სპარსეთის ყურე
იერსახე
სპარსეთის ყურე (სპარს. خليج فارس Xalij-e Fârs, არაბ. الخليج الفارسي al-Khalīj al-fārsī) — ყურე ირანსა და არაბეთის ნახევარკუნძულს შორის. ჰორმუზის სრუტით უერთდება ომანის ყურეს, არაბეთის ზღვას და ინდოეთის ოკეანეს.
სპარსეთის ყურის მოსაზღვრე ქვეყნებია: ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, კატარი, ბაჰრეინი, ქუვეითი, ერაყი და ირანი. სპარსეთის ყურეში ჩაედინება ტიგროსი და ევფრატი.
სპარსეთის ყურის რეგიონი მდიდარია ნავთობის მარაგებით.
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არაბულენოვან ქვეყნებში არ იყენებენ ტერმინს „სპარსეთის ყურე“; მათთვის ეს „არაბული ყურეა“. ინგლისურენოვან ლიტერატურაში ამ პოლიტიზებული პრობლემის თავიდან ასაცილებლად უბრალოდ „ყურეს“ ახსენებდნენ, რომელსაც მთავრულით წერდნენ (The Gulf).[1] 2006 წლის მარტ–აპრილში გამართულმა გაეროს 23–ე სესიამ ლეგიტიმურად ცნო ტერმინი სპარსეთის ყურე და ის ამჟამად ოფიციალურად გამოიყენება გაეროს წევრი ქვეყნების მიერ.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: