რესპუბლიკური პარტია (აშშ)
რესპუბლიკური პარტია | |
---|---|
Republican Party | |
ისტორია | |
დაფუძნდა | 1854 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | კონსერვატიზმი, სოციალური კონსერვატიზმი, ფისკალური კონსერვატიზმი, ეკონომიკური ლიბერალიზმი, ლიბერტარიანული კონსერვატიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
საერთაშორისო აკრედიტაცია | საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი |
წარმომადგენლობითობა | |
სენატი |
50 / 100 |
წარმომადგენელთა პალატა |
211 / 435 |
გუბერნატორები |
28 / 50 |
შტატის ზედა პალატა |
1 091 / 1 972 |
შტატის ქვედა პალატა |
2 918 / 5 411 |
ფერები | წითელი |
შტაბ-ბინა | 310 First Street NE ვაშინგტონი, 20003 |
www.gop.com |
აშშ-ს რესპუბლიკური პარტია (Republicans, Grand Old Party, GOP) — აშშ-ს ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური პარტია. პარტიის არაოფიციალური სიმბოლოა — სპილო, „პარტიის ფერი“ — წითელი. დაფუძნდა 1854 წ. 22 თებერვალს უისკონსინის შტატის ქ. რიპონში. პარტიის პლატფორმა ეფუძნება ამერიკულ კონსერვატიზმს და უკავია მემარჯვენე-ცენტრისტული პოზიცია განსხვავებით მემარცხენე-ცენტრისტული დემოკრატიული პარტიისგან. რესპუბლიკური პარტია დაარსდა 1854 წელს კანზასი-ნებრასკას აქტის ოპონენტების მიერ. აღნიშნული აქტი უფლებას იძლეოდა, გავრცელებულიყო მონობა აშშ-ს გარკვეულ ტერიტორიებზე. პარტია მხარს უჭერდა კლასიკურ ლიბერალიზმს, ეწინააღმდეგებოდა მონობის გავრცელებას და მხარს უჭერდა ეკონომიკურ რეფორმას.[1][2] აბრაამ ლინკოლნი იყო პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი. მისი და რესპუბლიკური კონგრესის მმართველობის ქვეშ აიკრძალა მონობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1865 წელს. 1912 წლის შემდეგ პარტიის იდეოლოგიური ხედვა გადაიხარა მემარჯვენეობისკენ.[3] XXI საუკუნეში რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიას წარმოადგენს ამერიკული კონსერვატიზმი, რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ პოლიტიკასა და სოციალურ ღირებულებებს. პარტია მხარს უჭერ დაბალ გადასახადებს, თავისუფალ ვაჭრობას, კაპიტალიზმს, ეწინააღმდეგება აბორტს და ემხრობა დერეგულაციებს. უზენაესი სასამართლოს მიერ 1973 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პარტია აშკარად დაუპირისპირდა აბორტს და მოიპოვა მომხრეები ევანგელიკური ეკლესიის მრევლში.[4] ასევე, აქტიურად იყო ჩართული პროტექციონიზმსა და ტარიფების საკითხებში. თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერით კი კიდევ უფრო მეტი მომხრე მოიპოვა. დონალდ ტრამპის ჩათვლით 19 პრეზიდენტი არის რესპუბლიკური პარტიიდან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესპუბლიკური პარტია დაარსდა ჩრდილოეთ შტატების მიერ 1854 წელს და მათ მიზანს წარმოადგებნდა მონობის გავრცელებასთან შეწინააღმდეგება. რესპუბლიკური პარტია სწრაფად გახდა ცნობილი, როგორც პრინციპულად ოპოზიციური მოძრაობა დომინანტი დემოკრატიული პარტიის მიმართ. მათ სწრაფად მოიპოვეს მომხრეები კანზასი-ნებრასკას აქტით, რამაც გამოიწვია მისურის კომპრომისის გაუქმება და კანზასის და ნებრასკას ტერიტორიების გახსნა.[5][6] რესპუბლიკელებმა მოითხოვეს ეკონომიკური და სოციალური მოდერნიზაცია. ეწინააღმდეგებოდნენ მონობის, როგორც ბოროტების, გაფართოებას, თუმცა არ მოითხოვდნენ მის დასრულებას სამხრეთ შტატებში.[7] 1856 წელს ეროვნული რესპუბლიკური კონვენციით პარტიამ შექმნა ეროვნული პლატფორმა, რომელშიც ხაზგასმით ეწინააღმდეგებოდა მონობის გაფართოებას აშშ-ს ტერიტორიაზე.[8] რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა პირველად ქვეყნის მმართველის პოზიცია დაიკავა 1860 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად და ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ყოფილი კონგრესმენი აბრაამ ლინკოლნი.
