შინაარსზე გადასვლა

ტაკლა-მაკანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: simple:Taklamakan Desert
r2.6.2) (Robot: Modifying sr:Takla Makan to sr:Такла Макан
ხაზი 97: ხაზი 97:
[[simple:Taklamakan Desert]]
[[simple:Taklamakan Desert]]
[[sk:Taklamakan]]
[[sk:Taklamakan]]
[[sr:Takla Makan]]
[[sr:Такла Макан]]
[[sv:Takla Makan]]
[[sv:Takla Makan]]
[[th:ทะเลทรายทากลามากัน]]
[[th:ทะเลทรายทากลามากัน]]

20:37, 20 დეკემბერი 2012-ის ვერსია

თაკლამაკანის უდაბნოს მდებარეობა
უდაბნოს ხედი
NASA-ს ფოტო

თაკლამაკანის უდაბნო (ჩინ.: 塔克拉玛干沙漠) — უდაბნო ცენტრალურ აზიაში, ჩინეთის ტერიტორიაზე, სინძიანის პროვინციაში. წარმოადგენს მსოფლიოს სიდიდით მე-18 უდაბნოს.[1] სამხრეთით ესაზღვრება კუნლუნის მთები, დასავლეთით — პამირის უდაბური მთები და ჩრდილოეთით — ტიან-შანი.

ზომა

თაკლამაკანი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვიშიანი უდაბნოა, ფართობი დაახლოებით 270 000 კმ²-ს შეადგენს.[2] მისი სიგრძე 1 000 კმ-ია, ხოლო სიგანე 400 კმ. უდაბნოს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს კვეთდა აბრეშუმის გზის განშტოებები.[3] ბოლო წლებში, ჩინეთის ხელისუფლებამ, უდაბნოში გაიყვანა საავტომობილო მაგისტრალი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქ ჰოტანს (სამხრეთით) და ქალაქ ლუნტაის (ჩრდილოეთით). აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს უდაბნო ფართოვდება.

კლიმატი

თაკლამაკანი ცივი უდაბნოა, რაც უპირველეს ყოვლისა ციმბირის სიახლოვით და შესაბამისად, იქიდან შემოჭრილი ცივი ჰაერის მასების დამსახურებაა. ზოგჯერ, ზამთარში ტემპერატურა −20 °C-მდე ეცემა. 2008 წლის ზამთარში, უდაბნო 4 სმ სისქის თოვლით დაიფარა, ხოლო ტემპერატურა −26 °C შეადგენდა.[4]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. The World's Largest Desert. geology.com. ციტირების თარიღი: 2007-08-22.
  2. Taklamakan Desert. Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: 2007-08-11.
  3. Bahn, Paul G. (2001). The Atlas of World Archeology. New York: Checkmark Books, გვ. 134– 135. ISBN 0-8160-4051-6. 
  4. „China's biggest desert Taklamakan experiences record snow“. Xinhuanet.com. February 1, 2008.