კოსტა-რიკა
კოსტა-რიკის რესპუბლიკა República de Costa Rica კოსტა-რიკა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: Noble patria, tu hermosa bandera |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | სან-ხოსე 9°55′ ჩ. გ. 84°04′ დ. გ. / 9.917° ჩ. გ. 84.067° დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | |||||
მთავრობა | დემოკრატიული რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ლუის გილერმო სოლისი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 51 100 კმ2 (128-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0,7 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2011 შეფასებით | 4 301 712 (119-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 84 კაცი/კმ2 (107-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2011 შეფასებით | |||||
- | სულ | $55 021 მილიარდი (84-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $11 927 (62-ე) | ||||
აგი (2011) | 0,744 (მაღალი) (69-ე) | |||||
ვალუტა | კოსტა-რიკული კოლონი (CRC ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-06:00 | |||||
ქვეყნის კოდი | CRI | |||||
Internet TLD | .cr | |||||
სატელეფონო კოდი | 506 |
კოსტა-რიკა (ესპ. „მდიდარი ნაპირი“), ოფიციალურად კოსტა-რიკის რესპუბლიკა (ესპ. República de Costa Rica) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ნიკარაგუა, სამხრეთ–აღმოსავლეთით — პანამა, დასავლეთით — წყნარი ოკეანე, აღმოსავლეთით — კარიბის ზღვა.
1949 წელს, კოსტა–რიკამ კონსტიტუციურად გააუქმა შეიარაღებული ძალები.[1][2][3] იგი ერთადერთი ლათინურამერიკული ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს 22 ყველაზე ძველი დემოკრატიული სახელმწიფოს სიაში შედის.[4] კოსტა–რიკას მყარად უჭირავს მოწინავე ადგილი ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ადამიანური განვითარების ინდექსის თვალსაზრისით. 2011 წლის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით მსოფლიოში ის 69–ე ადგილზეა.[5]
გაეროს განვითარების პროგრამის 2010 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ კოსტა–რიკა ერთ–ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც ადამიანური განვითარება ბევრად მაღალია, ვიდრე იგივე შემოსავლების მქონე სხვა ქვეყნებში.[6] ამავე პროგრამის 2011 წლის მონაცემებით, კოსტა–რიკა დასახელებულია გარემოს მდგრადი განვითარების კარგ შემსრულებლად, რომელსაც ადამიანური განვითარებისა და უთანასწორობის ბევრად უფრო კარგი მონაცემები აქვს, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებს. ამავე დროს, ის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც გარემო მდგრადობაზე დაფუძნებული ხუთივე კრიტერიუმი დააკმაყოფილა.[5] 2012 წლის მონაცემებით, კოსტა–რიკა Environmental Performance Index–ის მაჩვენებლით მსოფლიოში მეხუთეა, ამერიკაში კი პირველი.[7]
2007 წელს, კოსტა–რიკის მთავრობამ განაცხადა იმ გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც 2021 წლისთვის კოსტა–რიკა მსოფლიოში პირველი კარბონ–ნეიტრალური ქვეყანა უნდა გახდეს.[8][9][10] 2009 წელს New Economics Foundation–მა (NEF) კოსტა–რიკა ბედნიერების საერთაშორისო ინდექსის თვალსაზრისით კოსტა–რიკა მსოფლიოში პირველ ადგილზე დაასახელა, იგივე პოზიცია მან 2012 წელსაც შეინარჩუნა.[11][12] NEF–მა 2009 წელს კოსტა–რიკა ასევე დაასახელა მსოფლიოს ყველაზე მწვანე ქვეყნად.[13] 2012 წელს კოსტა–რიკა პირველი ქვეყანა გახდა ამერიკაში, რომელმაც რეკრეაციული ნადირობა აკრძალა.[14]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნის დიდი ნაწილი უჭირავს ვულკანურ ქედებს კორდილიერა-დე-გუანაკასტესა და კორდილიერა-სენტრალს. უკანასკნელის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ვულკანური პლატო, რომლის სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე აღმართულია კორდილიერა-დე-ტალამანკა (მთ ჩირიპო-გრანდე, 3820 მ). ჩრდილოეთით და ზღვის გასწვრივ დაბლობებია.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოსტა-რიკა იყოფა 7 პროვინციად:
პროვინციები იყოფა კანტონებად, სულ მათი რიცხვია - 90. კანტონებს მართავენ მერები, რომლებსაც ირჩევენ 4 წლის ვადით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 696-697.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ El Espíritu del 48. Abolición del Ejército Spanish. ციტირების თარიღი: 2008-03-09.
- ↑ Costa Rica. World Desk Reference. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-11. ციტირების თარიღი: 2009-06-09.
- ↑ Costa Rica. Uppsala University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-10. ციტირების თარიღი: 2009-06-09.
- ↑ „Costa Rica's new president: Thriller for Chinchilla“. The Economist. 2010-02-11. ციტირების თარიღი: 2010-02-16.
- ↑ 5.0 5.1 UNDP Human Development Report 2011. Table 1: Human Development Index and its components. UNDP. ციტირების თარიღი: 2011-11-03. pp. 4, 42 (see Table 2.4 and Box 2.10) and 128
- ↑ UNDP Human Development Report 2010. Table 1: Human development index 2010 and its components (PDF), გვ. 5, 49, 144. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ Yale Center for Environmental Law & Policy / Center for International Earth Science Information Network at Columbia University. 2010 EPI Rankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-05. ციტირების თარიღი: 2012-01-25.
- ↑ John Burnett (2008-02-18). „Costa Rica Aims to Be a Carbon-Neutral Nation“. National Public Radio (NPR.org). ციტირების თარიღი: 2009-04-27.
- ↑ Alana Herro (2007-03-12). „Costa Rica Aims to Become First "Carbon Neutral" Country“. Worldwatch Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-26. ციტირების თარიღი: 2009-04-27.
- ↑ Alejandro Vargas (2007-02-21). „País quiere ser primera nación con balance neutro de carbono“ (Spanish). La Nación. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-16. ციტირების თარიღი: 2009-04-27.
- ↑ Irene Rodríguez (2012-06-14). „Costa Rica es nuevamente el país más feliz del mundo, según índice 'Happy Planet'“ [Costa Rica once again the happiest nation of the world, according to the Happy Planet Index]. La Nación (Spanish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-04. ციტირების თარიღი: 2012-06-14.
- ↑ Fiona Harvey (2012-06-14). „UK citizens better off than EU counterparts, says happiness index“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2012-06-14.
- ↑ Ashley Seager (2008-07-04). „Costa Rica is the world's happiest and greenest country in the world“. London: The Guardian. ციტირების თარიღი: 2009-07-04.
- ↑ http://www.rawstory.com/rs/2012/10/03/costa-rica-set-to-ban-hunting-a-first-in-the-americas/[მკვდარი ბმული]
|
|