XX საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1896 წლის მმართველობამ რესპუბლიკელები დაასახელა, როგორც დიდი ბიზნესის პარტია, ხოლო თეოდორ რუზველტმა თანდათან მოიპოვა მცირე ბიზნესის მხარდაჭერა. 1901-1909 წლებში იგი იკავებდა აშშ-ს პრეზიდენტის პოზიციას, ხოლო მის ჩამნაცვლებლად აირჩია უილიამ ჰოვარდ ტაფტი 1908 წელს, მაგრამ პარტიის შუაზე გაყოფის შემდეგ ისინი მტრები გახდნენ. ტაფტმა 1912 წლის ნომინირებისას დაამარცხა რუზველტი და რუზველტი გაიქცა ახალი პოლიტიკური პარტიის, პროგრესული პარტიის ჩამოსაყალიბებლად. მისი მოწოდებები ეხებოდა სოციალური რეფორმებს, რომელთაგან მრავალი მოგვიანებით 1930-იან წლებში გახდა განხილვის საგანი. ის დამარცხდა და მისი მომხრეების უმრავლესობა დაბრუნდა რესპუბლიკურ პარტიაში, რადგან ისინი არ ეთანხმებოდნენ ახალ კონსერვატიულ ეკონომიკური აზროვნებას, რამაც გამოიწვია რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიური ცვლილება მემარჯვენეობისკენ.[9] XX საუკუნის მეორე ნახევარში საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს დუაიტ ეიზენჰაუერმა, რიჩარდ ნიქსონმა, ჯერალდ ფორდმა, რონალდ რეიგანმა და ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშმა. 1952 წელს ნომინირებისას ეიზენჰაუერმა დაამარცხა კონსერვატიული პარტიის ლიდერი სენატორი რობერტ ტაფტი, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონსერვატორები დომინირებდნენ ეიზენჰაუერის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკაში. ამომრჩევლებს ეიზენჰაუერი უფრო მეტად მოსწონთ, ვიდრე თავად რესპუბლიკური პარტია. 1976 წლიდან, ლიბერალიზმი პრაქტიკულად გაქრა რესპუბლიკური პარტიიდან, გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე ჰოლდინგისა.[10]
1989 წელს თანამდებობის დატოვების შემდეგ რონალდ რეიგანი მიიჩნეოდა მისაბაძ კონსერვატორ რესპუბლიკელად და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატები ხშირად აცხადებდნენ, რომ იზიარებდნენ მის შეხედულებებს და მიზნად ისახავდნენ საკუთარი პოლიტიკის იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ რეიგანის მემკვიდრეობის შესაფერისი გაგრძელება ყოფილიყო.[11]
XXI საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმატებით დასრულდა ჯორჯ უოკერ ბუშისა და დიკ ჩეინის ბრძოლა 2000 და 2004 წლის არჩევნებში.[12] ბუშის საპრეზიდენტო ინაუგურაციის განმავლობაში, რესპუბლიკურმა პარტიამ შეინარჩუნა ეკონომიკური ლიბერტარიანული პოზიციები დემოკრატების საწინააღმდეგოდ.[13] ბუშის ერა კი გამოირჩეოდა პრო-სამთავრობო კონსერვატიულობით: პრეზიდენტი მხარს უჭერდა რეგულაციებს როგორც ეკონომიკის, ასევე ინდივიდუალური პიროვნებების მიმართ. მისი ქმედებები ფასდებოდა როგორც ინტერვენციონიზმი. [14][15] 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, რომლის ნაბიჯებიც შეფასდა პოპულისტურად.[16] [17] დონალდ ტრამპის გამარჯვება ძირითადად გამოწვეული იყო სამი შტატის შედეგებით - მიჩიგანი, პენსილვანია და უისკონსინი - სადაც ტრადიციულად ხმას აძლევდნენ დემოკრატიული პარტიას. NBC-ის საინფორმაციოს მიხედვით:
