შინაარსზე გადასვლა

კალაბარსონი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალაბარსონი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი კალამბა
შიდა დაყოფა კავიტე, ლაგუნა, ბატანგასი (პროვინცია), რისალი, კესონი (პროვინცია) და ლუსენა (ფილიპინები)
კოორდინატები 14°00′00″ ჩ. გ. 121°30′00″ ა. გ. / 14.00000° ჩ. გ. 121.50000° ა. გ. / 14.00000; 121.50000
დაარსდა 17 მაისი, 2002[1]
ფართობი 16873.31 კმ²
მოსახლეობა 16 195 042 (1 მაისი, 2020)[2]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
300
300

კალაბარსონი (ადრე ცნობილი როგორც სამხრეთ კონტინენტური ტაგალოგი)[3]ფილიპინების ადმინისტრაციული რეგიონი. აღინიშნება როგორც რეგიონი IV-A. რეგიონი მოიცავს ხუთ პროვინციასა (ბატანგასი, კავიტე, ლაგუნა, კესონი და რიზალი) და ერთ მაღალურბანიზირებულ ქალაქ ლუსენას. ფილიპინების სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, კალაბარსონის რეგიონი ფილიპინების ყველაზე მრავალრიცხოვანი რეგიონია, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც 2015 წლისთვის 14.4 მილიონი ადამიანი იყო.[4] მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით კალაბარსონის რეგიონი მეორეა ერონული დედაქალაქის რეგიონის შემდეგ.

რეგიონის სახელწოდება ხუთი შემადგენელი პროვინციის აკრონიმია: კავიტე, ლაგუნა, ბატანგასი, იზანი და კესონი.

1901 წლის 5 ივნისის შეთანხმების მიხედვით, მორონგის პროვინციას საკმარისი რესურსები არ გააჩნდა და იგი მაინილის პროვინციას უნდა შეერთებოდა. 11 ივნისს, 137-ე აქტის თანახმად ფილიპინების პირველმა კომისიამ მორონგის პროვინცია გააუქმა და ახალი, ფილიპინების ეროვნული გმირის, ხოსე რიზალის პატივსაცემად ახალი პროვინცია შეიქმნა. ახალი პროვინცია 29 მუნიციპალიტეტისგან: 17 მანილის და 12 მორონგის მუნიციპალიტეტებიდან. 1902 წელს მაკარიო საკაიმ, კატიპუნანის ვეტერანმა წევრმა რიზალის მთებში ტაგალოგის რესპუბლიკა დააარსა. საბოლოოდ 1906 წელს საკაი და მისი მომხრეები სიკვდილით დასაჯეს.[5]

1946 წლის 7 სექტემბერს ფილიპინების მესამე რესპუბლიკამ მიიღო რესპუბლიკის აქტი N 14, რომლის მიხედვითაც ტაოაბასის პროვინციის სახელწოდება კესონად შეიცვალა, მანუელ კესონის პატივსაცემად.[6] კესონი ფილიპინების მეორე პრეზიდენტი და ბალერის მკვიდრი იყო. 1951 წელს კესონის ჩრდილოეთი ნაწილს მანუელ კესონის ცოლის პატივსაცემად ქვეპროვინცია აურორა ეწოდა.[7]

1972 წლის 24 სექტემბერს პრეზიდენტ ფერნანდო მარკოსის მიერ გამოცემული N1 საპრეზიდენტო დეკრეტის მიხედვით პროვინციები 11 რეგიონად დაიყო.[8] მარკოსის ინტეგრირებული რეორგანიზაციის გეგმის მიხედვით სამხრეთ ტაგალოგის რეგიონი IV და ფილიპინების უდიდესი რეგიონი იყო. იმ დროისთვის IV რეგიონი ბატანგასის, კავიტეს, ლაგუნის, მარინდუკე, აღმოსავლეთ მინდორო, დასავლეთ მინდორო, ქ~კესონი, რისალი, რომბლონი და პალავანი. 1979 წელს აურორა კესონისგან დამოუკიდებელი პროვინცია გახდა.

2002 წლის 17 მაისს პრეზიდენტ გლორია მაკაპაგალ-არიორომ ხელი მოაწერა ბრძანებულება N 103-ს, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ტაგალოგის რეგიონის რეორგანიზება მოხდა. ზომის გამო IV რეგიონი ორ რეგიონად, რეგიონ IV-A-დ (კალაბარსონი) და რეგიონ IV-B-დ (მიმაროპა) გაიყო. აურორა III რეგიონს (ცენტრალური ლუსონი) მიეკუთვნა.[9] მომდევნო წელს 246-ე ბრძანების თანახმად, კალამბა რეგიონის რეგიონულ ცენტრად გამოცხადდა.[10]

რესპუბლიკის 10879-ე აქტის თანახმად „რეგიონ IV-B-ს“ სახელი გადაერქვა და „მიმაროპის რეგიონი“ ეწოდა.[11]

კალაბარსონის პოლიტიკური რუკა

ფართობის მიხედვით კალაბარსონი ფილიპინების მე-12 უდიდესი რეგიონია. მისი ფართობი 16 873.31 კმ²-ია. რეგიონი ძირითადად დაბლობებითაა დაფარული, თუმცა სანაპირო ხაზებსა და მთიან ტერიტორიებსაც მოიცავს.[12] დასავლეთით მას მანილის ყურე ესაზღვრება, ჩრდილოეთით - დიდი მანილა, ბულაკანი და აურორა, აღმოსავლეთით - ლამანის ყურე და ბიკოლის რეგიონი, ხოლო სამხრეთით - კუნძულ ვერდის გასასვლელი. რეგიონის ყველა პროვინცია ერთმანეთისგან განსხვავებულ ბუნებას მოიცავს: დაწყებული დაბალი სანაპირო სივრცეებიდან, დამთავრებული მაღალმთიანი ლანდშაფტებით.

