შინაარსზე გადასვლა

უზბეკეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უზბეკეთის რესპუბლიკა
O‘zbekiston Respublikasi
უზბეკეთი
უზბეკეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: უზბეკეთის ჰიმნი

უზბეკეთის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ტაშკენტი
41°16′ ჩ. გ. 69°13′ ა. გ. / 41.267° ჩ. გ. 69.217° ა. გ. / 41.267; 69.217
ოფიციალური ენა უზბეკური
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი შავკათ მირზიიოევი
 -  პრ.-მინისტრი აბდულა არხიპოვი
ფართობი
 -  სულ 447 400 კმ2 (56-ე)
 -  წყალი (%) 4.9
მოსახლეობა
 -  2016 შეფასებით 31 576 400[1][2] (42-ე)
 -  სიმჭიდროვე 70,3 კაცი/კმ2 (136-ე)
მშპ (მუპ) 2015 შეფასებით
 -  სულ $183.933 მილიარდი[3] (62-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $5939 (125-ე)
აგი (2007) 0.702 (საშუალო) (113-ე)
ვალუტა სომი (UZS)
დროის სარტყელი UTC+05:00
ქვეყნის კოდი UZB
Internet TLD .uz
სატელეფონო კოდი 998

უზბეკეთი (უზბეკ. Oʻzbekiston), ოფიციალურად უზბეკეთის რესპუბლიკა (უზბეკ. Oʻzbekiston Respublikasi) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში. მას ასევე ესაზღვრება ხუთი ქვეყანა, რომლებსაც თვითონაც არ გააჩნიათ ზღვაზე გასასვლელი: ჩრდილოეთით ყაზახეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ტაჯიკეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით ყირგიზეთი, სამხრეთით ავღანეთი და სამხრეთ-დასავლეთით თურქმენეთი. იგი არის უნიტარული, კონსტიტუციური და საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელიც მოიცავს თორმეტ რეგიონს, ერთ ავტონომიურ რესპუბლიკას და დედაქალაქს.

ერთ დროს თურქთა სახაკანოს და მოგვიანებით თემურიდების რეგიონის ნაწილი, რომელიც დღეს მოიცავს უზბეკეთის რესპუბლიკას, ადრეულ XVI საუკუნეში დაიპყრეს აღმოსავლეთ თურქულენოვანმა მომთაბარე ტომებმა. XIX საუკუნეში უზბეკეთის შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და მოგვიანებით, 1924 წელს, გახდა სსრკ-ს ნაწილი, როგორც უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (უზბეკეთის სსრ). 1991 წლის 31 აგვისტოს გახდა უზბეკეთის რესპუბლიკა (ოფიციალურად აღინიშნება მომდევნო დღე) და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უზბეკეთმა ჯერ 29 დეკემბერს ჩაატარა რეფერენდუმი, ხოლო შემდეგ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

უზბეკეთი ოფიციალურად დემოკრატიული,[4] სეკულარული, უნიტარული, კონსტიტუციური რესპუბლიკაა მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობით. ქვეყნის ოფიციალური ენა არის უზბეკური, თურქული ენა, რომელიც იყენებს ლათინურ ანბანს და რომელზეც საუბრობს მოსახლეობის დაახლოებით 85 %, თუმცა, რუსული რჩება ფართოდ გამოყენებაში. უზბეკეთის მოსახლეობის 81 % წარმოადგენენ უზბეკები, მათ მოჰყვება რუსები (5,4 %), ტაჯიკები (4,0 %), ყაზახები (3,0 %) და სხვა (6,5 %). უზბეკების უმრავლესობა მუსლიმია.[5] უზბეკეთი დსთ-ს, ეუთო-ს, გაეროს და შთო-ს წევრია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად უზბეკეთი დემოკრატიული რესპუბლიკაა, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები განსაზღვრავენ უზბეკეთს, როგორც „ავტორიტარული სახელმწიფო შეზღუდული სამოქალაქო უფლებებით“.[6]

უზბეკეთის ეკონომიკა ძირითადად ეყრდნობა სასაქონლო პროდუქციის წარმოებაზე, მათ შორის ბამბის, ოქროს, ურანის და ბუნებრივი აირის. მიუხედავად დეკლარირებული მიზნისა, რომელიც ითვალისწინებს გარდამავალი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, უზბეკეთის მთავრობა განაგრძობს ეკონომიკურ კონტროლს, რომელიც აფერხებს იმპორტს შიდა იმპორტის სასარგებლოდ.

  • ოფიციალური: უზბეკეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Ozbekiston Respublikasi.

1991 წელს გამოცხადდა უზბეკეთის დამოუკიდებლობა. იგი არის დსთ-ს, სუუამის და სხვა რეგიონული და საფინანსო ორგანიზაციების წევრი.

უზბეკეთის რუკა.
უზბეკეთის რუკა კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით.

