საქართველო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
→რესურსები ინტერნეტში: // რედაქტირება Wikiplus-ით |
GiorgiXIII (განხილვა | წვლილი) No edit summary |
||
ხაზი 248: | ხაზი 248: | ||
=== საქართველოს საზღვრები === |
=== საქართველოს საზღვრები === |
||
სახმელეთო საზღვარი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაბა [[ლესელიძე (დაბა)|ლესელიძესთან]] იწყება. შემდგომ იგი მიუყვება [[ფსოუ]]ს, რომელიც სათავეს მთა [[აგეფსთა|აგეფსთასთან]] იღებს. საქართველოს ჩრდილო საზღვარი ძირითადად ემთხვევა [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი|კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს]]. მთა [[ვაციკფარსი]]დან მთა [[შავიკლდე]]მდე საქართველოს საზღვარი გადის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მთა [[მყინვარწვერი|მყინვარწვერზე]] და [[გვერდითი ქედი|გვერდით ქედზე]]. აღმოსავლეთ საზღვარი იწყება მთა [[ტინოვროსო]]დან, ეშვება [[ალაზნის ველი|ალაზნის ველზე]], მიუყვება მდინარე [[ალაზანი|ალაზანს]], ვიდრე 1 კმ არ დარჩება [[მინგეჩაურის წყალსაცავი|მინგეჩაურის წყალსაცავთან]] მდინარის შეერთებამდე. საქართველოს სამხრეთი საზღვარი იწყება [[შავი ზღვა|შავ ზღვასთან]], სოფელ [[სარფი]]ს მიდამოებში. იგი ჯერ მიუყვება, შემდეგ კი კვეთს [[ |
სახმელეთო საზღვარი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაბა [[ლესელიძე (დაბა)|ლესელიძესთან]] იწყება. შემდგომ იგი მიუყვება [[ფსოუ]]ს, რომელიც სათავეს მთა [[აგეფსთა|აგეფსთასთან]] იღებს. საქართველოს ჩრდილო საზღვარი ძირითადად ემთხვევა [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი|კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს]]. მთა [[ვაციკფარსი]]დან მთა [[შავიკლდე]]მდე საქართველოს საზღვარი გადის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მთა [[მყინვარწვერი|მყინვარწვერზე]] და [[გვერდითი ქედი|გვერდით ქედზე]]. აღმოსავლეთ საზღვარი იწყება მთა [[ტინოვროსო]]დან, ეშვება [[ალაზნის ველი|ალაზნის ველზე]], მიუყვება მდინარე [[ალაზანი|ალაზანს]], ვიდრე 1 კმ არ დარჩება [[მინგეჩაურის წყალსაცავი|მინგეჩაურის წყალსაცავთან]] მდინარის შეერთებამდე. საქართველოს სამხრეთი საზღვარი იწყება [[შავი ზღვა|შავ ზღვასთან]], სოფელ [[სარფი]]ს მიდამოებში. იგი ჯერ მიუყვება, შემდეგ კი კვეთს [[ჭანეთის ქედი]]ს ჩრდილო დაბოლოებას, მიუყვება [[შავშეთის ქედი|შავშეთის]] და კვლავ კვეთს [[არსიანის ქედი|არსიანის ქედს]], ჯავახეთ-სომხეთის ვულკანურ მთიანეთს, [[ლოქის ქედი|ლოქის ქედს]], მდინარე [[მტკვარი|მტკვარს]] და [[ივრის ზეგანი|ივრის ზეგანს]]. |
||
=== ფლორა და ფაუნა === |
=== ფლორა და ფაუნა === |
19:09, 17 აპრილი 2024-ის ვერსია
საქართველო აფხ. Қырҭтәыла |
|||||
---|---|---|---|---|---|
დევიზი: ძალა ერთობაშია | |||||
ჰიმნი: საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ |
|||||
საქართველოს მდებარეობა მსოფლიოში
|
|||||
საქართველოს მდებარეობა ევროპაში
|
|||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | თბილისი 41°43′ ჩ. გ. 44°47′ ა. გ. / 41.717° ჩ. გ. 44.783° ა. გ. | ||||
ოფიციალური ენა | ქართული აფხაზური 1 [1] |
||||
ეთნიკური ჯგუფები (2014) | ქართველები – 86,8 % აზერბაიჯანელები – 6,2 % სომხები – 4,5 % სხვა – 2,8 % |
||||
ეთნოქორონიმი | ქართველი | ||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | ||||
- | პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი | |||
- | პრემიერ-მინისტრი | ირაკლი კობახიძე | |||
- | პარლამენტის თავმჯდომარე | შალვა პაპუაშვილი | |||
საკანონმდებლო ორგანო | საქართველოს პარლამენტი | ||||
დამოუკიდებლობა | |||||
- | რუსეთის იმპერიისგან | 26 მაისი 1918 | |||
- | საბჭოთა ანექსია | 25 თებერვალი 1921 | |||
- | დამოუკიდებლობა სსრკ-სგან | 9 აპრილი 1991 (განაცხადა) 25 დეკემბერი 1991 (დასრულდა) |
|||
- | კონსტიტუციის მიღება | 24 აგვისტო 1995 | |||
ფართობი | |||||
- | სულ | 69 700 კმ2 (121-ე) | |||
მოსახლეობა | |||||
- | 2020 შეფასება | 3 716 900 კაცი[2] (131-ე) | |||
- | 2014 აღწერა | 3 713 804 კაცი[3] | |||
- | სიმჭიდროვე | 53.5 კაცი/კმ² კაცი/კმ2 (137-ე) | |||
მშპ (მუპ) | 2017 შეფასება | ||||
- | სულ | $39.70 მილიარდი[4] (116-ე) | |||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $10,747 | |||
მშპ (ნომინალი) | 2015 შეფასება | ||||
- | სულ | $14.372 მილიარდი[5] | |||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $3,863[5] | |||
ჯინი (2014) | 40.9[6] საშუალო |
||||
აგი (2019) | 0.812[7] ძალიან მაღალი · 61-ე |
||||
ვალუტა | ლარი 4 (GEL ) |
||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00[8] | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | ||||
სატელეფონო კოდი | +995 | ||||
ISO 3166 კოდი | GEO | ||||
ინტერნეტ-დომენი | .ge | ||||
ა. | 1აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე აფხაზური ენა. | ||||
ბ. | 2მოსახლეობის რიცხვში და სიმჭიდროვეში არ შედის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილი, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. 3დაახლოებითი მონაცემები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით. 4რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასევე მიმოქცევაშია რუსული რუბლი. |
საქართველო (აფხ. Қырҭтәыла) — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთის სამეფო და იბერია, რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული IV საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ XV საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801–1878 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს კვლავ მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მოხდა „ვარდების რევოლუცია“. საქართველოს მთავრობის მისწრაფება ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.
საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს (31 ივლისი, 1992)[9], ევროპის საბჭოს (27 აპრილი, 1999), სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
სახელწოდება
ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“ მომდინარეობს „ქართ“ ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ“-ს უკავშირდება. 1918-1921 წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად“, 1990-1995 წლებში — „საქართველოს რესპუბლიკად“. ქვეყნის საერთაშორისო კოდია GE.
ისტორია
უახლესი ისტორია
ყურადღება: ეს სტატია/სექცია შეიცავს ფრაგმენტებს, რომლებიც არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს. |
დამოუკიდებლობის აღდგენა
საქართველოს ისტორია |
---|
|
ისტორია თემატურად
|
საქართველოს ისტორია |
1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მემარჯვენე საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ (სპიკერი: ზვიად გამსახურდია). იმავე წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ბ-ნი ზვიად კ. გამსახურდია (1939–1993). იმავე სესიაზე რესპუბლიკას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, დამტკიცებულ იქნა ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა და სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.
1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის ერთადერთ კითხვას: „გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ დადებითი პასუხი გასცა ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98 %-მა, მათ შორის აფხაზებმაც. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“. იმავე დღეს აშშ-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით [10] ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის გამოცხადებას მალევე მოჰყვა შედეგი აღიარებების სახით. საქართველოს დამოუკიდებლობა სცნეს: 1991 წლის 27 აგვისტოს — რუმინეთი და მოლდოვა, 30 აგვისტოს — აზერბაიჯანი, 13 სექტემბერს — სომხეთი, 12 დეკემბერს — უკრაინა[11], 16 დეკემბერს — თურქეთი[12], 20 დეკემბერს — ლიეტუვა და მონღოლეთი, 25 დეკემბერს — აშშ, კანადა და ირანი, 26 დეკემბერს — ინდოეთი, ბრაზილია, კუბა, ტაილანდი, 27 დეკემბერს — ჩინეთი, ბელარუსი, სლოვენია, ვიეტნამი, ეგვიპტე, ალჟირი, 28 დეკემბერს — ხორვატია, იორდანია, 30 დეკემბერს — ლიბანი, 31 დეკემბერს — პაკისტანი, 1992 წლის 2 იანვარს — ერაყი, ეთიოპია, ლაოსი და ა.შ., ხოლო 1992 წლის 31 ივლისს გაერთიანებული ერების მორიგ სხდომაზე საქართველოს რესპუბლიკა მიღებულ იქნა მის 179-ე წევრად[13].
-
რუმინეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის აღიარების დეკლარაცია (რუმინულ ენაზე)
-
რუმინეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის აღიარების დეკლარაცია (რუსულ ენაზე)
-
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მადლობის წერილი რუმინეთის პრეზიდენტს (ინგლისურ ენაზე)
სამხედრო გადატრიალება
1991 წლის 26 მაისის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ. რადიკალური ოპოზიციის მოქმედების შედეგად, 1991 წლის 22 დეკემბრიდან თბილისში დაიწყო სამხედრო გადატრიალება, რაც დასრულდა 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტ გამსახურდიას სამშობლოდან გაძევებით. ხელისუფლების სათავეში მოექცა, ძალაუფლების უზურპაციის გზით მოსული არალეგიტიმური ე. წ. „სამხედრო საბჭო“, რომელმაც იმავე წლის მარტში ძალაუფლება გადასცა ამ უკანასკნელის წევრებით დაკომპლექტებულ, ასევე არალეგიტიმურ ე. წ. „სახელმწიფო საბჭოს“ (თავმჯდომარე: ე. შევარდნაძე).
ქვეყანაში დამყარდა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი, რომლის 12-წლიანი მმართველობა აღინიშნა ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების დაკანონებით და ა. შ. პირველი პრეზიდენტის და მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ციხეებში აღმოჩნდა რამდენიმე ათეული პოლიტიკური პატიმარი.
საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი მძლავრი ტალღის აგორებამ 1988 წელს, შემდეგ კი საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია მის ავტონომიურ წარმონაქმნებში, რასაც შედეგად მოჰყვა სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება (1989-1993) და სეპარატისტული რეჟიმების ჩამოყალიბება აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში (შიდა ქართლში). 1993 წლის სექტემბერში სამშობლოში დაბრუნებულმა ზვიად გამსახურდიამ (ჩეჩნეთის დედაქალაქიდან იგი სამეგრელოში ჩაფრინდა) სცადა აფხაზეთის გადარჩენა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, მაგრამ ე. შევარდნაძემ მოიწვია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდები ადმირალ ბალტინის მეთაურობით და დახმარების შემთხვევაში რუსეთს აღუთქვა საქართველოს დსთ-ში შეყვანა. ამან გადაწყვიტა კანონიერი პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლების ბედი. სამეგრელოს მაღალმთიან, ტყიან მასივში გახიზნული პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 1993 წლის 31 დეკემბერს.
ვარდების რევოლუცია — შევარდნაძის გადადგომა
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების მიზეზით გამოწვეულ საერთო-სახალხო მღელვარების ფონზე, იმდროინდელმა ოპოზიციამ, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მოახდინა „ვარდების რევოლუცია“, რამაც 2003 წლის 23 ნოემბრის შევარდნაძის გადადგომა გამოწვია.
საპროტესტო მოძრაობა
2007 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სკანდალური განცხადებები გააკეთა. მან განაცხადა იმის შესახებ, თუ რა დანაშაულები ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა მისი მინისტრობის დროს, რასაც ოქრუაშვილის დაპატიმრება მოჰყვა 2007 წლის 27 სექტემბერს; ოქრუაშვილი მის მიერ შექმნილი პარტიის — „ერთიანი საქართველოსთვის“ ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. ამის შემდეგ აგორდა ოპოზიციური წინააღმდეგობის ტალღა, ოპოზიციის გაერთიანება ლოზუნგით — „საქართველო პრეზიდენტის გარეშე“. 2 ნოემბერს, გრანდიოზული მიტინგი გაიმართა პარლამენტის შენობის წინ, მაგრამ, 7 ნოემბერს, ხელისუფლებამ მიტინგი ძალის გამოყენებით დაარბია, შემდეგ შეიჭრა ტელეკომპანია იმედში და დახურა ეს არხი. 8 ნოემბერს, სააკაშვილი გადადგა და დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. 2008 წლის 5 იანვარს გამართულ არჩევნებში, ხმათა 52 %-ით გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა, ხოლო ამავე წლის საპარლამენტო არჩევნებში 59 %-ით გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.
საქართველო-რუსეთის ომი
2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს მიმართ ღია აგრესია განახორციელა, მოტივით სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა. ამ ომის შედეგად საქართველომ ზემო აფხაზეთად წოდებული კოდორის ხეობა, ლიახვის ხეობა და ახალგორის რაიონი დაკარგა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც გაიმარჯვა კოალიცია ქართულმა ოცნებამ, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი. იმ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 54 %-ის მიღება მოახერხა და უკან ჩამოიტოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც საქართველოს სათავეში 2004–2012 წლებში იყო.
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
2013 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ქართული ოცნების კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით მარგველაშვილი საქართველოს რიგით მე-4 პრეზიდენტი გახდა და ჩაანაცვლა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი 2004–2007 და 2008–2013 წლებში იყო.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც გაიმარჯვა პარტია ქართულმა ოცნებამ, რომელმაც 856 638 ხმა მიიღო (48,7 %) და მიიღო 115 მანდატი პარლამენტში.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, სადაც პირველი ადგილი დაიკავა სალომე ზურაბიშვილმა 38,64 %-ით, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა გრიგოლ ვაშაძე 37,73 %-ით. არჩევნების მეორე ტური გაიმართა 28 ნოემბერს. არჩევნებში 1 146 258 ხმით (59,55 %) გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა და გახდა პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში.
გავრილოვის ღამე
საპროტესტო გამოსვლები და დარბევა თბილისში 2019 წლის 20 და 21 ივნისს, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა. აქციების მეორე დღეს გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტი დატოვა ზაქარია ქუცნაშვილმა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
არჩევნების პირველი ტური 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა და მასში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 48,22 %-ით. არჩევნების მეორე ტური გაიმართა 2020 წლის 21 ნოემბერს. არჩევნების მეორე ტურს ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 56,11 % იყო, ხოლო მეორე ტურში – 26,29 %.
გეოგრაფია
საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.
საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი — ძველი აბრეშუმის გზა.
საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით — ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი — აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.
საქართველო ჩ.გ. 41°07' და 43°35' და ა.გ. 40°04' და 46°44'-ს შორის მდებარეობს.
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
გეოტექტონიკური თვალსაზრისით, საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი იწყება ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და ჰიმალაის მთიანეთს.
ცნობილია, რომ სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებს შორის საზღვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, რის გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.
საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი — ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტყლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების — კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით.
საქართველოს ევროპასა და აზიას შორის მდებარეობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს:
- ა) თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს ყუმა-მანიჩის ღრმულზე გავატარებთ, მაშინ საქართველო აზიაში მდებარეობს.
- ბ) ძვ. წ. V საუკუნეში მცხოვრები ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი ჰეროდოტე ევროპასა და აზიას შორის საზღვარს მდინარეებზე — რიონსა და მტკვარზე ატარებდა. ამ შეხედულებით საქართველოს ნაწილი ევროპაში ხვდება, ნაწილი კი — აზიაში.
