დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
დღეისათვის არარსებული ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები სიაში გამოსახულია კურსივით. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მონაცემები არ იკრიბება მათი წინამორბედების და მემკვიდრეების მონაცემებთან. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები სიაში განლაგებულები არიან ალფავიტის მიხედვით, მაგრამ შეიძლება დახარისხებულები იყვნენ ნებისმიერ სვეტში. სიაში მონაცემები მოყვანილია 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში დამთავრებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შედეგების გათვალისწინებით.
ოლიმპიურ თამაშებში მედლების მომპოვებელი ქვეყნების სია (2016 წლის 22 აგვისტომდე)
BOH → TCH → CZE , SVKპირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის (TCH) შექმნამდე ბოჰემიის (დღეისათვის ჩეხეთის ნაწილი) სპორტსმენები მონაწილეობდნენ 1900, 1908 და 1912 წლების ოლიმპიურ თამაშებზე. ჩეხოსლოვაკია მონაწილეობდა 1920—1992 წლების ოლიმპიურ თამაშებზე, მისი დაშლის შემდეგ 1994 წლიდან მის მაგივრად მონაწილეობენ ჩეხეთი (CZE) და სლოვაკეთი (SVK).
SAA , EUA , GDR , FRG → GERგერმანიის გუნდი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა 1896—1952 წლებში და 1992 წლიდან დღემდე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის გაყოფის გამო 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გერმანია წარდგენილი იყო ორი გუნდით — გერმანია (GER) და ზაარი (SAA). ზაარი დაუბრუნდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 1957 წლის 1 იანვარს და ამის შემდეგ ზაარის სპორტსმენები გამოდიოდნენ გერმანიის გუნდის შემადგენლობაში. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა არ მონაწილეობდა 1952 წლის ოლიმპიურ თამაშებში, რადგანაც მისმა ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისაგან «დროებითი» აღიარება მიიღო მხოლოდ 1955 წელს. 1956—1964 წლების ოლიმპიურ თამაშებზე გერმანია მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანებული გუნდით (EUA), რომელიც წარმოადგენდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს. იმის შემდეგ, რაც 1968 წელს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისაგან მიიღო სრული აღიარება, 1968—1988 წლების ოლიმპიურ თამაშებში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (GDR) და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (FRG) გამოდიოდნენ ცალკე გუნდებად.
MAL , NBO → MASმალაიის ფედერაციის (MAL) სპორტსმენები 1956 და 1960 წლების ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში და 1963 წელს მალაიზიის (MAS) შექმნამდე ჩრდილოეთი ბორნეოს (NBO) სპორტსმენები 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი გუნდის შემადგენლობაში.
AHOნიდერლანდების (NED) შემადგენლობაში მყოფი ყოფილი ავტონომია ნიდერლანდების ანტილის კუნძულების (AHO) გუნდი გამოდიოდა 1952—2008 წლების ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. ნიდერლანდების ანტილის კუნძულების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრობა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში შეწყდა 2011 წელს ნიდერლანდების ანტილის კუნძულების, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის, 2010 წლის 10 ოქტომბერს გამოცხადებული დაშლის გამო.
YAR , YMD → YEM 1990 წელს იემენის გაერთიანებამდე იემენის არაბთა რესპუბლიკის სპორტსმენები დამოუკიდებელ გუნდათ მონაწილეობდნენ 1984 და 1988 წლების ოლიმპიურ თამაშებში, ზუსტად ასევე იემენის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სპორტსმენები მონაწილეობდნენ 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებში. ერთ ქვეყნად გაერთიანების შემდეგ იემენის (YEM) გუნდი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს 1992 წლიდან.
ZZX პირველ ოლიმპიურ თამაშებში (1896—1904 წლები) მონაწილე სხვადასხვა სპორტსმენებისგან შემდგარი შერეული გუნდების აღსანიშნავი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოყენებული სპეციალური კოდი. არ ჯამდება შესაბამისი გუნდების შედეგებთან.
