ქალაქი დაარსდა ძვ. წ. VI საუკუნეში. ფინიკიელთა კოლონია შემდგომში დაიკავეს კართაგენელებმა, ბერძნებმა, რომაელებმა, პორტუგალიელებმა (1415), ესპანელებმა (1580). 1663 წელს პორტუგალია-ესპანეთის კავშირის დაშლის შემდეგ მოსახლეობის იდენტიფიკაციის საფუძველზე ქალაქი ესპანეთს დარჩა.