ავთანდილ ღოღობერიძე
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ავთანდილ ნიკოლოზის ძე ღოღობერიძე[1] | ||
დაბადების თარიღი | 3 აგვისტო, 1922 | ||
დაბადების ადგილი |
სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის სფსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი |
20 ნოემბერი, 1980 (58 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 171 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1939 | პიშჩევიკი სოხუმი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1940–1941 | დინამო ს. | ? | |
1945–1961 | დინამო თბ. | 341 | (127) |
ეროვნული ნაკრები | |||
1952–1954 | სსრ კავშირი | 3 | (1) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1961–1962 | დინამო თბილისი | ||
1963–1965 | დინამო თბილისი (დ.) | ||
1966–1967 | ლოკომოტივი თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ავთანდილ ღოღობერიძე, ასევე ცნობილი მეტსახელით ბასა[2][3][კომ. 1] (დ. 3 აგვისტო, 1922, სოხუმი, აფხაზეთის სსრ, ამიერკავკასიის სფსრ — გ. 20 ნოემბერი, 1980, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე.[4][კომ. 2][5][კომ. 3] იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951),[6][7] საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, შრომის წითელი დროშის ორდენისა[8] და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი. დიდი სამამულო ომის მონაწილე. ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი.[1]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავთანდილ ღოღობერიძე სოხუმში, 1922 წლის 3 აგვისტოს დაიბადა. ფეხბურთის თამაშიც აქვე, სოხუმის ბავშვთა გუნდში დაიწყო. 1939 წელს სოხუმის „პიშჩევიკის“ რიგებში თამაშობდა, 1940–1941 წლებში კი სოხუმის „დინამოში“. 1944 წელს ქვეყნის პირველ გუნდში მიიწვიეს, სადაც 1961 წლამდე ასპარეზობდა.
თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1945 წლის 13 მაისს, საკავშირო პირველობის მე-8 ტურის კალენდარულ მატჩში, ლენინგრადის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე.[კომ. 4] დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ვალტერ სანაია, გრიგოლ გაგუა, ბორის ფროლოვი, არჩილ კიკნაძე, მიხეილ ბერძენიშვილი, გრიგოლ ჭელიძე, გაიოზ ჯეჯელავა, გიორგი ანთაძე, ვიქტორ პანიუკოვი, ვიქტორ ბერეჟნოი და ავთანდილ ღოღობერიძე. დაპირისპირება ვიქტორ პანიუკოვის დუბლის წყალობით თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დამთავრდა.[9]
თბილისის „დინამოს“ მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ 1961 წლის 26 აპრილს, საკავშირო ჩემპიონატის მე-4 ტურის კალენდარულ მატჩში, დონის როსტოვის სკა-ს წინააღმდეგ ითამაშა.[კომ. 5] თბილისელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: სერგო კოტრიკაძე, გივი ჩოხელი, ედუარდ თორაძე, გივი ხოჭოლავა, ჯემალ ზეინკლიშვილი, გიორგი სიჭინავა, თენგიზ მელაშვილი, შოთა იამანიძე, ზაურ კალოევი, ავთანდილ ღოღობერიძე და მიხეილ მესხი. შეხვედრა როსტოველთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–1 დამთავრდა.[10][11]
საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 341 მატჩი (127 გოლი). თბილისის „დინამოს“ რეკორდსმენი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი ბურთების მიხედვით. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ორგზის მეორე (1951, 1953) და ოთხგზის მესამე (1946, 1947, 1950, 1959) პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის ფინალისტი (1946, 1960). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ორგზის საუკეთესო ბომბარდირი (1951, 1954), გრიგორი ფედოტოვის „ასიანთა კლუბის“ წევრი (143 გოლი).
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღოღობერიძის დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში შედგა 15 ივლისს, 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ბულგარეთის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ითამაშა სამი მატჩი (1 გოლი).