„ტრამპის გამარჯვება გამოწვეულია „ჩუმი უმრავლესობის“ ხმებით - მუშათა კლასის თეთრკანიანი ამომრჩევლების მიერ, რომლებიც განიცდიდნენ დამცინავ დამოკიდებულებას და იგნორირებას ვაშინგტონის მხრიდან. ტრამპმა მოიპოვა ნდობა ისეთ საკითხებზე მსჯელობით, როგორებიცაა ვაჭრობა და მთავრობის მიერ გაღებული ხარჯები ეროვნული გზავნილის გასავრცელებლად.[18]“
|
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კვლავ აპირებს კენჭისყრას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. მან ასევე დაადასტურა,რომ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კვლავ მის გვერდით იბრძოლებს.[19]
სახელი და სიმბოლოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარტიის დამაარსებელმა წევრებმა 1850-იან წლებში პარტიის დასახელებად აირჩიეს რესპუბლიკური პარტია, აშშ-ს რესპუბლიკანიზმის პატივსაცემად.[20] თავდაპირველად სახელის იდეა გაუჩნდა პარტიის წამყვან პუბლიცისტს და რედაქტორს - ჰორასი გრილსის, რომელმაც ისეთი მარტივი სახელის არჩევა ურჩია პარტიის წევრებს როგორიც იყო „რესპუბლიკელი“, აღნიშნული ტერმინი კი პროპაგანდას გაუწევდა თავისუფლებას მონობის სანაცვლოდ და საწინააღმდეგოდ.[21]
ტერმინი „დიდი ძველი პარტია“ წარმოადგენს ტრადიციულ მეტსახელს და რესპუბლიკურ პარტიას ხშირად მოიხსენიებენ აბრევიატურით GOP (Grand Old Party). ეს აბრევიატურა პირველად გამოიყენეს 1884 წელს. [22]
პარტიის ტრადიციულ თილისმას წარმოადგენს სპილო, რომელიც თომას ნასტმა გამოაქვეყნა ერთ-ერთ გაზეთში, როგორც პოლიტიკური კარიკატურა რესპუბლიკური პარტიის აღსანიშნავად, 1874 წლის 7 ნოემბერს. [23] პარტიის ალტერნატიულ სიმბოლოს წარმოადგენს არწივი ისეთ შტატებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, ოჰაიო და ინდიანა. ტრადიციულად, რესპუბლიკურ პარტიას არ გააჩნია მისთვის დამახიათებელი ფერი. თუმცა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხშირად იგი ასოცირდება წითელ ფერთან.[24][25]
პოლიტიკური პოზიციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკონომიკური პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესპუბლიკელები თვლიან, რომ თავისუფალი ბაზარი და ინდივიდუალური მიღწევა არის ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარი ფაქტორები. რესპუბლიკელები ხშირად ემხრობიან დემოკრატიული ადმინისტრაციების დროს ფისკალურ კონსერვატიზმს. [26]
თანამედროვე რესპუბლიკელები მხარს უჭერენ ეკონომიკის იმ თეორიას, რომელიც თვლის, რომ დაბალი საგადასახადო განაკვეთები ზრდის ეკონომიკას. ბევრი რესპუბლიკელი ეწინააღმდეგება პროგრესულ გადასახადებს. მათი აზრით, ეს უსამართლოდაა გათვლილი მათზე, ვინც ქმნის სამუშაო ადგილებს და დოვლათს. კერძო ხარჯები უფრო ეფექტურია, ვიდრე მთავრობის ხარჯები.[27] რესპუბლიკელები თვლიან, რომ კერძო სექტორი უფრო ეფექტურია საქველმოქმედო ღონისძიებების საკითხში ღარიბების დასახმარებლად, ვიდრე სამთავრობო კეთილდღეობის პროგრამები და რომ სოციალური დახმარების პროგრამები ხშირად იწვევს მთავრობაზე დამოკიდებულებას.
