პორტ-ლუი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პორტ-ლუი ფრანგ. Port Louis | |||||
პორტ-ლუი | |||||
| |||||
ქვეყანა | მავრიკი | ||||
ოლქი | პორტ-ლუის ოლქი | ||||
კოორდინატები | 20°10′00″ ს. გ. 57°31′00″ ა. გ. / 20.16667° ს. გ. 57.51667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1735 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1966 | ||||
ფართობი | 42,7 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 134 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 149 226 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 3494,75 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
ოფიციალური საიტი | mpl.intnet.mu/home.htm | ||||
პორტ-ლუი (ფრანგ. Port Louis) — მავრიკის დედაქალაქი. იგი ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი და ქვეყნის მთავარი ნავსადგურია ინდოეთის ოკეანეში. მდებარეობს პორტ-ლუის ოლქში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ პორტ-ლუის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 149 226 ადამიანს[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1638 წლისთვის პორტ-ლუის უკვე იყენებდნენ როგორც პორტს. 1735 წელს, ფრანგული მმართველობის ქვეშ იგი მავრიკის ადმინისტრაციული ცენტრი და კეთილი იმედის კონცხის გარშემო მოგზაური გემების მთავარი შესასვენებელი ადგილი გახდა. ქალაქს სახელი მეფე ლუი XV-ის პატივსაცემად ეწოდა.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის მოსახლეობა ძირითადად შედგება მუშების შთამომავლებისგან, რომლებიც კუნძულზე მოხვდნენ ინდოეთიდან XIX საუკუნეში. უფრო ადრე კუნძულზე ცხოვრობდნენ მონები, რომლებიც აქ შემოიყვანეს ინგლისელებმა და ფრანგებმა XVIII საუკუნეში. კუნძულის მოსახლეობის 75 %-ზე მეტს შეადგენენ შერეული წარმოშობის ინდოელები, ასევე: ჩინელები, აფრიკელები და ევროპელები.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში არსებობს შაქრის, ზეთის და თამბაქოს საწარმოები.
განათლება და კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში არსებობს უნივერსიტეტი და რამდენიმე მუზეუმი.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლა-პოსესიონი, (რეიუნიონი), 1979 წლიდან[2].
- აჰმადაბადი, ინდოეთი
- სენ-მალო, საფრანგეთი 1999 წლიდან
- კვებეკი, კანადა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პორტ-ლუის სამოგზაურო გზამკვლევი დაარქივებული 2009-06-06 საიტზე Wayback Machine.
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-11-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mauritius: largest cities and towns and statistics of their population Citypopulation (ინგლისური) (გერმანული)
- ↑ Ville de la Possession - Jumelages. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-17. ციტირების თარიღი: 2012-07-10.
|