შინაარსზე გადასვლა

ალექსი არაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსი არაბული
დაბადების თარიღი 27 თებერვალი, 1948 (1948-02-27) (76 წლის)
დაბადების ადგილი გომბორი, საგარეჯოს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი

ალექსი არაბული (დ. 27 თებერვალი, 1948, გომბორი, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) — ქართველი თანამდებობის პირი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.

1972 წელს დაამთავრა თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.

1973-2000 წლებში ეწეოდა პარტიულ, სამეურნეო, პედაგოგიურ საქმიანობას: 1973-1981 წლებში იყო ალკკ საგარეჯოს რაიკომის ინსტრუქტორი, პირველი მდივანი; 1982-1985 წლებში საგარეჯოს რაიონული გაზეთის რედაქტორის მოადგილე, 1986 წლიდან საგარეჯოს N55 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის დირექტორი; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი N11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქიდან; უზენაესი საბჭოს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]