- გ) თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრებზე გავატარებთ (თურქეთთან და ირანთან), მაშინ საქართველო და მთლიანად კავკასია ევროპაში ხვდება.
- დ) რადგანაც კავკასიაში უფრო ევროპული ტიპის ლანდშაფტები ჭარბობს (კავკასიის ბუნება ევროპის ბუნებას ემსგავსება), ამიტომ საქართველო ევროპაშია.
- ე) ისტორიის, ტრადიციებისა და რელიგიის გათვალისწინებით საქართველო ევროპას ეკუთვნის.
- ვ) თუ საზღვრებს კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე გავატარებთ, მაშინ საქართველოს დიდი ნაწილი აზიაში მოხვდება, ხოლო მცირე — ევროპაში.
საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია. საბჭოთა კავშირში ყოფნისას იგი სატრანსპორტო „ჩიხში“ იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვის გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.
- ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69 700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო — 1461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო — 310 კმ.
- ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5068 მ, უდაბლესი წერტილი — შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16 %, საძოვრები — 25 %, ტყეები — 34 %. მთავარი მდინარეები — მტკვარი და რიონი.
- ბუნებრივი რესურსები: ტყეები, ჰიდროენერგია, მანგანუმი, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირის და ნავთობის მცირე მარაგი; მთისა და ზღვის კლიმატური კურორტები.
საწვავი
- ნავთობი — სამგორ-პატარძეული, თბილისის მიდამოები, სუფსა
- ნახშირი — ტყიბული, ტყვარჩელი
- მურანახშირი — ახალციხე
- ტორფი — კოლხეთის დაბლობი, ფოთის მიდამოები
ლითონები
- რკინა — ქვემო ქართლი (ბოლნისი)
- მანგანუმი — ჭიათურა
- სპილენძი — ბოლნისი
- ტყვია-თუთია — ბოლნისი
- ტყვია-თუთია-ბარიტი — ბოლნისი
- დარიშხანი — სვანეთი, რაჭა
- ვერცხლისწყალი — რაჭა, აფხაზეთი
საშენი და სხვა მასალა
- საცემენტე მასალა — კასპი
- თაბაშირი — სამეგრელო, ახალციხე
- მარმარილო — კახეთი, აფხაზეთი
- ტუფი — ბოლნისი, იმერეთი, შიდა ქართლი
მინერალური წყლები და სხვა
- მინერალური წყლები — თითქმის ყველა რეგიონში (ბორჯომის ხეობა, საირმე, ნაბეღლავი, ზვარე)
- თერმული წყლები — სამეგრელო (მენჯი), იმერეთი (წყალტუბო, სულორი)
- სამკურნალო ტალახი — ახტალა (კახეთი)
საქართველოს საზღვრები
სახმელეთო საზღვარი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაბა ლესელიძესთან იწყება. შემდგომ იგი მიუყვება ფსოუს, რომელიც სათავეს მთა აგეფსთასთან იღებს. საქართველოს ჩრდილო საზღვარი ძირითადად ემთხვევა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს. მთა ვაციკფარსიდან მთა შავიკლდემდე საქართველოს საზღვარი გადის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მთა მყინვარწვერზე და გვერდით ქედზე. აღმოსავლეთ საზღვარი იწყება მთა ტინოვროსოდან, ეშვება ალაზნის ველზე, მიუყვება მდინარე ალაზანს, ვიდრე 1 კმ არ დარჩება მინგეჩაურის წყალსაცავთან მდინარის შეერთებამდე. საქართველოს სამხრეთი საზღვარი იწყება შავ ზღვასთან, სოფელ სარფის მიდამოებში. იგი ჯერ მიუყვება, შემდეგ კი კვეთს ჭანეთის ქედის ჩრდილო დაბოლოებას, მიუყვება შავშეთის და კვლავ კვეთს არსიანის ქედს, ჯავახეთ-სომხეთის ვულკანურ მთიანეთს, ლოქის ქედს, მდინარე მტკვარს და ივრის ზეგანს.
ფლორა და ფაუნა
საქართველოს მცენარეთა სამყარო (ფლორა) მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13 300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 — გვიმრისებურს, 600 — ხავსებს, 650 — ლიქენებს, 5000 — სოკოვნებსა და 2000 — წყალმცენარეებს.
საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.
სახელმწიფო
საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა 5 წლის ვადით პირდაპირი წესით. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება კონსტიტუციური ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, მის ნაცვლად პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.
- დედაქალაქი: თბილისი.
- სახელმწიფო ენა: ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური.
- ეროვნული დღესასწაული: 26 მაისი – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე (1991 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 70-წლიანი ყოფნის შემდეგ, იმავე წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი), 9 აპრილი – საქართველოს ეროვნული ერთიანობის და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე, 14 აპრილი – დედაენის დღე.
- ძირითადი პოლიტიკური პარტიები (ანბანურ რიგზე):
- გირჩი
- ევროპული საქართველო
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- თავისუფალი დემოკრატები
- თავისუფალი საქართველო
- დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო
- საქართველოს ლეიბორისტული პარტია
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
- საქართველოს რესპუბლიკური პარტია
- ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
შეიარაღებული ძალები
2007 წლის მონაცემებით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 37 000-მდე სამხედრო მოსამსახურე. სახმელეთო ჯარები (35 000), სამხედრო-საჰაერო ძალები (1300), სამხედრო-საზღვაო ძალები (400). რეზერვში ირიცხებოდა 60 000 ადამიანი. შეიარაღებაში იმყოფებოდა 235-მდე ტანკი, 250-მდე საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 240-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმსატყორცნი, 80-მდე საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 15 თვითმფრინავი და 50 შვეულმფრენი, (ასევე 40 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი), 25 საპატრულო კატარღა და მცირე ხომალდი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება შერეული პრინციპით — სავალდებულო გაწვევით და კონტრაქტის საფუძველზე. 2007 წელს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს ბიუჯეტიდან გამოეყო დაახლოებით 1 მლრდ. დოლარი.
