შინაარსზე გადასვლა

ბლუმფონტეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბლუმფონტეინი
ინგლ. Bloemfontein
აფრ. Bloemfontein
სესოთო — Mangaung
გერბი

ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
პროვინცია ფრი-სტეიტი
კოორდინატები 29°06′00″ ს. გ. 26°13′00″ ა. გ. / 29.10000° ს. გ. 26.21667° ა. გ. / -29.10000; 26.21667
დაარსდა 1846
ფართობი 236,17 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1395
მოსახლეობა 256 185 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1084,75 კაცი/კმ²
აგლომერაცია 747 431
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 051
საფოსტო ინდექსი 9300, 9301
ოფიციალური საიტი bloemfontein.co.za
ბლუმფონტეინი — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ბლუმფონტეინი

ბლუმფონტეინი (ინგლ. Bloemfontein, აფრ. Bloemfontein, სესოთო — Mangaung, ნიდ. „ყვავილების ფანტანი“) — ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ფრი-სტეიტის პროვინციის და ქვეყნის სასამართლო დედაქალაქი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამი დედაქალაქიდან ერთ-ერთი (ადმინისტრაციულ დედაქალაქ პრეტორიასა და საკანონმდებლო დედაქალაქ კეიპტაუნთან ერთად).

ქალაქი ბლუმფონტეინი მასპინძლობს სამხრეთ აფრიკის სააპელაციო უზენაეს სასამართლოს, ფრანკლინის ველური ბუნების ნაკრძალს, [1] საზღვაო ბორცვს, კურორტს და სანდ დუ პლესის თეატრს. ქალაქი მასპინძლობს მუზეუმებს, მათ შორის ქალთა ეროვნული ძეგლს, ომის მუზეუმს, ეროვნული მუზეუმს და ხელოვნების მუზეუმს.

ბლუმფონტეინში არის აფრიკის სუბ-საჰარის პირველი ციფრული პლანეტარიუმი, საზღვაო ბორცვის პლანეტარიუმი და ბოიდენის ობსერვატორია, ასტრონომიული კვლევების ობსერვატორია, რომელიც ააგო ჰარვარდის უნივერსიტეტმა.

ბლუმფონტეინის პოეტური სახელი არის „ვარდების ქალაქი“, ამ ყვავილის სიუხვისა და ყოველწლიური ფესტივალის გამო.[2][3] სესოთოს ენაზე ქალაქს „მანგაუნგ“ ჰქვია, რაც გეპარდების ადგილს ნიშნავს. 2000 წლიდან შედის მანგაუნგის მუნიციპალიტეტში.

წყარო, რომელმაც ქალაქს სახელწოდება მისცა

ოფიციალურად ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1846 წელს და 1854 წლიდან 1902 წლამდე იყო ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს დედაქალაქი. რკინიგზა აშენდა 1890 წელს და ბლუმფონტეინი დაუკავშირა კეიპტაუნს.

1899 წელს ქალაქში გაიმართა ბლუმფონტეინის კონფერენცია, რომელმაც ვერ შეძლო ბურების მეორე ომის დაწყების თავიდან აცილება.

1912 წლის 8 იანვარს ბლუმფონტეინში დაარსდა აფრიკის ეროვნული კონგრესი, რომლის მიზანი იყო იმ კანონების მიღება, რომლებიც დაიცავდნენ ქვეყნის შავკანიანი მოსახლეობის უფლებებს, რომლებიც ქვეყანაში უმრავლესობას წარმოადგენდნენ. კონგრესის სხდომებზე მონაწილეობას იღებდა პოეტი ჯონ დუბე, რომელიც შემდგომში გახდა ამ ორგანიზაციის პირველი პრეზიდენტი.

მწერალი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, ცნობილი რომანის — „ბეჭდების მბრძანებელის“ ავტორი, დაიბადა ბლუმფონტეინში 1892 წლის 3 იანვარს.

ფრი-სტეიტის პროვინციის მმართველი შენობა ბლუმფონტეინში წარმოადგენს მანგაუნგის მუნიციპალიტეტის ნაწილს, რომელიც 2011 წელს განახლდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან.