სამწვრთნელო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სათამაშო კარიერის დამთავრების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. სხვადასხვა დროს იყო თბილისის „დინამოსა“ (1961–1962) და თბილისის „ლოკომოტივის“ (1966–1967) მთავარი მწვრთნელი, თბილისის „დინამოს“ გუნდის უფროსი (1962–1965).
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფინალისტი: 1946 [12]
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1951[13]
- გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრი: 127 გოლი
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1951 [1]
- 33 საუკეთესო
- №1: 1951, 1953, 1954
- №2: 1950, 1952, 1955, 1959
- №3: 1956
ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად. სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების, ასევე, ფეხბურთის გულშემატკივრებისა და მისი თანაგუნდელების შეფასებით, შედის იმ ფეხბურთელთა რიცხვში, რომელთაც თბილისის „დინამოს“ ისტორიაში განუმეორებელი კვალი დატოვეს.
ავთანდილ ღოღობერიძე რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[14][15][კომ. 6][16]
1956 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საქართველოს სს რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და 1956 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის ავთანდილ ნიკოლოზის ძე ღოღობერიძე დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[17][18]
1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე ავთანდილ ღოღობერიძე 708 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[19][20]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად ავთანდილ ღოღობერიძე საქართველოს XX საუკუნის მეექვსე საუკეთესო ფეხბურთელად და სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.[21][22]
ავთანდილ ღოღობერიძე არჩეული იყო თბილისის საქალაქო საბჭოს ხუთი მოწვევის დეპუტატად.[1]
ავთანდილ ღოღობერიძეს ეკუთვნის თითქმის ყველა ინდივიდუალური რეკორდი – 17 წლის მანძილზე იგი გამოდიოდა თბილისის „დინამოში“ და ჩემპიონატებში ყველაზე მეტი, 341 მატჩი ჩაატარა მის შემადგენლობაში, 10 წლის მანძილზე, 1951 წლიდან, გუნდის უცვლელი კაპიტანი იყო. მან გაიტანა ყველაზე მეტი, 127 ბურთი, ზოგადად და 25 – ერთ სეზონში, ექვსჯერ გახდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და ერთხელ, 1951 წელს საკავშირო ჩემპიონატის ბომბარდირი (16).[13]
1963 წელს გამოიცა მისი წიგნი სათაურით „ბურთით ცხრა მთას იქით“.
1967 წელს მძიმე ავტოკატასტროფის შემდეგ პარალიზებული, სარეცელს იყო მიჯაჭვული. 1976 წელს, განახლებული „დინამოს“ სტადიონის გახსნისას, ფეხებწართმეული ბასა მინდორზე თანაგუნდელებმა ხელში აყვანილი შეიყვანეს. მას ფეხზე მდგომი 75 ათასი მაყურებელი უკრავდა ტაშს.
2004 წელს, ფიფა-ს საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტამ გამოსცა 4-მარკიანი სერია. ერთ-ერთზე, 30 თეთრის ღირებულების საფოსტო მარკაზე ავთანდილ ღოღობერიძეა გამოსახული.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ღოღობერიძის ბიუსტი -
ღოღობერიძის ბიუსტი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მჭედლიშვილი, კოტე, სსრ კავშირის ფეხბურთელთა ნაკრები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1975. — გვ. 126. 134 გვ.
- ტორაძე, გულბათ, ქართული ფეხბურთის დიდოსტატები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 47–61. 70 გვ.
- Винокуров В. И.; Владимиров В.Г. Всё о футболе / Соскин А. М. (сост.). — М.: ФиС, 1972. — 290 c.
- Соскин А. М. (сост.) Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи. — М.: ФиС, 1972. — 290 c.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანთაძე, გიორგი, ფეხბურთელის მოგონებანი, თბ.: საბჭ. საქართველო, 1958.
- ბერიშვილი, ელგუჯა, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 187. 371 გვ.
