ბუხულა ჯაფარიძე
იერსახე
ბუხულა ჯაფარიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 ივლისი, 1942 |
დაბადების ადგილი | მესტია, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 21 დეკემბერი, 1990 (48 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ინჟინერი |
ბუხულა ჯაფარიძე (დ. 27 ივლისი, 1942, მესტია — გ. 21 დეკემბერი, 1990) — ქართველი ინჟინერი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1968-1970 წლებში იყო ჭიათურმარგანტრესტის ახალი ითხვისის მაღაროთა სამმართველოს ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი, ინჟინერი, 1970-1973 წლებში მესტიის ელქსელების ექსპლუატაციის ინჟინერი, მთავარი ინჟინერი, 1973-1990 წლებში კი მესტიის ელქსელების დირექტორი. 1990 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბუხულა ჯაფარიძე — ბიბლიოვიკი
- ბუხულა ჯაფარიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი