პორტუგალიის მეფეების სია
იერსახე
აქ წარმოდგენილია პორტუგალიის მმართველების სია პორტუგალიის საგრაფოდან მოყოლებული რესპუბლიკური მმართველობის დამყარებამდე.
პორტუგალიის საგრაფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტუგალიის საგრაფო (პორტ. Condado Portucalense) შეიქმნა ალფონსო VI კასტილიელის მიერ, რომელმაც აღნიშნული ტერიტორია აჩუქა თავის სიძეს ენრიკე ბურგუნდიელს.
- ენრიკე ბურგუნდიელი (პორტ. Henrique de Borgonha, ესპ. Enrique de Borgoña) — 1093—1112.
- ტერეზა ლეონელი (პორტ. Teresa de Leão, ესპ. Teresa de León) — 1112—1128. იყო საკუთარი შვილის რეგენტი.
- აფონსუ ენრიკეში (პორტ. Afonso Henriques) — 1128—1139. შემდეგ გახდა დამოუკიდებელი პორტუგალიის პირველი მეფე.
პორტუგალიის სამეფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბურგუნდიული დინასტია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფონსუ I დამპყრობელი(პორტ. Afonso I o Grande) — 1139—1185.
- სანშუ I (პორტ. Sancho I o Povoador) — 1185—1211.
- აფონსუ II სქელი (პორტ. Afonso II de Portugal o Gordo) — 1211—1223.
- სანშუ II (პორტ. Sancho II o Pio) — 1223—1247.
- აფონსუ III (პორტ. Afonso III Bolonhês) — 1248—1279.პორტუგალიის რეგენტი 1245 წლის 21 სექტემბრიდან თავისი ძმის გარდაცვალებამდე, როდესაც მიიღო ყველა სამეფო პრივილეგია.
- დინიშ I (პორტ. Dinis I o Lavrador) — 1279—1325.
- აფონსუ IV (პორტ. Afonso IV o Bravo) — 1325—1357.
- პედრუ I (პორტ. Pedro I o Justiceiro) — 1357—1367.
- ფერნანდუ I (პორტ. Fernando I o Formoso) — 1367—1383.
უმეფობა (1383—1385)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერიოდი ფერნანდო I გარდაცვალებასა და ხელისუფლებაში მისი ნახევარძმის დონ ჟუანის მოსვლას შორის.
- ლეონორ ტელეშ დე მენეზეში (ესპ. Leonor Teles de Menezes) — 1383—1383. იყო რეგენტი საკუთარი შვილის ბეატრიზ პორტუგალიელისა.
- დონ ჟუანი, ავისის ორდენის მაგისტრი (ესპ. João I) — 1383—1385.
ავისის დინასტია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟუან I (პორტ. João I o de Boa Memória) — 1385—1433.
- დუარტე I (პორტ. Duarte I o Eloquente) — 1433—1438.
- აფონსუ V (პორტ. Afonso V o Africano) — 1438—1477.
- ჟუან II (პორტ. João II o Príncipe Perfeito) — 1477—1477.
- აფონსუ V — (მეორედ) 1477—1481.
- ჟუან II — (მეორედ) 1481—1495.
- მანუელ I (პორტ. Manuel I o Venturoso) — 1495—1521.
- ჟუან III (პორტ. João III o Piedoso) — 1521—1557.
- სებასტიან I (პორტ. Sebastião I o Desejado) — 1557—1578.
- ენრიკე I (პორტ. Henrique I o Casto) — 1578—1580.
- ანტონიუ I (პორტ. António I Determinado), — 24 ივნისი 1580-25 აგვისტო 1580.
ავსტრიული დინასტია (ჰაბსბურგები)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფილიპე I (პორტ. Filipe I o Prudente, ესპ. Felipe II el Prudente) — 1581—1598. ასევე ესპანეთის მონარქების სიაშია სახელწოდებით ფილიპე II (1556—1598).
- ფილიპე II (პორტ. Filipe II o Piedoso, ესპ. Felipe III el Piadoso) — 1598—1621. ასევე ესპანეთის მონარქების სიაშია სახელწოდებით ფილიპე III (1598—1621).
- ფილიპე III (პორტ. Filipe III o Grande, ესპ. Felipe IV el Grande) — 1621—1640. ასევე ესპანეთის მონარქების სიაშია სახელწოდებით ფილიპე IV (1621—1665).
ამ სამოცწლიანი პერიოდის განმავლობაში პორტუგალიას მართავდა ვიცე-მეფე ან გუბერნატორი.
1640 წლის 1 დეკემბრის აჯანყებით დაიწყო ომი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის (პორტ. Guerra da Restauração, ესპ. Guerra de Restauración), რომლის შედეგად პორტუგალიის სამეფო ტახტი დაიკავა ბრაგანსის დინასტიამ (პორტ. Dinastia de Bragança, ესპ. Dinastía de Braganza).
ბრაგანსის დინასტია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟუან IV (1604—1656) (პორტ. João IV o Restaurador) — 1640—1656
- აფონსუ VI (1643—1683) (პორტ. Afonso VI o Vitorioso) — 1656—1683
- პედრუ II (1648—1706) (პორტ. Pedro II o Pacífico) — რეგენტი 1667—1683, მეფე 1683—1706
- ჟუან V (1689—1750) (პორტ. João V o Magnânimo) — 1706—1750
- ჟუზე I (1714—1777) (პორტ. José I o Reformador) — 1750—1777
- მარია I (1734—1816) (პორტ. Maria I a Piedosa) — 1777—1816
- ჟუან VI (1767—1826) (პორტ. João VI o Clemente) — რგენტი 1799—1816, მეფე 1816—1826
- პედრუ IV (1798—1834) (პორტ. Pedro IV o Rei-soldado) — 1826, ასევე ბრაზილიის იმპერატორი პედრუ I სახელით (1822—1831)
- მარია II (1819—1853) (პორტ. Maria II a Educadora) — 1826—1828
- მიგელი (1802—1866) (პორტ. Miguel I o Absolutista, o Tradicionalista) — 1828—1834
- მარია II (1819—1853) (პორტ. Maria II a Educadora) — 1834—1853
კობურგ-ბრაგანსის დინასტია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პედრუ V (1837—1861) (პორტ. Pedro V o Esperançoso) — 1853—1861
- ლუიშ I (1838—1889) (პორტ. Luís I o Popular) — 1861—1889
- კარლუშ I (1863—1908) (პორტ. Carlos I o Diplomata, o Martirizado) — 1889—1908
- მანუელ II (1889—1932) (პორტ. Manuel II o Patriota, o Desventurado) — 1908—1910
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|