ტერიტორიული მოწყობა
დღევანდელი ტერიტორიული დაყოფით საქართველოში 2 ავტონომიური რესპუბლიკა: აჭარისა და აფხაზეთის. ეს უკანასკნელი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ქვეყნის დანარჩენი ტერიტორია დაყოფილია პირობით მხარეებად, რომლებიც მეტ-ნაკლებად ემთხვევა საქართველოს ისტორიულ მხარეებს, თუმცა მხარეებს იურიდიული სტატუსი არ გააჩნიათ. კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულია 69 მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს დედაქალაქ თბილისსაც.
საქართველოს რეგიონები | ||
---|---|---|
№ | რეგიონი | ცენტრი |
1 | აფხაზეთის არ | სოხუმი |
2 | სამეგრელოს და ზემო სვანეთის | ზუგდიდი |
3 | გურია | ოზურგეთი |
4 | აჭარის არ | ბათუმი |
5 | რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთი |
ამბროლაური |
6 | იმერეთი | ქუთაისი |
7 | სამცხე-ჯავახეთი | ახალციხე |
8 | შიდა ქართლი | გორი |
9 | მცხეთა-მთიანეთი | მცხეთა |
10 | ქვემო ქართლი | რუსთავი |
11 | კახეთი | თელავი |
დემოგრაფია
ისტორიოგრაფიაში მიღებული მონაცემებით XIII საუკუნეში ქართველები რაოდენობა 5 მილიონს აღწევდა. უცნობია XIV-XVII საუკუნეების მონაცემები. XVIII საუკუნის შუა ხანებში საქართველოს მოსახლეობას (დღევანდელ საზღვრებში) 761 ათასით ანგარიშობენ, აქედან 5 % ცხოვრობდა ქალაქებში. 1800 წლისთვის საქართველოს (დღევანდელ საზღვრებში) მოსახლეობა 675 ათასზე მეტი იყო, აქედან აღმოსავლეთ საქართველოზე მოდიოდა მოსახლეობის 45,6 %, ხოლო დასავლეთზე – 54,4 %. 1832 წელს ის 840 ათასამდე გაიზრდა, ხოლო 1865 წელს 1 289 200-ს გადააჭარბა. 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 1 919 400 ადამიანი, 1914 წელს კი 2 600 400. ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 3,4-ჯერ გაიზარდა. პავლე ინგოროყვას ცნობით 1916 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3 365 000 ადამიანს, აქედან 2 349 000 ადამიანი იყო ქართველი.[14] საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 200 ათასით შემცირდა პირველი მსოფლიო ომის დროს და პირველი რესპუბლიკის წლებში, რაც გამუდმებული ომებით და ტერიტორიების დაკარგვით იყო განპირობებული. 1921 წელს საქართველოს მოსახლეობა 2410 ათასამდე დავიდა. XX საუკუნიდან მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. პირველი აღწერა საბჭოთა საქართველოში 1926 წელს ჩატარდა, უკანასკნელი 1989 წელს. დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის აღწერები ჩატარდა 2002 და 2014 წლებში.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926 | 2 677 200 | ||
1939 | 3 540 000 | ||
1959 | 4 044 045 | ||
1970 | 4 686 358 | ||
1979 | 5 014 800 | ||
1989 | 5 400 800 | ||
2002 | 4 601 500 | ||
2014 | 3 787 000 | ||
2020[2] | 3 716 900 |
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 25 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა, რაც განაპირობა ომებმა და სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა და ემიგრაციამ. მკვეთრად იკლო შობადობამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. უკანასკნელი, 2014 წლის აღწერის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა დაახლოებით 3 729 635 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 57,4 % ქალაქებში ცხოვრობს.
ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა
რაც შეეხება საკუთრივ ქართველების რაოდენობას, ის იზრდებოდა XIX საუკუნიდან მოყოლებული, თუმცა 1940 წლამდე მცირდებოდა მისი წილი მთლიან მოსახლეობაში. მინიმალურ ნიშნულს მან მიაღწია 1939 წელს, როცა ქართველები მოსახლეობის 61,4 %-ს შეადგენდნენ. ქართველების წლიური საშუალო მატების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა 1959 წლის აღწერამ. ეს გამოწვეული იყო მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველთა დიდი მსხვერპლით. ომმა 300 000 ქართველი შეიწირა, ასევე 1944 წელს ე. წ. თურქი მესხების საქართველოდან გასახლებით. დეპორტირებულთა შორის 69 869 ადამიანს ითვლიან. ქართველების რაოდენობა 1989 წლიდან 2002 წლამდე მხოლოდ 4 %-ით შემცირდა ანუ საქართველოს მოსახლეობის კლება ძირითადად სხვა ეროვნებების ხარჯზე მოხდა. XVIII-XX საუკუნეებში საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობის ეთნიკურ უმცირესობას სომხები წარმოადგენდნენ. 1800 წელს სომხები მთლიანი მოსახლეობის 4 %-ს შეადგენდნენ, 1926 წელს შეადგინეს 11 %. ამის შემდეგ XX საუკუნის განმავლობაში სომხური მოსახლეობის წილის შემცირება შეინიშნება, რაც განპირობებული იყო მათი მიგრაციით რუსეთსა და სომხეთში. აფხაზების წილი მოსახლეობაში მერყეობდა 1,5-დან 6 %-მდე, ოსებისა კი 3-4 %-ს შორის. XXI საუკუნეში ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობა აზერბაიჯანელებია.
