელდა შემდეგი პროექტები: კოლხეთის ჭაობის დაშრობა, აღმოსავლეთ საქართველოში არხების გაყვანა, შირაქის ველის დამუშავება, მეტალურგიულ ქალაქ რუსთავის გაშენება. ასევე მის დროს მოხდა 120 000-ზე მეტი მაჰმადიანი ქართველის აყრა და გადასახლება სამშობლოდან.[2]
1951 წელს საქართველოში მყოფ სტალინს უშიშროების მინისტრმა რუხაძემ მოახსენა, რომ საქართველოში ორმაგი სეპარატისტული შეთქმულება მზადდებოდა, საერთო ქართული და მეგრული. ამას მოჰყვა ხელმძღვანელ მუშაკთა, მათ შორის ჩარკვიანის, გადაყენება და 35 000 ადამიანის გადასახლება საქართველოდან. გადასახლება 1951 წლის 25 დეკემბერს განხორციელდა.
1981-1988 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის ეკონომიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1987 წელს მიიღო ხალხთა მეგობრობის ორდენი. გარდაიცვალა 1994 წელს, ქალაქ თბილისში[3].
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები, თბ.: არტანუჯი, 2015, 268 გვ.
- განცდილი და ნააზრევი, 1906–1994 : მოგონებები, თბ.: მერანი, 2004, 700 გვ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კანდიდ ჩარკვიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კანდიდ ჩარკვიანი — ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში“
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 საქართველოს ცკ-ის VIII პლენუმის დადგენილება, 1 - 2.4.1952
- ↑ გერონტი ქიქოძე, „თანამედროვის ჩანაწერები“ გვ. 105-108 — „არეტე“, თბილისი, 2003 ISBN 99940-745-6-3
- ↑ კანდიდ ჩარკვიანი
|
- ლენინის ორდენის კავალრები
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენის კავალრები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები
- დაბადებული 12 თებერვალი
- დაბადებული 1907
- გარდაცვლილი 13 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1994
- ცაგერში დაბადებულები
- თბილისში გარდაცვლილები
- ქართველი ეკონომისტები
- საქართველოს სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის პირველი მდივნები
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- ჩარკვიანები
- საკავშირო კპ-ის (ბ) XVIII ყრილობის დელეგატები
- ცაგერის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- შრომის ვეტერანის მედლით დაჯილდოებულები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- კავკასიის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- სკკპ ცკ-ის წევრობის კანდიდატები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლის მედლით დაჯილდოებულები
- ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლის მედლით დაჯილდოებულები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 70 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოებულები