წითელი დროშის ორდენი
წითელი დროშის ორდენი | ||
---|---|---|
მუარის ლენტა | ||
წითელი დროშის ორდენი (რუს. Орден Крaсного Знамени) — სამხედრო ორდენი, რომელიც დააწესა სსრკ ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტის (ცაკი) პრეზიდიუმს 1924 წლის 1 აგვისტოს (რსფსრ-ში არსებობდა 1918-დან, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში — 1920-1921 წლიდან). აჯილდოებენ საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის რიგით მებრძოლებს, მეთაურებს, ჯარის ნაწილებსა და შენაერთებს, აგრეთვე სხვა მოქალაქეებს საბრძოლო საქმიანობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისა და თავდადებისათვის,საბჭოთა კავშირის მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული წარჩინებისათვის; 1944-დან — გენერლებს, ოფიცრებსა და სერჟანტებს ნამსახურობისათვის. დაჯილდოებულ კოლექტივს „წითელდროშოვანი“ ეწოდება. ორდენის ნიშანი ოვალური ფორმისაა, მზადდება ვერცხლისაგან, ატარებენ მკერდის მარცხენა მხარეს, ოქტომბრის რევოლუციის ორდენის შემდეგ.
საქართველოს სსრ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წითელი დროშის ორდენით დაჯილდოებული კოლექტივები:
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 317.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქართველოს სსრ, თბ., 1981. — გვ. 347.