ბატაანი
დასახლებული პუნქტი | |||
---|---|---|---|
ბატაანი | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
შიდა დაყოფა | ბალანგა, აბუკაი, ბაგაკი, დინალუპიანი, ერმოსა, ლიმაი, მარიველესი, მორონგი, ორანი, ორიონი, პილარი და სამალი | ||
კოორდინატები | 14°40′48″ ჩ. გ. 120°27′00″ ა. გ. / 14.68000° ჩ. გ. 120.45000° ა. გ. | ||
მმართველი | Albert S. Garcia | ||
დაარსდა | 11 იანვარი, 1757[1] | ||
ფართობი | 1372.98 კმ² | ||
მოსახლეობა | 853 373 (1 მაისი, 2020)[2] | ||
სატელეფონო კოდი | 47 | ||
საფოსტო ინდექსი | 2100–2114 | ||
ოფიციალური საიტი | http://bataan.gov.ph | ||
ბატაანი (ტაგალ. Lalawigan ng Bataan) ― ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს ცენტრალური ლუსონის რეგიონში. დედაქალაქია ბალანგა, ხოლო უდიდესი სამთავრობო ერთეული ― მარიველესი. პროვინცია ბატაანის ნახევარკუნძულს მოიცავს. ჩრდილოეთიდან სამბალესი და პამპანგა ესაზღვრება, დასავლეთიდან ― სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ჩრდილო-დასავლეთიდან ― სუბიკის ყურე, ხოლო აღმოსავლეთით ― მანილის ყურე.
ბატაანის ბრძოლა ისტორიაში ცნობილია როგორც ამერიკელ და ფილიპინელ ჯარისკაცთა უკანასკნელი ბრძოლა იაპონიის საიმპერატორო არმიის წინააღმდეგ. ბატაანის სასიკვდილო მარშს სახელი პროვინციის მიხედვით ეწოდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლასიკური ხანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბატანიის ნახევარკუნძულის პირველი მკვიდრები აიტა მაგბეკენები იყვნენ. ისინი დღევანდელი ფილიპინელების ერთ-ერთი პირველი ნეგრიტოსი წინაპრები არიან. XVI საუკუნეში ბატაანში სამხრეთ ლუსონიდან ტაგალები მიგრირდნენ და აიტა მაგბეკენები პროვინციის მთიან ტერიტორიებზე გადასახლდნენ.
კოლონიური ხანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1647 წელს ესპანეთისგან კუნძულების ჩამორთმევის მიზნით ფილიპინებზე ნიდერლანდების საზღვაო ძალები გადავიდნენ. მათ ბატაანში აბუკაის მკვიდრთა ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს.
ისტორიკოს კორნელიო ბასკარას დოკუმენტების თანახმად, ბატაანის პროვინცია 1757 წლის 11 იანვარს დააარსა გენერალ-გუბერნატორმა პედრო მანუელ არანდიამ. პროვინციამ პამპანგისა და მარიველესის ტერიტორიები მოიცვა.[3][4]
მეორე მსოფლიო ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1941 წელს ფილიპინებში იაპონელთა შეჭრამდე ბატაანი კუნძულ კორეგიდორის სამხედრო ბაზად გამოიყენებოდა.[5] კუნძულზე აშშ-ის არმიამ სხვადასხვა შეიარაღებასთან ერთად მილიონ გალონამდე ბენზინი განათავსა. ნახევარკუნძულის სამხრეთ ბოლოში, მარიველესის პორტში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ბატარა ბაზა შექმნეს.