2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს ეთნიკური შემადგენლობა ასეთია: ქართველები — 86,8 % , აზერბაიჯანელები — 6,3 % , სომხები — 4,5 % , რუსები — 0,7 % , ოსები — 0,4 % , ეზიდები — 0,3 % , უკრაინელები — 0,2 % , ქისტები — 0,2 % , ბერძნები — 0,1 % , ასირიელები — 0,1 %, სხვა 0,4 %;
- რელიგიური შემადგენლობა (ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები — 84,00 %, მუსლიმანები — 9,9 %, სომეხი გრიგორიანელები — 3,9 %, კათოლიკეები — 0,8 %, ეზიდები – 0,4 %, იუდეველები — 0,1 %, ნესტერიანელები – 0,1 % და სხვები.
(ძირითადად საქართველოს 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები — 83,4 % , მუსლიმანები — 10,7 % , სომეხი გრიგორიანელები — 2,9 % , კათოლიკეები — 0,5 % , იეჰოვას მოწმეები — 0,3 %, ეზიდები – 0,2 % , პროტესტანტები — 0,1 %, იუდეველები — 0,0 % , სხვა – 0,0 %, ათეისტები – 0,5 %.
ურბანიზაცია
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5 % ცხოვრობდა ქალაქებში. 1800-1832 წლებში ეს მაჩვენებელი კვლავ 5 %-ის ფარგლებში რჩებოდა. 1865 წელს ურბანული მოსახლეობის წილმა 9,2 %-ს მიაღწია. 1913 წელს ქალაქებში მოსახლეობის 25,6 % ცხოვრობდა, 1939 წელს — 30,1 %.
დიდი ქალაქებია: თბილისი — 1 118 300, ბათუმი — 152 839, ქუთაისი — 147 635, რუსთავი — 125 103, სოხუმი — 64 441, გორი — 49 700, ზუგდიდი — 42 998, ფოთი — 41 465, ცხინვალი — 30 432.
№ | ქალაქი | მხარე | მოსახლეობა | № | ქალაქი | მხარე | მოსახლეობა | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | თბილისი | თბილისი | 1 108 717 | 11 | სამტრედია | იმერეთი | 25 318 | |
2 | ბათუმი | აჭარის არ | 152 839 | 12 | სენაკი | სამეგრელო-ზემო სვანეთი | 21 596 | |
3 | ქუთაისი | იმერეთი | 147 635 | 13 | ზესტაფონი | იმერეთი | 20 814 | |
4 | რუსთავი | ქვემო ქართლი | 125 103 | 14 | მარნეული | ქვემო ქართლი | 20 211 | |
5 | სოხუმი | აფხაზეთის არ | 64 441[15] | 15 | თელავი | კახეთი | 19 629 | |
6 | გორი | შიდა ქართლი | 48 143 | 16 | ახალციხე | სამცხე-ჯავახეთი | 17 903 | |
7 | ზუგდიდი | სამეგრელო-ზემო სვანეთი | 42 998 | 17 | ქობულეთი | აჭარის არ | 16 546 | |
8 | ფოთი | სამეგრელო-ზემო სვანეთი | 41 465 | 18 | ოზურგეთი | გურია | 14 785 | |
9 | ცხინვალი | დროებითი ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეული |
32 180[15] | 19 | კასპი | შიდა ქართლი | 13 423 | |
10 | ხაშური | შიდა ქართლი | 26 135 | 20 | ჭიათურა | იმერეთი | 12 803 |
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა | ||
---|---|---|
ვალუტა | ლარი (GEL) | |
ფისკალური წელი | კალენდარული წელი | |
სავაჭრო ორგანიზაციები | WTO, სუამი, ბისეკი | |
სტატისტიკა | ||
მშპ რანგი | 116-ე (2019) [3] | |
მშპ (მუპ) | $47,9 მილიარდი (2019) | |
მშპ ზრდა | 4,8% (2018) | |
მშპ/სულზე | $12 227 (2019) | |
მშპ სექტორით | მრეწველობა (24,6%), ვაჭრობა (12,4%), მშენებლობა (11,3%) , ტრანსპორტი და კომუნიკაცია (9,5%), სოფლის მეურნეობა (7,8%) (2018) | |
ინფლაცია | 4,6% (2020) | |
ღარიბი მოსახლეობა | 20,1% (2011) | |
სამუშაო ძალა | 2,011 მილიონი (2019) | |
სამუშაო ძალა დაკავებულია | სოფ. მეურნეობაში (8,2%), მრეწველობაში (23,7%), მომსახურება (67,9%) (2017). | |
უმუშევრობა | 12,7% (2018) | |
მთავარი მრეწველობა | მანუფაქტურა, ფოლადი, ელექტროხელსაწყოები, სამთო მოპოვება, ქიმიური, ხე-ტყე, ღვინო | |
სავაჭრო პარტნიორები | ||
ექსპორტი | $3,566 მილიარდი (2017) | |
მთავარი პარტნიორები | რუსეთი 14,5%, აზერბაიჯანი 10%, თურქეთი 7,9%, სომხეთი 7,7%, ჩინეთი 7,6%, ბულგარეთი 6,6% (2017) | |
იმპორტი | $7,415 მილიარდი (2017) | |
მთავარი პარტნიორები | თურქეთი 17,2%, რუსეთი 9,9%, ჩინეთი 9,2%, აზერბაიჯანი 7,6%, უკრაინა 5,6% გერმანია 5,4% (2017) | |
საჯარო ფინანსები | ||
სახელმწიფო ვალი | მშპ-ს 44,9% (2017) | |
შემოსავლები | $4,352 მილიარდი (2017) | |
გასავლები | $4,925 მილიარდი (2017) | |
ეკონომიკური დახმარება | ODA $626,0 მლნ (2010) | |
რედ. |
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე გრძელდება საბაზრო რეფორმები. ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა (ჩაი, ციტრუსი, ხილი, თამბაქო, ღვინო), მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ჰიდრორესურსები. დიდი ყურადღება ეთმობა საკურორტო-ტურისტული კომპლექსის აღდგენას, რომელიც ადრე ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანს ემსახურებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ყურძენი, ჩაი, ციტრუსები); მთავარი სავაჭრო პარტნიორებია რუსეთი (18 %), თურქეთი (14 %), აზერბაიჯანი (12 %) და აშშ (6 %).
