60-იანები
იერსახე
ათასწლეული: | I |
საუკუნე: | ძვ.წ. I – I – II |
ათწლეული: | 30-იანები 40-იანები 50-იანები
– 60-იანები – |
წლები: | 60 · 61 · 62 · 63 · 64 65 · 66 · 67 · 68 · 69 |
60-იანი (სამოციანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 60-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 60 წლის 1 იანვარს და დასრულდა 69 წლის 31 დეკემბერს.
მოვლენები
სარჩევი: 60 61 62 63 64 65 66 67 68 69
- რომის იმპერატორი ნერონი მეროეს (სუდანი) გამოსაკვლევად ექსპედიციას აგზავნის.
- ბოუდიკას ხელმძღვანელობით აჯანყებულებმა ქალაქ ლონდონიუმი ააოხრეს.
- გალბა ტარაკონის ესპანეთის მმართველი ხდება.
- რომის იმპერიამ გააუქმა პონტოს სამეფო და იგი თავის პროვინციად გამოაცხადა.
- 18 ივლისი : რომის სავაჭრო უბანში დიდი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა თითქმის ნახევარი ქალაქი გაანადგურა.
- კუშანის იმპერიამ ქ. ტაქსილა აიღო.
- სესტიუს გალუსი სირიის ლეგატი გახდა.
- ნერონმა თავისი ცოლი პოპეა საბინა მოკლა.
- იუდეაში დაიწყო აჯანყება რომის იმპერიის მმართველობის წინააღმდეგ.
- რომის იმპერატორმა ნერონმა იტალიის პირველი ლეგიონი (Legio I Italica) შექმნა.
- ნერონმა თრდატ I სომხეთის მეფედ აკურთხა.
- 29 ივნისი: წმინდა პეტრე მოციქული გააკრეს ჯვარზე უკუღმა.
- ნერონი საბერძნეთი მოგზაურობს და ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას.
- სარდინია რომის პროვინცია გახდა.
- რომში ეგრეთ წოდებული 4 იმპერატორის წელი. ნერონის სიკვდილის შემდეგ ზედიზედ იმპერატორები გახდნენ გალბა, ოტონი, ვიტელიუსი და ვესპასიანე ფლავიუსი. პირველი სამი მოკლეს.
- ტრაპიზონში დიდი აჯანყება მოხდა.