შინაარსზე გადასვლა

სამხრეთი ევროპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევროპის რეგიონები
  სამხრეთი ევროპა

სამხრეთი ევროპაევროპის კონტინენტის გეოგრაფიულად სამხრეთი რეგიონი.

სამხრეთ ევროპის განსაზღვრისათვის შეიძლება ვისარგებლოთ, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მახასიათებლებით, ასევე ის შეიძლება განისაზღვროს თავისი ბუნებრივი თავისებურებითაც, როგორებიცაა მისი გეოგრაფია, კლიმატი და ფლორა.

გეოგრაფიული დაყოფით, სამხრეთ ევროპა ესაა, ევროპის ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი. ეს განმარტება პირობითია და არანაირად არ ზღუდავს მას. სამხრეთ ევროპა, გეოგრაფიულად, აერთიანებს ქვეყანათა 4 დიდ ჯგუფს. ესენია:

1. სამხრეთ-დასავლეთი ევროპა

პირენეის ნახევარკუნძულის ქვეყნები:

2. სამხრეთ-ცენტრალური ევროპა

აპენინის ნახევარკუნძულის ქვეყნები:

3. სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა

ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები:

4. კუნძულოვანი ქვეყნები

ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები:

დაქვემდებარებადი კუნძულები

სამხრეთი ევროპის კლიმატი, კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით:

სამხრეთი ევროპისათვის დამახასიათებელია ხმელთაშუა ზღვის კლიმატი. ხმელთაშუა ზღვის კლიმატი მოიცავს პორტუგალიას, ესპანეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთს, იტალიას, ალბანეთს, საბერძნეთს, თურქეთის დასავლეთ და სამხრეთ სანაპირო რეგიონებს, ასევე ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს. აღნიშნული რეგიონისათვის დამახასიათებელია მსგავსი მცენარეები და ლანდშაფტები, მათ შორის მშრალი გორაკები, მცირე ვაკეები, ფიჭვნარი და ზეთისხილი.

ცივი კლიმატი გვხვდება სამხრეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში, მაგალითად ესპანეთსა და იტალიის მთის ზონებში. ამასთანავე, ესპანეთის ჩრდილოეთ სანაპირო ატლანტიკურ კლიმატს განიცდის.

The European floristic regions
  Mediterranean agriculture in coastal and peri-coastal regions

არმენ ტახტაჯიანის მიერ შედგენილი ფლორისტიკული დარაიონების ნიხედვით, სამხრეთ ევროპაში გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის რეგიონისთვის დამახასიათებელი ფლორა. ხმელთაშუა ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული კლიმატი გვხვდება ევროპის რეგიონის სამხრეთ ნაწილში, ძირითადად სამხრეთ პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, იტალიაში, ხორვატიის სანაპიროზე, ბოსნიის, მონტენეგროს, სერბეთის, ალბანეთის, ჩრდილოეთი მაკედონიის, საბერძნეთისა და ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე.

ქვეყანა ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა
(2010 წლ.)
მოსახლეობის
სიმჭიდროვე

(1 კმ²-ზე)
დედაქალაქი
ალბანეთის დროშა ალბანეთი 28,748 2,821,977 111.1 ტირანა
ანდორის დროშა ანდორა 468 84,082 179.8 ანდორა-ლა-ველა
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა 51,129 4,613,414 90.2 სარაევო
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 110,994 7,364,570 77 სოფია
ხორვატიის დროშა ხორვატია 56,594 4,489,409 81 ზაგრები
გიბრალტარის დროშა გიბრალტარი (გაერთიანებული სამეფო) 6.8 29,431 4,328 გიბრალტარი
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 131,990 11,295,002 85.3 ათენი
იტალიის დროშა იტალია 301,338 60,418,711 200.5 რომი
ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია 25,713 2,114,550 82.2 სკოპიე
მალტის დროშა მალტა 316 412,966 1,306.8 ვალეტა
მონტენეგროს დროშა მონტენეგრო 13,812 672,181 50 პოდგორიცა
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 92,090 11,317,192 114 ლისაბონი
სან-მარინოს დროშა სან-მარინო 61 31,716 501 სან-მარინო (ქალაქი)
სერბეთის დროშა სერბეთი 77,474 7,120,666 102.46 ბელგრადი
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი 20,273 2,054,199 99.6 ლიუბლიანა
ესპანეთის დროშა ესპანეთი 504,030 46,030,109 93 მადრიდი
თურქეთის დროშა თურქეთი (აღმოსავლეთი თრაკია) 23,764 10,620,739 446.9 ანკარა
ვატიკანის დროშა ვატიკანი 0.44 826 1877 ვატიკანი
ჯამში 1,338,694 164,127,170 122.60

უდიდესი ურბანული დასახლებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რიგითობა ურბანული დასახლება ქვეყანა მოსახლეობა[5] სიმჭიდროვე
(1 კმ²-ზე)
1 სტამბოლი (ევროპული ნაწილი) დროშა: თურქეთი თურქეთი 8,963,431 2,620
2 მადრიდი დროშა: ესპანეთი ესპანეთი 6,171,000 4,600
3 მილანი იტალიის დროშა იტალია 5,257,000 2,800
4 ბარსელონა დროშა: ესპანეთი ესპანეთი 4,693,000 4,300
5 რომი იტალიის დროშა იტალია 3,906,000 3,400
6 ნეპალი იტალიის დროშა იტალია 3,706,000 3,600
7 ათენი საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 3,484,000 5,000
8 ლისაბონი დროშა: პორტუგალია პორტუგალია 2,666,000 2,800
9 ბელგრადი დროშა: სერბეთი სერბეთი 1,700,000 3,300
10 ვალენსია დროშა: ესპანეთი ესპანეთი 1,561,000 5,700

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]