გურამ პაპუნიძე
გურამ პაპუნიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 აპრილი, 1944 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
გურამ პაპუნიძე (დ. 2 აპრილი, 1944) — ქართველი მეწარმე, პოლიტიკოსი.
1970 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1960-1961 წლებში იყო ქედის კოლმეურნეობის წევრი. 1970-1980 წლებში იყო საქართველოს კვების მრეწველობის საეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, უფროსი ინჟინერი, მეცნიერ-მუშაკი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორი. 1981 წლიდან იყო სუბტროპიკული ნაყოფის შენახვისა და გადამუშავების სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტულ-საკუნსტრუქტორო ინსტიტუტის დირექტორი, აჭარის აგრო-სამრეწველო კომპლექსის რეგიონული სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გურამ პაპუნიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გურამ პაპუნიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს გურამ პაპუნიძის იუბილე აღინიშნა