შინაარსზე გადასვლა

სან-ლეუჩიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაზერტის სამეფო სასახლე ბაღებით, ვანვიტელის აკვედუკი და სან-ლეუჩიოს კომპლექსი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 41°06′00″ ჩ. გ. 14°20′00″ ა. გ. / 41.10000° ჩ. გ. 14.33333° ა. გ. / 41.10000; 14.33333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 549
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 549
ინგლ.რუს.ფრ.

სან-ლეუჩიო (იტალ. San Leucio) — ფრაციონე (კომუნის შემადგენელი ადმინისტრაციული ერთეული იტალიაში) სამხრეთ იტალიაში, კამპანიის რეგიონის კაზერტის კომუნაში. ცნობილია აბრეშუმის ძველი ფაბრიკის გარშემო შექმნილი კურორტით, რომელიც 1997 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. მდებარეობს ქალაქ კაზერტიდან 3.5 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 145 მეტრზე.

1750 წელს, ნეაპოლის მეფე კარლ VII-მ გადაწყვიტა ამ ადგილას სანადირო სახლი აეშენებინა. მშენებლობა უჩვეულო, განსხვავებული მოდელის, ტექნიკურ ინოვაციებზე უნდა ყოფილიყო დამყარებული. ადრეულ წლებში, კურორტი მართლაც სამეფო სანადირო ნაკრძალსა და გასართობ ადგილს წარმოადგენდა. მასზე გადიოდა ვანვიტელის აკვედუკი, რომელიც კაზერტის სამეფო სასახლის ბაღებს წყლით ამარაგებდა. მოგვიანებით, კარლმა და მისმა ვაჟმა, მომავალმა მეფე ფერდინანდ I-მა აქ აბრეშუმის ფაბრიკა ააშენეს. სულ მალე, კომპლექსი აბრეშუმის წარმოების არეალად გადაიქცა და დაემატა ახალი სამრეწველო შენობები, რომლებიც გვიანდელი XVIII საუკუნის ევროპოსთვის საკმაოდ უნიკალური იყო.

მუშათა საცხოვრებლად ახალი სოფელი აშენდა და მალე აბრეშუმის ფეიქართა ეს გაერთიანება სამრეწველო ქალაქად გადაიქცა, რომელიც 1789 წლისთვის „აბრეშუმის ფეიქართა სამეფო კოლონიად (Real Colonia dei Setaioli) მიიჩნეოდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]