TPE2ჩინეთში სამოქალაქო ომის შემდეგ ტაივანი (TPE) მონაწილეობდა ჩინეთის რესპუბლიკის სახელით в играх 1956, 1960, 1972 და 1976 (ზამთრის) წლების ოლიმპიურ თამაშებზე და ტაივანის სახელით 1964 და 1968 წლების ოლიმპიურ თამაშებზე. 1979 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, როგორც კომპრომისი, დაიწყო ჩინეთის ტაიბეის დასახელების გამოყენება, რომელიც მისაღები იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისათვის (CHN), რამაც მას საშუალება მისცა გამოსულიყო ოლიმპიურ თამაშებზე. დასახელება ჩინეთის ტაიბეი პირველად გამოყენებული იქნა 1984 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. ჩინეთის რესპუბლიკის მონაწილეობა, რომელიც 1949 წლამდე წარმოადგენდა მთელ ჩინეთს (ტაივანის ჩათვლით), 1932, 1936 და 1948 წლების ოლიმპიურ თამაშებზე არ გაითვალისწინება ტაივანთან ჯამურ მონაცემებში.
GHA 1957 წელს განის დამოუკიდებლობამდე დიდი ბრიტანეთის კოლონიის გუნდი ოქროს ნაპირი მონაწილეობას იღებდა 1952 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.
GUY 1966 წელს გაიანის დამოუკიდებლობამდე ბრიტანეთის გვიანა მონაწილეობას იღებდა 1948—1964 წლების ოლიმპიურ თამაშებზე.
HKGჰონგ-კონგი (HKG) 1952—1996 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას იღებდა, როგორც დიდი ბრიტანეთის კოლონია, ხოლო 2000 წლიდან, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორია.
MYAმიანმარი მონაწილეობას იღებდა 1948—1988 წლების ოლიმპიურ თამაშებზე ბირმის (BIR) სახელით.
SAMსამოა მონაწილეობას იღებდა 1948—1996 წლების ოლიმპიურ თამაშებზე დასავლეთ სამოის სახელით.
ZAMზამბიამ დამოუკიდებლობა მიიღო 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოლო დღეს, მაგრამ ამ თამაშებში მონაწილეობდა, როგორც ჩრდილოეთი როდეზია (NRH).
ZIM 1980 წელს ზიმბაბვეს დამოუკიდებლობამდე, სამხრეთი როდეზია 1928, 1960 და 1964 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას იღებდა, როგორც როდეზია (RHO).
შენიშვნები ქვეყნების ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიხედვით
Aბრუნეი 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი ოფიციალური პირით, სპორტსმენებს თამაშებზე მონაწილეობა არ მიუღიათ, რის გამოც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საერთო რაოდენობაში არ გაითვალისწინება 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.
Bჯიბუტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში, მაგრამ ქვეყნის სპორტსმენებს არ მიუღიათ მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, რის გამოც 2004 წლის ოლიმპიური თამაშები არ არის გათვალისწინებული ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საერთო რაოდენობაში.
Cლიბერიის სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში, მაგრამ შემდეგ შეუერთდნენ ბოიკოტის მომხრეებს და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არ მიუღიათ, რის გამოც 1980 წლის ოლიმპიური თამაშები არ არის გათვალისწინებული ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საერთო რაოდენობაში.
Dლიბიის სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში, მაგრამ შემდეგ დატოვეს შეჯიბრებები, რის გამოც 1964 წლის ოლიმპიური თამაშები არ არის გათვალისწინებული ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საერთო რაოდენობაში.
Eსურინამი მონაწილეობდა 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში, მაგრამ მისმა ერთადერთმა სპორტსმენმა თამაშების განრიგში მომხდარი შეცდომის გამო არ მიიღო მონაწილეობა შეჯიბრებაზე, რის გამოც 1960 წლის ოლიმპიური თამაშები არ არის გათვალისწინებული ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საერთო რაოდენობაში.