- გაგუა, ოთარ, საფეხბურთო ჩუქურთმის დიდოსტატი გაიოზ ჯეჯელავა, თბ.: საქ. სპ. ჟურნ. ასოც. გამ-მა, 2015. — 208 გვ.
- თედორაძე, ზურაბ, საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001. — 52 გვ.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999. — 33 გვ.
- პაიჭაძე, ბ., ქორქია, ბ., ბრძოლა ოქროს ქალღმერთისათვის : „დინამოს“ ისტორია, თბ.: ნაკადული, 1960.
- ტორაძე, გულბათ, ქართული ფეხბურთი : მოთამაშეები, გუნდები, წარსულის ფურცლები, თბ., 1997.
- ტორაძე, გულბათ, ქართული ფეხბურთი ჩემს ცნობიერებაში, თბ.: ფავორიტი პრინტი, 2013.
- ტორაძე, გულბათ, ქართული ფეხბურთის დიდოსტატები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 19–26. 70 გვ.
- ღოღობერიძე, ავთანდილ, ბურთით ცხრა მთას იქით, თბ.: საქ. ჟურნალისტთა კავშირი, 1963.
- ყიფიანი, ედიშერ, ბურთი და მოედანი : ნარკვევები ქართველ სპორტსმენებზე, თბ.: საბლიტგამი, 1954.
- Гранаткин, В. А.; Ильин, С. В. Первенство СССР по футболу 1950. Справочник-календарь. — М.: ФиС, 1950.
- Гранаткин, В. А.; Ильин, С. В. Справочник по футболу. Первенство СССР 1950 г. (II круг). — М.: ФиС, 1950.
- Винокуров В. И.; Владимиров В.Г. Всё о футболе / Соскин А. М. (сост.). — М.: ФиС, 1972. — 295–296 c.
- Соскин А. М. (сост.) Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи. — М.: ФиС, 1972. — 295–296 c.
- Торадзе, Гулбат. Футбол на всю жизнь. — Тб.: Русский клуб, 2007. — 67–68 c.
- Шваб, П.Г. Энциклопедия советского футбола. Том 1. — Черновцы: Раенная типография, 1994. — 110 c.
პერიოდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თბილისის „დინამოს“ მწვრთნელები // „ლელო“, 8 აპრილი, 1978, № 69 (6134), გვ. 3.
- ჩილის მსოფლიო ჩემპიონატზე // „ლელო“, 5 ივლისი, 1962, № 131 (1980), გვ. 3–4.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თემატური საიტები |
---|
AFS · Dinamo-Tbilisi.ru · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Rusteam.Permian.ru · Sports-Reference.com · Worldfootball.net |
ლექსიკონები და ენციკლოპედიები |
---|
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი |
ფოტო |
---|
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი |
კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თენგიზ ღოღობერიძე იხსენებს: „მეტსახელი ბასა ბავშვობიდანვე შეურქმევიათ მამაჩემისთვის. ეს სოხუმში მომხდარა. თურმე, მამას ბავშვობიდანვე უჭირდა „ზ“-ს გამოთქმა, ჰოდა, ერთხელაც თანატოლებთან მოხვედრილს რუსული აბრა წაუკითხავს, „ოვოშჩნაია ბაზა“ რომ ეწერა ზედ. წაუკითხავს და „ოვოშჩნაია ბასაო“ ასე გამოუთქვამს. „ბასაც“ მაშინ უწოდებიათ. იხ. 3 აგვისტოს ფეხბურთელი ავთანდილ ღოღობერიძე დაიბადა
- ↑ Первенство СССР по футболу 1950. Справочник-календарь. Справочник знакомит читателей с предстоящим футбольным сезоном 1950 года, а также расскажет о прошедшем сезоне 1949 года, других футбольных событиях в СССР. Гранаткин В.А., Ильин С.В. (сост.), М.: "Физкультура и спорт", 1950. — გვ. 13, გვ. 34.
- ↑ Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи. Соскин Александр Максимович (сост.), М.: "Физкультура и спорт", 1972. — გვ. 290.
