ჰომეროსი
ჰომეროსი | |
---|---|
ძვ. ბერძნ. Ὅμηρος | |
დაბადების თარიღი | ძვ. წ. IX საუკუნე[1] |
დაბადების ადგილი | უცნობი |
გარდაცვალების თარიღი | ძვ. წ. VIII საუკუნე |
გარდაცვალების ადგილი | იოსი |
საქმიანობა | პოეტი[2] , ავტორი[2] და მწერალი[3] [4] [5] |
ენა | ძველი ბერძნული ენა |
ეროვნება | ბერძნები |
მოქალაქეობა | Ionian League |
პერიოდი | ძვ. წ. VIII საუკუნე[6] |
ჟანრი | ეპოსი |
Magnum opus | ილიადა, ოდისეა და Homeric epics |
ჰომეროსი (ძვ. ბერძნ. Ὅμηρος; ძვ.წ VIII საუკუნე) — ლეგენდარული ბერძენი პოეტი, რომელსაც მიაკუთვნებენ ილიადისა (Ἰλιάς) და ოდისეის (Ὀδύσσεια) შექმნას. ერთ დროს ჰომეროსს მიაკუთვნებდნენ მთელ ეპიკურ ციკლს, რომელშიც შედიოდა პოემები ტროას ომზე და ასევე თებეური პოემები ოიდიპოსსა და მის ვაჟებზე. მასვე მიაკუთვნებდნენ ჰომერიკულ ჰიმნთა ტომებს, კომიკურ მინი-ეპოსს ბატრაქომიომაქია (Βατραχομυομαχία, „ბაყაყთა და თაგვთა ომი“) და მარგიტებს, თუმცა ამჟამად ამ მტკიცებას ეჭვქვეშ აყენებენ.
გადმოცემის თანახმად ჰომეროსი ბრმა იყო. დაბადების ადგილად რამდენიმე იონიის ქალაქს მიიჩნევენ, (საბერძნეთის შვიდი ქალაქი ეცილებოდა ერთმანეთს ჰომეროსის სამშობლოს საპატიო ტიტულს), თუმცა სხვაგვარად მისი ბიოგრაფიული მონაცემები თითქმის არ არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, რომ ჰომეროსი შესაძლოა ნამდვილი ადამიანი არ ყოფილიყო და რომ ეს სახელი შესაძლოა რამდენიმე ზეპირი პოეტისთვის მიეკუთვნებინათ, ტრადიციული ეპოსის გადმოცემისთვის. ასევე საკამათოა ილიადისა და ოდისეის ერთ პიროვნებაზე მიკუთვნება. სხვა ზემოთ აღნიშნულ პოემებს კი უფრო გვიანდელ პერიოდს მიაწერენ.
ლიტერატურა
- რ. გორდეზიანი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 683.
რესურსები ინტერნეტში
- ჰომეროსი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ჰომეროსი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ჰომეროსი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ჰომეროსი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- ილიადას ორენოვანი რედაქცია 1-12 წიგ.
- SORGLL: Homer, Iliad, Bk I, 1-52; read by Stephen Daitz დაარქივებული 2011-05-11 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
- ↑ Bibliothèque nationale de France Record #11907688f // BnF catalogue général — Paris: BnF.
- ↑ 2.0 2.1 Union List of Artist Names — 2012.
- ↑ Mirabile: Digital Archives for Medieval Culture — SISMEL – Edizioni del Galluzzo.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Catalog of the German National Library
- ↑ Czech National Authority Database