Fინდოეთის სპორტსმენებმა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიური დროშის ეგიდით და პირველ დღეებში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოდიოდნენ, როგორც ოლიმპიადის დამოუკიდებელი მონაწილეები, რისი მიზეზიც იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ინდოეთის ოლიმპიური კომიტეტის აღიარების დროებითი შეწყვეტა. 2014 წლის 11 თებერვალს ინდოეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა აღიდგინა უფლებები და ამ დღიდან ინდოეთის სპორტსმენები გამოდიოდნენ ინდოეთის დროშით.
Iჩილეს ოლიმპიური კომიტეტი ამტკიცებს, რომ ჩილელი დიპლომატი ლუის სუბერკასიუქსი გამოდიოდა ჩილეს სახელით 1896 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აღიარებს ჩილეს მონაწილეობას 1896 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.
J ზოგიერთი მონაცემებით 1900 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მოასპარეზე მოფარიკავე Léon Thiércelin იყო ჰაიტელი, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ აღიარებს ჰაიტის მონაწილეობას 1900 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.
K ზოგიერთი მონაცემებით 1900 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მოასპარეზე მოფარიკავე Freydoun Malkom იყო ირანელი, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ აღიარებს ირანის მონაწილეობას 1900 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.
L ზოგიერთი მონაცემებით 1900 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მოასპარეზე მოფარიკავე Carlos de Candamo იყო პერუელი, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ აღიარებს პერუს მონაწილეობას 1900 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.
M 1900 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში Enrico Brusoni-ის ოქროს მედალი მამაკაცთა ქულების მიხედვით ველორბოლაში ოფიციალურად აღიარებულია იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ აღიარებს აღნიშნულ რბოლას 1900 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამის ნაწილად.
Nმონაკოს სპორტსმენებმა 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მოიპოვეს ბრინჯაოს მედალი ხელოვნების კონკურსში, მაგრამ ეს შეჯიბრება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ არ იყო აღიარებული 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამის ნაწილად.
OaOb 1900 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანი მარათონშიფრანგი მძლეოსანი მიშელ თეატო დაიბადა ლუქსემბურგში, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მას თვლის საფრანგეთის წარმომადგენლად და არ თვლის ლუქსემბურგს 1900 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქვეყნების სიაში.
PaPb ოფიციალური მონაცემები იძლევა საწინააღმდეგო ინფორმაციას 1904 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ალბერტ კორის მონაწილეობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიური თამაშების ანგარიშში ალბერტ კორი მოხსენებულია როგორც «ჩიკაგოს ათლეტიკური ასოციაციის ღირსების დამცველი ფრანგი», საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მის მიერ მარათონში მოპოვებულ მედალს საფრანგეთის ნაცვლად აკუთვნებს აშშ-ს, სამაგიეროდ 1904 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მძლეოსნობაში 4 მილზე გუნდური გარბენის მედალს აშშ-ის ნაცვლად აკუთვნებს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებისაგან შემდგარ შერეულ გუნდს.
QaQb ზოგიერთი მონაცემებით 1904 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჭიდაობის შეჯიბრებებში ნორვეგიამ მოიპოვა ორი ოქროს მედალი, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ აღიარებს ნორვეგიის მონაწილეობას 1904 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში და ამ მედლებს აშშ-ს აკუთვნებს.
R მარათონელი Bob Fowler დაიბადა დიდი ბრიტანეთის კოლონია ნიუფაუნდლენდში და 1904 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობდა აშშ-ის სახელით, ზოგიერთი წყარო ნიუფაუნდლენდს მოიხსენიებს 1904 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა სიაში, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ აღიარებს ნიუფაუნდლენდის მონაწილეობას 1904 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.
Sიტალიელი ველოსიპედისტი Frank Bizzoni ცხოვრობდა აშშ-ში და ასპარეზობდა 1904 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. ამასთან ყველა ანგარიშში ის მოხსენებულია, როგორც ველოსიპედისტი აშშ-დან. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ აღიარებს იტალიის მონაწილეობას 1904 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.