ენათმეცნიერება
ენათმეცნიერება, ლინგვისტიკა — მეცნიერება ადამიანის ბუნებრივი ენების[1][2][3], მათი აგებულებისა და ფუნქციონირების ზოგადი კანონების შესახებ.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენათმეცნიერებების გავრცელებული სახელწოდება უცხო ენებზე არის ლინგვისტიკა. იგი მომდინარეობს ლათინური lingua-საგან, რაც ნიშნავს „ენას“.
ენათმეცნიერების დისციპლინები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენის შესასწავლი ასპექტების თვალსაზრისით პირობითად გამოიყოფა ენათმეცნიერების დისციპლინების ორი კლასი: შიგა და გარე.
- შიდა ენათმეცნიერების კლასი:
- გრამატიკა – ეტიმოლოგია – ზოგადი ენათმეცნიერება – ლექსიკოგრაფია – მორფოლოგია – ონომასტიკა – ორთოგრაფია – სემანტიკა – სინტაქსი – ტიპოლოგია – ფონეტიკა – ფონოლოგია – ფრაზეოლოგია – შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერება
- გარე ენათმეცნიერების კლასი:
- დიალექტოლოგია – ეთნოლინგვისტიკა – ინტერლინგვისტიკა – ლინგვისტური გეოგრაფია – მეტალინგვისტიკა – პარალინგვისტიკა – სოციოლინგვისტიკა – ფსიქოლინგვისტიკა
ენათმეცნიერების ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენათმეცნიერება უძველესი დროიდან ვითარდებოდა ძველ აღმოსავლეთსა და მესოპოტამიაში, სირიასა და ეგვიპტეში, აგრეთვე ინდოეთსა (ძვ. წ. V-IV სს. პანინი) და საბერძნეთში (არისტოტელე). მეცნიერულ კვლევებს ამ დარგში საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის დასაწყისიდან ზოგადი ენათმეცნიერების (ვილჰელმ ჰუმბოლდტი) და შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების (ფრანც ბოპი, ვილჰელმ გრიმი და სხვები).
ენათმეცნიერების ისტორიის ძირითადი მიმართულებებია:
- ლოგიკური ენათმეცნიერება (XIX საუკუნის შუაწლები);
- ფსიქოლოგიური ენათმეცნიერება (XIX საუკუნის მე-2 ნახევარი);
- სოციოლოგიური ენათმეცნიერება (XIX საუკუნის დასასრული – XX საუკუნე).
ენათმეცნიერების საერთო ცნებები და ტერმინები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზოგადი ცნებები:
- ანბანი – ასო – ასპექტი – ბგერა – ბრუნება – ბრუნვა – განსაზღვრება – გარემოება – გრამატიკული დრო – გრამატიკული რიცხვი – დამატება – დამწერლობა – თანხმოვანი – თარგმანი – კომპოზიტი – მახვილი – უღლება – ქვემდებარე – შემასმენელი – ქცევა – წინადადება – ხმოვანი – თანხმოვანი
- ენის ფორმები და სახეები:
- დაპროგრამების ენა – დიალექტი – კილო – კილოკავი – ოფიციალური ენა – ჟესტების ენა – სალიტერატურო ენა – საერთაშორისო ენა – სახელმწიფო ენა – ხელოვნური ენა
- მეტყველების ნაწილები:
- არსებითი სახელი – ზედსართავი სახელი – რიცხვითი სახელი – ნაცვალსახელი – ზმნა – ზმნიზედა – თანდებული – კავშირი – ნაწილაკი – შორისდებული
- სასვენი ნიშნები:
- დეფისი – კითხვის ნიშანი – მრავალწერტილი – მძიმე – ორწერტილი – ძახილის ნიშანი – წერტილი – წერტილ–მძიმე
- მიმდინარეობები და თეზები:
გამოჩენილი ენათმეცნიერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ივანე ბოდუენ დე კურტენე, ფრანც ბოპი, ვილჰელმ გრიმი, ჯოზეფ ვუსტერი, ნიკოლაი იუშმანოვი, ნიკო მარი, ედვარდ სეპირი,ფერდინანდ დე სოსიური, ბენჯამინ ლი უორფი, ჰუგო შუხარდტი, არნოლდ ჩიქობავა, ვილჰელმ ჰუმბოლდტი, ალფრედო ტრომბეტი
ენათმეცნიერების ინსტიტუტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი დაარქივებული 2004-02-10 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მარტინეტი, ანდრე (1960). Elements of General Linguistics, Tr. Elisabeth Palmer (Studies in General Linguistics, vol. i.), London: Faber, გვ. 15.
- ↑ ჰალიდეი, მიხაელ; Jonathan Webster (2006). On Language and Linguistics. Continuum International Publishing Group, გვ. vii. ISBN 0-8264-8824-2.
- ↑ გრინბერგი, ჟოზეფი (1948). „Linguistics and ethnology“. Southwestern Journal of Anthropology. 4: 140–47.