გიგანტური ვოიდი
გიგანტური ვოიდი, გიგანტური ვოიდი NGH-ში, მეძებარი ძაღლების სუპერვოიდი, AR-Lp 36 — კოსმოსის უკიდურესად დიდი რეგიონი გალაქტიკების ძალიან დაბალი სიმკვრივით მეძებარი ძაღლების თანავარსკვლავედში. ეს არის სიდიდით მეორე დადასტურებული ვოიდი დღემდე, დიამეტრით 300-400 მეგაპარსეკი (1-დან 1.3 მილიარდი სინათლის წელი)[1] და მდებარეობს დედამიწიდან დაახლოებით 1.5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე (z = 0.116). ის აღმოაჩინეს 1988 წელს[2] და იყო უდიდესი ვოიდი ჩრდილოეთ გალაქტიკურ ნახევარსფეროში და შესაძლოა სიდიდით მეორე რაც ოდესმე აღმოჩენილა. მას ზომით მხოლოდ KVS ვოიდი აჭარბებს, რომლის სიგრძე აღწევს 2 მილიარდ სინათლის წელიწადს. სიცარიელის უზარმაზარი ზომის მიუხედავად, მის შიგნით არის 17 გალაქტიკის გროვა, რომლებიც კონცენტრირებულია სფერულ რეგიონში, რომლის დიამეტრი 50 მეგაპარსეკია. გალაქტიკათა გროვების მოძრაობის შესწავლა აჩვენებს, რომ ისინი არ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან, ანუ გროვების სიმკვრივე ძალიან დაბალია, რაც იწვევს სუსტ გრავიტაციულ ურთიერთქმედებას. ცაზე გიგნტური ვოიდის ახლოს მენახირის ვოიდი იმყოფება.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kopylov A. I.; Kopylova, F. G." (2002) «Search for streaming motion of galaxy clusters around the Giant Void» (PDF) Astronomy and Astrophysics, v.382, p.389-396 Bibcode: 2002A&A...382..389K doi:10.1051/0004-6361:20011500
- ↑ «The Northern Cone of Metagalaxy» (Kopylov et al. 1988)