კავიტეს რელიეფი ბორცვებითაა დაფარული, სანაპირო ხაზი მანილის ყურეს მიუყვება და კლდოვანი რელიეფი ძირითადად ბატანგასს ესაზღვრება, პიკო-დე-ლოროს მთის მახლობლად. პროვინციის უმაღლესი მწვერვალია სუნგაი. კავიტეში 9 კუნძულია, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი კუნძული კორეგიდორია. ისტორიის მანძილზე კუნძულს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და დღეისთვის ქალქ კავიტეს იურისდიქციის ქვეშაა.

ლაგუნის რელიეფი დანაწევრებულია, ლაგუნა-დე-ბაის მახლობლად ვიწრო სანაპიროები და კუნძულის შიგნით უფრო მაღალმთიანი ლანდშაფტია წარმოდგენილი. ლაგუნა-დე-ბაი ფილიპინების უდიდესი ტბაა. ლაგუნაზე მდებარეობს მაკილინგის მთაც. კუნძულზე მრავალი ცხელი წყაროა, განსაკუთრებით სან-პაბლოს მახლობლად. ლაგუნის ღირსშესანიშნაობებს შორისაა პაგსანიანის ჩანჩქერი. ჩანჩქერი მდინარე ბუმბუნგანზე წარმოიქმნება. ლაგუნასა და კესონს ბანაჰაოს მთა ესაზღვრება, რომელიც წმინდა მთად მიიჩნევა.

ქალაქ კალამბის ხედი

ბატანგასში მდებარეობს ვულკანი ტაალი. ბატანგასის კუნძულებს შორისაა ვერდის კუნძული, რომელიც კუნძულ ვერდის გასასვლელის მახლობლად მდებარეობს და ფორტუნის კუნძული ნასუგბუში. ბატანგასი კავიტეს პიკო-დე-ლოროთი ესაზღვრება. ბატანგასში მდებარეობს მაკოლოდისა და ბატულაოს მთებიც.

ლაგუნა-ბაის ჩრდილოეთით რიზალი მდებარეობს, რომლის რელიეფიც ველებისა და მთიანი ქედებითაა წარმოდგენილი. რიზალის აღმოსავლეთი ნაწილი მთებითა და ქედებითაა დაფარული, რომელიც სიერა-მადრეს ქედის ნაწილია. ლაგუნა-დე-ბაის უდიდესი კუნძული ტალიმის კუნძულაი, რომელიც რიზალის პროვინციის იურისდიქციის ქვეშააა.

კესონის პროვინცია მთიანია, მცირე ვაკეებითა და ჭაობებით. იგი ვიწრო პროვინციაა. სამხრეთ ნაწილს ტაიაბასის ყელი წარმოადგენს, რომელიც ბიკოლის ნახევარკუნძულს უკავშირდება. სამხრეთ ნაწილშია ბონდოკის ნახევარკუნძულიც, რომელიც ტაიაბასის ყურესა და რაგაის ყურეს შორისაა მოქცეული. კესონის უდიდესი კუნძულებია ალაბატი და პოლილო.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალაბარსონი შედგება 5 პროვინციის, 1 მაღალურბანიზებული ქალაქის, 19 შემადგენელი ქალაქისა და 4 011 ბარანგაისგან.

  1. Executive Order No. 103, s. 2002
  2. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  3. Philippines EIA. Emb.gov.ph. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 12, 2013. ციტირების თარიღი: ნოემბერი 13, 2020.
  4. https://psa.gov.ph/content/population-region-iv-calabarzon-based-2015-census-population
  5. Star: The mark of Sakay: The vilified hero of our war with America, retrieved March 9, 2013
  6. An Act to Change the Name of the Province of Tayabas to Quezon". Republic Act No. 14 of September 7, 1946. Retrieved April 12, 2017.
  7. An Act Creating the Subprovince of Aurora, Which Shall Comprise the Municipalities of Baler, Casiguran, Dipaculao and Maria Aurora, Province of Quezon". Republic Act No. 648 of June 14, 1951. Retrieved April 12, 2017
  8. "Reorginazing the Executive Branch of the National Government". Presidential Decree No. 1 of September 24, 1972. Retrieved April 12, 2017.
  9. "Dividing Region IV into Region IV-A and IV-B, Transferring the Province of Aurora to Region III and for Other Purposes". Executive Order No. 103 of May 17, 2002. Archived from the original on April 9, 2017. Retrieved April 8, 2017.
  10. Designating Calamba City as Regional Center of Region IV-A". Executive Order No. 246 of October 28, 2003. Retrieved January 15, 2013.
  11. "An Act establishing the Southwestern Tagalog Region, to be known as the MIMAROPA Region". Republic Act No. 10879 of July 17, 2016. Retrieved January 4, 2017
  12. CALABARZON Region and Socio-Economic Profile. Department of Environment and Natural Resources. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 18, 2017. ციტირების თარიღი: April 12, 2017.