1941 წლის დეკემბერში ფილიპინებში იაპონიის საიმპერატორო არმია შეიჭრა და აშშ-ისა და ფილიპინების გაერთიანებული ძალები დაამარცხა. გენერალმა დაგლას მაკართურმა ჯარები დამხმარე ძალების მისვლამდე ბატაანის ნახევარკუნძულზე გადაიყვანა. 1942 წლის 7 იანვარს იაპონიის საიმპერატორო არმიამ ნახევარკუნძულის ალყა დაიწყო.[6] ბატაანის კამპანია უკანასკნელი შემთხვევა იყო, როდესაც აშშ-ის არმიაში ცხენოსნები (სკაუტთა 26-ე ფილიპინური კავალერია) საბრძოლო ერთეულად გამოიყენეს. ბატაანის ჯარების რაციონი უფრო და უფრო მცირდებოდა, რის გამოც ცხენები დახოცეს და მოშიმშილე ჯარისკაცების საკვებად გამოიყენეს.[7]
9 აპრილს ამერიკელთა და ფილიპინელთა ძალების უმრავლესობა დანებდა, რაცას ბატაანიდან კაპასამდე 106 კმ-იანი იძულები მარში მოჰყვა, რომელსაც შემდეგში ბატაანის სასიკვდილო მარში ეწოდა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის საერთო ფართობი 1 372.98 კმ²-ია და მთლიანად ბატაანის ნახევარკუნძულზე გადაჭიმული. ჩრდილოეთიდან სამბალესი და პამპანგა ესაზღვრება, დასავლეთიდან ― სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ჩრდილო-დასავლეთიდან ― სუბიკის ყურე, ხოლო აღმოსავლეთით ― მანილის ყურე. ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ზღვის დონიდან 1 253 მეტრზე მთა ნატიბი მდებარეობს.[4]
პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში ვიწრო სანაპირო ვაკეა გადაჭიმული, ხოლო დასავლეთ სანაპიროზე კლდეები და მაღლობები ჭარბობს.[4]
ბატაანი 11 მუნიციპალიტეტსადა ერთ შემადგენელ ქალაქს მოიცავს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის აღწერით, ბატაანის მოსახლეობა 853 373 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 620 ადამიანია კმ²-ზე. ადგილობრივთა დემონიმია ბატაენიო.
ბატაანის სამი მთავარი ეთნიკური ჯგუფია: ტაგალები, კაპამპანგანები და აიტა მაგბეკენები. მიუხედავად იმისა, რომ მესამე ჯგუფი პროვინციის აბორიგენი მოსახლეობაა, დღეისთვის ბატაანის მოსახლეობის უმცირესობას შეადგენენ. კაპამპანგანები მეტწილად პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. მათი მცირე ნაწილი პროვინციულ პროვინციულ დედაქალაქში ცხოვრობს.
ადგილობრივი მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (SANGGUNIANG PANLALAWIGAN) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. ბატაანის პროვინციის ამჟამინდელი გუბერნატორი ალბერტ რეიმონდ ს. გარსიაა, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — კრისტინა მ. გარსია.
ინფრასტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბატაანში რამდენიმე ელექტროსადგური ფუნქციონირებს. გამომუშავებული ენერგია ძირითადად ლუსონს მიეწოდება. მძლავრი სადგურები წიაღისეულ საწვავზე მუშაობს, როგორებიცაა ნავთობი და ნახშირი, განახლებადი ენერგიის წყაროებიც გამოიყენება, როგორიცაა მზის ენერგია.
პროვინციის ტერიტორიაზე რამდენიმე ნავსადგური მდებარეობს: მარიველესის ტერმინალი, ლუკანინის, ლამაოს, კაპინპინის პორტები და სუბიკის ყურის საერთაშორისო პორტი. ფუნქციონირებს სუბიკის ყურის საერთაშორისო აეროპორტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://bataan.gov.ph/history/
- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Cornelio R. Bascara. 2010. A History of Bataan (1587–1900). UST Publishing
- ↑ 4.0 4.1 4.2 Lancion, Jr., Conrado M.; cartography by de Guzman, Rey (1995) „The Provinces; Bataan“, Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millenium, Makati, Metro Manila, Philippines: Tahanan Books, გვ. 32. ISBN 971-630-037-9.
- ↑ "Fall of the Philippines," Louis Morton
- ↑ "Bataan: Our Last Ditch," Lt. Col. John Whitman, USA.
- ↑ Intereviews 26th Cavalry, Jerry Kruth, researching Bataan, 2001.
პამპანგა | ||||
სამხრეთ ჩინეთის ზღვა | მანილის ყურე / ეროვნული დედაქალაქის რეგიონი | |||
ბატაანი | ||||
მანილის ყურე კავიტე |
|
|