კორდელ ჰალი
კორდელ ჰალი | |
---|---|
ინგლ. Cordell Hull | |
დაბადების თარიღი | 2 ოქტომბერი, 1871[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | Olympus |
გარდაცვალების თარიღი | 23 ივლისი, 1955[1] [2] [3] [4] [5] [6] [8] (83 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Bethesda |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | Cumberland School of Law, Wilmington College და National Normal University |
მეუღლე/ები | Rose Frances Whitney Hull |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[9] [10] |
კორდელ ჰალი (ინგლ. Cordell Hull; დ. 2 ოქტომბერი, 1871, ტენესი — გ. 23 ივლისი, 1955, ვაშინგტონი) — ამერიკელი საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით, 11 წლის განმავლობაში (1933-1944 წწ.). ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი 1945 წელს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორდელ ჰალი დაიბადა 1871 წლის 2 ოქტომბერს ბირდსტონის მახლობლად (ტენესის შტატი). იგი იყო ფერმერ უილიამ ჰალისა და ელიზაბეთ რაილის ხუთი შვილიდან მესამე. ადრეულ ასაკში გამოიჩინა პოლიტიკური აქტიურობა, გახდა „ახალგაზრდა დემოკრატი“, მონაწილეობდა პოლიტიკურ ღონისძიებებში და დებატებში, ხოლო 1891 წელს აირჩიეს ქლეის ოლქის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ.
1891 წელს მიიღო კამბერლენდის უნივერსიტეტის იურიდიული ხარისხი, ათთვიანი კურსი დაასრულა ხუთ თვეში. 1893 წელს აირჩიეს ტენესის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრად.
ესპანეთ-ამერიკის ომის დროს მსახურობდა კუბაზე ტენესის ქვეითთა კაპიტნად.
1906 წელს აირჩიეს აშშ-ის კონგრესის დეპუტატად, რომლის წევრიც იყო 1920 წლამდე. იყო საშემოსავლო გადასახადისა და მემკვიდრეობის გადასახადის შესახებ კანონების ავტორი. 1920 წლის არჩევნებში მარცხის შემდეგ გახდა დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის (დემოკრატიული პარტიის მმართველი კომიტეტის) თავმჯდომარე.
1923 წელს კვლავ აირჩიეს კონგრესში და ეს თანამდებობა შეინარჩუნა 1930 წლამდე. 1931 წელს აირჩიეს სენატში.
ამერიკული დიპლომატიის სათავეში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1933 წელს პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანიო რუზველტმა დანიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნად. 1933 წლის ივლისში ხელმძღვანელობდა ამერიკის დელეგაციას ლონდონის ეკონომიკურ და ფინანსურ კონფერენციაზე. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ჯერჯერობით ყველაზე ხანგრძილვად იმყოფებოდა თავის წინამორბედებსა და მემკვიდრეებს შორის[11]. როგორც სახელმწიფო მდივანი, ჰალი სრულიად ეთანხმებოდა რუზველტის საგარეო პოლიტიკურ კურსს და იყო პრეზიდენტის ერთგული თანამოაზრე.
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება სსრკ-თან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1933 წლის სექტემბერში ურჩია პრეზიდენტ თეოდორ რუზველტს, რომ ეცნო საბჭოთა კავშირი და დაემყარებინა მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა მაქსიმ ლიტვინოვმა ამერიკაში ვიზიტის დროს ჰალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი ერუდიციითა და დახვეწილი მანერებით, გარდა ამისა იგი დაპირდა კომინტერნის საქმიანობის შეზღუდვასა და ამერიკელებისათვის სსრკ-ში რელიგიური მსახურების უფლების მიცემას. ამან ხელი შეუწყო „შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ და სოციალურ სტრუქტურას შორის არსებული განსხვავებების უგულებელყოფას“, მათ შორის სსრკ-ში საგარეო ვაჭრობაზე სახელმწიფო მონოპოლიის არსებობას[12]. დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები არ შეწყვეტილა და მეორე მსოფლიო ომამდე არაფერი საპირისპიროც არ ჰქონიათ. ერთადერთხელ მორალური ემბარგო გამოუცხადა ამერიკამ ზამთრის ომის დაწყების შემდეგ ფინეთთან, რაც დაკავშირებული იყო თვითმფრინავების სსრკ-თან მიწოდებაზე. ეს ემბარგოც შეუმჩნევლად შეიცვალა 1941 წელს გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირზე თავდასხმამდე.
საგარეოპოლიტიკური კურსი ომამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰალმა დიდი ძალისხმევა გამოიჩინა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისათვის და ზოგადად მხარს უჭერდა ნახევარსფეროში ამერიკის დომინირების იდეას მონროს დოქტრინის თანახმად. იგი იყო ევროპისა და აზიის საქმეებში აშშ-ის ნეიტრალური პოზიციის მომხრე, რაც ხსნის მის პოზიციას ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებით. სწორედ ამის გამო 1937 წელს მან ბოდიში მოიხადა ნიუ-იორკისს ანტიფაშისტი მერის ფიორელო ლა გარდიას გამო, რომელსაც ნაცისტები „ებრაელ ხულიგანს“ უწოდებდნენ.
