შინაარსზე გადასვლა

ბერტა ფონ ზუტნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერტა ფონ ზუტნერი
გერმ. Bertha von Suttner
დაბადების თარიღი 9 ივნისი, 1843(1843-06-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17]
დაბადების ადგილი პრაღა, ავსტრიის იმპერია[18] [19] [7] [12] [20] [17]
გარდაცვალების თარიღი 21 ივნისი, 1914(1914-06-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [16] [17] (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვენა[18] [7] [12] [20]
დასაფლავებულია main cemetery Gotha
ფსევდონიმი B. Oulot, Jemand[7]
საქმიანობა მწერალი[21] [17] [22] , რომანისტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, პაციფისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი[21] და რედაქტორი[7]
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა  ავსტრიის იმპერია
ცისლეიტანია
ჟანრი უტოპია და დისტოპია და feminist science fiction
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[23] [24]
მეუღლე Arthur Gundaccar von Suttner[25]
ხელმოწერა

ბერტა ფონ ზუტნერი (გერმ. Bertha Sophie Felicitas Freifrau von Suttner, დაბადებით გრაფინია კინსკი, გერმ. Kinsky; დ. 9 ივნისი, 1843, პრაღა — გ. 21 ივნისი, 1914, ვენა) — ავსტრიელი მწერალი, პაციფიზმის საერთაშორისო მოძრაობის აქტივისტი. პირველი ქალი ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების საქმეში და მარი სკლოდოვსკა-კიურის შემდეგ მეორე ქალბატონი, რომელმაც მიიღო აღნიშნული პრემია.

ბერტა ფონ ზუტნერი 1911 წელს

ბერტა ფონ ზუტნერი დაიბადა 1843 წლის 9 ივნისს პრაღაში (მაშინ ავსტრია-უნგრეთი) ავსტრიელი გენერლის ფრანც-იოზეფ კინსკი შინიკ უნდ ტეტაუს ოჯახში, რომელიც გოგონას დაბადების შემდეგ მალევე გარდაიცვალა და მისი აღზრდით დაკავდა დედამისი სოფია ვილჰელმინა და მისი მეურვე, ოივე მათგანი საკმაოდ მიღებული ფიგურები იყვნენ ავსტრიის სამეფო კარზე. ისე მოხდა, რომ ბერტა კინსკი აღიზარდა ავსტრიის არისტოკრატიული საზოგადოების მილიტარისტულ ტრადიციებში. იმ ტრადიციებით, რომელსაც იგი ებრძოდა თავისი ცხოვრების მეორე ნაწილში.

როდესაც ბერტა იყო 30 წლის მისი ოჯახი გაკოტრდა და იგი იძულებული გახდა ზუტნერების ცნობილ ოჯახში ოთხი ქალიშვილის აღმზრდელად დაეწყო მუშაობა. ძალიან მალევე მას შეუყვარდა ზუტნერების სამი შვილიდან ერთ-ერთი — არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი. ისინი დაქორწინდნენ არტურის მშობლების თანხმობის გარეშე. ზუტნერები იძულებული გახდნენ გამგზავრებულიყვნენ საქართველოში (მაშინ რუსეთის იმპერია) თავად დადიანის ოჯახის მიწვევით. ათი წელი ზუტნერები ცხოვრობდნენ თბილისში. როდესაც ოსმალეთსა და რუსეთს შორის დაიწყო ომი არტურ ფონ ზუტნერმა დაიწყო რეპორტაჟების წერა ვენის პერიოდული გამოცემებისათვის საბრძოლო მოქმედებების სცენიდან. ქმრის სტატიების პოპულარობა იყო კალმისა და ბერტას დამსახურება. იგი წერდა მოტხრობებს, ესსეებს ძირითადად ფსევდონიმით В. Oulot. არტურთან ერთად - ემილ ზოლას გავლენით, ჩარლზ დარვინისა და ჰერბერტ სპენსერის იდეებზე დაწერა ოთხი რომანი: „Inventarium einer Seele“ (ლაიფციგი, 1883; 2 გამოცემა 1888); „Ein Manuskript“ (ლაიფციგი, 1885); „High Life“ (მიუნხენი, 1886); „Daniela Dormes“ (მიუნხენი, 1886).

მისი ქმარი არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი (1850-1902 წწ.) ასევე ცნობილია როგორც ავტორი მთელი რიგი რომანებისა და ნოველებისა: „Daredjan“ (მიუნხენი, 1884); „Der Battono“ (შტუტგარტი, 1886); „Anderl“ (დრეზდენი, 1889); „Die Adjàren“ (შტუტგარტი, 1889) და სხვ.

1886-1887 წლებში ზუტნერები პარიზში ცხოვრობდნენ, სადაც შეხვდნენ ალფრედ ნობელს და ერნსტ რენანს. გაეცნენ „საერთაშორისო არბიტრაშისა და მშვიდობის ასოციაციის“ მოღვაწეობას ლონდონში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. არბიტრაჟის იდეებით შთაგონებულმა ბერტამ დაწერა წიგნი „მანქანის ეპოქა“ (1889 წ.), სადაც გამოდიოდა ევროპის ქვეყნებში ნაციონალიზმისა და მილიტარიზმის პროპაგანდის კრიტიკით.

1889 წელს გამოვიდა ბერტას წიგნი „ძირს იარაღი!“ („Die Waffen nieder!“), რომელიც მოგვითხრობდა ახალგაზრდა ქალის ცხოვრების შესახებ, რომლის ბედისწერაც ვითარდება XIX საუკუნის 60-იანი წლების ფონზე. ეს იყო მწვავე პროტესტი ომის წინააღმდეგ.

