შინაარსზე გადასვლა

ტლაკოტალპანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტლაკოტალპანი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

The town of Tlacotalpan, Ver.
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** ლათინური ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1998  (22-ე სესია)
ნომერი 862
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 862
ინგლ.რუს.ფრ.

ტლაკოტალპანი (ესპ. Tlacotalpan) — ქალაქი მექსიკაში, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლში, ვერაკრუსის შტატში. ეს ტერიტორია დასახლებული იყო ჯერ კიდევ კოლუმბამდელ ხანაში, ხოლო დღეს არსებული დასახლება აქ გაჩნდა XVI საუკუნეში, მდინარე პაპალოაპანის სანაპიროებთან. ამჟამად ქალაქი წარმოადგენს ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ცენტრს.

1998 წელს, ტლაკოტალპანი იუნესკოს მიერ შეტანილი იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, რადგან: "ტლაკოტალპანის საქალაქო დაგეგმარება და არქიტექტურა წარმოადგენს განსაკუთრებული ხარისხით გაკეთებულ ესპანური და კარიბული ტრადიციების შერწყმის ასახვას... გამორჩეული ხასიათი ასახულია ქალაქის ნებისმიერ დეტალზე – ვიწრო ქუჩებზე, ფერტა საოცარ და უხვ ცვალებადობაზე და ა.შ." (UNESCO, 1998).

სახელი "ტლაკოტაპლანი" ნიშნავს "ადგილს მდინარეებს შორის", იგივეს, რასაც "მესოპოტამია".

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]