მაჰერშალა ალი
მაჰერშალა ალი | |
---|---|
ალი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2016 წელს | |
მშობლიური სახელი | Mahershala Ali |
დაბადების თარიღი |
16 თებერვალი, 1974 ოკლენდი, კალიფორნია, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ნიუ-იორკის უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2001-დღემდე |
მეუღლე(ები) | ამატუს-სამი-კარიმ (იქ. 2013) |
შვილ(ებ)ი | 1 |
მაჰერშალალჰაშბაზ ალი (ინგლ. Mahershalalhashbaz Ali; დ. 16 თებერვალი, 1974) — ამერიკელი მსახიობი, რომელსაც მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის ორი ოსკარი, ოქროს გლობუსი და BAFTA. 2019 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ იგი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.[1]
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გამოჩნდა ტელესერიალებში — „ჯორდანის გამოძიება“ (2001–2002) და „მატრიცა: მუქარა“ (2003–2004). ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რიჩარდ ტაილერის როლით ტელესერიალში „4400“ (2004–2007). 2008 წელს მონაწილეობდა დეივიდ ფინჩერის ფილმში „ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია“. კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწია Netflix-ის პოლიტიკური ტელესერიალით „ბანქოს სახლი“ (2013–2016). იგი აგრეთვე გამოჩნდა „შიმშილის თამაშების“ სერიის ორ ფილმში და სუპერგმირულ ტელესერიალში „ლიუკ ქეიჯი“ (2016).
ალიმ მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში ხუანის როლის შესრულებისთვის ფილმში „მთვარის შუქი“. იგი პირველი მუსულმანი მსახიობია, რომელიც აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გახდა.[2] 2019 წელს გადაეცა მეორე ოსკარი და ოქროს გლობუსი პიანისტ დონ შირლის როლის განსახიერებისთვის ფილმში „მწვანე წიგნი“ — ამით იგი გახდა პირველი შავკანიანი, რომელმაც მიიღო ორი ოსკარი ერთი და იმავე კატეგორიაში.[3] 2019 წელს იყო HBO-ს კრიმინალური ტელესერიალის „ნამდვილი დეტექტივის“ მესამე სეზონის მთავარი როლის შემსრულებელი.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2001–2002 | ს | ჯორდანის გამოძიება | Crossing Jordan | ტრეი სანდერსი |
2002 | ს | აჩრდილებთან მოსაუბრე | Haunted | ალექს დელკური |
2002 | ს | ნიუ-იორკის პოლიცია | NYPD Blue | რაშარდ კოულმენი |
2003 | ფ | რევოლუციონერი | Making Revolution | მეკ ლესლოუ |
2003 | ს | CSI:დანაშაულის ადგილი | CSI: Crime Scene Investigation | ტომბსის პირადი დაცვა |
2003 | ს | ოპერატიული მუშაკი | The Handler | — |
2003–2004 | ს | მატრიცა: მუქარა | Threat Matrix | ჯელანი ჰარპერი |
2004–2007 | ს | 4400 | The 4400 | რიჩარდ ტაილერი |
2008 | ფ | ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია | The Curious Case of Benjamin Button | ტიზი |
2008 | ფ | უნმის გული | Umi's Heart | ეზრა |
2009 | ფ | გადასასვლელი | Crossing Over | დეტექტივი სტრიკლენდი |
2009 | ს | სიცრუის თეორია | Lie to Me | დონ ჰიუზი |
2009 | ს | კანონი და წესრიგი: სპეციალური კორპუსი | Law & Order: Special Victims Unit | მარკ ფოსტერი |
2010 | ფ | მტაცებლები | Predators | მომბასა |
2010 | ტფ | უდანაშაულო | The Wronged Man | კელვინ უილისი |
2011 | ს | ჩააქვრეთ სინათლე | Lights Out | მკვდარი როუ რეინოლდსი |
2011–2012 | ს | — | Treme | ენტონი კინგი |
2012 | ფ | ადგილი ფიჭვის ქვეშ | The Place Beyond the Pines | კოფი კენკემი |
2011–2012 | ს | ალფა ადამიანები | Alphas | ნეითან კლეი |
2012 | ს | ალკატრასი | Alcatraz | კლერენს მონტგომერი |
2014 | ფ | უპირატესობა | 4 Supremacy | დამხმარე რივერსი |
2014 | ფ | შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1 | The Hunger Games: Mockingjay – Part 1 | ბოგსი |
2013–2016 | ს | ბანქოს სახლი | House of Cards | რემი დენტონი |
2015 | ფ | შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2 | The Hunger Games: Mockingjay – Part 1 | ბოგსი |
2016 | ფ | ბოტასები | Kicks | მარლონი |
2016 | ფ | — | Gubagude Ko | ოჩორო |
2016 | ფ | ჯონსის თავისუფალი შტატი | Free State of Jones | მოსეს ვაშინგტონი |
2016 | ფ | მთვარის შუქი | Moonlight | ხუანი |
2016 | ფ | დამალული ფიგურები | Hidden Figures | ჯიმ ჯონსონი |
2016 | ს | ლიუკ კეიჯი | Marvel's Luke Cage | კორნელ სტოკსი |
2017 | ფ | როქსანა როქსანა | Roxanne Roxanne | კროსი |
2017 | ს | ამხანაგი დეტექტივი | Comrade Detective | მწვრთნელი |
2018 | ფ | მწვანი წიგნი | Green Book | დონ შირლი |
2018 | ფ | სპაიდერ-მენი: სამყაროს მიღმა | Spider-Man: Into the Spider-Verse | აარონ დეივისი |
2018 | ს | ოთახი 104 | Room 104 | ფრანკო |
2019 | ს | ნამდვილი დეტექტივი | True Detective | უეინ ჰეისი |
2019 | ფ | ალიტა: მეომარი ანგელოზი | Alita: Battle Angel | ვეკტორი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მაჰერშალა ალი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- მაჰერშალა ალი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- მაჰერშალა ალი — Rotten Tomatoes
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Spencer, Octavia (17 აპრილი, 2019). „Mahershala Ali“. Time. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Crum, Maddie (26 თებერვალი, 2017). „Mahershala Ali Becomes The First Muslim Actor To Win An Oscar“. The Huffington Post. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Yglesias, Matthew. Oscars 2019 milestones: Black Panther and Roma broke boundaries. Vox. ციტირების თარიღი: 2019-02-25.
- დაბადებული 16 თებერვალი
- დაბადებული 1974
- XXI საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მსახიობები
- აფრო-ამერიკელი მამაკაცი მსახიობები
- ამერიკელი მამაკაცი კინომსახიობები
- ამერიკელი მამაკაცი ტელემსახიობები
- ამერიკელი მამაკაცი გამხმოვანებლები
- ამერიკელი რეპერები
- კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს მფლობელები
- ოსკარის მფლობელი კინომსახიობები
- ოქროს გლობუსის გამარჯვებულები
- პრაიმტაიმის ემის ჯილდოს მფლობელები
- ამერიკელი მამაკაცი ვიდეო თამაშების მსახიობები