ჰომოლოგიური რიგები
იერსახე
ჰომოლოგიური რიგები — მონათესავე ორგანული ნაერთების (ერთი ტიპის სტრუქტურის მქონე) ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ერთი ან რამდენიმე მეთილენის ჯგუფით —CH2—. —CH2— ჯგუფს ჰომოლოგიურ სხვაობას უწოდებენ. ცნობილია ნაჯერი ნახშირწყალბადების, უჯერი ნახშირწყალბადების, ერთატომიანი ნაჯერი სპირტების ჰომოლოგიური რიგები. პირველი ფორმულირება ჰომოლოგიური რიგების შესახებ ეკუთვნის შარლ ჟერარს 1844-1845 წლებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 685.