რომანმა „ძირს იარაღი!“ პოპულარობა მოუტანა არა მხოლოდ ავტორს, არამედ მთელს ომის საწინააღმდეგო მოძრაობას. ლევ ტოლსტოიმ ეს გავლენა შეადარა ჰარიეტ ბიჩერ სტოუს წიგნის „ბიძია თომას ქოხის“ გავლენას.

საერთაშორისო საზოგადოებრივი მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის პოპულარობამ მწერალს კავშირები დაამყარებინა მშვიდობისათის მებრძოლ ევროპელთა წრეში. 1891 წელს ზუტნერმა პირველად თავის ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღო მშვიდობისმოყვარეთა ძალების კონგრესში, რომელიც გაიმართა რომში „საპარლამენტთაშორისო კავშირის“ ორგანიზებით. ამავე წელს მან დააარსა „ავსტრიის მშვიდობის საზოგადოება“, რომელიც გახდა პირველი პაციფისტური ორგანიზაცია ქვეყანაში. 1892 წელს ბერტა ფონ ზუტნერი გახდა „ბერნის მშვიდობის ბიუროს“ წევრ-დამკვირვებელი, ორგანიზაციისა, რომელიც კოორდინაციას უწევდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ პაციფისტურ ჯგუფებს. 20 წლის განმავლობაში ბერტა ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

1892 წელს ბერტამ ალფრედ ფრიდთან ერთად დააარსა პაციფისტური ჟურნალი „ძირს იარაღი!“. ბრტა ფონ ზუტნერი მონაწილეობდა მშვიდობისმოყვარე ძალთა სხვადასხვა კონფერენციებში და ხშირად იგი იყო ამ კონფერენციების ერთადერთი მონაწილე ქალი. 1902 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ზუტნერმა გააგრძელა აქტიური პაციფისტური მოღვაწეობა. დაასრულა ტურნე აშშ-სა და გერმანიაში, სადაც კითხულობდა ლექციებს (1904-1905 წწ.), შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს თეოდორ რუზველტს.

ნობელის მშვიდობის პრემია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფრედ ნობელთან მიმოწერამ და ბერტას მიმართვამ დაეფინანსებინა პაციფისტური პროექტები, რომლებიც თავიდან ააცილებდა მსოფლიოს ომებს, გამოიწვია ის, რომ 1893 წელს პირად წერილში ნობელმა პირობა დადო, რომ დააარსებდა მშვიდობის პრემიას.

ბერტა ფონ ზუტნერს პრემია მიენიჭა 1905 წელს და გადაეცა 1906 წლის 18 აპრილს ოსლოში. ზუტნერი გახდა პირველი ქალი მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი და მეორე ქალი ნობელის პრემიის ლაურეატი მარი სკლოდოვსკა-კიურის შემდეგ. იგი აქვეყნებდა მრავრიცხოვან სტატიებს, დაწერა რომანი მშვიდობის პრობლემებზე და ქალთა პრობლემებზე.

1912 წელს დაასრულა თავისი მეორე ვიზიტი აშშ-ში. თავის ლექციებში იგი აფრთხილებდა ჩინეთის მილიტარიზაციის საფრთხეებზე, მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა სამხედრო თვითმფრინავების მშენებლობას.

გერმანულ ნაციონალისტურ პრესაში მას „პაციფიზმის ფიურერს“ უწოდებდნენ, მილიტარისტულ წრეებში - „მოღალატეს“. 1913 წელს ჰააგის „საერთაშორისო სამშვიდობო კონგრესზე“ მას არაოფიციალურად უბოძეს პაციფისტური მოძრაობის „გენერალისიმუსის“ წოდება.

ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაციაზე უარის თქმის შემდეგ ბერტ ფონ ზუტნერი გარდაიცვალა 1914 წლის 21 ივნისს ვენაში. სარაევოს მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე და პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 5 კვირით ადრე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 FemBio database
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 WeChangEd
  8. 8.0 8.1 Frauen in Bewegung 1848–1938Österreichische Nationalbibliothek, 2006.
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 GeneaStar
  11. 11.0 11.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 Blumesberger S. Handbuch der österreichischen Kinder- und Jugendbuchautorinnen — 2014. — ტ. 2. — S. 1124–1129. — ISBN 978-3-205-78552-1
  13. 13.0 13.1 Encyklopedie dějin města Brna — 2004.
  14. 14.0 14.1 Babelio — 2007.
  15. Biographien der österreichischen Dichterinnen und Schriftstellerinnen — 1893. — S. 54.
  16. 16.0 16.1 Baumgartner M. 133 // Der Verein der Schriftstellerinnen und Künstlerinnen in WienBöhlau Verlag, 2015. — ISBN 978-3-205-20168-7, 978-3-205-79702-9 — doi:10.7767/9783205201687
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 The Fine Art Archive — 2003.
  18. 18.0 18.1 Зутнер Берта фон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  19. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1905/suttner-bio.html
  20. 20.0 20.1 Schmid-Bortenschlager S., Schnedl-Bubeniček H. Österreichische Schriftstellerinnen 1880–1938: Eine Bio-BibliographieStuttgart: Akademischer Verlag Hans-Dieter Heinz, 1982. — S. 177–179. — ISBN 978-3-88099-123-1
  21. 21.0 21.1 https://de.wikipedia.org/w/index.php?title=Liste_deutschsprachiger_Science-Fiction-Autorinnen&oldid=187264839
  22. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  23. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1905/suttner-facts.html
  24. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  25. https://data.matricula-online.eu/de/oesterreich/wien/06-gumpendorf/02-45/?pg=76