შინაარსზე გადასვლა

კეთილი იმედის კონცხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეთილი იმედის კონცხი

კეთილი იმედის კონცხი (ინგლ. Cape of Good Hope; აფრ. Kaap die Goeie Hoop, ნიდერლ. Kaap de Goede Hoop, პორტ. Cabo da Boa Esperança) — აფრიკის სამხრეთით მდებარე კონცხი; მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კაპის ნახევარკუნძულზე, კეიპტაუნის სამხრეთით. მისი კოორდინატებია: 34°21′29″ ს 18°28′19″ ა (G).

ეს კონცხი არ არის აფრიკის უკიდურესი სამხრეთი წერტილი, თუმცა აფრიკის კონტინენტის სანაპირო ამ ადგილას პირველად უხვევს აღმოსავლეთით, ხსნის რა გასასვლელს ატლანტის ოკეანიდან ინდოეთის ოკეანისკენ. ეს ასევე არ არის კაპის ნახევარკუნძულის უკიდურესი სამხრეთი წერტილი (ეს არის კეიპ პოინტი).

1488 წელს კეთილი იმედის კონცხი აღმოაჩინა პორტუგალიელმა მკვლევარმა ბართოლომეუ დიაშმა და მას ქარიშხლის კონცხი (პორტ. Cabo das Tormentas) დაარქვა. თუმცა პორტუგალიის მეფე ჟუან II-მ მას სახელი გადაარქვა, ვინაიდან გამართლებულად იმედოვნებდა, რომ ეს კონცხი ინდოეთისკენ გზას გახსნიდა.

1497 წელს ვასკო და გამა კეთილი იმედის კონცხის შემოვლით პირველი ევროპელი გახდა, რომელიც ამ გზით ინდოეთის ოკეანეში მოხვდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]