შოჩიკალკო
შოჩიკალკო* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | მექსიკა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ლათინური ამერიკა |
კოორდინატები | 18°48′14″ ჩ. გ. 99°17′45″ დ. გ. / 18.80389° ჩ. გ. 99.29583° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1999 (23-ე სესია) |
ნომერი | 939 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 939 ინგლ. • რუს. • ფრ. |
შოჩიკალკო (ესპ. Xochicalco) — კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მორელოსის შტატში. სახელწოდება ნაუატლზე (აცტეკების ენა) ნიშნავს „ყვავილების სახლში“. მეხიკოდან დაშორებულია 76 მილით. შოჩიკალკომ თავის განვითარების აპოგეას მიაღწია ტეოტიუაკანის დაცემის შემდეგ და არსებობს კიდეც მოსაზრება, რომ ტეოტიუაკანის იმპერიის დაცემაში ამ ქალაქს დიდი წვლილი მიუძღვის.
შოჩიკალკოს არქიტექტურა და იკონოგრაფია წააგავს მაიას, ტეოტიუაკანის და მატლაცინკას კულტურის არქიტექტურასა და იკონოგრაფიას. მთავარი საცერემონიო ცენტრი დგას ხელოვნურად გაკეთებულ გორაკზე. გორაკის დამრეცები დატერასებულია. ამ ტერიტორიაზე პირველი დასახლება გაჩნდა ძვ. წ. 200 წელს, მაგრამ მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტად იგი მხოლოდ ჩვ. წ. 700-900 წლებში იქცა. აქ არსებული არქიტექტურაც სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება. განვითარების პიკის პერიოდში, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 20 000 ადამიანს.
1999 წელს იუნესკომ შოჩიკალკო მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. იგი ტურისტებისთვის ღიაა და აქვე მოქმედებს საკმაოდ მდიდარი მუზეუმიც.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- INAH National Institute of Anthropology and History დაარქივებული 2009-02-10 საიტზე Wayback Machine.
- შოჩიკალკოს არქეოლოგიური ზონა დაარქივებული 2008-05-25 საიტზე Wayback Machine.
- Xochicalco on Tulane.edu დაარქივებული 2009-09-27 საიტზე Wayback Machine.
- ფოტოები დაარქივებული 2012-01-10 საიტზე Wayback Machine.
|