სილმარილიონი
„სილმარილიონი“ | |
---|---|
The Silmarillion | |
1977 წლის გამოცემა მაგარი ყდით | |
ავტორი | ჯ.რ.რ. ტოლკინი |
ქვეყანა | ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური |
ჟანრი |
მითოპოეია ფენტეზი |
გამომცემელი |
George Allen & Unwin (ბრიტანეთი) პალიტრა-L |
გამოცემის თარიღი | 1977 |
მთარგმნელი | ნიკა სამუშია |
ქართულად გამოიცა | 2015 |
მედია | რბილი და მაგარი ყდა |
გვერდი | 365 |
oclc | 3318634 |
მომდევნო | დაუსრულებელი მოთხრობები |
ISBN | 0-048-23139-8 |
სილმარილიონი |
---|
აინულინდალე |
ვალაქუენტა |
ქუენტა სილმარილიონი |
აკალაბეთი |
ძალაუფლების ბეჭდებსა და მესამე ეპოქაზე |
სილმარილიონი (ინგლ. The Silmarillion) — ჯ. რ. რ. ტოლკინის ხელნაწერების კრებული, რომლებიც მის სიცოცხლეში დაუსრულებელი დარჩა და მხოლოდ 1977 წელს გამოიცა, მისი შვილის, კრისტოფერ ტოლკინის მიერ, გაი გევრიელ კეის დახმარებით.[1] „სილმარილიონი“, ტოლკინის სხვა ნაწარმოებებთან ერთად, ქმნის ვრცელ, თუმცა არასრულ აღწერას იმ მოვლენებისა, რომლებიც შუახმელეთის ქრონიკიდან არის და წინ უსწრებდა რომანებში „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“ აღწერილ მოვლენებს.
„ბეჭდების მბრძანებლის“ გამოცემამდე, ტოლკინის გამომცემელი ითხოვა წარმატებული „ჰობიტის“ გაგრძელების შექმნას. ტოლკინმა მას წარუდგინა „სილმარილიონის“ ადრეული ხელნაწერები. მაგრამ გამომცემელმა უარი თქვა მის დაბეჭდვაზე, ვინაიდან შინაარსი მისთვის სრულიად ბუნდოვანი იყო. ამის შემდეგ ტოლკინმა დაიწყო მუშაობა „ბეჭდების მბრძანებლის“ პირველ თავზე, „ნანატრი წვეულება“.[2]
„სილმარილიონის“ არსებული გამოცემა შედგება ხუთი კარისგან. პირველი, „აინულინდალე“, განიხილავს ეას შექმნის ისტორიას. მეორეა „ვალაქუენტა“ - ვალართა და მაიართა აღწერით, რომლებიც ეას ღვთაებები არიან. ძირითადი კარია „ქუენტა სილმარილიონი“, რომელშიც მოთხრობილია პირველ ეპოქამდე და პირველ ეპოქაში მომხდარი მოვლენები, დაკავშირებული სილმარილების ძიებასთან. მეოთხე კარია „აკალაბეთი“, რომელიც მეორე ეპოქაში ნუმენორის განადგურებას აღწერს. ბოლო კარია „ძალაუფლების ბეჭდებისა და მესამე ეპოქის შესახებ“ — შემდგომი და „ბეჭდების მბრძანებელში“ აღწერილი მოვლენების ზოგადი აღწერით.
თავდაპირველად ხუთივე კარი დამოუკიდებელი ნაწარმოებების სახეს ატარებდა, მაგრამ მათი ერთად გამოცემის ჩანაფიქრი კრისტოფერ ტოლკინს ეკუთვნოდა.
წიგნის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სილმარილიონმა დიდი როლი ითამაშა ტოლკინის მოყვარულთათვის - მან პასუხი გასცა ბევრ კითხვაზე, რომელიც „ბეჭდების მბრძანებლის“ და „ჰობიტის“ კითხვისას ჩნდებოდა. თავად წიგნი წარმოადგენს არდის ისტორიის ყველაზე მთავარი მოვლენების ქრონოლოგიურ აღწერას, დაწყებული სამყაროს შექმნიდან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წიგნის ისტორია დაარქივებული 2013-09-27 საიტზე Wayback Machine.
- სილმარილიონის ქრონოლოგია დაარქივებული 2012-12-09 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- Tolkien Online
- Chronology of The Silmarillion
- Guide to U.S. editions of Tolkien books including The Silmarillion
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (Silmarillion 1977, Foreword)
- ↑ Tolkien, J.R.R., Christopher Tolkien, რედ., "The Lays of Beleriand", Ballantine, pp. 433–4, ISBN 0345388186
|