- ↑ შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 30 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო.
- ↑ შეხვედრა დონის როსტოვის „როსტსელმაშის“ სტადიონზე გაიმართა. თბილისელთაგან ბურთი როსტოველთა კარში თენგიზ მელაშვილმა მატჩის 41-ე წუთზე გაიტანა.
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). თავდაპირველად საუკეთესოებს ავლენდნენ გაზეთები „კრასნი სპორტი“ («Красный спорт»), ხოლო შემდეგ ჟურნალი „ფიზკულტურა და სპორტი“ («Физкультура и спорт»). 1933 წლიდან საუკეთესოთა სიის დამტკიცება ხდებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს, 1938 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის სექციის, ხოლო 1959 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. 1930 წლიდან სია წარმოადგენდა ფეხბურთელთა სამ სიმბოლურ შემადგენლობას იმ მოთამაშეთაგან, რომელთაც მიღწეული სეზონური მაჩვენებლებიდან გამომდინარე აკუთვნებდნენ შესაბამის ნომერს (№ 1, № 2 და № 3). 1928 წელს სიაში შეიყვანეს 44 ფეხბურთელი, ხოლო 1938 წელს — ქვეყნის 55 საუკეთესო მოთამაშე. საბჭოთა ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში სულ 616 ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი.
- ↑ ავთანდილ ღოღობერიძე. 2022 წელი.
- ↑ ავთანდილ ღოღობერიძე. ფიფა-ს 100 წელი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ავთანდილ ღოღობერიძე // „ლელო“, 25 ნოემბერი, 1980, № 227 (6788), გვ. 3.
- ↑ პაიჭაძე, ბორის., ჩვენი ბასა! // „ლელო“, 25 ნოემბერი, 1980, № 227 (6788), გვ. 3.
- ↑ ბასა // „ლელო“, 26 სექტემბერი, 1976, № 191 (5741), გვ. 2.
- ↑ Первенство СССР по футболу 1950. Справочник-календарь.
- ↑ Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи.
- ↑ Винокуров В. И., 1972, გვ. 290.
- ↑ Соскин А. М., 1972, გვ. 290.
- ↑ Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 17.. Научно-практическая электронная библиотека «Наука права».
- ↑ «Динамо» Тб. 2–1 «Динамо» Ленинград. Footballfacts.ru.
- ↑ СКА Ростов-на-Дону 3–1 «Динамо» Тбилиси // Чемпионат СССР 1961.
- ↑ СКА (Ростов-на-Дону) 3–1 "Динамо" (Тб.). fc-dynamo.ru.
- ↑ «Спартак» Москва 3–2 «Динамо» Тб. / Кубок СССР 1946. Финал.
- ↑ 13.0 13.1 USSR (Soviet Union) - List of Topscorers. rsssf.com
- ↑ 33 лучших футболистов сезона в СССР. ru.unionpedia.org
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია. dic.academic.ru
- ↑ Всё о футболе // М.: "Физкультура и спорт", 1972. — გვ. 290.
- ↑ ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სპორტსმენების საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით დაჯილდოების შესახებ // „ლელო“, 5 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება // „ლელო“, 5 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.
- ↑ პაიჭაძე და ძმანი მისნი... რადიორედაქციის კონკურსის შედეგად // „ლელო“, 16 მაისი, 1968, № 95 (3579), გვ. 2–3.
- ↑ საქართველოს ნაკრები 1921–1968. mygoals.ge
- ↑ XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge
- ↑ საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
|
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- დაბადებული 1922
- დაბადებული 3 აგვისტო
- სოხუმში დაბადებულები
- გარდაცვლილი 1980
- გარდაცვლილი 20 ნოემბერი
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელები
- სოხუმის დინამოს ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- საბჭოთა ფეხბურთის მწვრთნელები
- თბილისის დინამოს მწვრთნელები
- თბილისის ლოკომოტივის მწვრთნელები
- გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- საბურთალოს პანთეონში დაკრძალულები