გარემოს დაცვის პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულად, რესპუბლიკური პარტიის პროგრესული ლიდერები მხარს უჭერდნენ გარემოს დაცვას. რესპუბლიკელი პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი იყო ცნობილი კონსერვატორი, რომლის პოლიტიკამ საბოლოოდ განაპირობა ეროვნული პარკის სამსახურის შექმნა.[28] მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი არ იყო ეკოლოგი, მან ხელი მოაწერა გარემოს დაცვის სააგენტოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას 1970 წელს და ჰქონდა ყოვლისმომცველი გარემოსდაცვითი პროგრამა. [29] ამასთან, ეს პოზიცია შეიცვალა 1980-იანი წლებიდან და პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაცია ეკოლოგიურ რეგულაციებს ეყრდნობოდა ეკონომიკას.[30] მას შემდეგ რესპუბლიკელებმა უფრო და უფრო დაიკავეს პოზიციები გარემოსდაცვითი რეგულირების წინააღმდეგ, ზოგიერთმა რესპუბლიკელმა უარყო კლიმატის ცვლილების შესახებ სამეცნიერო კონსენსუსი.[31]
ემიგრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1850–1870 წლებში, რესპუბლიკური პარტია უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა ემიგრაციას, ვიდრე დემოკრატები, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რესპუბლიკური პარტია ეყრდნობოდა იმ დროს ანტი-კათოლიკურ და ანტიემიგრაციულ პარტიებს. სამოქალაქო ომის შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში, რესპუბლიკური პარტია უფრო მეტად ხელს უწყობდა ემიგრაციას, რადგან წარმოადგენდა მწარმოებლებს ჩრდილო-აღმოსავლეთში (რომელთაც სურდათ დამატებითი მუშახელი), ხოლო დემოკრატიული პარტია განიხილებოდა, როგორც შრომის პარტია (რომელსაც სურდა ნაკლები კონკურენცია მუშახელს შორის). 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, პარტიებმა კვლავ გაცვალეს ადგილები, რადგან დემოკრატები უფრო მეტად ემხრობოდნენ ემიგრაციას, ვიდრე რესპუბლიკელები. [32]
რესპუბლიკელები გაყოფილი არიან ორ ნაწილად: ერთნი უპირისპირდებიან უკანონო ემიგრაციას, მეორენი კი საზღვრის დაცვას და არალეგალი ემიგრანტების დეპორტაციას გვთავაზობენ (პოპულისტების მხარდაჭერით). 2016 წელს მკვეთრი პოზიცია დაიკავეს არალეგალური ემიგრაციის წინააღმდეგ, წამყვანმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა სამხრეთის გასწვრივ კედლის აშენების წინანადადება შესთავაზა მოსახლეობას. [33]
რესპუბლიკელი პრეზიდენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლისათვის აშშ-ს ისტორიაში არის 19 რესპუბლიკელი პრეზიდენტი.
# | პრეზიდენტი | სურათი | შტატი | პოსტზე მოსვლა |
პოსტიდან წასვლა |
---|---|---|---|---|---|
16 | აბრაამ ლინკოლნი (1809–1865) | ილინოისი | 4 მარტი, 1861 | 15 აპრილი, 1865 | |
18 | ულის გრანტი (1822–1885) | ოჰაიო | 4 მარტი, 1869 | 4 მარტი, 1877 | |
19 | რეზერფორდ ჰეისი (1822–1893) | ოჰაიო | 4 მარტი, 1877 | 4 მარტი, 1881 | |
20 | ჯეიმზ გარფილდი (1831–1881) | ოჰაიო | 4 მარტი, 1881 | 19 სექტემბერი, 1881 | |
21 | ჩესტერ ართური (1829–1886) | ნიუ იორკი | 19 სექტემბერი, 1881 | 4 მარტი, 1885 | |
23 | ბენჯამინ ჰარისონი (1833–1901) | ინდიანა | 4 მარტი, 1889 | 4 მარტი, 1893 | |
25 | უილიამ მაკ-კინლი (1843–1901) | ოჰაიო | 4 მარტი, 1897 | 14 სექტემბერი, 1901 | |
26 | თეოდორ რუზველტი (1858–1919) | ნიუ იორკი | 14 სექტემბერი, 1901 | 4 მარტი, 1909 | |
27 | უილიამ ჰოვარდ ტაფტი (1857–1930) | ოჰაიო | 4 მარტი, 1909 | 4 მარტი, 1913 | |
29 | უორენ გამალიელ ჰარდინგი (1865–1923) | ოჰაიო | 4 მარტი, 1921 | 2 აგვისტო, 1923 | |
30 | კალვინ კულიჯი (1872–1933) | მასაჩუსეტსი | 2 აგვისტო, 1923 | 4 მარტი, 1929 | |
31 | ჰერბერტ ჰუვერი (1874–1964) | კალიფორნია | 4 მარტი, 1929 | 4 მარტი, 1933 | |
34 | დუაიტ ეიზენჰაუერი (1890–1969) | კანზასი | 20 იანვარი, 1953 | 20 იანვარი, 1961 | |
37 | რიჩარდ ნიქსონი (1913–1994) | კალიფორნია | 20 იანვარი, 1969 | 9 აგვისტო, 1974 | |
38 | ჯერალდ ფორდი (1913–2006) | მიჩიგანი | 9 აგვისტო, 1974 | 20 იანვარი, 1977 | |
