კალტაჯირონე
ქალაქი | |
---|---|
კალტაჯირონე Caltagirone | |
კალტაჯირონეს დეკორატიული კიბე | |
ქვეყანა | იტალია |
კოორდინატები | 37°14′00″ ჩ. გ. 14°31′00″ ა. გ. / 37.23333° ჩ. გ. 14.51667° ა. გ. |
ფართობი | 382 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 608 მ |
მოსახლეობა | 39 478 კაცი (2008) |
სიმჭიდროვე | 103.3 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 0933 |
საფოსტო ინდექსი | 95041, 95040 |
საავტომობილო კოდი | CT |
ოფიციალური საიტი | comune.caltagirone.ct.it |
კალტაჯირონე (სიცილ. Caltaggiruni; იტალ. Caltagirone) — ქალაქი და კომუნა იტალიის კუნძულ სიცილიაზე, კატანიის პროვინციაში, ქალაქ კატანიიდან 70 კმ-ით სამხრეთ დასავლეთით. 2008 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 39 478 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი ისტორიულად ცნობილია კერამიკის წარმოებით, რომელიც დღესაც გრძელდება. საქმიანობის სხვა მნიშვნელოვანი სფერო სოფლის მეურნეობაა.
ქალაქის სახელი მოდის არაბულიდან „კალ-ათ-გჰირან“ და ნიშვანს ლარნაკების ბორცვს. იგი დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში, რაზეც მეტყველებს ორი ნეკროპოლისი და მრავალი არქეოლოგიური მონაპოვარი, რომლებიც ძვ. წ. II ათასწლეულით თარიღდება. შემდეგში, რომალეთა მოსვლამდე ქალაქი დასახლებული იყო სიცილიელებით.
1030 წელს აქ არაბებმა ციხესიმაგრე ააშენეს, რომელიც შემდეგ ლიგურიელებმა აიღეს. ქალაქმა განვითარების პიკს ნორმანებისა და ჰოჰენშტაუფენების მმართველობის ქვეშ მიაღწია, როდესაც მან სახელი კერამიკის წარმოებით გაითქვა.
კალტაჯირონე თითქმის მთლიანად დაინგრა 1693 წლის მიწისძვრის შედეგად. ამის შემდეგ, კერძო თუ საჯარო შენობათა უდიდესი ნაწილი ბაროკოს სტილში აღდგა. ამ ფაქტის გამო, ქალაქი და მისი შემოგარენი, 2002 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- APT di Catania დაარქივებული 2007-03-10 საიტზე Wayback Machine.
- Frazione Granieri
- foto e informazioni su Caltagirone დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine.
- Galleria fotografica დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 398 ინგლ. • რუს. • ფრ. |