შინაარსზე გადასვლა

დასავლეთი ვისაიასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასავლეთი ვისაიასი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ილოილო
შიდა დაყოფა აკლანი[1] , ანტიკე[2] , კაპისი (პროვინცია)[2] , გიმარასი[2] , ილოილო (პროვინცია)[2] და ილოილო
კოორდინატები 11°07′48″ ჩ. გ. 122°31′48″ ა. გ. / 11.13000° ჩ. გ. 122.53000° ა. გ. / 11.13000; 122.53000
დაარსდა 1972
ფართობი 20794.18 კმ²
მოსახლეობა 7 954 723 (1 მაისი, 2020)[3]
300
300

დასავლეთი ვისაიასი (ასევე ცნობილი როგორც VI რეგიონი; ტაგ: Kanlurang Kabisayaan ან Kanlurang Visayas) — ადმინისტრაციული რეგიონი ფილიპინებში. მოიცავს 6 პროვინციას: აკლანი, ანტიკე, კაპისი, გიმარასი, ილოილო და დასავლეთი ნეგროსი და 2 მაღალურბანიზებულ ქალაქს: ბაკოლოდი და ილოილო. რეგიონული ცენტრია ქალაქი ილოილო.[4] რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა ვისაიანურ ენებზე: ჰილიგაინონზე, აკლანონზე, კაპისნონსა და კინარაი-ა-ზე საუბრობს. რეგიონის ფართობია 20 794.18 კმ², ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 7 536 383 ადამიანს შეადგენს.

2015 წლის 29 მაისს რეგიონის საზღვრები შეიცვალა, როდესაც დასავლეთ ვისაიასის დასავლეთ ნეგროსის პროვიინცია და მაღალურბანიზებული ქალაქი ბაკოლოდი ახლად შექმნილ კუნძულ ნეგროსის რეგიონს შეუერთდა. შემდეგში რეგიონი დაიშალა და 2017 წლის 9 აგვისტოს დასავლეთი ნეგროსი და ბაკოლოდი კვლავ დასავლეთ ვისაიასის შემადგენლობაში დაბრუნდა.

რეგიონი სახელწოდება დაკავშირებულია ვისაიასის რეგიონში მის გეოგრაფიულ მდებარეობასთან.

დასავლეთ ვისაიასის რეგიონი 1972 წლის 24 სექტემბერს შეიქმნა, როდესაც პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა ხელი მოაწერა 1-ელ საპრეზიდენტო დეკრეტს და ინტეგრირებული რეორგანიზაციის გეგმის ფარგლებში ფილიპინები 11 პროვინციად დაიყო. აკლანის, ანტიკეს, კაპისის, ილოილოს (შეიცავდა ქვეპროვინცია გიმარასს) და დასავლეთ ნეგროსის პროვინციები დასავლეთ ვისაიასის რეგიონის შემადგენლობაში შევიდა.

2005 წლის 23 მაისს 429-ე აღმასრულებელი ბრძანების მიხედვით VI რეგიონს პალავანის პროვინციას მიეკუთვნა. შიდა და ადგილობრივი მმართველობის დეპარტამენტმა იმავე წლის ივნისში გამოაცხადა, რომ პროვინცია რეგიონის შემადგენლობაში შევიდა.[5] თუმცა პალავანელები პროვინციის სხვა რეგიონისთვის მიკუთვნებას აკრიტიკებდნენ და კვლავ IV-B რეგიონში დაბრუნებას უჭერდნენ მხარს. შედეგად პალავანი კვლავ მიმაროპის რეგიონს მიეკუთვნა.[6]

დასავლეთ ვისაიასის რეგიონის მთავარი კუნძულია პანაი. რეგიონის შემადგენლობაში შედის კუნძული გიმარასი და გარშემო მდებარე კუნძულები. რეგიონი მოიცავს კუნძულ ნეგროსის დასავლეთ ნახევარს. ჩრდილოეთიდან სიბუიანის ზღვა ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — ვისაიანის ზღვა, აღმოსავლეთიდან — აღმოსავლეთ ნეგროსის პროვინცია, სამხრეთით — ილოილოს სრუტე და პანაის ყურე, ხოლო დასავლეთით — სულუს ზღვა

დასავლეთ ვისაიასის რეგიონი მოიცავს 6 პროვინციას, 2 მაღალურბანიზებულ ქალაქს, 14 შემადგენელ ქალაქს, 117 მუნციიპალიტეტს და 4 051 ბარანგაის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://web.archive.org/web/20180707040533/http://nap.psa.gov.ph/activestats/psgc/regview.asp?region=06
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 http://nap.psa.gov.ph/activestats/psgc/regview.asp?region=06
  3. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  4. History of Urban Growth of Iloilo City. Iloilo City Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 30, 2012. ციტირების თარიღი: დეკემბერი 4, 2020.
  5. „Palawan, Puerto Princesa Transfer to Region VI“ (პრეს-რელიზი). Government of the Philippines - News. June 3, 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 16, 2007. ციტირების თარიღი: დეკემბერი 4, 2020.
  6. President of the Philippines. (August 19, 2005) Administrative Order No. 129. Office of the Press Secretary. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 13, 2009. ციტირების თარიღი: დეკემბერი 4, 2020.