40 | რონალდ რეიგანი (1911–2004) | კალიფორნია | 20 იანვარი, 1981 | 20 იანვარი, 1989 | |
41 | ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში (1924–2018) | ტექსასი | 20 იანვარი, 1989 | 20 იანვარი, 1993 | |
43 | ჯორჯ უოკერ ბუში (1946–) | ტექსასი | 20 იანვარი, 2001 | 20 იანვარი, 2009 | |
45 | დონალდ ტრამპი (1946–) | ნიუ იორკი | 20 იანვარი, 2017 | 20 იანვარი, 2021 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- American National Biography (20 volumes, 1999) covers all politicians no longer alive; online at many academic libraries.
- Aistrup, Joseph A. The Southern Strategy Revisited: Republican Top-Down Advancement in the South (1996).
- Barone, Michael. The Almanac of American Politics 2014: The Senators, the Representatives and the Governors: Their Records and Election Results, Their States and Districts (2013); revised every two years since 1975.
- Critchlow, Donald T. The Conservative Ascendancy: How the Republican Right Rose to Power in Modern America (2nd ed. 2011).
- Ehrman, John, The Eighties: America in the Age of Reagan (2005).
- Fauntroy, Michael K. Republicans and the Black vote (2007).
- Fried, J (2008). Democrats and Republicans – Rhetoric and Reality. New York: Algora Publishing.
- Frank, Thomas. What's the Matter with Kansas? How Conservatives Won the Heart of America (2005).
- Frum, David. What's Right: The New Conservative Majority and the Remaking of America (1996).
- Kurian, George Thomas ed. The Encyclopedia of the Republican Party (4 vol., 2002).
- Lamis, Alexander P. ed. Southern Politics in the 1990s (1999).
- Levendusky, Matthew. The Partisan Sort: How Liberals Became Democrats and Conservatives Became Republicans (2009). Chicago Studies in American Politics.
- Mason, Robert. The Republican Party and American Politics from Hoover to Reagan (2011).
- Reinhard, David W. The Republican Right since 1945 (1983).
- Rutland, Robert Allen. The Republicans: From Lincoln to Bush (1996).
- Sabato, Larry J. Divided States of America: The Slash and Burn Politics of the 2004 Presidential Election (2005).
- Sabato, Larry J. and Bruce Larson. The Party's Just Begun: Shaping Political Parties for America's Future (2001), textbook.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Republican National Committee
- Senate Republican Conference
- House Republican Conference
- National Republican Senatorial Committee
- National Republican Congressional Committee
- Republican Governors Association
- Republican State Leadership Committee
- National Black Republican Association
- Young Republican National Federation დაარქივებული 2019-09-08 საიტზე Wayback Machine.
- Asian American Republicans დაარქივებული 2020-12-01 საიტზე Wayback Machine.
- College Republican National Committee
- 2016 National Platform დაარქივებული 2016-08-01 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (2008) Lincoln's America: 1809–1865. SIU Press, გვ. 19. ISBN 9780809387137.
- ↑ James G. Randall; Lincoln the Liberal Statesman (1947).
- ↑ „The Ol' Switcheroo. Theodore Roosevelt, 1912“. Time. April 29, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 5, 2018. ციტირების თარიღი: February 3, 2018.
- ↑ Layman, Geoffrey (2001). The Great Divide: Religious and Cultural Conflict in American Party Politics. Columbia University Press, გვ. 115, 119–20. ISBN 978-0231120586.
- ↑ U.S. Senate: The Kansas-Nebraska Act. ციტირების თარიღი: March 28, 2019
- ↑ The Wealthy Activist Who Helped Turn "Bleeding Kansas" Free. ციტირების თარიღი: March 28, 2019
- ↑ The Origin of the Republican Party, A. F. Gilman, Ripon College, 1914. Content.wisconsinhistory.org. ციტირების თარიღი: January 17, 2012.
