სამარის ზღვა
სამარის ზღვა | |
---|---|
სამარის ზღვა კოსმოსიდან | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ოკეანის აუზი | წყნარი ოკეანე |
ტიპი | ზღვა |
ფართობი | 3870 კმ² |
საშუალო სიღრმე | 200 მ |
სამარის ზღვა — კუნძულთშორისი ზღვა[1] ფილიპინების არქიპელაგში, რომელიც გაწოლილია ლუსონის ბიკოლის რეგიონსა და აღმოსავლეთ ვისაიას შორის. აღმოსავლეთით ესაზღვრება კუნძული სამარი, სამხრეთით ლეიტე, დასავლეთით მასბატე, ხოლო ჩრდილოეთით ლუსონი. მიეკუთვნება წყნარ ოკეანეს.[2] ფართობი 3870 კმ², საშუალო სიღრმე — 200 მ.[3][4] ჩრდილოეთით სან-ბერნარდინოს სრუტით უერთდება ფილიპინის ზღვას, სამხრეთ-აღმოსავლეთით სან-ხუანიკოს სრუტით ლეიტეს ყურეს, სამხრეთ-დასავლეთით მასბატის სრუტით ვისაიანის ზღვას, ჩრდილო-დასავლეთით ტიკაოს სრუტით სიბუიანის ზღვას. ზღვის აკვატორიის ფარგლებშია მრავალრიცხოვანი კუნძულები, მათ შორის: ალმაგრო, ბილირანი, ტიკაო, ნინა, დარამი და სხვა. ზღვის სამხრეთ ნაწილში განლაგებულია კარიგარის უბე. ზღვის სანაპიროზეა ქალაქები: კალბაოგი, კატბალოგანი, რაიტი, კარიგარა (კუნძული სამარი), კატაინგანი (მასბატი), ნავალი, სან-ხასინტო (ტიკაო).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sélection du Reader's Digest, Atlas, cartes, photos satellite du monde, Gütersloh, Munich, Wissen Media Verlag, septembre 2007, 485 p.
- ↑ Samar Sea: Philippines. Geographic.org. ციტირების თარიღი: 22 July 2013.
- ↑ Comprehensive National Fisheries Industry Development Plan (CNFIDP) დაარქივებული 2014-03-17 საიტზე Wayback Machine. (PDF; 3,7 MB)
- ↑ Analysis of Demersal Fish Assemblages in Selected Philippine Fishing Grounds[მკვდარი ბმული] Autor: Wilfredo L. Campos Publikation des Division of Biological Sciences College of Arts & Sciences University of the Philippines in the Visayas