პედრუ V
პედრუ V | |
---|---|
Pedro V o Esperançoso | |
პორტუგალიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 15 ნოემბერი, 1853 |
მმართ. დასასრული: | 11 ნოემბერი, 1861 |
წინამორბედი: | მარია II |
მემკვიდრე: | ლუიშ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 16 სექტემბერი, 1837 |
დაბ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
გარდ. თარიღი: | 11 ნოემბერი, 1861 |
გარდ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
მეუღლე: | სტეფანია ჰოჰენცოლერნ-ზიგმარიგენი |
დინასტია: | ბრაგანსის დინასტია |
მამა: | ფერნანდუ II |
დედა: | მარია II |
რელიგია: | კათოლიციზმი |
პედრუ V (პორტ. Pedro V o Esperançoso; დ. 16 სექტემბერი, 1837, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 11 ნოემბერი, 1861, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიის მეფე 1853–1861 წლებში. ბრაგანსის დინასტიიდან პორტუგალიის დედოფლის მარია II-ისა და მისი საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიიდან მისი მეუღლის ფერნანდუ II-ის შვილი.
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მმართველობის პირველი ორი წლის მანძილზე ქვეყანას ფაქტობრივად მართავდა მამამისი, რომელმაც კარგი განათლება მისცა საკუთარ შვილს და სამოგზაუროდ გააგზავნა ევროპის ქვეყნებში.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1858 წელს დაქორწინდა სტეფანია ჰოჰენცოლერნ-ზიგმარიგენზე (1837–1859). მეუღლის ადრეულმა გარდაცვალებამ მეფე მელანქოლიაში ჩააგდო და არც გამოსულა მდგომარეობიდან გარდაცვალებამდე. სამეფო ტახტი გადავიდა მისი ძმის ლუიშ I-ის ხელში, რადგან მას ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Castelo Branco e Torres, João Carlos Feo Cardoso de (1838). Resenha das familias titulares do Reino de Portugal: acompanhada das notícias biographicas de alguns individuos das mesmas famílias (Portuguese). Lisbon: Imprensa Nacional-Casa da Moeda.
- Pinto, Albano da Silveira (1883). Resenha das familias titulares e grandes de Portugal (Portuguese). Lisbon: Francisco Arthur da Silva.
|