პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია
პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია — სამართლებრივი დოკუმენტი, უმეტესწილად, ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს საავტორო უფლებებით დაცული პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელებასა და გამოყენებას. ჩვეულებრივ, ლიცენზია მის მფლობელს აძლევს პროგრამული უზრუნველყოფის ერთი ან რამდენიმე ასლის გამოყენების უფლებას, რაც სხვაგვარად გამომცემლის საავტორო უფლებების შელახვა იქნებოდა. პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ საავტორო უფლებების მფლობელი არ უჩივლებს მისი პროგრამული პროდუქტის მომხმარებელს სასამართლოში.
პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების დაყოფა შესაძლებელია თავისუფალ და არათავისუფალ (ან ღია და დახურული კოდის) ლიცენზიებად, რაც არსებითად მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის. თავისუფალი ლიცენზიით გამოსული პროდუქტი ექვემდებარება თავისუფლად გავრცელებასა და მოდიფიკაციას მითითებული პირობების დაცვით, თუ საერთოდ მითითებულია რაიმე პირობა, ხოლო არათავისუფალი ლიცენზიის მქონე პროგრამა არც მოდიფიკაციას ექვემდებარება და არც თავისუფლად ვრცელდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jon Gillespie-Brown. What is Software licensing?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011.07.21. ციტირების თარიღი: 2014.11.17.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Free/Open Source Software — ვიკიწიგნებში არის გვერდი თავისუფალ ლიცენზიებზე (ინგლისური)
- თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ფონდი. Various Licenses and Comments about Them. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012.03.17. ციტირების თარიღი: 2008.08.19.
- Dan Bricklin. Software licensing for a small ISV and the issue of open source. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012.03.17. ციტირების თარიღი: 2008.08.19.