მანგაუნგის მუნიციპალიტეტი ირჩევს მუნიციპალურ საბჭოს 5-წლიანი პერიოდით, წევრთა შერეული პროპორციული წარმომადგენლობის (MMP) სისტემის მეშვეობით, რომელშიც პალატა ირჩევს ინდივიდუალურ მრჩევლებს პარტიული სიებიდან დასახელებულ პირებთან ერთად. ამომრჩეველს ორი ხმა აქვს: ერთი, პალატის საბჭოს წარმომადგენლისთვის, ხოლო მეორე პოლიტიკური პარტიისთვის. ამ უკანასკნელისთვის ხმის მიცემა ხდება მუნიციპალურ საბჭოში ადგილების გასანაწილებლად პარტიებს შორის, ხოლო პირველით ნაწილდება ადგილების ცალკეული წარმომადგენლების მეშვეობით. მანგაუნგის ამჟამინდელი აღმასრულებელი მერი, ოლი მლემელი, აირჩიეს 2016 წლის აგვისტოში.

გეოგრაფია და კლიმატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პეიზაჟი მაღალი ველდისა და კარუს რეგიონების საზღვარზე

ბლუმფონტეინი მდებარეობს მაღალი ველდის რეგიონის (ვრცელი სტეპური ბორცვის პლატოზე, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1,4000 მეტრ სიმაღლეზე) სამხრეთით, რომელიც ქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთში გადადის კარუს ნახევრადუდაბნოს რეგიონში.

ქალაქის კლიმატი ნახევრადუდაბნოს კლიმატის ფორმისაა, ცხელი ზაფხულით და ცივი, მშრალი ზამთრით, ხშირი ყინვით. თოვლი რამდენიმე წელიწადში ერთხელ მოდის (უკანასკნელად მოვიდა 2007 წელს).

ფრი-სტეიტის სტადიონი და მიმდებარე სპორტული კომპლექსი ქალაქში და პროვინციაში მთავარი სპორტული ადგილია. ეს ადგილი იყო 2010 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთ აფრიკის მატჩების მასპინძელი სტადიონი, რომელიც გაიმართა ბლუმფონტეინში. ქალაქში არის კიდევ მრავალი სპორტული ადგილი, მათ შორისაა უნივერსიტეტის კუთვნილებაში მყოფი, სკოლები და სპორტული კლუბები, რომლებიც განეკუთვნება დაწესებულებებს. ქალაქის სხვა სტადიონები არის მანგაუნგის ოვალი, დოქტორ პეტრუს მოლემელას სტადიონი და კლივი სოლომონის სტადიონი.

ბლუმფონტეინი არის ფეხბურთის პრემიერ ლიგის გუნდის ბლუმფონტენ სელტიკის ერთობლივი სახლი. 2010 წლის FIFA მსოფლიო თასის ზოგიერთი მატჩი გაიმართა ფრი-სტეიტის სტადიონზე, მათ შორისაა ინგლისის ისტორიული 4–1 დამარცხება გერმანიის მიერ მე-16 ტურში.

ბლუმფონტეინის ფრი-სტეიტის სტადიონი არის ორი რაგბის გუნდის კავშირი. ჩიტა , რომელიც კონკურენციას უწევს პრო 14-ს [4] და ფრი-სტეიტის ჩიტა, რომლებიც თამაშობენ შიდა კარის თასში. 2005 წელს „ფრი-სტეიტის ჩიტამ“ მოიგო კარის თასი „ლურჯი ბულზის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. 2009 წელს ჩიტები დაუბრუნდნენ კარის თასის ფინალში, მაგრამ მათ ვერ შეძლეს გამარჯვება. 2016 წელს ჩიტამ მოიგო კარის თასი შესანიშნავი სეზონის შემდეგ.

