გივი ჩოხელი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გივი დიმიტრის ძე ჩოხელი | ||
დაბადების თარიღი | 27 ივნისი, 1937 | ||
დაბადების ადგილი |
თელავი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 25 თებერვალი, 1994 (56 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1956 | ნადიკვარი | ||
1956–1965 | დინამო | 159 | (4) |
ეროვნული ნაკრები | |||
1956–1965 | სსრ კავშირი | 19 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1969–1970 | დინამო თბილისი | ||
1974 | დინამო თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
გივი ჩოხელი (დ. 27 ივნისი, 1937, თელავი, საქართველოს სსრ — გ. 25 თებერვალი, 1994, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965), საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1971).[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერის მანძილზე ითამაშა თელავის „ნადიკვარსა“ და თბილისის „დინამოში“. კარიერის დასრულების შემდეგ იგი მოღვაწეობდა ამ უკანასკნელში სხვადასხვა სამწვრთნელო პოზიციებზე (1969–1970), 1974 წელს კი გახდა მთავარი მწვრთნელი.
19 მატჩი ჩაატარა საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, მონაწილეობდა 1960 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატსა და 1962 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში, სადაც საბჭოთა კავშირმა ოქროს მედალი მოიპოვა. საბჭოთა ნაკრების დაცვის ხაზის სახელგანთქმულ ტრიოს უძღვებოდა ჩოხელი, ტრიოში ჩოხელთან ერთად შედიოდნენ ანატოლი მასლიონკინი და ანატოლი კრუტიკოვი ადრეულ 1960 წელს.
1960 წლის 10 ივლისს პარიზის პარკ დე პრენსზე იუგოსლავიის ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ ფინალურ მატჩში გივი ჩოხელი მეორედ გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და უაღრესად დაძაბული ბრძოლის შემდეგ , 23 წლის ასაკში, ევროპის უმაღლესი საფეხბურთო ჯილდოს მფლობელი გახდა, ამავე წელს (1960) საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალში მიიღო მონაწილეობა, სადაც თბილისის „დინამო“ მოსკოვის „ტორპედოსთან“ 3:4 დამარცხდა. 1963 წლის ჩათვლით იცავდა ქვეყნის უძლიერესი კლუბის ღირსებას და რამდენიმეჯერ გახდა პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
გივი ჩოხელს ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული ადგილი უკავია, მან, მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის თასი მოიპოვეს.
ის იყო პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრებში დაცვის ხაზზე იდგა. მანამდე ჩვენ მხოლოდ თავდამსხმელებით შეგვეძლო გვეამაყა. ჩოხელი უაღრესად თანამედროვე მცველი იყო. დიდი ფეხბურთელის ერუდიცია და მაღალი ტაქტიკური ალღო მას საშუალებას აძლევდა, ყოველთვის რაციონალურად ეთამაშა დაცვის ცენტრში, ხოლო როცა ფლანგზე გადადიოდა, აქტიურად ეხმარებოდა ფორვარდებს. განსაკუთრებით კარგი იყო მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში. შესანიშნავად თამაშობდა თავით. მაღალი ტექნიკა ეხმარებოდა, ძალზე ზრდილობიანი ყოფილიყო მეტოქეთა მიმართ, მაგრამ ეს სულ არ უშლიდა ხელს, წესიერების ფარგლებში, ბურთისთვის ძალისმიერი ხერხებიი გამოეყენებინა.ამ ბრძოლას ის ყოველთვის იგებდა.
თელავის მუნიციპალური სტადიონის წინ დგას გივი ჩოხელის ქანდაკება.
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე გივი ჩოხელი 721 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[2][3]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა). გამოკითხვის შედეგად გივი ჩოხელი საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.[4][5]
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფინალისტი: 1960[6]
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩემპიონი: 1960
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 33 საუკეთესო
- №1: 1960, 1961, 1962
- №3: 1963
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თედორაძე, ზურაბ, საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
პერიოდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გივი ჩოხელი — თბილისის „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი // „ლელო“, 8 იანვარი, 1974, № 5 (5035), გვ. 1.
- თბილისის „დინამოს“ მწვრთნელები // „ლელო“, 8 აპრილი, 1978, № 69 (6134), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გივი ჩოხელი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გივი ჩოხელი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბიოგრაფია · გივი ჩოხელი — ქართული სპორტი
- გივი ჩოხელი — თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გივი ჩოხელი — პერსონალური გვერდი
- ↑ პაიჭაძე და ძმანი მისნი... რადიორედაქციის კონკურსის შედეგად // „ლელო“, 16 მაისი, 1968, № 95 (3579), გვ. 2–3.
- ↑ 1921–1968: საქართველოს ნაკრები
- ↑ XX საუკუნის რჩეულები
- ↑ საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
- ↑ Torpedo Moskva 4–3 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1959/60
|
|
- დაბადებული 27 ივნისი
- დაბადებული 1937
- გარდაცვლილი 25 თებერვალი
- გარდაცვლილი 1994
- ჩოხელები
- თელავში დაბადებულები
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- საბჭოთა ფეხბურთის მწვრთნელები
- თბილისის დინამოს მწვრთნელები
- 1960 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ევროპის ჩემპიონები ფეხბურთში
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- საბურთალოს პანთეონში დაკრძალულები