ტატრები
ტატრები | |
---|---|
გერლახოვსკი-შტიტი | |
კოორდინატები: 49°10′ ჩ. გ. 20°08′ ა. გ. / 49.167° ჩ. გ. 20.133° ა. გ. | |
ქვეყანა | სლოვაკეთი პოლონეთი |
უმაღლესი წერტილი | გერლახოვსკი-შტიტი |
სიმაღლე | 2655 მ |
ტატრები (სლოვაკ. Tatry; პოლ. Tatry) — მთის მასივები კარპატებში, პოლონეთსა და სლოვაკეთში. მაღალი ტატრების მაქსიმალური სიმაღლეა 2655 მ (გერლახოვსკი-შტიტი), ხოლო დაბალი ტატრებისა — 2043 მ (მთა დიუმბიერი). აღსანიშნავია მწვერვალები: ლომნიცკი-შტიტი (2634 მ), ლადოვი-შტიტი (2627 მ) და რისი (2503 მ). ტატრები უმთავრესად აგებულია გრანიტებით, გრანოდიორიტებითა და კირქვებით. რელიეფი ალპურია. არის ძველი გამყინვარების ნიშნები, კარსტული ფორმები. კალთები 1500 მ-მდე შემოსილია ნაძვნარით, შერეულია ფიჭვი, სოჭი, წიფელი.
1900 მ-მდე ტანბრეცილი ტყის სარტყელია, 2250 მ-მდე სუბალპური და ალპური მდელოები. ტატრებში არის მთის კლიმატური კურორტები. განვითარებულია ალპინიზმი, ტურიზმი, სამთო-სათხილამური სპორტი. მაღალი ტატრების თხემზე გადის სამთო-საბაგირო გზა. არის ეროვნული პარკები. ტატრებში განვითარებულია ალპების მსგავსი კლიმატი.
დამახასიათებელია ამინდის პირობების ხშირი ცვლა, ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევა, საკმაოდ დიდი ღრუბლიანობა და დიდწილად თოვლის სახით არსებული ატმოსფერული ნალექები. ტატრებს ხშირად განიხილავენ როგორც ქედების ერთიან სისტემას, რომელიც შეიცავს საკუთრივ ტატრებს (მაღალი ტატრები) და დაბალ ტატრებს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lacika, Ján (2006). Tatras, 2nd. Bratislava. ISBN 80-88975-95-6.
- Saunders, Colin; Nárožná, Renáta (2006) Walking in the High Tatras, 2nd, Cicerone Press (Milnthorpe). ISBN 9781852844820.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტატრები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ტატრები — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)