შინაარსზე გადასვლა

ჯემალ იონათამიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯემალ იონათამიშვილი
დაბადების თარიღი 25 ოქტომბერი, 1946 (1946-10-25) (78 წლის)
დაბადების ადგილი ხაშური, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ჯემალ სულიკოს ძე იონათამიშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1946, ხაშური, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი (1991 წლის 9 აპრილი).

ჯემალ სულიკოს ძე იონათამიშვილი დაიბადა 1946 წლის 25 ოქტომბერს ხაშურში. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის. იყო სსრკ 50 წლისთავის სახელობის საწარმოო გაერთიანების ინჟინერი, ლაბორატორიის უფროსი, განყოფილების გამგე, მთავარი მეტროლოგის მოადგილე (1974-1982). სს გაერთიანება „ანალიზხელსაწყოს“ წამყვანი ინჟინერი (1983-1984). სამეცნიერო ხელსაწყოთმშენებლობის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს წამყვანი ინჟინერი, განყოფილების გამგე, მეცნიერებათა აკადემიის მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ცენტრის ჩამოყალიბების აქტიური მონაწილე, მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1984-1990). საქართველოს ეროვნული ფრონტი — რადიკალური კავშირის თანადამფუძნებელი, მთავარი კომიტეტის წევრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). სახელმწიფო გადატრიალების (1991-1992, დეკემბერ-იანვარი) შემდეგ განიცდიდა პოლიტიკურ დევნას. დევნილი უზენაესი საბჭოს გროზნოს (1992-1993), ზუგდიდის (1993) და თბილისის (1998-2005) სესიების მონაწილე. 2006 წელს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღიარა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად.

  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 2016 წელი, გვ. 121-122.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]