მომდევნო წლებში ჰალმა დაარწმუნა პრეზიდენტი რუზველტი არ მიეღო გემი „სენტ-ლუისი“, რომელზეც იმყოიფებოდა 936 ლტოლვილი ებრაელი. გემი გააბრუნეს უკან და მისი მგზავრების უმეტესობა დაიღუპა ჰოლოკოსტის დროს.
ომის პირველი ეტაპი: ნეიტრალიტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასავლეთ უკრაინისა და ბელორუსიის საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობა გერმანიის პოლონეთზე თავდასხმის შემდეგ ამერიკისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთიდან ამერიკის ელჩმა ბულიტმა ტელეგრაფით გაუგზავნა შეტყობინება პრეზიდენტ რუზველტს. ელჩი გააფრთხილა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წითელი არმიის მოსალოდნელი წინსვლის შესახებ დასავლეთში კერზონის ხაზამდე, საბჭოთა კავშირ-გერმანიის შეთანხმების თანახმად. 17 სექტემბერს, როდესაც პოლონეთის მთავრობამ დატოვა ქვეყანა და ქვეყანამ არსებობა შეწყვიტა, ელჩმა შტეინგარდტმა გააგზავნა მოლოტოვის ნოტა მასზე, რომ „საბჭოთა ჯარები შევიდნენ აღმოსავლეთ პოლონეთში, დასავლეთ უკრაინასა და დასავლეთ ბელორუსიაში მათი სიცოცხლისა და ქონების დასაცავად.“ საბჭოთა კავშირის მოქმედებები ვაშინგტონშI ახსნეს, როგორც „ჰიტლერის ლეგიონების საბჭოთა კავშირის სიახლოვეს მოქმედებების“ აღკვეთის მცდელობა[12].
1939 წლის 28 ნოემბერს კორდელ ჰალმა განახორციელა ბოლო წარუმატებელი მცდელობა სსრკ-სა და ფინეთს შორის სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. სსრკ გარიცხეს ერთა ლიგიდან, თუმცა აშშ-მ არ მიიღო რაიმე ეფექტური ზომები ფინეთის დასახმარებლად.
აშშ „დიდ სამეულში“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე რუზველტი პირადად დაკავდა ევრიპის საქმეებით, ხოლო წყნარი ოკეანის პრობლემებში რწმუნებას აძლევდა ჰალს, რომელმაც მოლაპარაკებები აწარმოა იაპონიასა და ჩინეთთან. არის ჰალის ნოტის ავტორი.
1942 წლის თებერვლიდან იგი ხელმძღვანელობდა ომისშემდგომი პოლიტიკის საკონსულტაციო კომიტეტს, რომელშიც შედიოდნენ როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები. 1943 წლის 18 ოქტომბერს მონაწილეობდა მოსკოვის კონფერენციაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ენტონმი იდენთან და საბჭოთა კავშირის საგარე საქმეთა სახალხო კომისარ ვიაჩესლავ მოლოტოვთან ერთად. რომელზეც დაფიქსირდა სსრკ-ის დასავლეთის საზღვრები 1941 წლის 22 ივნისის მდგომარეობით, მათ შორის ბალტიისპირეთის ჩათვლით.
წვლილი გაეროს შექმნაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1944 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან. გადადგომის შემდეგ ხელმძღვანელობდა ამერიკის დელეგაციას გაეროს დამფუძნებელ კონფერენციაზე სან-ფრანცისკოში 1945 წელს, რისთვისაც მან მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია 1945 წელს.
1948 წელს გამოსცა მემუარები ორ ტომად (The Memoirs of Cordell Hull), რომელშიც მან აღწერა თავისი ცხოვრების მოვლენები და გამოითქვა მოსაზრებები მისი ეპოქის პოლიტიკოსების შესახებ.
პირადი ცხოვრება და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]45 წლის ასაკში, 1917 წელს დაქორწინდა უიტნი ჰალზე, რომელიც იყო წარმოშობით ავსტრიელი ებრაელი ვირჯინიის შტატიდან. წყვილს შეეძინათ 6 შვილი. უიტნი ჰალი გარდაიცვალა 1954 წელს სტონტონში, ვირჯინია. დაკრძალულია ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში.
გარდაიცვალა 1955 წლის 23 ივლისს, 83 წლის ასაკში, ვაშინგტოინში მდებარე საკუთარ სახლში. დაკრძალეს ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში წმინდა იოსებ არიმათიელის სამლოცველოში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Cordell Hull Foundation, a non-profit NGO, based around furthering international peace and co-operation.
- The Cordell Hull Institute, a U.S. think-tank focusing on furthering debate in international economic development and trade. დაარქივებული 2011-06-28 საიტზე Wayback Machine.
- The Cordell Hull Museum, located in Byrdstown, Tennessee, focusing on Hull's life and work.
- Cordell Hull State Park
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 GeneaStar
- ↑ 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 8.0 8.1 Munzinger Personen
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1945/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ Иванян Э. А. Энциклопедия российско-американских отношений. XVIII-XX века. — Москва: Международные отношения, 2001. — 696 с. — ISBN 5-7133-1045-0.
- ↑ 12.0 12.1 Hull, Cordell (1871-1955). The memoirs of Cordell Hull . New York: Macmillan Co, 1948. — Vol. 1. — P. 294, 295, 685, 704—705.
|
|