- ↑ Republican National Political Conventions 1856-2008 (Library of Congress). ციტირების თარიღი: March 12, 2019
- ↑ „The Ol' Switcheroo. Theodore Roosevelt, 1912“. Time. Time.com. April 29, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 5, 2018. ციტირების თარიღი: February 3, 2018.
- ↑ Nicol C. Rae, The Decline and Fall of the Liberal Republicans: From 1952 to the Present (1989)
- ↑ (July 31, 2012) American Culture Transformed: Dialing 9/11. Palgrave Macmillan. ISBN 9781137033499.
- ↑ Judis, John. (December 20, 2004) Movement Interruptus.
- ↑ Wooldridge, Adrian and John Micklethwait. The Right Nation (2004).
- ↑ (2013) რედ. Michael Kazin: In Search of Progressive America. University of Pennsylvania Press, გვ. 97. ISBN 978-0812209099.
- ↑ Profiles of the Typology Groups | Pew Research (May 10, 2005). ციტირების თარიღი: December 27, 2016.
- ↑ Hook, Reid J. Epstein and Janet. Donald Trump's Win Starts a New Era for Republicans.
- ↑ 12 days that stunned a nation: How Hillary Clinton lost.
- ↑ How Trump won and proved everyone wrong with his populist message.
- ↑ Groppe, Maureen (November 7, 2018). „President Donald Trump and Vice President Mike Pence renew their political vows in advance of 2020“. USAToday. ციტირების თარიღი: November 7, 2018.
- ↑ Rutland, RA (1996). The Republicans: From Lincoln to Bush, გვ. 2. ISBN 0-8262-1090-2.
- ↑ ushistory.org. (July 4, 1995) The Origins of the Republican Party. Ushistory.org. ციტირების თარიღი: October 25, 2012.
- ↑ "Grand Old Party", Oxford English Dictionary.
- ↑ Cartoon of the Day. ციტირების თარიღი: December 27, 2016.
- ↑ Ballots of United States: Indiana. University of North Carolina. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 25, 2017. ციტირების თარიღი: February 6, 2017.
- ↑ Tomas Lopez. (October 23, 2014) [https://www.brennancenter.org/blog/poor-ballot-design-hurts-new-yorks-minor-parties-again Poor Ballot Design Hurts New York's Minor Parties ... Again]. Brennan Center for Justice. ციტირების თარიღი: February 6, 2017
- ↑ Milkis, Sidney M.; King, Desmond; Jacobs, Nicholas F. (2019). „Building a Conservative State: Partisan Polarization and the Redeployment of Administrative Power“. Perspectives on Politics (ინგლისური). 17 (2): 453–469. doi:10.1017/S1537592718003511. ISSN 1537-5927.
- ↑ Paul Kiel, Jesse Eisinger. (2018-12-11) How the IRS Was Gutted en. ციტირების თარიღი: 2018-12-11
- ↑ Filler, Daniel. Theodore Roosevelt: Conservation as the Guardian of Democracy. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 2, 2003. ციტირების თარიღი: November 9, 2007.
- ↑ Ewert, Sara Dant (July 3, 2003). „Environmental Politics in the Nixon Era“. Journal of Policy History. 15 (3): 345–48. doi:10.1353/jph.2003.0019. ISSN 1528-4190. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 9, 2017. ციტირების თარიღი: June 3, 2017.
- ↑ Dunlap, Riley E.; McCright, Araon M. (August 7, 2010). „A Widening Gap: Republican and Democratic Views on Climate Change“. Environment: Science and Policy for Sustainable Development. 50 (5): 26–35. doi:10.3200/ENVT.50.5.26-35. ISSN 0013-9157.
- ↑ Shipan, Charles R.; Lowry, William R. (June 2001). „Environmental Policy and Party Divergence in Congress“. Political Research Quarterly. 54 (2): 245–63. doi:10.1177/106591290105400201. JSTOR 449156.
- ↑ Peters, Margaret. (2017) Trading Barriers გვ. 154–55.
- ↑ Frumin, Aliyah (November 25, 2013). „Obama: 'Long past time' for immigration reform“. MSNBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 21, 2014. ციტირების თარიღი: January 26, 2014.