ბლემფონტეინი, 'ვარდების ქალაქი', ყოველწლიურად აღნიშნავს 'ბლუმფონტეინის ვარდების ფესტივალს', რომელიც ასევე ცნობილია როგორც მანგაუნგის ვარდების ფესტივალი . ფესტივალი აღინიშება ოქტომბერში - ეს არის თვე, როდესაც ფრო-სტეიტში ვარდები საუკეთესოდ ყვავის. [5] მოვლენების უმეტესი ნაწილი ბლუმფონტეინში მდებარე ლოჩ ლოგან ვოთერფრონტზე ხდება. [6][7] ფესტივალი იზიდავს ვარდების ენთუზიასტებს მთელი სამხრეთ აფრიკიდან და მსოფლიოდან, მონაწილეობა იღებენ სხვადასხვა ღონისძიებებში. [8] ფესტივალმა ბლუმფონტეინი პოპულარულ ტურისტულ ადგილად აქცია, ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ესწრება ფესტივალს.[9]

უკანასკნელი მოსახლეობის აღწერა ჩატარდა 2011 წელს. მისი მონაცემებით, ბლუმფონტეინის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 256 185 ადამიანს[10], მათ შორის შავკანიანების რაოდენობა შეადგენს — 56,11 %-ს (143 736 ადამიანი), თეთრკანიანების (პირველ რიგში აფრიკანერების) — 29,79 % (76 325 ადამიანი), ფერადკანიანების — 12,81 % (32 827 ადამიანი), აზიელების — 0,82 % (2100 ადამიანი).[10]

აუცილებელია აღინიშნოს, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში თეთრკანიანი უმცირესობის რეჟიმის გაუქმებისა და ხელისუფლების შავკანიანი მოსახლეობისთვის გადაცემის შემდეგ შემცირდა თეთრკანიანი მოსახლეობის რაოდენობა (ძირითადად ემიგრაციის გამო), მოხდა ფერადკანიანთა გადასვლა მსხვილ ქალაქებში (იოჰანესბურგი, კეიპტაუნი, დურბანი), გაიზარდა შავკანიანი მოსახლეობის რაოდენობა (პირველ რიგში, ახლომდებარე აფრიკული ქვეყნებიდან იმიგრანტების ხარჯზე). ასე რომ, დღეისათვის თეთრკანიანი და ფერადკანიანი მოსახლეობის რაოდენობა დაბალია, ხოლო შავკანიანი მოსახლეობის — მაღალი.

2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ ბლუმფონტეინის მოსახლეობის 42,53 %-ის (101 647 ადამიანი) მშობლიური ენაა აფრიკაანსი; მოსახლეობის 33,36 % (79 737 ადამიანი) ლაპარაკობს სესოთოს ენაზე, 7,47 % (17 852 ადამიანი) ინგლისურ ენაზე, 7,10 % (16 972 ადამიანი) კოსას ენაზე, ხოლო 5,87 % (14 035 ადამიანი) ტსვანას ენაზე.[10]

ქალაქში ადმინისტრაციაში, ბიზნესში და ერთმანეთთან ურთიერთობაში ძირითადი ენაა აფრიკაანსი (პირველ რიგში თეთრკანიანებში და ფერადკანიანებში). შავკანიანი მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ურთიერთობაში ხმარობს ადგილობრივ ენებს (სესოთო, კოსა, ტსვანა). ხელისუფლება იღებს ზომებს ადმინისტრაციაში და ბიზნესში აფრიკაანსის მაგივრად ჩაანაცვლოს ინგლისური ენა, შედეგად ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამა თუ იმ დონით ფლობს ინგლისურ ენას.

ბლუმფონტეინის ეკონომიკა სამთავრობო სექტორის ხელშია. სამხრეთ აფრიკის მსხვილ სავაჭრო დაწესებულებებს აქვთ სათავო ოფისები ქალაქში.

პროვინციაში ოქრო-ურანის საბადოების ათვისებამ ხელი შეუწყო ბლუმფონტეინის გადაქცევას მნიშვნელოვან სამრეწველო ცენტრად. მოქმედებენ ლითონგადამამუშავებელი, შუშის, კვების, თამბაქოს, ტყავის სამრეწველო საწარმოები. ფუნქციონირებს უნივერსიტეტი. მუშაობს ბოიდენის ობსერვატორია.

  • ვინდმილ კაზინო და მსოფლიო გართობა
  • კაზინო სამხრეთის მზე
  • ანდრე ჰუგენოტის თეატრი
  • სანდ დუ პლესის თეატრი

ვარდების დედოფლის კონკურსი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. [11] შეჯიბრის შედეგად ავლენენ ბლუმფონტეინის ქალაქის დამსახურებულ მოქალაქეებს. ნომინირება ხდება მოქალაქეების მიერ.

