ბრიტანეთის კუნძულები
იერსახე
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/48/LocationBritishIsles.png/220px-LocationBritishIsles.png)
ბრიტანეთის კუნძულები — არქიპელაგი ჩრდილოეთ-დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთის ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის. ფართობი დაახლოებით 325 ათ. კმ². ბრიტანეთის კუნძულების შემადგენლობაში შედის ორი დიდი კუნძული — დიდი ბრიტანეთი და ირლანდია; არქიპელაგები: ჰებრიდის კუნძულები, ორკნის კუნძულები, ანგლსი, მალი, მენი, სკაი და სხვა. ბრიტანეთის კუნძულებს ზოგჯერ მიაკუთვნებენ ნორმანდიის კინძულებსაც, როგორც დიდი ბრიტანეთის მიწებს, თუმცა ეს კუნძულები საფრანგეთის სანაპიროებთან მდებარეობს.
ბრიტანეთის კუნძულებზეა ორი სახელმწიფო — დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 527.