შინაარსზე გადასვლა

ასპინძის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ასპინძის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
ადმ. ცენტრი ასპინძა
კოორდინატები 41°34′26″ ჩ. გ. 43°15′02″ ა. გ. / 41.57389° ჩ. გ. 43.25056° ა. გ. / 41.57389; 43.25056
მერი როსტომ მაგრაქველიძე     
ფართობი 825 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 10 372 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 12,57 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 86,4 %
სომხები 13,3 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 74,8 %
მუსლიმები 11,6 %
გრიგორიანები 9,5 %
კათოლიკეები 2,3 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (364)
საფოსტო ინდექსი 0500–0599
ოფიციალური საიტი https://aspindza.ge/
ასპინძის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ასპინძის მუნიციპალიტეტი
ასპინძის მუნიციპალიტეტი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
ასპინძის ციხე დაბა ასპინძაში
ეკლესია ხვილიშა, VII საუკუნე

ასპინძის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — დაბა ასპინძა.

ასპინძის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება ახალციხის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით - ბორჯომის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით - ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.

1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან — ახალციხის მაზრაში ტოლოშის რაიონის სახელით, 1930 წლიდან — ცალკე ტოლოშის რაიონია, 1933 წლიდან დაერქვა ასპინძის რაიონი.

მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია თრიალეთის მთების კალთებით, სამხრეთიდან — ერუშეთის მთების კალთებით. ტერიტორია შეადგენს 825 კვ.კმ-ს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 540 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა მტკვარი. მისის შენაკადებია: ფარავანი, ოთა, ოშორა და სხვები. სოფელ ნაქალაქევში მდებარეობს წუნდის ტბა.

ასპინძის მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით:

აღწერის მონაცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 13 262
2002 13 106
2014 10 372
2021[3] 10 600

ადგილობრივი თვითმმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული ერთეულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მერი. მუნიციპალიტეტიში შექმილია 12 ტერიტორიული ერთეული, ესენია:

  1. ადმინისტრაციული ერთეული ასპინძა — დაბა ასპინძა, ივერია;
  2. ადმინისტრაციული ერთეული აწყვიტა — აწყვიტა;
  3. ადმინისტრაციული ერთეული დამალა — დამალა;
  4. ადმინისტრაციული ერთეული თოკი — ვარგავი, თოკი;
  5. ადმინისტრაციული ერთეული იდუმალა — იდუმალა, ოშორა;
  6. ადმინისტრაციული ერთეული ორგორა — ორგორა, საყუდაბელი;
  7. ადმინისტრაციული ერთეული ოთა — ოთა;
  8. ადმინისტრაციული ერთეული რუსთავი — რუსთავი;
  9. ადმინისტრაციული ერთეული ტოლოში — გულსუნდა, ტოლოში, ხერთვისი;
  10. ადმინისტრაციული ერთეული ძველი — ძველი, ჭობარეთი;
  11. ადმინისტრაციული ერთეული ნაქალაქევი — ვარძია, ზემო ვარძია, თმოგვი, მირაშხანი, ნაქალაქევი, ფია;
  12. ადმინისტრაციული ერთეული ხიზაბავრა — ნიჯგორი, სარო, ხიზაბავრა.
პარტია 2017[4] 2021[5] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 22 19                                    
  ნაციონალური მოძრაობა 1 6          
  ხალხის ძალა 3[]    
  ევროპული საქართველო 2 1  
  ლელო 1  
  პატრიოტთა ალიანსი 2
სულ 27 30  

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მიწათმოქმედება, მეხილეობა, მეცხოველეობა. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული და უმთავრესად ადგილობრივი დანიშნულებისაა. აქ არის ადგილობრივი მნიშვნელობის ორი ბალნეოლოგიური კურორტი: ასპინძა და ნაქალაქევი, ასევე ტურისტული ბაზა „ვარძია“.

მუნიციპალიტეტში 22 საჯარო სკოლაა, 24 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და 2 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის).

ღირსშესანიშნაობანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასპინძის მუნიციპალიტეტში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი, მათ შორის აღსანიშნავია: ვარძია, ზედა ვარძია, ვანის ქვაბები, თავკვეთურა, თმოგვის ციხე, ზედა თმოგვი, ხერთვისის ციხე, ხვილიშა, ჩიხორისი, შორეთი, ოთის ციხე, ოშორის ეკლესია, ჩიტიკიბე, ღართა, ყიზილდერესი, ვარნეთი, ძველი, წუნდა, კოხტასთავი, ბერისხევი, ბერთაყანა, ქარზამეთი, ალანძიის ეკლესია, გავეთი, გიორგიწმინდის ეკლესია, ოლოდა, სარო.

  1. Ethnic composition of Georgia 2014
  2. georgia-religion2014
  3. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  4. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 43-45. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-20[მკვდარი ბმული]
  5. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 53-55. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-20[მკვდარი ბმული]
  6. "ოცნება" დეპუტატებმა კიდევ 3 საკრებულოში დატოვეს ka (2022-07-13). ციტირების თარიღი: 2024-06-15
  7. 'ხალხის ძალას' სამცხე-ჯავხეთიდან 'ოცნების' 10–მდე დეპუტატი შეუერთდა (2022-10-25). ციტირების თარიღი: 2024-06-15