• ერთობლივი ეროვნული პროდუქტი: სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 32; 1 სულ მოსახლეზე — 860 $.
• ვალუტა — ქართული ლარი (GEL).
- დამატებითი ინფორმაცია: ქართული კომპანიები და ორგანიზაციები
საბანკო-საფინანსო და დაზღვევის სისტემები
ილია ჭავჭავაძე საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის ხელმძღვანელობის პერიოდში, ჯერ კიდევ 1883 წლიდან გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს, ხსენებული ორგანიზაციის, საზოგადოებრივი მუშაობისა და ღვაწლის შემაჯამებელ ოქმებს (რუბრიკაში — შინაური მიმოხილვა). ეს უკანასკნელი კი საფუძველი ხდება პირველი ქართული საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის — პირველი საჯარო წარდგინებისა. ილია მიზანმიმართულად მუშაობდა საბანკო მომსახურების კულტურის საქართველოში დამკვიდრების საკითხებზე. ასსზე მეტი წლის შემდეგ, XX საუკუნის 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის დაბრუნებიდან — დღემდე, საქართველოს საბანკო — საფინანსო ჯგუფები, მათი მოღვაწეობა და მიღწევები წარმოადგენს კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ფასეულობას სტაბილური, სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.
დღეს საქართველოს ეკონომიკის სექტორში მუშაობს რამდენიმე ძლიერი კომერციული ბანკი და ბანკების ასოციაცია:
- საქართველოს ბანკების ასოციაცია
- ბანკი ქართუ
- ბაზისბანკი
- ბანკი რესპუბლიკა (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი)
- ვითიბი (ყოფილი გაერთიანებული ქართული ბანკი)
- თიბისი ბანკი
- პროკრედიტბანკი
- საქართველოს ბანკი
- ლიბერთი ბანკი (ყოფილი სახალხო ბანკი)
- სილქ როუდ ბანკი
- კორ სტანდარტ ბანკი
არასაბანკო საკრედიტო-სადეპოზიტო ორგანიზაციები და საფინანსო-საკრედიტო მხარდაჭერის პროგრამები:
დაზღვევის სისტემა:
სახელმწიფო ინსტიტუტები:
განათლება
უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები და განათლების ცენტრები:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
- კავკასიის უნივერსიტეტი
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს უნივერსიტეტი
- საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
- თავისუფალი უნივერსიტეტი
- საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
კულტურა
- არქიტექტურა: ქალაქი-მუზეუმი მცხეთა, გელათის სამონასტრო კომპლექსი, თბილისის ისტორიული ცენტრი, უფლისციხის და ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსები, დავით გარეჯის და შიო მღვიმის კომპლექსები; ბაგრატის ტაძარი; ზემო სვანეთი;
- ლიტერატურა: ქართული ეპოსი — ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთაველი, XIII ს.).
- თეატრი: ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის (თბილისი, 1851), რუსთაველის სახ. დრამატული (თბილისი, 1821), მარჯანიშვილის სახ. დრამატული (თბილისი, 1928).
- კულტურის თავისებურებები: პოლიფონიური სიმღერა, ორიგინალური დამწერლობა.
არქიტექტურა
ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება: საქართველოს ყველა რაიონში ფართოდ გავრცელდა ევროპული სტილი. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია.
აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები უფრო კომპაქტურია და მჭიდროდაა დასახლებული. ეზოები აქ პატარაა და ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის გარეთაა. დასავლეთ საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთები გაცილებით დიდია და საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებიც ერთადაა.
საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ პროვინციებში მეტად განსხვავებულია. სვანეთსა და აღმოსავლეთ კავკასიონის კუთხეებში (თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში) უმეტესად ქვისა და ფიქლის ციხე-სახლებია. ამასთან განსხვავება საკმაოდაა სვანური და თუშურ-ხევსურული კოშკების არქიტექტურაშიც. ამავე რეგიონებში გვხვდება 2-4 სართულიანი ჩარდახიანი სახლები, აგრეთვე ერთსართულიანი ქვითკირის სახლები მიწის ბრტყელი სახურავით (ძირითადად ფშავ ხევსურეთში). ფიქლით აშენებული სახლები, როგორც წესი, მშრალი (დუღაბის გარეშე) წყობისაა.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთისწინეთის ზონაში საცხოვრებელი სახლი ძირითადად დარბაზის ტიპისა იყო. ქვითა და აგურით აშენებული ერთსართულიან ნაგებობას საფეხურებრივ-გვირგვინისებური გუმბათის მსგავსი გადახურვა ჰქონდა, რომელიც ბოლოვდებოდა ერდოთი - კვამლისა და სინათლისათვის დატოვებული ხვრელით. დარბაზის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზოგიერთ რაიონში განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში გაცრცელებული იყო მიწური სახლები — მიწის სიღრმეში გამოკვეთილი ქვისკედლებიანი და მიწის სახურავიანი ნაგებობები.
დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობისა და ჭაობიანობის გამო უმეტესად აშენებდნენ ერთ ან ორსართულიან ხის სახლებს, რომლებიც ხიმინჯებზე იდგა და ყავრის ორფერდა ან ოთხფერდა სახურავი ჰქონდა. სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოწნული, ჩალით დახურული სახლების ტიპი — ფაცხა.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ახალი არქიტექტურული სტილი დამკვიდრდა: ორსართულიანი, რამდენიმეოთახიანი, ფანჯრებიანი და ხისიატაკიანი სახლები, რომლებშიც ღია კერიის ნაცვლად ბუხრები იყო ამოშენებული. აღმოსავლეთ საქართველოში სახლები ძირითადად ქვითა და აგურით შენდებოდა, დასავლეთ საქართველოში კი — ხით. გადასახურავად ძირითადად კრამიტი გამოიყენებოდა, გურია-სამეგრელოში კი ყავარი. სახლის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ხის აივანი.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ტრადიციულმა არქიტექტურამ ადგილი თანამედროვე ევროპულ სტილს დაუთმო. ამჟამად ძირითად საშენ მასალად გამოიყენება აგური, ცემენტის ბლოკები, რკინა-ბეტონი და თუნუქი. განსხვავებაც სხვადასხვა კუთხეში აშენებულ სახლებს შორის მინიმუმამდე დავიდა.
სამზარეულო და სუფრის ტრადიციები
ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. ეროვნული ტანსამცლსაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება შეინიშნებოდა. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი — ქერის ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი — გუდის ყველი.
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია.
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.
ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობების გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და განსხვავებებიც შეინიშნება სხვადასხვა პროვინციებს შორის. გურიაში მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.
რესურსები ინტერნეტში
- საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური საიტი
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
- Civil.ge — საქართველოს პოლიტიკური სიახლეების მაცნე
- Грузия online — ახალი ამბები და ანალიტიკური მასალები (რუსული)
- Caucaz.com — ყოველკვირეული სტატიები და რეპორტაჟები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის შესახებ (ინგლისური)(ფრანგული)(გერმანული)
- საქართველოს შესახებ ოთხ ენაზე: ისტორია, კულტურა, ლიტერატურა, ქრისტიანობა, აუდიო-ვიდეოთეკა და სხვა
- TEFLIS.COM დაარქივებული 2015-04-28 საიტზე Wayback Machine. ყოველდღიური საინფორმაციო საიტი სპარსულ ენაზე.
- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: საქართველო
სქოლიო
- ↑ საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 8. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-11. ციტირების თარიღი: 2015-04-25.
- ↑ 2.0 2.1 მოსახლეობის რიცხოვნობა 1 იანვრის მდგომარეობით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 2021-02-05.
- ↑ 2014 General Population Census Main Results General Information — National Statistics Office of Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 2 May 2016.
- ↑ Georgia – Gross domestic product. ციტირების თარიღი: 1 November 2017
- ↑ 5.0 5.1 GDP of Georgia. GEOSTAT. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 13 May 2016
- ↑ Gini Index. World Bank. ციტირების თარიღი: December 23, 2016.
- ↑ ადამიანური განვითარების ინდექსი 2020 en (PDF). გაეროს განვითარების პროგრამა (2020).
- ↑ საქართველო გადავიდა UTC+4 ზონიდან UTC+3 ზონაში 2004 წლის 27 ივნისს, მაგრამ დაუბრუნდა UTC+4 ზონას 2005 წლის 27 მარტს[1][2].
- ↑ 46/241. Admission of the Republic of Georgia to membership in the United Nations
- ↑ S.Res.94 - A resolution commemorating the two-year anniversary of the Soviet crackdown in Tbilisi, Georgia, on April 9, 1989, and urging the Soviet Union to recognize the will of the Georgian people and the legitimacy of the March 31, 1991, referendum.
- ↑ „საქართველოს რესპუბლიკა“, N244, 13 დეკემბერი, 1991
- ↑ „საქართველოს რესპუბლიკა“, N247, 18 დეკემბერი, 1991
- ↑ გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №144 (423), 1 აგვისტო, 1992
- ↑ ინგოროყვა პ. „საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ გვ. 16-17 – თბილისი, 1990
- ↑ 15.0 15.1 ოკუპირებული ქალაქი, მიახლოებითი მონაცემით
რუსეთი | ||||
შავი ზღვა | აზერბაიჯანი | |||
საქართველო | ||||
თურქეთი სომხეთი |
|
|
|
|
საქართველოს პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები საქართველოს შესახებ. |