უზბეკეთის ფართობი შეადგენს 447 400 კვადრატულ კილომეტრს. ტერიტორიის სიდიდით, მსოფლიოს 56-ე უდიდესი ქვეყანაა, ხოლო მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოს 42-ე ქვეყანაა.[7] ასევე, დსთ-ს წევრ ქვეყნებს შორის ტერიტორიით მე-4 უდიდესი და მოსახლეობით მე-2 უმსხვილესი ქვეყანაა.[8]

უზბეკეთი მდებარეობს ჩრდილოეთი განედის 37° და 46° და დასავლეთი გრძედის 56° და 74° პარალელზე. იგი გადაჭიმულია 1425 კმ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და 930 კმ ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ყაზახეთსა და არალის ზღვას, სამხრეთ-დასავლეთით თურქმენეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთით ტაჯიკეთს და ჩრდილო-აღმოსავლეთით ყირგიზეთს, აგრეთვე, უზბეკეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა და ცენტრალური აზიის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ესაზღვრება ყველა სხვა ოთხ ქვეყანას. უზბეკეთს, ასევე მოკლე საზღვარი აქვს (არანაკლებ 150 კმ) ავღანეთთან სამხრეთში.

უზბეკეთი ჩაკეტილი ქვეყანაა, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე წვდომა. ასევე, უზბეკეთი ერთ-ერთი იმ ორი ქვეყნიდანაა, რომელიც ორმაგად ჩაკეტილია ანუ ქვეყანაა, რომელიც გარშემორტყმულია ჩაკეტილი ქვეყნებით, სხვა ასეთია ლიხტენშტაინი. გარდა ამისა, მისი ადგილმდებარეობის გამო რიგი აუზი გაუდინარი არეა, ქვეყნის არცერთ მდინარეს არ აქვს ზღვაზე გასვლის საშუალება. ქვეყნის ტერიტორიის არანაკლებ 10 % ინტენსიურად დამუშავებული სარწყავი მიწაა, რომელიც მდებარეობს მდინარის ხეობებსა და ოაზისებში. დანარჩენი ტერიტორია უზარმაზარ უდაბნოსა (ყიზილყუმი) და მთებს უჭირავთ.

უზბეკეთის უმაღლესი წერტილია ჰასრეთ სულთანი, სიმაღლე შეადგენს 4643 მეტრს ზღვის დონიდან, მდებარეობს ჰისარის ქედის სამხრეთ ნაწილში სურხანდარიის ოლქში, ტაჯიკეთის საზღვართან, დუშანბეს დასავლეთით (ძველად „კომუნისტური პარტიის 22-ე კონგრესის პიკი“).[8]

უზბეკეთის რესპუბლიკის კლიმატი კონტინენტურია, წლიური მცირე ნალექით (100-200 მმ.). ზაფხულის საშუალო მაღალი ტემპერატურა არის 40 °C (104 °F), ხოლო ზამთრის საშუალო დაბალი ტემპერატურაა დაახლოებით -23 °C (-9 °F).[9]

  • სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია.
  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (250 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 12 რეგიონი (viloyat), 1 რესპუბლიკა (respublika – ყარაყალპაკეთის რესპუბლიკა) და 1 ქალაქი (shahar – ტაშკენტი).

ტაშკენტი

უზბეკეთი მდიდარია მინერალური რესურსებით - ბუნებრივი აირი, ნავთობი, ქვანახშირი, ოქრო, ურანი, ვერცხლი, სპილენძი, ტყვია, თუთია, ვოლფრამი და მოლიბდენი. იგი ამჟამად სიდიდით ბამბის მე-3 ექსპორტიორია მსოფლიოში. მის საექსპორტო კალათაში მნიშვნელოვანია ბუნებრივი აირი, ოქრო, ქიმიკატები, ასევე კვების პროდუქტები, ლითონები, საფეიქრო ნაწარმი. ეროვნული ვალუტა - სუმი (UZS);

  • არქიტექტურა: იჩან-ყალა, ბუხარის და შაჰრისიაბზის ისტორიული ცენტრები, სამარყანდი;
  • ლიტერატურა: უზბეკურ-ყაზახური ეპოსი - ალფამიში (XIX-XX სს.).
  1. Official population 1 January 2016 Russian. Stat.uz (16 March 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი 2016.
  2. Численность населения Узбекистана превысила 31,57 млн. человек. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-23. ციტირების თარიღი: 2016-10-27.
  3. Uzbekistan reports. International Monetary Fund
  4. Constitution of the Republic of Uzbekistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-27. ციტირების თარიღი: 2016-10-27.
  5. "Chapter 1: Religious Affiliation". The World’s Muslims: Unity and Diversity. Pew Research Center's Religion & Public Life Project. 9 August 2012. Retrieved 4 September 2013.
  6. US Department of State, 2008 Country Report on Human Rights Practices in Uzbekistan, Bureau of Democracy, Human Rights, and Labour, 25 February 2009
  7. Countries of the world. worldatlas.com. ციტირების თარიღი: 2 May 2010.
  8. 8.0 8.1 Uzbekistan will publish its own book of records – Ferghana.ru დაარქივებული 2012-02-27 საიტზე Wayback Machine. . 18 July 2007. Retrieved 29 July 2009.
  9. Climate, Uzbekistan : Country Studies – Federal Research Division, Library of Congress.