შინაარსზე გადასვლა

თოიდერიხ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.

თოიდერიხ I, თეუდორიხ I (გერმ. Theuderich I.; ფრანგ. Thierry Ier; დ. 486 — გ. 534) — ფრანკების მეფე მეროვინგების დინასტიიდან. 511 წლიდან რეიმსის მეფე. ხლოდვიგ I-ს ვაჟი.

თოიდერიხის მთავარი ბიოგრაფია გრიგოლ ტურელი, ფრედეგარი და ფრანკთა ისტორიის წიგნის ანონიმი ავტორი. არცერთი ბიოგრაფი არ მოიხსენიებს მისი დედის სახელწოდებას, სავარაუდოდ ის უნდა ყოფილიყო მოსამსახურე ან რომელიმე ფრანკი მეფის ასული, რომელიც ეკლესიამ არ აღიარა კანონიერად და ამიტომაც არ იხსენიებენ მატიანეებში.

ხლოდვიგ I-ის გარდაცვალების შემდეგ თოიდერიხმა და მისმა სამმა ძმამ ხლოდომერმა, ხილდებერტმა და ხლოტარმა ფრანკთა სახელმწიფო გაინაწილეს. უდიდესი ნაწილი შეხვდა ძმებს შორის უფროსს თოიდერიხს.

რესურსები ინტერნეტში