22 მაისი
იერსახე
<< | მაისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
2024 |
22 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 142-ე დღე (ნაკიან წლებში - 143-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 223 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძვ. წ. 334 : ბერძნები ალექსანდრე დიდის მეთაურობით ამარცხებენ დარიოს III-ს გრანიკოსის ბრძოლაში
- 1841 : დაიწყო გლეხთა აჯანყება გურიაში
- 1844 : სპარსი წინასწარმეტყველი ბაბი მისი გამოცხადების შესახებ აცხადებს, აფუძნებს რა ბაბიზმს. მას მიიჩნევენ ბაჰაულას წინამორბედად, რომელიც ბაჰაიზმის დამფუძნებლად ითვლება.
- 1856 : მოსკოვში დაარსდა ტრეტიაკოვის გალერეა.
- 1892 : ექიმმა ვაშინგტონ შეფილდმა გამოიგონა კბილის საწმენდი პასტის ტუბი
- 1900 : ნიუ იორკში დაარსდა საინფორმაციო სააგენტო «Associated Press».
- 1906 : ძმებმა რაიტებმა მიიღეს პატენტი აეროპლანის გამოგონებაზე.
- 1926 : ბენიტო მუსოლინიმ იტალიაში აკრძალა სილამაზის კონკურსები და მათ ამორალური სანახაობა უწოდა.
- 1939 : მეორე მსოფლიო ომი - გერმანია და იტალია რკინის პაქტს დებენ.
- 1940 : საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დაწესდა სოციალისტური შრომის გმირის ორდენი.
- 1947 : ცივი ომი - კომუნიზმის გავრცელებისთვის ხელის შეშლის მიზნით აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმანი თურქეთსა და საბერძნეთს სამხედრო და ეკონომიური დახმარების სახით $400 მილიონიანი გრანტის აქტს აწერს ხელს.
- 1960 : რიხტერის შკალით 9,5 ბალის მიწისძვრა მოხდა სამხრეთ ჩილეში, რაც დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მძლავრი მიწისძვრა იყო.
- 1972 : ცეილონი ახალ კონსტიტუციას იღებს, და იცვლის სახელს შრი-ლანკად.
- 1977 : განთქმული აღმოსავლეთის ექსპრესის, რომელიც პარიზსა და სტამბოლს შორის დადიოდა 1883 წლიდან, ბოლო რეისი შედგა.
- 1990 : ჩრდილოეთი და სამხრეთი იემენი გაერთიანდა.
- 1990 : ხანგრძლივი დაპირისპირებს შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენი ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და მას რესპუბლიკა იემენი ეწოდება.
- ვინდოუს 3.0 ოპერაციული სისტემა გამოუშვა Microsoft-მა.
- 1992 : ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია და სლოვენია გაეროს წევრები გახდნენ.
- 2008 : ჩინეთის პროვინცია სიჩუანში განმეორებულმა მიწისძვრამ მსხვერპლის რაოდენობა 63 000-მდე გაზარდა.
- 2010 :
- Air India Express-ის რეისი 812, 166 ადამიანით ბორტზე, ჩამოვარდა მანგალორის, ინდოეთი, აეროპორტში დაფრენის მცდელობისას.
- ფეხბურთში 2009–10 სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირი დასრულდა მილანის ინტერის გამარჯვებით მიუნხენის ბაიერნზე.
- 2011 :
- ტერენს მალიკის ფილმმა „სიცოცხლის ხე“ კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა.
- მისურის შტატში, ჯოპლინში მომხდარი ტორნადოს შედეგად 124 ადამიანი დაიღუპა, რაც 1947 წლის შემდეგ ყველაზე მომაკვდინებელი ტორნადოა აშშ-ში.
- 2014 : ტაილანდის სამეფო არმიის ხელმძღვანელი პრაიუთ ჩან-ოჩა სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა.
- 2016 : ალექსანდერ ვან დერ ბელენი ავსტრიის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2017 : მანჩესტერის ტერაქტის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1808 : ჟერარ დე ნერვალი — ფრანგი მწერალი და პოეტი
- 1813 : რიხარდ ვაგნერი — გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი.
- 1859 : ართურ კონან დოილი — ინგლისელი მწერალი.
- 1907 : ლორენს ოლივიე — ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი.
- 1924 : შარლ აზნავური — ფრანგი მომღერალი.
- 1946 : ჯორჯ ბესტი — ინგლისელი ფეხბურთელი.
- 1950 : ირაკლი ფარჯიანი — ქართველი მხატვარი.
- 1963 : ლევან აბაშიძე — ქართველი მსახიობი.
- 1970 : ნაომი კემპბელი — მსახიობი და მოდელი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1864 : ემაბლ ჟან ჟაკ პელისიე — საფრანგეთის მარშალი
- 1885 : ჰიუგო, ვიქტორ — ფრანგი მწერალი.
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- შიო მღვიმელი
- აღმოყვანება პატიოსანთა ნაწილთა წმიდისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონითგან ქალაქ ბარიში (1087)
- ესაია წინასწარმეტყველი
- მოწამე ქრისტეფორე
- აგრეთვე:
- ბიოლოგიური მრავალფეროვნების მსოფლიო დღე
- ასტრონომიის საერთაშორისო დღე
- იემენი - ეროვნული დღე (1990).
- აშშ - საზღვაო ფლოტის ეროვნული ფლოტი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები