Windows 10
Windows NT-ის ვერსია | |
Windows 10 (Fall Creators Update, ვერსია 1709), მოქმედებათა ცენტრი და დაწყების მენიუ | |
შემქმნელი | Microsoft |
---|---|
ოპერაციული სისტემის ოჯახი |
Microsoft Windows |
წყაროს მოდელი | დახურული წყარო, გაზიარებული წყარო (Windows Driver Frameworks ღია წყაროს სახის არის)[1] |
თავდაპირველი ვერსიის საბოლოო ვარიანტი |
15 ივლისი, 2015[2] |
ძირითადი ხელმისაწვდომობა |
29 ივლისი, 2015 |
უკანასკნელი გამოშვება | 22H2 (10.0.19045.3758) / 30 ნოემბერი, 2023 |
უახლესი ნიმუში | 22H2 (10.0.19045.3758) / 30 ნოემბერი, 2023 |
მარკეტინგული სამიზნე | პერსონალური კომპიუტერები |
განახლების მეთოდი | Windows Update, Windows Store, Windows Server Update Services |
მხარდაჭერილი პლატფორმები |
IA-32, x86-64, ARM64 |
ბირთვის ტიპი | ჰიბრიდული (Windows NT) |
სამომხმარებლო სივრცე |
Windows API .NET Framework Universal Windows Platform Windows Subsystem for Linux |
მომხმარებლის გრაფიკული გარემო |
Windows-ის გარსი |
ლიცენზია | საცდელი,[3] Microsoft Software Assurance, MSDN, Microsoft Imagine |
წინა | Windows 8.1 (2013) |
შემდეგი | Windows 11 (2021) |
ოფიციალური საიტი | https://www.microsoft.com/it-it/windows microsoft.com/ru-ru/software-download/windows10, https://www.microsoft.com/it-it/windows |
მხარდაჭერის სტატუსი | |
ყველა, ხანგრძლივი პერიოდით მხარდაჭერილი ვერსიის გარდა:
|
Windows 10 — ოპერაციული სისტემა პერსონალური კომპიუტერებისთვის. იგი შემუშავებულია კომპანია Microsoft-ის მიერ, როგორც Windows NT სერიის ოპერაციული სისტემა. მისი, როგორც Windows 8.1-ის გაგრძელების გამოსვლის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 30 სექტემბერს.[6] სისტემის სრული ვერსია გამოვიდა 2015 წლის 29 ივლისს.
Windows 10-ში პირველად არის წარმოდგენილია ე.წ. „უნივერსალური პროგრამები“, Metro-ს სტილის პროგრამების ახალი ვერსიები, რომლებიც Microsoft-ის სხვადასხვა ტიპის პროდუქციაში არის ხელმისაწვდომი - პერსონალურ კომპიუტერებზე, პლანშეტებზე, სმარტფონებზე, ჩასმულ პროგრამებში, Xbox One-ზე, Surface Hub-ში და Mixed Reality-ში. Windows-ის მომხმარებლის ინტერფეის გადამუშავდა ისე, რომ ზოგიერთ მოწყობილობაზე გადართვა მაუსს და სათითურს შორის მარტივად ხდება. ყველა ინტერფეისს ახლავს განახლებული დაწყების მენიუ, რომელშიც შეთავსებულია Windows 7-ის ტრადიციული დაწყების მენიუ და Windows 8-ის მოზაიკა. Windows 10-ის პირველ ვერსიაში აგრეთვე წარმოდგენილია ვირტუალური სამუშაო დაფა, ხელების ანაბეჭდების იდენტიფიცირების მხარდაჭერა და სახის ამოცნობა, კორპორატიული გარემოების უსაფრთხოების ელემენტები და DirectX 12 / WDDM 2.0-ის მხარდაჭერა, რათა შესაძლებელი იყოს ახალი ვიდეო თამაშების მხარდაჭერა.
სიახლეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბრუნდა ძველი დაწყების მენიუ, რომელიც ამოღებული იყო წინა ვერსიებში (Windows 8 და 8.1).
- დაემატა ხმოვანი ასისტენტი Cortana.
- შეიცვალა სტანდარტული ბრაუზერი. Internet Explorer შეცვალა Microsoft Edge (Project Spartan)-მა, რომელსაც მომხმარებლები საკმაოდ დადებითად აფასებენ.
- დაემატა ახალი სერვისი Windows Hello, იდენტიფიკაციის ახალი გზა.
- დაემატა რამდენიმე სამუშაო მაგიდის გამოძახების შესაძლებლობა.
- ინტეგრირებულია OneDrive როგორც ვირტუალური მყარი დისკი.
- დამატებულია აპლიკაციებში შესაბამისი კომბინაციით (Win+Alt+G) სურათის გადაღება ე.წ. „ScreenShot“.
- მნიშვნელოვნად შეიცვალა ინტერფეისი.
- გაიზარდა ოპერაციული სისტემის, მონაცემებისა და აპლიკაციების ჩატვირთვის სიჩქარე.
- დამატებულია გვერდითი Notification პანელი (Windows 10 mobile-ს მსგავსად) სადაც შესაძლებელია შეტყობინებების ნახვა და გასუფთავება.
- დამატებულია Task View მიმდინარე პროცესების მარტივი გადახედვისა და დახურვისთვის.
- დამატებულია ახალი მუსიკების დამკვრელი Groove Music.
- როგორც ამერიკული ტექნოლოგიური გამოცემა, The Verge-ის თანახმად, „Microsoft-ის“ მიერ გავრცელებული ფოტოების მიხედვით, Windows 10-ის ინტერფეისი მინიმალურადაა შეცვლილი და მეტწილად ემთხვევა ინტერნეტში პროექტ „ნეონის“ აქამდე გაჟონილ გამოსახულებს, თუმცა კომპანია დიზაინში ცვლილებების განხორციელებას სხვა კუთხით გეგმავს. კერძოდ, მაიკროსოფტი გეგმავს განახლებულ Windows-ს აპლიკაციის გახსნისას ეფექტები დაამატოს და ოპერაციული სისტემა მეტად ანიმირებული გახადოს.[7]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Windows Driver Frameworks. Microsoft. ციტირების თარიღი: 15 February 2017.
- ↑ 15 ივლისი, 2015
- ↑ Windows 10. Microsoft. ციტირების თარიღი: November 27, 2015.
- ↑ Bott, Ed. Microsoft commits to 10-year support lifecycle for Windows 10. CBS Interactive (July 17, 2015).
- ↑ 5.0 5.1 Windows 10. Microsoft. ციტირების თარიღი: August 10, 2016.
- ↑ Hello World: Windows 10 Available on July 29. windows.com (June 1, 2015). ციტირების თარიღი: June 1, 2015.
- ↑ ბოგვერაძე, მარიამ (13 თებერვალი, 2017). „მაიკროსოფტი ვინდოუს 10-ის დიზაინს ცვლის“. NETGAZETI.ge. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)
|