ბლუმფონტეინი — სარკინიგზო და საავტომობილო ხაზების მსხვილი კვანძია, მასზე გადიან ეროვნული მნიშვნელობის გზები N1 (კეიპტაუნი — ბაიტბრიჯი), N6 (ისტ-ლონდონი — ბლუმფონტეინი) და N8 (კიმბერლი — მასერუ). ქალაქს ემსახურება ბრამ ფიშერის სახელობის მუნიციპალური აეროპორტი (აფრ. Bram Fischer; საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია: BFN, ICAO: FABL) მგზავრთა ბრუნვით 400 ათასი ადამიანი წელიწადში (2011). პირდაპირი რეგულარული რეისები სრულდება იოჰანესბურგის, კეიპტაუნის, დურბანის და პორტ-ელიზაბეთის მიმართულებით.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის ბლუმფონტეინი — ფრი-სტეიტის პროვინციის დედაქალაქი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სასამართლო დედაქალაქია. ხედი ქალაქზე იშლება თვალთახედვის მოედნიდან, რომელიც მდებარეობს მაღალ ბორცვზე, რომლის სახელი — ნეველ ჰილი — წარმოსდგება ინგლისური გემების ზარბაზნების აღნიშვნიდან, რომლებიც აქ დაიდგა ბურების მეორე ომის დროს.

  • გოლდენ-გეიტ-ჰაილენდზის ეროვნული პარკი მდებარეობს მალუტის მთის ძირში ფრი-სტეიტის პროვინციაში. ის განთქმულია თავისი გრეხილი ქვიშოვანი კლდეებით, რომლებმაც ქარის და წვიმის ზემოქმედებით მიიღო მომაჯადოვებელი მოხაზულობა. პარკში ბინადრობენ იშვიათი წვეროსანი ქორები, მელოტი ივეოსები და შავი არწივი.
  • 1849 წელს აშენებული პირველი რატუშა, მეოთხე რატუშა, რომლის მშენებლობა დამთავრდა 1893 წელს და რომელსაც ხშირად ეძახიან ფრი-სტეიტის არქიტექტურის მარგალიტს; ძველი საპრეზიდენტო რეზიდენცია; სააპელაციო და უმაღლესი სასამართლოს შენობა.
  • ეროვნული მუზეუმი მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის ცნობილია: აქ ინახება სპილოს ჩანასახი წონით 11 გრამი, 48,89 კგ-იანი მეტეორიტი და სხვა იშვიათობები.
  • ქალებისადმი მიძღვნილი მემორიალი — ბურების მეორე ომის დროს ბრიტანულ საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული 26 000 ბური ქალების და ბავშვების პატივსაცემად ქვიშაქვისაგან აგებული გამაოცებელი 36,5 მეტრი სიმაღლის ობელისკი.
  • ბურების რესპუბლიკის სამხედრო მუზეუმი.
  • აფრიკაანსის ეროვნული ლიტერატურული მუზეუმი.
  • ალუბლის ბაღი ჰამილტონის პარკში მოითვლის 6000-ზე მეტ ალუბლის ხეს; სამეფო ვარდების პარკში 4000-ზე მეტი ვარდის ბუჩქია.

საერთაშორისო ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამეგობრებული ქალაქი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩინეთის დროშა ნანკინი, ჩინეთი


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bloemfontein | national judicial capital, South Africa en. ციტირების თარიღი: 2018-12-19
  2. Bloemfontein: Did you know? დაარქივებული 8 March 2008 საიტზე Wayback Machine.
  3. Bloemfontein: General Information დაარქივებული 8 December 2008 საიტზე Wayback Machine.
  4. „Toyota Cheetahs“. Guinness PRO14 (ინგლისური). 2017-08-29. ციტირების თარიღი: 2017-09-14.
  5. Bloemfontein Rose Festival. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-01. ციტირების თარიღი: 2020-08-04.
  6. Mangaung Rose Festival - Events in Bloemfontein.
  7. Bloemfontein Rose Festival/Fees.
  8. Bloemfontein Rose Festival.
  9. Bloemfontein Rose Festival 2016.
  10. 10.0 10.1 10.2 2011 წლის მოსახლეობის აღწერა
  11. HighTea - Mangaung Rose Festival. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-29. ციტირების თარიღი: 2020-08-04.