იალტა
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
იალტა უკრ. Ялта ყირიმ. Yalta | |||||
| |||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||
კოორდინატები | 44°29′58″ ჩ. გ. 34°09′19″ ა. გ. / 44.49944° ჩ. გ. 34.15528° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1154 | ||||
პირველი ხსენება | 1154 | ||||
ფართობი | 283 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 200 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ყირიმელი თათრების ენა, უკრაინული ენა და რუსული ენა | ||||
მოსახლეობა | 74 652 (2021)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +380-654 და +7-3654 | ||||
საფოსტო ინდექსი | 98600–98639 და 298600–298639 | ||||
ოფიციალური საიტი | https://yalta.com.ua/ | ||||
იალტა (უკრ. Ялта, ყირიმ. Yalta) — ქალაქი ყირიმში, სამხრეთ უკრაინაში, შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ქალაქი მდებარეობს ძველი ბერძნული კოლონიის ნამოსახლარზე, რომელიც ლეგენდის თანახმად ბერძენმა მეზღვაურებმა დააარსეს მყუდრო ნავსაყუდელის ძებნისას. იალტა გარშემორტყმულია ტყიანი მთებით, აქვს ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული კლიმატი და ისტორიულად ყურძნის ვენახებითა და ბაღებით იყო ცნობილი.
იალტის არსებობა პირველად XII საუკუნეში დაფიქსირდა არაბი გეოგრაფის მიერ, რომელმაც იგი ბიზანტიურ პორტად და მეთევზეთა დასახლებად მონათლა. XIV საუკუნეში ქალაქი გენუის სავაჭრო კოლონიათა სისტემის ნაწილი ხდება და მოიხსენიება როგორც ეტალიტა ან გალიტა. 1475 წელს იალტა დანარჩენ ყირიმთან ერთად ოსმანთა მიერ იქნა შეპყრობილი, რომლებმაც იგი ნახევრად დამოუკიდებელ ყირიმის სახანოდ აქციეს. 1783 წელს იალტა რუსეთის იმპერიამ შეიერთა მთელ ყირიმთან ერთად, რაც რუსეთ-თურქეთის ომის საბაბი გახდა 1787-1792 წლებში.
XIX საუკუნეში ქალაქი პოპულარული კურორტი, დასასვენებელი ადგილი ხდება რუსეთის არისტოკრატიისა და ჩინოსნებისთვის. მწერლები ლევ ტოლსტოი და ანტონ ჩეხოვი ზაფხულს აქ ატარებდნენ. ქალაქი ასევე მჭიდროდ ასოცირდება სამეფო კართან. 1889 წელს ალექსანდრე III-მ იალტის შორიახლოს მასანდრას სასახლე ააგო, 1911 წელს კი ნიკოლოზ II-მ ლივადიას სასახლე ააშენა ქალაქის სამხრეთით.
XX საუკუნეში იალტა საბჭოთა კავშირის უმთავრესი შავიზღვისპირა კურორტი ხდება. 1920 წელს ლენინი ხელს აწერს დეკრეტს „ყირიმის მშრომელი ხალხისთვის სამკურნალო მიზნებით გამოყენების შესახებ“, რის შედეგადაც რეგიონი ექსკლუზიური დასასვენებელი ადგილიდან სოციალიზმის მშენებლობით დაღლილ პროლეტართა მასობრივ გამაჯანსაღებელ ცენტრად გადაიქცა. იალტის გარშემო უამრავი სანატორიუმი გაშენდა. იალტაში ისვენებდა საბჭოთა ელიტაც. სტალინი მასანდრას სასახლეს საზაფხულო რეზიდენციად იყენებდა.
ქალაქი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა 1945 წელს იალტის კონფერენციაზე დიდი სამეულის (სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთის პირველი პირები) შეხვედრისას, რომელიც ლივადიას სასახლეში გაიმართა.
1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ იალტის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ახლად გამდიდრებულთა უმრავლესობა უპირატესობას ევროპის კურორტებს ანიჭებს საზღვრების გახსნის შემდეგ. მეორე მხრივ, ყოფილი საბჭოთა კავშირის მოსახლეობის უმრავლესობა ეკონომიკურ გაჭირვებაში უკვე იალტაშიც ვეღარ ახერხებს დასვენებისთვის საკმარისი სახსრების შოვნას. თუმცა ბოლო წლებში იალტა ეკონომიკურად ისევ მომჯობინდა, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა და ტურისტებიც დაბრუნდნენ. დამსვენებლებთა უმრავლესობას ჯერჯერობით მხოლოდ რუსები და უკრაინელები შეადგენენ.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აკაპულკო, მექსიკა[2][3]
- ბადენ-ბადენი, გერმანია
- ბათუმი, საქართველო[4]
- ეილათი, ისრაელი
- გალაცი, რუმინეთი
- ხაჩმაზი, აზერბაიჯანი
- მარგიტი, გაერთიანებული სამეფო
- ნიცა, საფრანგეთი[5]
- პოცუოლი, იტალია
- რიეკა, ხორვატია
- სანტა-ბარბარა, აშშ
- სანია, ჩინეთი
- შარმ-ელ-შეიხი, ეგვიპტე
- ულან-უდე, რუსეთი
- ბურგასი, ბულგარეთი
- ფუჯისავა, იაპონია
- ლატაკია, სირია
- პანკოვი, გერმანია
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იალტა“ ვიკისაწყობში.
- იალტა, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- იალტის ტურისტული მეგზური დაარქივებული 2006-02-10 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://rosstat.gov.ru/storage/mediabank/tab-5_VPN-2020.xlsx
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-20. ციტირების თარიღი: 2017-03-14.
- ↑ http://es.db-city.com/M%C3%A9xico--Guerrero--Acapulco-de-Ju%C3%A1rez
- ↑ Batumi – Twin Towns & Sister Cities. Batumi City Hall. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-04. ციტირების თარიღი: 2013-08-10.
- ↑ Villes jumelées avec la Ville de Nice French. Ville de Nice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-29. ციტირების თარიღი: 2013-06-24.
|