ნაწილაკი
იერსახე
ნაწილაკი — დამხმარე სიტყვა ან მორფემა, რომელსაც სიტყვის (ან წინადადების) მნიშვნელობაში დამატებითი ელფერი შეაქვს და აღნიშნავს მოლაპარაკის დამოკიდებულებას სათქმელთან.
ქართულ ენაში ნაწილაკები გადმოსცემენ კითხვას (განა, ნუთუ, ხომ), მიმართებას (-ც: რომელი-ც), განუსაზღვრელობას (-მე, რომელი-მე), უკუთქმას (არ, ვერ, ნუ), სხვათა სიტყვას (-ო, -თქო, -მეთქი), დადასტურებას (ჰო, კი, დიახ) და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 343.;
- შანიძე ა., ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, ტ. 1 — მორფოლოგია, გამოცემა მე-2, თბ., 1973.
|